Gretaწარმოიდგინე შაბათი დღე არის - დილას მზემ გამოანათა და მეც ( ამდენი დღის შემდეგ პირველად ) დავიმუხტე კარგი ამინდის პოზიტიური მუხტები.
დავხედე რა მობილურს - დავაფიქსირე რა გამოტოვებული ზარების არსებობა - გულმა რეჩხი მიყო - თუმცა, როდესაც ვნახე თუ ვისი ზარები იყო - გამიხარდა - მეგობრები მირეკავდნენ და მესიჯებით მამკობდნენ ( თუ როგორ არ ვპასუხობ არასდროს მათ დანარეკს )
"შენთან ვართ ეზოში - რომ არ გაგვეპარო და სადმე წავიდეთ - რამდენი ხანი ბახუსს არ ვსტუმრებივართო" - შინაარსით.
სიამოვნებით თქო და ძალზედ მალე მზად ვიყავი - გავედი რა გარეთ - ვხედავ არა მხოლოდ მეგობრებს - არამედ შორიახლოს ჩემთვის ნაცნობ გამომძიებელს - პატივცემულო, თქვენ გითხოვთ ერთი პიროვნება - გთხოვთ, წამობრძანდითო.
საუბარი აღმოჩნდა ჩემს ძვირფას მეგობარზე - რომელსაც ზედმეტად ჰყვარებია გარკვეული ტიპის მათრობელა საშუალება.
არ შეგაწყენ უფრო მეტი დეტალებით და მივალ დასასრულისკენ - 20:15-ზე გამოვედი სასამართლოდან.
ამიტომ, დიახ მეც ეგეთ ძვირფას მდგომარეობაში ვარ

რაღაც კი უდავოდ გვქონია საერთო ჩემო ძვირფასო - გრეტა.