#54935355 · 7 Jul 2019, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორსტმანი
QUOTE | ზოგადად მსოფლიოში არის მსგავსი პრობლემა აქტუალური - დაბალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება - რაც უმეტესწილად გამოწვეული არის ობიექტური მსჯელობის სიმწირით და ყურადღების ხელოვნურად სხვა თემატიკებზე გადატანით, რაშიც ძლიერი იარაღი არის სოც. ქსელები.
|
 თუმცა ჩვენნაირ ქვეყნებში განსაკუთრებით იგრძნობა. QUOTE | მე სოც. ქსელების ზემოქმედებას საზოგადოება ერთ-ერთ ძლიერ მოტივაროდ ვთვლი. |
შეიძლება, მაგრამ კვლევის გარეშე კორელაციაზე ვერ ისაუბრებ. თან რეგიონში ბევრგან არც არის ინტერნეტი, მაგრამ მოქალაქეობრივი თვითშეგნების დონე თითქმის -იგივეა, რაც იმ ქალაქებში, სადაც ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი მაღალია.
QUOTE | ოღონ შენც არ ჩართო ჩორნი დელფინი და მამა ია ლუბლუ კრიმინალა ფონზე, თორე... დაგკარგავთ დარქნეს. |
უფრო ახლოს ვარ, მოსახლეობის ამ ფენასთან ვიდრე გგონია, რეალნიე პაცანის ტიპის ნაცნობებიც მყავს და ჩორნი დელფინი არა, მაგრამ მათი საყვარელი სხვა სიმღერები მომისმენია. არ დავკარგულვარ  QUOTE | რაც შენ ჩამოთვალე იქ ან ძალიან დაბალია ან თითქმის ნულის ტოლი. რაც მე ჩამოვწერე... იქ ძალიან მაღალია. |
 მე მაინც მგონია, რომ ეგ ნეპოტიზმიც ხალხის მენტალობიდან მოდის, იმის შეგრძნება სანამ გაქვს რომ ვიღაცას მისი მოვალეობის შესრულებისთვის ,,პატივი უნდა სცე" და ვიღაც ,,კარგი გოგო მხოლოდ იმიტომ არის, რომ ვიღაცის შვილია" მანამდე უფრო იტალიისა და ჩეხეთისკენ ვიქნებით. პრინციპში, მენტალობას მგონი ვერც გამოცვლი. ძალიან რთული პროცესია. ერთ დღესაც, ერი ვერ გაიღვიძებს და ვერ იტყვის, რომ ვსიო, დანიელებს უნდა მიბაძონ. QUOTE | მკვლელობის გამოძიებისას - გვამის შესწავლიდან დაწყებული - მოტივებით გაგრძელებული - და საბრალდებო დასკვნით დამთავრებული - არის მსგავსი და არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილი პრეზიდენტია თუ მოსწავლე. |
მაინც სხვადასხვა ლეველებია, კენედის მკვლელი რომ ყოფილიყო ვინმე მისი კონკურენტი, რომელსაც არ გაასამართლებდნენ მისი ან მისი ოჯახის პოლიტიკური ძალაუფლების გამო, მაშინ ორივე ქეისი ერთმანეთთან შედარებადი იქნებოდა. იმ სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი მისი მკვლელობა კი არ იყო(რა თქმა უნდა, ყველა თანხმდება რომ მიუღებელი და ტრაგიკული ფაქტია), არამედ ის, რომ დამნაშავე არ დაისაჯა, იმის გამო რომ გავლენიანი მშობლები ჰყავდა. სისტემის კრიზისს გაესვა ხაზი. ჩვეულებრივმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა რომ სხვებთან შედარებით არავინ და არაფერი არიან. ერთ დღეს მათთაც შეუძლიათ მოუკლან შვილები, ხოლო მკვლელები კი სამართალს ძალიან მარტივად გაექცევიან თუ მთავრობაში გავლენიალი ხალხი ჰყავთ. ეს იყო იმ აქციების და ხალხის სოლიდარობის მიზეზი, იმის განცდა რომ ხვალ შეიძლება შენი შვილი მოკლან, შენ ითხოვდე სამართლას ამ ქვეყანაში და ვერ აღწევდე.
QUOTE | ერთ დღეში მკვლელობის გამოძიება არ ხდება, მითუმეტეს თუ ის მკვლელობა ხდება საერთო საცხოვრებლის ეზოში და შეიძლება მრავალი მოწმე გვყავდეს სახეზე. |
გთხოვ, როგორც გამოუცდელ, პატარა ბავშვს ნუ მესაუბრები. ვიცი ეს ყველაფერი.სულ მცირე, Criminal minds-ზე და დეტექტივებზე ვარ გაზრდილი  QUOTE | თუმცა, რატომ იჟინებ რომ წელიწადზე მეტი გაგრძელდა გამოძიება ჩემთვის უცნობია - პროცესი ნამდვილად დიდი ხანი გაგრძელდა - მაგრამ, გამოძიება დიდი ხანი არ გაგრძელებულა - ნორმალური ხანგრძლივობა ჰქონდა. |
ტერმინებს ეკიდები, იმის ნაცვლად რომ ზოგადი სიტუაციაზე ვისაუბროთ. კი, ტერმინოლოგიას რომ მისწორებ მართალი ხარ. სწორი იქნებოდა დამეწერა: იმ კაცს წელზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ მთავარი ეჭვმიტანილისთვის ბრალი წაეყენათ. ახლაც ვერ დავდებ თავს, რამდენად გამართული იურიდიული ტერმინებით დაგიწერე, მაგრამ ჩემი სატქმელის არსი გადმოვეცი.
QUOTE | არანაირად გავლენიანი პირი არ ყოფილა პროკურატურის კადრების განყოფილების მუშაკი.
|
აბა, მთელი წელი მისი შვილი რატომ იყო ხელშეუხებელი?
QUOTE | პაპიძის შემთხვევაში ? თავდაცვით პოზიციაზე დგომას, პირად, საადვოკატო გამოძიებას ჩავატარებდი და თავდასხმით პოზიციას ავირჩევდი. თუნდაც ურო რომ ყოფილიყო.
|
კი, ზუსტად ეგ მაინტერესებს.
QUOTE | პირველ რიგში პაპიძეს "დავამსგავსებდი" მგლოვიარე დედას. |
ჩემი მეზობლები რომ მსჯელობენ ხოლმე, ვინმეზე ვინც არ ევასებათ, ,,ნახე როგორი ჩაცმული დადისო" იმას ჰგავს  თუმცა ფსიქოლოგიურად, ნაფიცების გულის მოსაგებად, მართლაც, სწორი რჩევაა. QUOTE | აქაც გამახსენდა იმ სომეხი ადვოკატის სიტყვები - გამამართლებელი განაჩენის შემდეგაც კი არ არის ადვოკატი დარწმუნებული უდანაშაულო არის თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი. |
ზუსტად ეგეთი ქეისებია ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო. სპექტაკლები რომ უნდა დადგა ჰოლივუდურად. სიამოვნებით დავესწრებოდი ამერიკულ გახმაურებულ პროცესს.
QUOTE | იქნებ არ უნდოდა ეს პროცესები და ზედმეტი თავის ტკივილი ? მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობით მიდიხარ სამოქალაქო რეესტრში და რამდენიმე წუთში განქორწინებული ხარ.
|
,,აუ, ახლა მაგის ლოდინის და წიოკის დრო არ მაქვს, ერთი მაგისიც... უროს ჩავარტყავ თავში, ისიც დაისვენებს და მეც"- თუ მართლა ეგრე ფიქრობდა, მინიმუმ ფსიქო. გადახრაა. ადამიანს კლავ, ქათამს კი არა. ფსიქოლოგიურად მარტივი არ არის იმით ცხოვრება რომ ვიღაც მოკალი.
QUOTE | ქმრის მკვლელობას ვთვლი პირდაპირ განზრახვათ - ბავშვის მკვლელობას კი არაპირდაპირ განზრახვად. |
რაციონალურ ახსნასთან ახლოსაა.
QUOTE | როგორც არაერთხელ აღვნიშნე - სიყვარული არ აკეთილშობილებს. ადამიანს არაფერი არ ცვლის. |
საკამათო აზრია. სიყვარულის ფსიქოლოგიაში გადავიდეთ? კვლევები სხვა რამეს მოწმობენ.
QUOTE | "ცივსისხლიანი, შეყვარებული ძუკნა" - რატომ არის შენთვის ასეთი წარმოუდგენელი, გულწრფელად რომ გითხრა... არ მესმის. |
არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელი მგონი არც არაფერია. უბრალოდ, პაპიძეში ვერ ვხედავ ცივსისხლიან ძუკნას. უფრო ფსიქიატრის პაციენტი მგონია.
QUOTE | ადამიანს არაფერი არ ცვლის - იყო კეთილშობილი - შეუყვარდა - დარჩა კეთილშობილი. იყო ბოროტი - შეიყვარა - დარჩა ბოროტი.
|
,,იყო ბოროტი", ,,იყო კეთილი"- კარგი რა, ასეთი პრიმიტიული ტერმინებით მსჯელობა მე შენთან კამათში არ მახსოვს. სიკეთე და ბოროტება არ არის ერთმანეთისგან ისე გამიჯნული, რომ ასე ცალსახად ვისაუბროთ მათზე. ვოლანდი ასე სწრაფად დაივიწყე?
QUOTE | რაც მე პირადად მინახავს, იმათ საერთოდ არანაირი აზრი არ ექნება შენთვის. |
კონკრეტული ქეისების განხილვის გარეშე ვერაფერს ვიტყვი. ვერც დავეთანხმები ამ აზრს.
QUOTE | საინტერესო იქნება , შენ როგორ დაინახავ ჩემს კლიენტებს
|
გინდა კიდევ უფრო შემაძულო ხალხი? ისედაც მიზანთროპიის ნიშნებს ვატარებ, სადმე მთაში, განმარტოებით ცხოვრებაზე ვოცნებობ. QUOTE | რატომ გგონია რომ სრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანს არ შეუძლია ჩაიდინოს შვილის მკვლელობა ?
|
არ მგონია და არც არაფერს გამოვრიცხვა. უბრალოდ, ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ რაციონალურად (შეშფოტება-აღშოთების გარეშე შეფასება არ გამომდის) ალბათ, გააჩნია, შვილის მოკვლის მოტივი რა არის... თუ არ უყვარს, მძიმე ტვირთად აწვება- მოკლავს, ალბათ. მაგრამ მანდაც გაშვილება შეიძლება... უბრალოდ როგორ არ უნდა შეგიყვარდეს როცა 9თვე შენი ნაწილია, მერე ზრდი, აჭმევ, ლაპარაკს ასწავლი, შენ თვალწინ დგამს პირველ ნაბიჯებს... აი, მანდ რომ ,,ვერ იყვარებ" თუ ,,არ გიყვარს" მანდ უკვე სრულ ჭკუაზე არ ხარ და ფსიქო გადახრაა.
QUOTE | კენედის მკვლელობაზე გახმაურებული ქეისი იცი ?
|
ეგ ცოტა მოსაწყენია ჩემთვის, პოლიტიკა ურევია. ჩვეულებრივი ხალხის გახმაურებული ქეისები მირჩევნია.
|