#54917211 · 4 Jul 2019, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორსტმანი
QUOTE | იურიდიულად არ აზროვნებ |
აბა, კარგი ადვოკატი გამოხვიდოდი, ოღონც ემოციურობა გიშლის ხელსო, შენ არ ამბობდი? პრინციპში, მეც კი ვიცი, რომ არ ვაზროვნებ იურიდიულად. იმიტომ გამოვიქეცი თავის დროზე, სამართლიდან. ძალიან ჰუმანური პროფესია კი მაქვს დღეს, კმაყოფილიც ვარ. სულ სხვისი პოზიციიდან მაფიქრებინებს სიტუაციაზე. QUOTE | მკვლელობა - სიცოცხლის მოსპობა წმინდა იურიდიულ ენაზე რომ ვისაუბროთ - არის შედეგი, რომელიც დადგა. |
კი, მაგრამ გამამართლებელი და დამამძიმებელი გარემოებებიც ხომ არსებობს?
QUOTE | შუა საუკუნეებში, წმინდა ინკვიზიცია მსგავსი საუბრის გამო ცეცხლზე დაგწვავდა. |
დიდი ალბათობით,  მაგრამ მაინც ინკვიზიციისადმი თბილი გრძნობები მაქვს. QUOTE | შეიძლება ტერორის ქვეშ ყავდა... და მოკლა. შეიძლება გადაეკეტა .... და მოკლა. შეიძლება რომ გაწვიმა არ მოეწონა ... და მოკლა. შეიძლება ვარდი აჩუქა ყაყაჩოს მაგივრად და არ მოეწონა... და მოკლა. |
კი, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა გააჩნია დაცვას რაზე ააგებ. რეალური ვარიანტებიდან შესაძლოა ყოფილიყო: 1- ტერორი, შიში და მუქარა- ქმრის მხრიდან. 2- ამ ქალის ღალატი და გათავიუსფლების სურვილი, 3- შიზოფრენიის საწყისი ეტაპი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი სხვა გზით რომ წავიდოდა, ამაზე მგონი ვთანხმდებით. პაპიძის დამცველი არ ვარ, უბრალოდ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ვარიანტი განვიხილოთ. დავუშვათ, რომ ,,ნაივნი", შეშინებული ქალია, რომელიც ცუდ დროს, ცუდ სიტუაციაში მოხდა. სხვა ვარიანტებს მარტივად ავხსნი, თუმცა ეს უფრო მაინტერესებს. რაზე შეიძლება ააგოს დაცვა ადვოკატმა.
QUOTE | აგრესიის ძალა თავდაცვით ძალას არ უნდა აჭარბებდეს. |
საინტერესო აზრია, მაგრამ შეშინებული, პატარა ქალია, რომელიც ერთი-ერთზე, შიშველი ხელებით, ვერ მოერევა იმხელა, თან სამხედრო კაცს. თან შეიძლება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი უძღვოდა წინ. ეს გარემოება დავამატოთ.
QUOTE | პირი თუ მოდის შიშველი ხელებით შენს წინააღმდეგ და შენ ესვრი იარაღს - ეგ უკვე თავდაცვა არაა. |
დავუშვათ ქმრის მხრიდან ამ საქციელს წინ უძღვოდა, დიდხნიანი ფსიქოლოგიური ძალადობა, ყვირილი, მუქარა... მაინც ვერ?
QUOTE | თუკი ადამიანს ფსიქ. აშლილობა აქვს ე.ი. ის ციხეში არ უნდა გავუშვათ - შენი ხსენებული ჩიკოტილო, ტედ ბანდი და ძმანნი მისნი უნდა გაგვეშვა თავისუფლებაზე - რადგან ფსიქ. დაავადებულები იყვნენ. |
 მე ვამბობ იმას რომ ციხეში მისი დამწყვდება რეალურად არაფერს შეცვლის. მანამ მაინც სანამ თავად ვერ აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს.ამიტომ ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა უმკურნალო. ჩიკატილოს და სხვა მანიაკებს რომ ვერ უმკურნალებდი და მანდ სხვა მდიგომაა საჭირო, ამას ნუღარ დამაწერინებ. მაინც სხვა ლეველებია. პაპიძე vs ეგენი. QUOTE | ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენები - ყველა თავისუფლებაზე. |
მომხმარებლები-კი, ოღონც თავისუფლებაზე არა, სამკურნალო დაწესებულებაში. აი, ბარიგები- კი ციხეში.
QUOTE | " ციხეში დამწყვდევა რას უშველის ? "
ისე, რომ განვაზოგადოთ - ადამიანები რატომ უნდა დაიჭირონ საერთოდ ?
დავიკიდოთ არა ? |
 იმისათვის რომ ადამიანმა სრულად გაიზროს თავისი დანაშაული მას სჭირდება ამის გააზრება. რატომ არის ციხიდან გათავისუფლებულებში ხელახალი დანაშაულის მაღალი სტატისტიკა? ბევრი მიზეზებია მაგრამ ერთ-ერთი ის, რომ ტიპები ხშირად ვერ აცნობიერებენ რის გამო დაიჭირეს და რის გამო იჯდნენ, რომ გამოდიან, მალევე იგივე საქმეს სჩადიან. იმისათვის, რომ ადამიანი დასაჯო, პირველ რიგში უნდა აგრძნობინო, სრულფასოვნად, მისი დანაშაულის სიღრმე. უნდა გააცდევინო. ციხით მხოლოდ თავისუფლებას უზღუდავ, მის ფსიქოლოგიაში ვერ იჭრები. მაგალითად, Black mirror-ის მეორე სეზონის, სერია - White Bear არის დასჯის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუმცა ჩვენს რეალობაში, უტოპიური. QUOTE | დარტანიანი ბონასიეს ცოლის საყვარელი იყო - ნეტა მაგის გამო ხომ არ უთხრა რიშელიეს უარი და შედეგად მაგის გამო ხომ არ ჰქონდა როშფორთან მტრული ურთიერთობა ? ნეტა პაპიძეს ბიძინამ ხომ არ შეთავაზა ბერას საყვარელი გახდიო ? |
argumentum ad absordum
QUOTE | უფრო სიღრმეებში ხო არ წავიდეთ და უფრო დეტალები ხომ არ ვეძიეთ ნებისმიერი ლიტერატურული ნაშრომით ? მაგ. ავიღო შუა საუკუნეების ნებისმიერი 10 წიგნიდან 9 და დავწვათ მაგდა პაპიძე - რადგან, როგორც აღნიშნე ლიტ. განყში ვართ. |
ჩემი აზრის როგორი ვულგარული უტრირებაა.
QUOTE | წმინდა ფსიქოლოგიურად და არა იურიდიულად.
|
მისი ფსიქოპორტრეტი მაინტერესებს. თორემ იურიდიულად ყველაფერი ძალიან მშრალია,მე კიდევ ემოციები და ,,ადამიანური მომენტები" მაკლია.
QUOTE | სიყვარულზე ვისაუბროთ ? |
 მე უფრო ტირანი ქმრის ვერიისკენ წავედი, ჯიმიმ როგორც დაწერა. ქმარი თავს არ აგრძნობინებდა სრულფასოვან ქალად, მერე უცებ გამოჩნდა ვიღაც სხვა, რომელიც თავზე შემოევლო, თავისი მზრუნველობით, ამანაც ჩათვალა, რომ ვსიო, ნამდვილი სიყვარულია. დაინახა განსხვავება ტირან ქმარსა და მოსიყვარულე საყვარელს შორის და მარწუხებისგან გათავისუფლება მოუნდა. QUOTE | აღიარებ რომ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ გონებრივ წყვეტაზე აკეთებ აქცენტს ? |
აზრე არ ვარ, რა მოხდა. თუმცა ფაქტები რომ მის წინააღმდეგ მეტყველებს ამის არ აღიარება არ შეიძლება. როგორც ზემოთ დავწერე, პაპიძის ადვოკატის პოზიციიდან მინდა შევხედო სიტუაციას.
QUOTE | საშუალოდ რამდენიმე ათეული ადამიანი გაუჩნდება სიკვდილს. მეტი არაფერი.
|
სხვა რაღაცას ვამბობდი. შიზოფრენიკებს პირველ რიგში სჭირდება სპეც. დაწესებულებაში მოთავსება და მკურნალობა.
QUOTE | შენთვის არ არის მნიშვნელოვანი |
 ? QUOTE | წამიკითხავს და მიყურებია რომ ფსიქოლოგებ/ფსიქიატრები თეორიის გამო ადამიანზე ისეთ ცდებს ჩაატარებენ... თუნდაც ასეულმა ადამიანებმა დაამთავრონ სიცოცხლე მწარედ, მთავარია რაღაც თეორია დაამტკიცონ. თურმე - არც ისე შორს ყოფილა რეალობისაგან. |
პირველ რიგში, ზიმბარდოს ექსპერიმენტის შემდეგ ფსიქოლოგიაში ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება ეთიკით აკრძალულია. მეორეც - სულ არ ვარ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. მესამეც- ერთადერთი ადამიანი ვისზეც ექსპერიმენტებს ვატარებ- ჩემი თავია.
QUOTE | თავისუფლებაზე გამოსვლის სურვილი და საყვარელთან ტკბობით დაკავება არაა საკმარისი ძალა შენთვის ? |
შვილი თუ მოვკალი - არ.
QUOTE | მიკერძოებული ხარ და ობიექტურად არ უყურებ.
|
ნწ, სადაა ობიექტურობა? ყველა თავის ვარიანტს აწვება. საქმის მასალები აქედან არცერთს გვინახავს, იმით ვმსჯელობთ რაც მედიისგან მოვისმინეთ. მა ნაკლებად პოპულარულ პოზიციას ვირჩევ, რადგან მაინტერესებს: 1- მისი ფსიქო პორტრეტი და 2- საწინააღმდეგო მხარის არგუმენტები.
QUOTE | რატომ უკრძალავენ ფსიქოლოგებს ნაფიც მსაჯულობას.
|
არ ვარ ფსიქოლოგი,არ და არც ფილოსოფოსი, ეგ ჰობია.
QUOTE | ბრმად სწამს სინდისის... |
რუსული ლიტ-რის დიდი დოზით კითხვამ მიქნა.
QUOTE | აჰ. ბოდიშით ქალბატონო დარქნეს, რომ თქვენ არ დაგელოდეთ. საჩივარი შეიტანე - არ გაქვს სურვილი ?
|
 ნაფიცებზე არ მაქვს საუბარი, როგორც კი საქმე გახმაურდა, ხალხის, თუნდაც ამ ფორუმზე,რეაქცია მახსოვს. ჯერ უნდა გამოიძიო და მერე მოითხოვო გასამართლება. ამაზე ვიკამათოთ? QUOTE | ეგ გონებაში შეძრომით იცი ?
|
არა, სხვა მსგავსი ქალების ისტორეიბით. როგორც ზემოთ დავწერე, იურიდიული მხარე ნაკლებად მაინტერესებს. თუნდაც ცივსისხლიანი მკვლელი იყოს, მე მაინტერესებს მისი ფსიქოლოგიური მხარე, რას გრძნობს ან რატომ ვერ გრძნობს. ფსქიოლოგიაში ყველაფერს აქვს თავის მიზეზი და მოტივი. ამას შევისწავლიდი.
QUOTE | და პატრულში დარეკვა - ავიწყდება ?
|
ფსიქოლოგიური სტრესის მომენტი გავიწყდება, დაშინებულზე სუსტი ფსიქიკის ადამიანი როგორ იქცევა - სხვა რამეა. ასე რაციონალურები რომ იყვნენ ადამიანები, უფრო შეხმატკბილებულად ვიცხოვრებდით და შენც ნაკლები საქმე გექნებოდა.
QUOTE | თუმცა, ქმრის მკვლელობა რომ გადადე გვერდზე ეგ ემპათიაზე კი არ მეტყველებს... რომელიღაც ფსიქ. აშლილობაზე მეტყველებს.
ჩავუღრმავდეთ ? |
რატომაც, არ. თუმცა, მარტივია. ქმარი შეიძლება გახდეს უცხო, დასრულდეს გრძნობა. მერე მოძალადედაც იქცეს, დაგემუქროს, გაწვალოს, შეგაძულოს თავი, გცემოს... აი, შვილი კი რომელიც შენი ნაწილია, 9თვე ატარებ, წვალებით აჩენ, მერე ზრდი... იმის მოკლა, საკუთარი ხელით, ჩემს გონებაში ვერ განიხილება. QUOTE | რომ შეგიძლია, არ იცი ? დაუკავშირდი მაგის ადვოკატს და დაგეხმარება.
|
ფსიქოლოგის არც კვალიფიკაცია მაქვს და არც ლიცენზია. სეირის მაყურებლები კი ჩემ გარდა კიდევ ბევრი ეყოლებათ.
QUOTE | განაჩენი რომ გამოტანილია და შენ მაინც უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობ ეგ როგორ განვიხილოთ ? |
საზოგადოებაში გავრცელებულ მეინსტრიმულ აზრთან დაპირისპირების გამოვლინებად. aka ინტელექტუალური ტროლინგის გამოვლინებად  QUOTE | თორმეტი მოქალაქე რომელთაც გაამტყუნეს, თქვენთვის რომ არავინ არიან ეგ გავიგეთ.
|
 სხვა რაღაცას ვამბობ, მსგავსი გახმაურებული დანაშაული პირველ რიგში სოციუმში არსებულ პრობელმას უსვამს ხაზს. ,,იი, მიღალატებ, მოგკლავ". ცივილურდ რომ დაელაპარაკათ და განქორწინებაზე შეთანხმებულიყვნენ ახლა ნაკლები მსხვერპლი ხომ იქნებოდა? ქმარი და ბავშვი ცოცხალი, მაგდა კი თავისუფალი. QUOTE | ე.ი. ჯანსაღი გარემო მხოლოდ იქ არსებობს - სადაც მკვლელები თავისუფლებაზე დადიან - რადგან... მოდი თქვენი მაგალითი გამოვიყენოთ - შიზოფრენიკები არიან ? არ გრცხვენიათ ?
|
ზემოთ დავწერე ამაზე, აღარ გავიმეორებ.
|