^Winterchildზედმეტად სპირიტუალური იყო ჩემთვის. მე ფილოსოფიისა და რელიგიური რწმენების გამიჯვნის მომხრე ვარ. 'სულმა უკვე იცის' და ასეთები მაღიზიანებს. თუ რაიმე ახალ საკითხს შემოიტანს, მსურს რომ სიღრმისეულად გაარჩიოს და არ იხმაროს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ვთქვათ სული. მყარად განსაზღვრული მნიშვნელობა ამ ტერმინს არ აქვს და რისი მომცემია ჩემთვის ფრაზა 'სულმა უკვე იცის'? მინდოდა პრაქტიული ცოდნა მოეცა ამ წიგნს და არა რაღაც განწყობა/მუხტი/მოტივაცია. თორემ წიგნს ხელში საერთოდ არ დავიკავებდი და შაია ლებაუფს გავუშვებდი ლუპზე 24 საათი

რომ არჩევდეს რელიგიურ რწამს, ის უფრო საინტერესო იქნებოდა. მაგის ლექციები რელიგიაზე მაქვს იუთუბზე ნანახი და ძალიან საინტერესოა. კარგა ხნის წინ მინდოდა მარკუს აურელიუსის 'მედიტაციები' წამეკითხა. ის მგონი უფრო ფორმარული იქნება, თუმცა ცოტა მოძველებული რაღაც გაგებით. მაგრამ რახან აურელიუსისაა წავიკითხავ უფრო დიდი ინტერესით.