აუ ძაან ბევრია, ერთ-ორს დავდებ :დდდ
წერილი ანა ახმატოვას
“მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან, მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.
თბილისის მადლი და მშვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია
სხეული ნისლში…
ჩვენი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.
მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი
მეწვია ბედი,
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს. ”
დარიანული
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელ პირის
მოკარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
ჩემ დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯათ
გადაგვარებით.
ძახილი
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თერთ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს
ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რო გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით.
ელენე დარიანი
და თუ გაინტერესებს უფრო უკეთ აი ეს თემა არის არ ვიცი, საგანძური, ერთი-ორი თემა თუ იქნება ფორუმზე ესეთი მაგარი;
ამ თემიდან გავიგე პირველად რომ ელენე დარიანი პაოლოს ფსევდონიმი კი არა, ნამდვილი პიროვნება იყო და პაოლო კი არა თურმე ელენე დარიანი მყვარებია

(( :დდ
მოკლედ, ძალიან მაგარი თემაა და გადახედე მერე თუ გაინტერესებს.
ელენე დარიანი This post has been edited by merciamercia on 21 Dec 2021, 14:37