კი, შეიძლება ხიბლავდეს - მაგრამ წმიდა იურიდიული ურთიერთობა გვაქვს და თავადაც იცის ჩემი ხასიათი.
იანვარში ჩემი განყოფილება ვიყავით წასული რესტორანში - გენიალური საქმე მოვიგეთ და აღნიშვნის გარეშე არ უნდოდათ დასრულება. რაღაცატომ - ეგ ვერ ისწავლეს ჩემგან.
რომ "მეთამაშებოდა" - მარტივად ავუხსენი ჩემი პოზიცია მისდამი და ზოგადად "სლუჟებნი რამანებისადმი".
მარტო მოკვდებიო - შენ დაქორწინდი სამართალზე გეტყობაო - კი განმიცხადა ნასვამ მდგომარეობაში - მაგრამ უკანასკნელის მდგომარეობის გამო - არ მივაქციე ყურადღება.
დღეს კიდევ - ნაშუადღევს მომდის ფოსტა - ფოსტალიონს გავხედე - გამისაჩივრეს ხო მაგ .... რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვა გამოვიყენე ?

არა ბატონო - გამონაკლისი შემთხვევაა სრულ სხვა გზავნილი არისო.
დავაცემინე და შევეკითხე აბა რა ხდება ჩემს თავს თქო ?
და გადმომცა გზავნილი.
საათი იყო - ჩემი ინიციალებით, დაბადების თარიღითა და უკან წმინდა პეტრეს ტაძრის ფონით - და ბარათით კასტელ სენტ ენჯელოს ფონით ( განახებ ორივეს- გაგეღიმება ) - და ბარათში მარტივად მომილოცა - ბოდიში მოიხადა იურიდიული ცდომილებისთვის - შენს მოწაფეს ეგეთი შეცდომა - არ ეკადრება ტრაგედია არისო.
დავურეკე - რა არის ეს თქო ? მე პირადად რომ მომერთვა - ალბათ უკან მესროდი ამიტომ - თავი დავიზღვიეო.
მაინც მოახერხა რომ გამღიმებოდა - ამ ფორს-მაჟორში მყოფ პიროვნებას.
Ezekiaალექსანდრა9126 თუ 27 ქალბატონებო ? თუ უფრო მეტი ან ნაკლები ?