Heart_of_Darkness
ツンデレ

     
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5533
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
|
#54934691 · 7 Jul 2019, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,ბრაზილია" გადავიკითხე. ვერადავერ ჩამოვაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ამ წიგნისადმი. თითქმის ყველაფერი აქვს რომ მომწონდეს: ჟანრების აღრევა, სოციალურ კლასებს შორის განსხვავება, მოგზაურობა, ვნება, თამამი სცენები, უსაზღვრო რეალიზმიდან მაგიურ რეალიზმში გადასვლა. წინასიტყვაობაც ისეთ რომანს გპირდება, ,,ტრისტანის და იზოლდას" კლასიკურ ვერსიას, ათი თავით მაინც, რომ უნდა სჯობდეს. მაგრამ არც ახლა მომეწონა, ვერ დავამუღამე, ცოტა არ იყოს მთქნარებითაც კი ვკითხულობდი. თავიდან ბანალური თარგია: მდიდარი და გავლენიანი ოჯახის გოგო იყვარებს ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელს. მამა და ბიძა, მასზე მზრუნველობის მოტივით, წყვილის დაცილებას იწყებენ და ახალგაზრდებს ცხოვრებას ურთულებენ.ალბათ, სწორედ ამიტომ პირველი ორასი გვერდი მეძინა.
პრინციპში, იყო საინტერესო მომენტები: მაგალითად, ტრისტაო იზაბელს კაფეში რომ აკითხავს, სადაც ,,რევოულუციონერი სტუდენტები" შავკანიანების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ როგორც კი ტრისტაოს შეავლებენ თვალს, ამრეზით უყურებენ. ძმა რომ უღალატებს ტრისტაოს და ძალიან რაციონალურად უსაბუთებს თავის ღალატს, სწავლის ფულს გადავიხდი, ჩემს ოჯახს მაგრად წაადგებაო. თან იქით აყვედრებს იმ გოგოს, მაინც მალე მობეზრდებოდიო. და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში იმდენი შეუსაბამო მომენტი იყო, მარტო პოსტმოდერნიზმით რომ ვერ გაამართლებ, უფრო კითხვისნიშნები გრჩება, ეჭვიც კი გღრღნის ამის დამწერი მაგარ მოწეულში ხომ არ იყო? ჯერ ეს იზაბელი ხომ ერთი ხუთ შვილს აჩენს სხვადასხვა კაცისგან, მაგრამ თავისი მთავარი სიყვარულისგან არ გამოდის დაფეხმძიმება. მერე მისი მამა სალომეო ისე კვდება, რაღაც ანდერძივით ტოვებს, სადაც დაკარგულ ვაჟიშვილს მისტირს და ისეთი პირი უჩანს, რომ მისი სიძე, რეალურად, მისი შვილია.მოკლედ აპდაიკმა ბოლოსკენ ლათინოამერიკული სერიალის სიუჟეტი შემოაგდო,არადა სულ არ ჭირდებოდა ეს ხაზი. თან ვერც ჟანრს გაიგებ, კლასიკური რომანივით იწყებს, მერე უცებ ,,ლოთებსა და მეძავებზე" გადადის, მერე მაინ რიდს და ჯეკ ლონდონს რთავს, მერე მაგიური რეალიზმის ტალღა შემოდის და ბოლოს, ისევ რეალისტური ფინალი. ტრისტაო ანტიკური რომანის გმირივით კვდება, ის ბიჭები კლავენ, რომლის მსგავსიც დასაწყისში იყო. იზაბელს კი უნდა მასთან ერთად მოკვდეს, მაგრამ რეალობა სხვაა. სიკვდილის ნაცვლად თავის ნამდვილ ბუნებას იძენს და ლურჯი თვალები უშავდება.(საინტერესო მეტამორფოზი კი არის.საბოლოო მეტამორფოზა.) მოკლედ, მთლიანობაში ისეთი შეგრძნება კი მაქვს რომ ეს შაბათი-კვირა ამ წიგნის კითხვაში ტყუილად გავაფლანგე, მაგრამ პოსტის სიგრძით თუ ვიმსჯელებ აუტანლად ცუდიც არ ყოფილა. ვნახოთ, რაღაც დროის შემდეგ რა შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდება ამ წიგნზე.
|