ფორსტმანი
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1188
წევრი No.: 223114
რეგისტრ.: 24-August 16
|
#54921028 · 4 Jul 2019, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE | აბა, კარგი ადვოკატი გამოხვიდოდი, ოღონც ემოციურობა გიშლის ხელსო, შენ არ ამბობდი?
|
არც ახლა აქვს უარყოფას ადგილი. ემოციურობა გიშლის ხელს იაზროვნო იურიდიულად, ცივად და ობიექტურად. რა ვთქვი საპირისპირო ? ნუ თიშავ ხოლმე დარქნეს !
QUOTE | პრინციპში, მეც კი ვიცი, რომ არ ვაზროვნებ იურიდიულად. იმიტომ გამოვიქეცი თავის დროზე, სამართლიდან. ძალიან ჰუმანური პროფესია კი მაქვს დღეს, კმაყოფილიც ვარ. სულ სხვისი პოზიციიდან მაფიქრებინებს სიტუაციაზე.
|
შენ ის არ იცი იურიდიულში რამდენი პოზიციიდან არის საკითხს შეხედო.
სისხლის სამართალში გვაქვს ასეთი ტერმინი - დასაბუთებული ვარაუდი - ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ხსენებულ ფაქტებს არ გააჩნიათ წინასწარი ძალა - სანამ სასამართლო პროცესზე ორივე მხარე არ გამოიკვლევს უშუალოდ პროცესზე, ან არ დაუსვამს კითხვებს მოწმეებს და ა.შ.
მაგ პროცესამდე სანამ მივალთ - მანამ იმდენი პოზიციიდან არის შესასწავლი - გამოკითხვის თუ დაკითხვის ოქმები - პირდაპირი თუ არა პირდაპირი მტკიცებულებები რომ... ამიტომ, შენ თუ ჰუმანური პროფესიით ხარ კმაყოფილი - გასაგები არის - მაგრამ, მხოლოდ შენი პროფესიის სახასიათო თვისება ის ნამდვილად არ არის რომ სხვისი პოზიციიდან გაფიქრებინებს სიტუაციაზე.
QUOTE | კი, მაგრამ გამამართლებელი და დამამძიმებელი გარემოებებიც ხომ არსებობს?
|
ბეწვის ხიდზე გადიხარ დარქნეს - ყველა სფეროში და განსაკუთრებით ჩემს სფეროში მსგავსი აზროვნების ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებენ - მკვლელობას გამართლება არ აქვს არცერთ რეალობაში.
მნიშვნელოვანია გამამართლებელი გარემოებებზე გავაკეთოთ აქცენტი - მარტივად რომ ვთქვათ არ არსებობს. არსებობს შემამსუბუქებელი და არსებობს დამამძიმებელი.
გამართლებელი არის განაჩენი - არ დამტკიცდა ადამიანის დანაშაული ? დგება გამამართლებელი განაჩენი.
QUOTE | მაგრამ მაინც ინკვიზიციისადმი თბილი გრძნობები მაქვს. |
ინკვიზიციისა და სითბოს ერთ წინადადებაში ხსენება, რაღაცნაირად ირონიული არის, არა ?  QUOTE | კი, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა გააჩნია დაცვას რაზე ააგებ. რეალური ვარიანტებიდან შესაძლოა ყოფილიყო: 1- ტერორი, შიში და მუქარა- ქმრის მხრიდან. 2- ამ ქალის ღალატი და გათავიუსფლების სურვილი, 3- შიზოფრენიის საწყისი ეტაპი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი სხვა გზით რომ წავიდოდა, ამაზე მგონი ვთანხმდებით. პაპიძის დამცველი არ ვარ, უბრალოდ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ვარიანტი განვიხილოთ. დავუშვათ, რომ ,,ნაივნი", შეშინებული ქალია, რომელიც ცუდ დროს, ცუდ სიტუაციაში მოხდა. სხვა ვარიანტებს მარტივად ავხსნი, თუმცა ეს უფრო მაინტერესებს. რაზე შეიძლება ააგოს დაცვა ადვოკატმა.
|
როგორც ჩვენთან ეძახიან - საყვარელი თითქმის ყველას ჰყავს - ქალსაც და კაცსაც.
ზოგჯერ იციან მათმა მეორე ნახევრებმა - და ეგუებიან, რადგან ოჯახს ვერ ანგრევენ ან რქებდადგმულის სტატუსის ეშინიათ ან ან ან მრავალი არის. ზოგჯერ არ იციან და ტყუილის იდილიაში არიან და ფეისბუქზე უწერენ - ჩემო ერთოოო - და მსგავს წინადადებებს. ზოგჯერ საყვარელი დროებითი გასართობია - ზოგჯერ ამ პროცესში უყვარდებათ - ზოგჯერ გასაღებია თავისუფლებისაკენ...
მაგრამ საყვარლის გამო , თავისუფლების გამო მოკლა ქმარი ? და ცდილობ რომ გაამართლო ? შენი აზრით რამდენი ცოლი/ქმარი ფიქრობს ლოგინში დაწოლის წინ თავის მეორე ნახევარზე, ნეტა მოკვდესო - რომ მიეცეთ საშუალება მკვლელობის და თან სოციუმმა ამართლოს... სანამდე მივალთ მიხვდები, ჭკვიანი გოგონა ხარ.
+ განქორწინება ისევ არსებობს - და არაა ეგ რამე განსაკუთრებული.
ახლა კი ბევრად მნიშვნელოვანზე გადავიდეთ - ტერორი, ჩხუბი, გინება და ოლიმპიური თამაშები. შეიძლება ზოგ საკითხში ვაკრიტიკებდე ეროვნული პოლიციის მუშაობას, მაგრამ ოჯახურ ძალადობაზე ისეთი ტრეინინგები აქვთ გავლილი... ძალიან კომპეტენტურები არიან და ძალიან ძლიერები. ერთხელაც არ ჰქონდა დანარეკი. რატომ ? მეზობლები რას იტყვიან ?
ექსპერტიზამ რომ შეისწავლა პაპიძის სხეული არც ნაცემი იყო და არც ნაბეგვი - და დედას თუ აგინებდა ქმარი და მაგის გამო მოკლა... დარქნეს - მკვლელობაზე არის საუბარი - დედა შემაგინე და ქვა ვესროლე არაა ეგ - მკვლელობა არის, ცივსისხლიანი, დაგეგმილი მკვლელობა. მოტივმა ლამაზად გაიჟღერა - თავისუფლების სურვილი.
QUOTE | საინტერესო აზრია, მაგრამ შეშინებული, პატარა ქალია, რომელიც ერთი-ერთზე, შიშველი ხელებით, ვერ მოერევა იმხელა, თან სამხედრო კაცს. თან შეიძლება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი უძღვოდა წინ. ეს გარემოება დავამატოთ.
|
ეტყობა პაპიძეს რომ ფსიქოლოგიურად გატეხვა მაგ ქალის მარტივი არის ? გათიშე ემპათია, გათიშე შეცოდება, ცრემლები დააშვრე - და ცივი გონებით მიპასუხე - ეტყობა ?
ხოლო საინტერესო აზრი არაა - იურიდიულში სავალდებულო პრინციპი არის. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას რომ არ არსებობდეს ( და რა თქმა უნდა, არც მკვლელობათ კვალიფიცირდებოდეს ) ... ნუ მაღალი არც ქალი იარსებებდა და არც კაცი
ყველა იტყოდა - ჩემზე მაღალი იყო, ჩემზე დიდი იყო და რა მექნა მე ერთ პაწაწინა 1.55 გოგონას ? ავიღე იარაღი და ვესროლე.
ტაში. ფარდა.
არაა ეგრე მარტივად ყველაფერი, როგორც წარმოიდგენ შეცოდების გამო.
QUOTE | დავუშვათ ქმრის მხრიდან ამ საქციელს წინ უძღვოდა, დიდხნიანი ფსიქოლოგიური ძალადობა, ყვირილი, მუქარა... მაინც ვერ?
|
რითი სცადე აღკვეთა ? პატრულში დარეკე ? სოც. სამსახურს დაურეკე რადგან ბავშვზე ზრუნვა გინდოდა ? არც ერთი, არც მეორე - დგები და კლავ ? რა თქმა უნდა "მაინც ვერ".
QUOTE | მე ვამბობ იმას რომ ციხეში მისი დამწყვდება რეალურად არაფერს შეცვლის. მანამ მაინც სანამ თავად ვერ აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს.ამიტომ ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა უმკურნალო. ჩიკატილოს და სხვა მანიაკებს რომ ვერ უმკურნალებდი და მანდ სხვა მდიგომაა საჭირო, ამას ნუღარ დამაწერინებ. მაინც სხვა ლეველებია. პაპიძე vs ეგენი.
|
გაიაროს მერე კონსულტაციები - უშლის ვინმე ხელს ?
თუმცა, სანამ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს უნდა გავუსვა ხაზი და მოვისმინო შენი აზრი : გააზრებული გაქვს და იცი რა არის სასჯელი ?
QUOTE | მომხმარებლები-კი, ოღონც თავისუფლებაზე არა, სამკურნალო დაწესებულებაში. აი, ბარიგები- კი ციხეში.
|
ბარიგა თუ ნარკომანია თან ?
QUOTE | იმისათვის რომ ადამიანმა სრულად გაიზროს თავისი დანაშაული მას სჭირდება ამის გააზრება. რატომ არის ციხიდან გათავისუფლებულებში ხელახალი დანაშაულის მაღალი სტატისტიკა? ბევრი მიზეზებია მაგრამ ერთ-ერთი ის, რომ ტიპები ხშირად ვერ აცნობიერებენ რის გამო დაიჭირეს და რის გამო იჯდნენ, რომ გამოდიან, მალევე იგივე საქმეს სჩადიან. იმისათვის, რომ ადამიანი დასაჯო, პირველ რიგში უნდა აგრძნობინო, სრულფასოვნად, მისი დანაშაულის სიღრმე. უნდა გააცდევინო. ციხით მხოლოდ თავისუფლებას უზღუდავ, მის ფსიქოლოგიაში ვერ იჭრები. მაგალითად, Black mirror-ის მეორე სეზონის, სერია - White Bear არის დასჯის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუმცა ჩვენს რეალობაში, უტოპიური. |
გამეღიმა. დღეს მომიწია ციხეზე შესვლა. ქურდობაზე ზის ეგ პიროვნება. რომ წარმოვიდგინე ახლა - ჯერ სიტყვა სტატისტიკა რომ უხსენო დაიბნევა, დედას ხო არ მაგინებსო, მერე რომ დანაშაულის სიღრმეები უხსენო, შეიძლება შეურაცხყოფას მიიღოს და ცემოს მთქმელი.
დარქნეს, იცი საერთოდ რა ტიპის ხალხზე გვაქვს საუბარი ?
QUOTE | ჩემი აზრის როგორი ვულგარული უტრირებაა.
|
ბოდიში.
QUOTE | მე უფრო ტირანი ქმრის ვერიისკენ წავედი, ჯიმიმ როგორც დაწერა. ქმარი თავს არ აგრძნობინებდა სრულფასოვან ქალად, მერე უცებ გამოჩნდა ვიღაც სხვა, რომელიც თავზე შემოევლო, თავისი მზრუნველობით, ამანაც ჩათვალა, რომ ვსიო, ნამდვილი სიყვარულია. დაინახა განსხვავება ტირან ქმარსა და მოსიყვარულე საყვარელს შორის და მარწუხებისგან გათავისუფლება მოუნდა.
|
არასდროს ვეთანხმებოდი ფრაზას რომ სიყვარული აკეთილშობილებს თუ რაღაც მსგავსი. შენ რა მხარეც აიღე მაგის ხსენებით... მოუნდა თავისუფლება და რა ? ქმარი მოკლა ?
მე მაგ იდეას ვეთანხმები.
QUOTE | აზრე არ ვარ, რა მოხდა. თუმცა ფაქტები რომ მის წინააღმდეგ მეტყველებს ამის არ აღიარება არ შეიძლება. როგორც ზემოთ დავწერე, პაპიძის ადვოკატის პოზიციიდან მინდა შევხედო სიტუაციას. |
ობიექტურად შეხედე პაპიძეს : არც ადვოკატის პოზიციიდან და არც პროკურორის პოზიციიდან.
ობიექტურობა დაგანახებს ჭეშმაირტებას და არა რომელიმე მხარისადმი მიკერძოება.
QUOTE | სხვა რაღაცას ვამბობდი. შიზოფრენიკებს პირველ რიგში სჭირდება სპეც. დაწესებულებაში მოთავსება და მკურნალობა.
|
ყველა ადამიანს იკვლევენ, როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური ჯანმრთელობითაც. ამიტომ ნუ გეშინია, მაგდა ჯანმრთელი არის - იმ დონეზე რომ სასჯელი მოიხადოს თორე რეალურად ჯანმრთელი არავინ არ არის.
QUOTE | შვილი თუ მოვკალი - არ.
|
და რატომ ეგრე დარწმუნებით ? მოკვდა, მოკვდა. მერე ? ხო ხედავ ქალმა თქვა, რომ გამოვალ, ვიმუშავებ, ის ეს - ის კი არ უთქვამს შვილის საფლავზე ავალო, მოვესიყვარულები შორიდანო. ხრენ ს ნიმ. ახალ ცხოვრებას დავიწყებო.
მაოცებ დარქნეს.
QUOTE | რუსული ლიტ-რის დიდი დოზით კითხვამ მიქნა.
|
QUOTE | ნაფიცებზე არ მაქვს საუბარი, როგორც კი საქმე გახმაურდა, ხალხის, თუნდაც ამ ფორუმზე,რეაქცია მახსოვს. ჯერ უნდა გამოიძიო და მერე მოითხოვო გასამართლება. ამაზე ვიკამათოთ?
|
არაფერი არ არის მაქ საკამათო. გარკვეული დროის წინ, რუსული ციებ-ცხელება რომ იყო ფორუმზე და ყველაფერი რუსული რომ ცუდი არის, მაგაზე საუბრისას - იურისპრუდენციასაც გადაწვდნენ და აგინეს და აფურთხეს რუსების სისტემას და ჩვენი დააყენეს ბევრად მაღლა. ძალიან გაუმართავი კანონმდებლობა გვაქვს - მოფერებით ნაბიჭვარს ვეძახი სისხლის სამართლის დღევანდელ კანონმდებლობას. იმდენი "სავარაუდო მამა" ჰყავს, ვერ გაიგებ და ვერ გააგნებ გზას. ნედ სტარკი და მისი შემართება გვჭირდება რომ ჩავწვდეთ ბოლო-ბოლო, რომელ ქვეყანას რა მოვპარეთ. თუმცა, ეგ სხვა რამ არის - ჟურნალისტები რასაც საუბრობდნენ... ერთ-ერთი ყველაზე არაპროფესიონალების ბრიგადებითაა გაჯერებული დღევანდელი ჟურნალისტიკა. პირველივე სტატია გავხსენი პაპიძეზე და : "ქაფიაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, "გამომძიებელი რეპორტიორის" აზრით, არა დერეფანში თრევის დროს, არამედ სიცოცხლეში აქვს მიყენებული." სიცოცხლეში აქვს დაზიანებები პირს მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ - ეგ რომ გავარკვიოთ ლოდინი გვიწევს ექსპერტის დასკვნისთვის. მაგრამ გამომძიებლმა რეპორტიორმა ! შიშველი თვალით ! დაინახა ის ! რაც ვერ დაინახა ! ექსპერტმა ! ამიტომ, ჟურნალისტების დამსახურებითაც - ვერ შეგეკამათები და დაგეთანხმები მაგ ნაწილზე. მაგრამ, ჩვენთან ჯერ კიდევ ჩაქოლვაა - წმინდა ინკვიზიციის დონემდეც არ მისულა მოქალაქეების თვითშეგნება. "ტუპა" ჩაქოლვა. " აგი იგი არაა პაპიროსს რომ ნაწევა ? მაი ბოზი იქნება " - ლოგიკის მქონე ხალხისგან ან მე ან შენ რას ვითხოვთ ?  QUOTE | არა, სხვა მსგავსი ქალების ისტორეიბით. როგორც ზემოთ დავწერე, იურიდიული მხარე ნაკლებად მაინტერესებს. თუნდაც ცივსისხლიანი მკვლელი იყოს, მე მაინტერესებს მისი ფსიქოლოგიური მხარე, რას გრძნობს ან რატომ ვერ გრძნობს. ფსქიოლოგიაში ყველაფერს აქვს თავის მიზეზი და მოტივი. ამას შევისწავლიდი.
|
ყველა ინდივიდუალური არის. მსგავსი ქალი არ არსებობს ბუნებაში, უფრო სწორედ მსგავსი ადამიანი.
შეიძლება ბრბოს ნაწილად იქცეს ინდივიდი - მაგრამ იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი - სადაც მოტივები წარმოიშვები - იქ მსგავსი არ არსებობს.
QUOTE | ფსიქოლოგიური სტრესის მომენტი გავიწყდება, დაშინებულზე სუსტი ფსიქიკის ადამიანი როგორ იქცევა - სხვა რამეა. ასე რაციონალურები რომ იყვნენ ადამიანები, უფრო შეხმატკბილებულად ვიცხოვრებდით და შენც ნაკლები საქმე გექნებოდა.
|
დარქნეს. მართლა გულწრფელად გინდა დაიჯერო რომ მაგდა პაპიძე სუსტი ფსიქიკის მქონე ქალი არის ?
"მთავარი პროკურატურის განცხადებით, მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დანაშაულის იარაღი - ურო მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად"
შეხედე ვიდეოს, შეხედე ქმედებებს - ხედავ ამ ვიდეოზე დაბნეულ, საწყალ გოგონას რომელიც ფსიქიკურად სუსტია ?
ნუ მე მინიმუმ ისეთ ქალს ვხედავ, რომელსაც შეუძლია მინიმუმ პატრულში დარეკოს.
QUOTE | ქმარი შეიძლება გახდეს უცხო, დასრულდეს გრძნობა. მერე მოძალადედაც იქცეს, დაგემუქროს, გაწვალოს, შეგაძულოს თავი, გცემოს...
|
ციხეა მაგაზე. თან ბავშვის წინ თუ ცემ ცოლს დამამძიმებელი გარემოება არის.
QUOTE | აი, შვილი კი რომელიც შენი ნაწილია, 9თვე ატარებ, წვალებით აჩენ, მერე ზრდი... იმის მოკლა, საკუთარი ხელით, ჩემს გონებაში ვერ განიხილება.
|
არ იცნობ რეალობას და მოხარული ვარ მაგის გამო.
QUOTE | საზოგადოებაში გავრცელებულ მეინსტრიმულ აზრთან დაპირისპირების გამოვლინებად. aka ინტელექტუალური ტროლინგის გამოვლინებად
|
კარგი მცდელობა იყო. უნდა ვაღიარო კარგად აუარე კითხვას გვერდი  QUOTE | სხვა რაღაცას ვამბობ, მსგავსი გახმაურებული დანაშაული პირველ რიგში სოციუმში არსებულ პრობელმას უსვამს ხაზს. ,,იი, მიღალატებ, მოგკლავ". ცივილურდ რომ დაელაპარაკათ და განქორწინებაზე შეთანხმებულიყვნენ ახლა ნაკლები მსხვერპლი ხომ იქნებოდა? ქმარი და ბავშვი ცოცხალი, მაგდა კი თავისუფალი.
|
არ მოხდა ცივილურად განქორწინება. საქალაქო სასამართლო რომ იყო თბილისის შესასვლელში დაწვეს ის თუ იცი ?
მაგდასთვის დაწვეს ალბათ და მის საყვარელსაც დაავიწყდა მისი არსებობა.
წარმოიდგინე უროს ყიდვის მაგივრად - წასულიყო პოლიციაში - ეთქვა ძალადობის ფაქტი - წასულიყო რომელიმე ნათესავთან - და კიდევ რამდენიმე ათეული შესაძლებლობა ჰქონდა - ყველა ცოცხალი იქნებოდა.
იქნებოდა წივილი-კივილი, როგორც ხდება განქორწინების საქმეებზე - და დამთავრდა.
მაგდა იქნებოდა თავის სიცოცხლესთან და სიყვარულთან. ის კაციც ნახავდა ვინმეს. და ა.შ.
მაგრამ არა.
წავიდა და იყიდა ურო.
|