* ჰოთორნის "ალისფერი დამღა"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
" ალისფერი დამღა“ ცნობილი ამერიკელი რომანტიკოსი მწერლის, ნათანიელ ჰოთორნის რომანია, რომელმაც ავტორს დიდი სახელი მოუხვეჭა სამშობლოში და დროთა განმავლობაში ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა.
წიგნი 1850 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა საქვეყნო აღიარება. ის ეხება აკრძალული სიყვარულის, საზოგადოებასთან დაპირისპირების, დანაშაულისა და სასჯელის თემებს. რომანი მრავალჯერ აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში (მათ შორის, ცარისტულ რუსეთშიც), როგორც უხამსი და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი, რადგან ავტორის სიმპათია აშკარად ეკუთვნის მთავარ პერსონაჟს – ქალს, რომელმაც მღვდელთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა და ამით მთელ პურიტანულ საზოგადოებას დაუპირისპირდა.
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა.
* სარამაგუს "სიკვდილი ისვენებს".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
„სიკვდილი ისვენებს“ ჟანრობრივად ფანტასტიკური რომან-იგავია, სადაც მწერალი აღწერს არარეალურ სიტუაციას - ერთ-ერთ ქვეყანაში აღარავინ კვდება. ადამიანთა უმადურობით შეძრწუნებული სიკვდილი, რომელიც ნაწარმოების პერსონაჟად გვევლინება, თავის საქმიანობას წყვეტს...
* კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ესაა ისტორია, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. და რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი…
* კენ კიზი "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, ასევე ცნობილი, როგორც ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა— კენ კიზის რომანი (1962). ითვლება ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... სრულიად ლოგიკურია, რომ რომანი კენ კიზიმ დაწერა - ადამიანმა, რომელიც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მუდმივი, ნაირგვარი შემოქმედებითი ძიებებით ამერიკული კონტრკულტურის ორგანული ნაწილი იყო. 1975 წელს ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
რომანის შესავალში არის მიძღვნა: „ვიკ ლოველს, ვინც მითხრა, ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.“
წიგნის ეპიგრაფია:
...ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.