ბათუმელებმა დაპოსტეს:
"დავიწყოთ ბოდიშით"
მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, დღესაც ვერ მოესწრო წიგნების მოტანა.
თურქულმა მხარემ, სადაც წიგნებს ვბეჭდავთ, ძალიან დაგვიგვიანა წიგნების გამოგზავნა და ამასთან, მხოლოდ გუშინ შეგვატყობინა დღესასწაულის შესახებ, რომლის დროსაც შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ, გზებზე დიდი ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია და პრობლემური.
ვიცით, რომ თქვენთან ეს არ გვამართლებს. უბრალოდ, გვინდა იცოდეთ, რომ კვლავ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს და მოცემულ პირობებს.
ვიმედოვნებთ, რომ ხვალ მაინც იქნება წიგნები ადგილზე და შეძლებთ შეძენას.
აქვე, გპირდებით, აუცილებლად მოვიფიქრებთ ახლო მომავლისთვის ძალიან მაგარ აქციას და შევეცდებით ფესტივალის დანაკლისი აგინაზღაუროთ.
როგორც კი საზღვარს გადმოკვეთს, დაგვიანებული წიგნების კატალოგს ზარზეიმით დავდებთ

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი სიტუაციის გამო.
თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ჩვენთვის საკმაოდ რთულ ვითარებაში <3
თქვენი "წიგნები ბათუმში"