მადლობელი.
არადა კი მეზარება, თან კარგა ხანია არ გადამიკითხავს და დეტალურად არც მახსოვს, მაგრამ იმას ვიტყვი, რაც დამიტოვა და რატომაც მომწონს ... არეულად მოვყვები, არ დამივარცხნია.
ნუ, პირველ რიგში არ ვიცი ამ ნაწარმოებს ეს სათაური რატომ ჰქვია, ან ოდესღაც ვიცოდი და არ მახსოვს. ალბათ დავინტერესდებოდი კიდეც, ხზ, ფაქტია რომ დღეს - არ ვიცი. აქედან გამომდინარე თუ ჩემს წარმოსახვას და ლოგიკას გავყვები ჩემთვის „გუგულის ბუდე“ ასოცირდება ერთ წყნარ და თბილ ოთახთან, აი სმოკ ბელიუში-ა (ავტორი ჯეკ ლონდონი) შორტის და სმოკს რომ გადააგდებენ მდიდარი დამქირავებლები და შორტი მაგრად გაძუყნის ორივეს და რაც მთავარია ,,იმ თბილ ოთახს აურევს“. აი იმ თბილი ოთახის ასოციაციას იწვევს ,,გუგულის ბუდე“ სადაც ყველაფერი რიგზეა, გარეთ როცა ცივა შიგნით ბუხარი გიზგიზებს და წყნარად შეგიძლია მოსვა ვისკი. ჰოდა ასეთი თბილი ოთახი იყო ,,გუგულის ბუდე“ სანამ იქ პატივცემული რპმ მივიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მოკლედ „გუგულის ბუდე“ ჩემთვის ნათელ, მოყვითალო ფერის ღია ოთახთან ასოცირდება, სადაც ან მზის სხივებია ბევრი, ან ბუხრის ცეცხლი, ან განათება, ოღონდ კაშკაშა კი არა, არამედ ,,თბილი“. აი მაკმერფის ,,გადაფრენა“ კიდე ძააალიან ბნელ ღამეში და კოკისპირულ წვიმაში ელვა რომ გაანათებს, კიდე უფრო საშიშად გამოაჩენს ყველაფერს და ჩაქრება აი ამ ფერთან.
წეღან ვფიქრობდი, ნეტა მაკმერფი იგივეს თუ იზამდა რომ სცოდნოდა რა შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი მეთქი, ჰოდა იზამდა, გამახსენდა რომ ამაზე შეგნებულად წავიდა.
არ მინდა ისე გამომივიდეს, როგორც თავისუფალ თემებს წერდნენ ხოლმე სკოლაში და ,,მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“ პოსტი იყოს, მაგრამ მომდევნო აბზაცები რაღაცით (იმედია ოოოოდნავ) დაემსგავსება ამას და წინასწარ მაპატიეთ

მოკლედ, მე რის გამოც მიყვარს/ მიყვარდა ეს წიგნი, ეს პერსონაჟი და ზოგადად მსგავსი ტიპები და პერსონაჟები არის ის რომ ტიპები გამორჩეული ინდივიდები არიან. გამორჩეულები არა იმით, რომ სუპერ ძალები აქვთ და ბოროტებას დედას უტყნავენ და სიკეთეს თესავენ ან მსგავსი კრეტინობა, გამოოჩეულები არიან იმით რომ დინებას არ მიჰყვებიან და საკუთარი, მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური ცხოვრებით ცხოვრობენ, რაც პა ბალშომუ დედამიწაზე მაცხოვრებლების 99%-ს გვაკლია (სახლი, სამსახური, ოჯახი და ა.შ.)
მაკმერფი არ იყო კაი ტიპი, თავიდან, არ იყო. იყო ერთი თავისუფალი სალახანა (ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, მაგრამ მე თუ მკითხავთ ,,აკვდება“), რომელიც არასდროს ფიქრობდა შედეგებზე, ყოველთვის აკეთებდა იმას რაც უნდოდა და სულ ცალ ფეხზე ეკიდა გარშემომყოფები.
არც ჰქონდა პრეტენზია გამორჩეულობაზე, ან სიკარგეზე, უბრალოდ ასეთი იყო, ველური და სიშიშვლემდე გულწრფელი, ყოველგვარი პოზის გარეშე.
მაგრამ ,,თბილ ოთახში“ ნახა ის, რამაც მისი სამყარო ამოაყირავა. ანუ ,,თბილი ოთახი“ იყო ის ფენომენი (ალბათ სწორი სიტყვაა ამ სიტუაციაში) რაც მისი არსებობის, ცხოვრების, შეგნების სრულიად საწინააღმდეგო რამე იყო. ,,თბილი ოთახი“ არ იყო მხოლოდ კლინიკა სადაც წესრიგია, ეს იყო სიტუაცია, ურთიერთობები, სხვა ადამიანების ცხოვრება, დინებას მიყოლილი ადამიანები, რომლებსაც სწამდათ რომ დინებაზე მიყოლა კარგია, რომ რაც ხდება ასეა საჭირო, რომ სხვებმა - ჩვენზე ჭკვიანებმა ჩვენზე უკეთ იციან, რომ ,,ხანდახან საგიჟეში ნებაყოფლობით მისვლა საჭიროა და კარგია ისევ ჩვენთვის“. ,,თბილი ოთახი“ რეალურად იყო იდეალური სისტემა მონებისთვის, რომელიც კლავდა ინდივიდის თავისუფლებას.
მაკმერფი კიდე თავისუფალი იყო. ჰოდა მანუელო კოსტასი არ იყოს ( ,,სამოსელი პირველი“ ავტორი გურამ დოჩანაშვილი) ,,მინდა არ მინდა გმირი ვარ“ გამოუვიდა. და როცა გაიგებს რომ ხალხი იმ ,,თბილ ოთახში“ ნებაყოფლობით მიდის, მანდ ხდება სალახანის გმირად გარდაქმნა და გადაწყვეტს, რომ სხვები ,,გაათავისუფლოს“.
და იწყებს სხვებზე ზრუნვას და მათ თავიდან აღზრდას, არა იმიტომ რომ კარგი ტიპია და ესაა მისი მოწოდება, არა, საწრთოდ არ უნდოდა, უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და ,,პა ბალშომუ“ მთელ ნაწარმოებში ჩანს რომ ამ მომენტიდან მოყოლებული (რაც დამცინავად ეტყვიან რომ ნებით არიან იქ გამომწყვდეულები) უბიძგებენ აკეთოს ის რასაც აკეთებს.
ყველაზე მაგარი მომენტი ალბათ ისაა, რკინის ყლინჯის აწევას რომ ცდილობს, თუმცა იცის რომ არაფერი გამოუვა, (მე ხომ ვცადე მაინც დალახვროს ეშმაკმა მე დომ ვცადე მაინც - მგონი ამ ფრაზით გადის ოთახიდან და მიუყრის იმ მიჭმუჭნულ ფულს იმის დასტურად რომ ფული მაგრად ჰკიდია, სხვა რამეა მთავარი) მაგრამ მაგ მომენტში იბადება ამ მობოსტნეულო სხვა პერსონაჟებში ის თავისუფლება და ინდივიდუალიზმი რაც მაკმერფის აქვს ამათგან გასხვავებით.
მერე ნელ-ნელა აღვივებს იმას რაც დათესა და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ანუ, აღწევს იმ მიზანს, რომ ტიპებს ასწავლის თავისუფლების ფასს. მისი სიკვდილი მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში.
ნუ, პარალელურად ვხედავთ რომ თბილი ოთახი არც თუ ისე მყუდრო ყოფილა როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მააგრად ყარს, თუ თვალებს კარგად გავახელთ.
მოკლედ, ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯია ამ ნაწარმოებში, რომ იდეა მთავარია და თუნდაც შეეწირო, შენი ქმედებები აუცილებლად მოიტანს შედეგს. (აქ კი გამომივიდა ,,ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“, მაგრამ ეგრეა და რა ვქნა, მერე რა რო ბანალურია, ზატო სიმართლეა :/ )
ბელადის ხაზი ცალკე თემაა, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე ისედაც, ვინც წაიკითხეთ თქვენი დაწერეთ. :/