Adurდღეს მოვრჩი ლოურენსის ყურებას და მინდა გითხრა ასეთი/ამდენი სიამოვნება კაი ხანია არ მიმიღია.
ლანდშაფტის სვენები ხო ძალიან მაგარია და ოპერატორიც.
მსახიობების შერჩევაზე ხმას არ ვიღებ, გენიალურია, უბრალოდ ოტულის შესრულება ცოტა არ მომეწონა და კერძოდ ეს დაჟინებული მზერები, მომეჩვენა რომ ზედმეტად თამაშობს, თუმცა ფილმის მსვლელობაში ისე ჩავები და იმდენი ხანია ვუყურებ, შევეჩვეი სტილს და ბოლოს უკვე უხდებოდა კიდეც, პერსონაჟი იმდენად დამძიმდა, რომ გაყინული სახე და გამომეტყველება ზუსტად აღწერდა, მხიარული ლეიტენანტიდან პოლკოვნიკ ალ ლოურენსამდე განვლილ, სისხლიან გზას.
ყველაზე ერთგულ და უღალატო მსახურებს თავისივე ხელით მოაკვლევინებს, მასში არსებული, სახელმწიფოს იდეითა და ამბიციებით შეპყრობილი პიროვნება, რომელიც კეთილშობილი მუსიკის მოყვარული აზალგაზრდისგან პირსისხლიან მკვლელად აქცია ომმა.
"ისინი ჩემს სანახავად მოვლენ" და ჯარს თვითონ გაუძღვება დამასკში, ენტონი ქუინის სახე და შესრულება არის მაგ მომენტში ძალიან მაგარი

და ეს ყველაფერი რისთვის? ბოლოს მაინც მოხუცები გადავწყვეტთ ყველაფერს, თქვენი ღვაწლი დაუფასებელია კარგად ბრძანდებოდეთ!
ომარ შარიფი არის გენიალური მსახიობი, ვაახ მაგარი ფილმი იყო მოკლედ.
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება და მოყოლა.
ისეთი ფილმია, მეორედ რომ უნდა უყურო.