Adurმისი მოთხრობები არ წამიკითხავს, ,,კონსუელო" ვიმყოფინე.
ბუნდოვნად მახსოვს სიუჟეტი, მაგრამ ის მახსოვს რომ ველოდებოდი როდის დაიწყებოდა მოქმედება, მაგრამ წიგნი ისე დამთავრდა, არც არაფერი დაწყებულა

ბიოგრაფიით უფრო საინტერესო ქალი ჩანს, ვიდრე ამ რომანით.
holden kolpildiხოო, ვგრძნობ, რომ ბევრის წერა მომიწევს და წინასწარ დავიზაფრე
დასაწყისისთვის, ვფიქრობ, უნდა გამოვიდეთ ,,ჭეშმარიტების ღაღადის" mode-დან და შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამყაროში ძალიან ცოტა უნივერსალური ღირებულებაა. ის რაც ჩემთვის ფასეულია, ვიღაცისთვის ნაგავია და პირიქით.
მეორეც, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სამყაროში უფრო მეტი მდარე ხარისხის პროდუქტი იქმნება, ვიდრე ღირებული ნაწარმი.
მესამეც, ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების სხვა სფერო, ექვემდებარება რანჟირებას. თავისუფლად შეგიძლია, შენი ნება-სურვილის მიხედვით, 10ქულიან სკალით, განსაზღვრო შენთვის ღირებული და ნაკლებად ღირებული წიგნები.
მეოთხე, წიგნი პირადი საკუთრებაა. როგორც მისმა უპირობო პატრონმა შემიძლია რაც მომესურვება ის ვუყო. შევინახო, ვინმეს ვაჩუქო, მაკულატურაში ჩავაბარო, სხვენში შევაგდო, ობის ასაკიდებლად, თუ სხვა.
გაპრავება არ არის, ჩემი პოზიციაა, რომელიც შენსას არ ემთხვევა.
არ შეგეკამათებოდი, რადგან ვიცი, რომ განსხვავებულად ვაფასებთ ამ ქმედებას. მაგრამ ბევრგან შემხვედრია მსგავსი აღშფოთებული კომენტარები, კიდევ უფრო ბევრჯერ დამზარებია, შეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ერთხელ ვცადოთ.