Heart_of_Darkness
ツンデレ

     
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5571
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
|
#54926607 · 5 Jul 2019, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორსტმანი
QUOTE | მაგ პროცესამდე სანამ მივალთ - მანამ იმდენი პოზიციიდან არის შესასწავლი - გამოკითხვის თუ დაკითხვის ოქმები - პირდაპირი თუ არა პირდაპირი მტკიცებულებები რომ... |
ეგ კი, მაგრამ სასამართლოს ენდობი? იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის ხმას რამდენიმე კგ პროდუქტით ყიდულობენ, გავლენიანი ნაცნობების ყოლა წარმატების გარანტია, სადაც სკოლის მოსწავლე ისე მოკლეს ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ვის მიერ იქნა ის მოკლული და მიუკერძოებელი გამოძიება მთელი წელი ,,იძიებდა" ამ საქმეს, ისიც საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე... ასეთ ქვეყანაში რატომ უნდა მჯეროდეს მიუკერძოებელი სასმართლოსი და ობიექტური გამოძიების? სულ რარაც გავლენიანი ნაცნობების ყოლაა საჭირო და ნებისმიერ ადამიანს ისეთ რამეს შეტენი მთელი ცხოვრება ციხეში ამოალპობ, ამის ინტერესი როცა გაქვს. ჰოდა, რატომ უნდა მრწამდეს იმის, რომ პაპიძის მოწინააღმდეგე მხარემ ნივთმტკიცებები არ გააყალბა, ექსპერტები არ მოისყიდა და ა.შ.?
QUOTE | ბეწვის ხიდზე გადიხარ დარქნეს - ყველა სფეროში და განსაკუთრებით ჩემს სფეროში მსგავსი აზროვნების ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებენ - მკვლელობას გამართლება არ აქვს არცერთ რეალობაში.
|
რეალურად, არავის არ ვამართლებ. It's not my business. უბრალოდ, ჩემს ინტერესს ვიკმაყოფილებ ამ ქეისთან მიმართებაში. ცოტა პოსტმოდერნისტულად კი მივდივარ, მაგრამ მოდი, თეორიულ დონეზე დავუშვათ, პაპიძის უდანაშაულება. ასევე მეორე დაშვებაც გავაკეთოთ, რომ ვიღაცას ამ დანაშაულის მისთვის ,,შეტენვა" ძალიან უნდოდა. ამის გავლენაც ჰქონდა და საშუალებაც. წარმოვიდგინოთ, რომ მარტო მე და შენ ვიცით, რომ პაპიძე უდანაშაულოა, ვიღაცას გადაურბინა ამ ოჯახმა და ასე ,,დაისაჯნენ". ამ წამგებიან საქმეში, სადაც ყველა ნივთმტკიცება შენი კლიენტის წინააღმდეგ არის, როგორ ააგებდი დაცვას? როგორ შეეცდებოდი მისი უდანაშაულობა დაგემტკიცებინა? ეს მაინტერესებს. პაპიძის ნაცვლად, სხვა მსგავსი გახმაურებული საქმის მონაწილეც შეიძლება იყოს, მსოფლიო პრაქტიკიდან. ლიტერატურიდან ვერნონ გენიოს ლითლი მახსენდება, რომელსაც უფრო ,,დიდ დანაშაულს ტენიან". მსგავსი ქეისების დაშლა და ანალიზია საინტერესო, თორემ ფორუმით არავინ რომ არავის იცავს ან ადანაშაულებს, მგონი, არცერთი ჩვენგანისთვის არ არის ახალი. გამპრავებლობის ამბიცია არ მაქვს  მხოლოდ თეორიული ინტერესი ამ ქეისისადმი და მაგდას ფსიქოპორტრეტისადმი. QUOTE | ინკვიზიციისა და სითბოს ერთ წინადადებაში ხსენება, რაღაცნაირად ირონიული არის, არა ? |
,,ინკვიზიციასთან" ურთიერთობის გამოცდილებიდან, ჩემთვის- არა.
QUOTE | მაგრამ საყვარლის გამო , თავისუფლების გამო მოკლა ქმარი ? და ცდილობ რომ გაამართლო ?
|
 გაემიჯნე იმ ინფოს რაც გაქვს და ჩემ მიერ ზემოთმოყვანილი თეორიით შევაფასოთ ქეისი. საყვარელი დამავიწყდა. ნუ კაი, ჯანდაბას საყვარელიც ჰყავდა, მაგრამ ქმარი და შვილი მას არ მოუკლავს- ამ დაშვებით წავიდეთ. მაგდას მხარე დაცვის რა სტრატეგიას აირჩევს? QUOTE | შენი აზრით რამდენი ცოლი/ქმარი ფიქრობს ლოგინში დაწოლის წინ თავის მეორე ნახევარზე, ნეტა მოკვდესო - რომ მიეცეთ საშუალება მკვლელობის და თან სოციუმმა ამართლოს... |
ძალიან ცუდი პროფესია გაქვს, ადამიანებისადმი რწმენას დაგაკარგვინებს. კიდევ კარგი არ გავყევი, ჩემს მიზანთროპულ მსოფლმხედველობას კაცობრიობისადმი სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანდა.
QUOTE | ცივსისხლიანი, დაგეგმილი მკვლელობა. |
აი, ამაშია ჩემს და შენს მსჯელობებს შორის მთავარი განსხვავება- მე ვერ ვხედავ აქ დაგეგმილ, ცივსისხლიან მკვლელობას. მართლა, ცივსისხლიანი მკვლელი რომ ყოფილიყო, რომელმაც ყველაფერი წინასწარ გაწერა, უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდა. ქმარს ისე მოკლავდა, რომ მასზე ყველაზე ბოლოს აეღოთ ეჭვი. ასე კიდევ პირველი ეჭვმიტანილი თვითონ გახდა, თავადვე გაწირა თავის თავი. სადაა დაგეგმილი მკვლელობა? ურო რომ იყიდა? მხოლოდ იმას ადასტურებს რომ სრულად ვერ იაზრებდა რას გეგმავდა და რომ უფრო დაფარულად უნდა ემოქმედდა. ჩემთვის ამ მოცემულობიდან ორი ვარიანტია: 1- აფექტში მოკლა, ბევრი არ უფიქრია, რაღაც ემოციის გავლენით. 2- სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევა აქვს. ცივსისხლიანი მკვლელი კი არაა, რეალობის აღქმა აქვს დაკარგული. შეიძლება ორივე ერთად.
QUOTE | მოტივმა ლამაზად გაიჟღერა - თავისუფლების სურვილი. |
ნუ, ჰო. а жаль что так банально и с кровью.
QUOTE | ეტყობა პაპიძეს რომ ფსიქოლოგიურად გატეხვა მაგ ქალის მარტივი არის ? გათიშე ემპათია, გათიშე შეცოდება, ცრემლები დააშვრე - და ცივი გონებით მიპასუხე - ეტყობა ?
|
შეცოდების გარეშე, არაა საინტერესო. ბანალური ქეისია. თან მომკალი და, სერიოზული, ცისისხიანი მკვლელის არაფერი ეტყობა,უფრო არეული, შიზოფრენიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. თან განქორწინება არ არის დღეს ისეთი პრობლმური, რომ ამის გამო ქმრის სიკვდილი ინატრო. QUOTE | გააზრებული გაქვს და იცი რა არის სასჯელი ?
|
შემიძლია როგორც ფილოსოფიური კატეგორია ისე განვიხილო  QUOTE | ბარიგა თუ ნარკომანია თან ? |
ჯერ ვუმკურნალებ, მერე ციხეში  QUOTE | დარქნეს, იცი საერთოდ რა ტიპის ხალხზე გვაქვს საუბარი ? |
Criminal Minds-ის ნანახ ათ სეზონს წყალში ნუ მიყრი  ყველაზე არ მაქვს საუბარი, განსაკუთრებულ შემთხვევებზე. საკუთარ შვილს რომ კლავ- ამაზე დიდი სასჯელი რაღა უნდა იყოს? უნდა სრული სიმძიმით გაგააზრებინონ რა გააკეთე, ბულგაკოვის გზით წავიდოდი, იმ ცხვირსახოცის შეხსენებისავით გტენონ, სანამ არ შეგძულდება საკუთარი თავი. QUOTE | შენ რა მხარეც აიღე მაგის ხსენებით... მოუნდა თავისუფლება და რა ? ქმარი მოკლა ?
|
ეგ ყველაფერი მესმის, მაგრამ იმდენად ბანალური მოტივია, რომ დიდხანს ამ ქეისზე მსჯელობა არ გამოგვივა. მეტი ექშენი, ფარული მოტივები თუ მტრები მგვჭირდება, თუნდაც ილუმინატები  QUOTE | და რატომ ეგრე დარწმუნებით ? მოკვდა, მოკვდა. მერე ?
|
გრძნობები ინდივიდუალურია, ემოციური მიჯაჭულობაც. ბოლოს, შინაური ცხოველებიდან, თუთიყუში რომ გამექცა ერთი თვე ვგლოვობდი მის დანაკლისს. ახლაც, ვერ ჩავანაცვლე სხვა თუთიყუშით. ჩემი საყვარელი ადამიანი რომ იყოს ან შვილი, წარმოიდგინე რა განცდები მექნება.
QUOTE | ხო ხედავ ქალმა თქვა, რომ გამოვალ, ვიმუშავებ, ის ეს - ის კი არ უთქვამს შვილის საფლავზე ავალო, მოვესიყვარულები შორიდანო. ხრენ ს ნიმ. ახალ ცხოვრებას დავიწყებო.
მაოცებ დარქნეს. |
არა, პრინციპში, თეორიულ დონეზე კი არ მიკვირს, ადამიანებისგან ბევრს არ მოველი, ფსიქოლოგიურადაც შემიძლია ავხსნა, მაგრამ შვილზე ვერ. სუსტი წერტილია ჩემთვის- ის ხალხი ვინც მიყვარს. როცა ვინმე მართლა გიყვარს- ხრენ ს ნიმ არ მოქმედებს. ვერ დაიწყებ ახალ ცხოვრებას მათან მიბრუნების გარეშე, თითქოს არც უარსებიათ.
QUOTE | მაგრამ, ჩვენთან ჯერ კიდევ ჩაქოლვაა - წმინდა ინკვიზიციის დონემდეც არ მისულა მოქალაქეების თვითშეგნება.
"ტუპა" ჩაქოლვა.
" აგი იგი არაა პაპიროსს რომ ნაწევა ? მაი ბოზი იქნება " - ლოგიკის მქონე ხალხისგან ან მე ან შენ რას ვითხოვთ ?  |
QUOTE | მართლა გულწრფელად გინდა დაიჯერო რომ მაგდა პაპიძე სუსტი ფსიქიკის მქონე ქალი არის ? |
არა, მაგრამ ძლიერი ფსქიკის ცივსისხლიანი მკვლელი მკვლელობას ისე დაგეგმავდა, რომ მასზე ეჭვი ყველაზე ნაკლებად აეღოთ.
QUOTE | შეხედე ვიდეოს, შეხედე ქმედებებს - ხედავ ამ ვიდეოზე დაბნეულ, საწყალ გოგონას რომელიც ფსიქიკურად სუსტია ?
ნუ მე მინიმუმ ისეთ ქალს ვხედავ, რომელსაც შეუძლია მინიმუმ პატრულში დარეკოს. |
კარგი ჰო, გეთანხმები. უბრალოდ აფექტი და ფსიქო გადახრაა, უცებ ამოასხა, მოვკლავ იმ ნაბიჭვარსო, გაიქცა მაღაზიაში, ურო იყიდა და საღამოც დაგეგმა.
QUOTE | წარმოიდგინე უროს ყიდვის მაგივრად - წასულიყო პოლიციაში - ეთქვა ძალადობის ფაქტი - წასულიყო რომელიმე ნათესავთან - და კიდევ რამდენიმე ათეული შესაძლებლობა ჰქონდა - ყველა ცოცხალი იქნებოდა.
იქნებოდა წივილი-კივილი, როგორც ხდება განქორწინების საქმეებზე - და დამთავრდა.
მაგდა იქნებოდა თავის სიცოცხლესთან და სიყვარულთან. ის კაციც ნახავდა ვინმეს. და ა.შ.
მაგრამ არა.
წავიდა და იყიდა ურო. |
კარგი, კარგი, გეთანხმები. არ არის საინტერესო ქეისი. მეტი დრაივი და ილუმინატები გვჭირდება საკამათოდ.
|