#56233180 · 1 May 2020, 00:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოჩანა
QUOTE (დოჩანა) | Saturnus მართალი ხარ. ვჭამოთ და ვისექსაოთ და ეგაა რა. |
QUOTE (დოჩანა) | badasswithdimples QUOTE
QUOTE | უნდა გახდეს ასე ვთქვათ და არა ადგილი,საიდანაც მას გაქცევა მოუნდება.. |
გაიქეცით, არავინ გიჭერთ.
|
QUOTE (დოჩანა) | ნუ ფილოსოფოსობთ აქ ჩემი ბლოგის შესახებ. |
QUOTE | 1 კეთილი სიტყვა არ დაუწერია არავის. არა ნუ დიდად არ მანაღვლებს მარა მაინც... |
აქ მყოფებმა შენი ბლოგის შესახებ ფორუმიდან გავიგეთ, ანუ ჯერ ამ თემას გადავხედეთ და მერე შენს ბლოგს ვეწვიეთ (ზოგი მაინც). ჰოდა აი ამ შენს პასუხებს რომ წაიკითხავს ადამიანი, რატომ უნდა მოუნდეს მერე ან ბლოგის კითხვა, ან "კეთილი სიტყვების" წერა? მითუმეტეს, როცა არც განაღვლებს. შენ არ განაღვლებს და სხვებს რატომ უნდა გვანაღვლებდეს?
არ დამიწყო ეხლა აგრესიები, როგორც რიგითი მკითხველი, ისე ვწერ ამას.
და ბარემ იმასაც დავამატებ, რომ უსამართლო ხარ, ორიოდე "კეთილი სიტყვა" გამოიმეტეს ზოგიერთებმა.
პ.ს. ერთი ვინმე გამახსენდა ეხლა და ბარემ მივაწერ, შენის ნებართვით.
ჩემი მეუღლე მუშოაბს ერთ კომპანიაში (არ დავასახელებ). ეს კომპანია აწარმოებს საკვებ პროდუქტს (არც ამას დავაკონკრეტებ). დირექტორი ყოველდღე შედის კომპანიის ფეისბუქ გვერდზე და თუ ვინმემ დაწერე, არ მომეწონა თქვენი პროდუქტიო, მთელი მონდომებით ეჩხუბება, როგორ თუ არ მოგეწონაო, შენ გეტყობა, გემოვნება გაქს დაჩლუნგებულიო და ა.შ. იმას უნდა, რომ მის პროდუქტზე მხოლოდ კარგი რამეები წერონ. ესე ხარ შენც, თუ კარგი არ თქვა ვინმემ, პირდაპირ აგრესიული პოსტების წერას იწყებ. ჰოდა მე, როგორც რიგით მკითხველს, აღარ მიჩნდება შენი ბლოგის კითხვის სურვილი.
პირველ გვერდზე მომხმარებელს შენი პოსტი ედო, წავიკითხე და დიდად ვერ მოვიხიბლე. მაგრამ ბლოგია და არაუშავს, თუ წერის მანერას გამოასწორებ, შეიძლება მაინც იკითხოს ადამიანმა. მაგრამ როცა შენი ბლოგი ღრმააზროვანი პოსტების სიმრავლით თავს ვერ იწონებს, როგორც მინიმუმ შენმა პიროვნებამ მაინც უნდა დაგვაინტერესოს, რომ რაღაც სურვილი გაგვიჩნდეს წაკითხვის. შენ კიდევ ისეთ რამეებს წერ აქ, სურვილის გაჩენის მაგივრად, თუ რაღაც ნამცეცი გვაქვს შემორჩენილი, იმასაც გვიქრობ.
თუ დიდად არ განაღვლებს, რაღას გვსაყვედურობ, ერთი კეთილი სიტყვა არ დაგიწერიათო, ან რაღატომ გინდა, რომ წავიკითხოთ?
შენს აქაურ პოსტებს რომ ეტყობოდეს, რაღაცის სწავლა და გაგება უნდაო, იქნებ რჩევებიც მიგეღო, როგორ გაგეხადა შენი ნაწერი უფრო წაკითხვადი. მაგრამ ერთადერთი რაც შენი პოსტებიდან ჩანს არის ის, რომ არ გინდა, კრიტიკა მოისმინო. გინდა, რომ ყველამ გაქოს და გადიდოს.
--------------------
Long is the way and hard, that out of hell leads up to light !
|