ძალიან საინტერესო კამათი, საუბარი გამოგსვლიათ <3 დავაკლდი ((
არა უშავს, ახლა ვიტყვი რამეს
კხმ.... ძალიან მომეწონა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ბიჭია ეს. ღირსეულად იკავებს ნელ/ნელა ჩემი საყვარელი მწერლის ადგილს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა დამიტოვა და ბევრი რამე ვიგრძენი, რომ ვერ ამოვხსენი, მაინც დავწერ ჩემს აზრს. რამდენად სწორია, არ ვიცი.
ნუ, როგორც ამბობენ, ეს წიგნი ომზეა, მის აბსურდულობასა და გამანადგურებელ ეფექტზე, საფრანგეთის წინააღმდეგობაზე. მაგრამ, თუ არ ვცდები, ისევ კამიუ ამბობდა, რომ ეს რომანი სხვა დონეზეც შეგვიძლია აღვიქვათ. ხოდა მეც ამ მეორე ვარიანტში ქექვა უფრო საინტერესოდ მომეჩვენა.
სად ვითარდება მოვლენები? ორანი სავაჭრო ქალქია, ხეების, მტრედების გარეშე, შემოდგომაზე ტალახი... მოკლედ ერთი უშნო, ულამაზო ქალაქი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ცდილობენ, ჩვევები გამოიმუშავონ, სიყვარულიც კი ჩვევად უყალიბდებათ, ან ისე განიცდიან სიყვარულს, რომ ვერც აცნობიერებენ, რადგან ფულის შოვნით დაკავებულებს, ამაზე ფიქრის დრო არ რჩებათ. ახლობლის სიკვდილი უბრალოდ დამატებითი პრობლემებია მათთვის და მუშაობენ ფულისთვის, გამდიდრებისთვის, დანარჩენ დროს თავის ჩვევებს აყოლილები არიან და ეჭვიც არ უჩნდებათ, რომ ასეთი ყოველდღიურობის იქით, არის ის, მთავარი, რისთვისაც ადამიანი ადამიანად იწოდება, თვითგადარჩენის და უბრალოდ არსებობისთვის ბრძოლის მიღმა სამყარო. და კამიუ წერს, რომ ორანი არის სწორედ ის ქალაქი, რომელსაც არასოდეს ეს ეჭვიც არ გასჩენია, "ანუ სრულებით თანამედროვე ქალაქი". აქ ბევრი ძახილის ნიშნები!!!!!!!

) რაღაცეებს, ვიღაცეებს ყველას გვაგონებს ალბათ ეს ყოფა.
და ასეთ ქალაქს შავი ჭირი მოეკიდა, დაავადება, რომელიც ვირთხებმა და რწყილებმა გაავრცელეს, რომლის დროსაც ადამიანი ცოცხლად ჩირქდება, ჩირქი კაფსულდება და წამლავს სისხლს, სეფსისი ვითარდება.
ასეთ ქალაქში სიყვარული არ არის. რამბერს ზუსტად იმისთვის უნდა ქალაქის დატოვება, რომ სიყვარული მის საზღვრებს გარეთ შეიგრძნოს, გამოსცადოს. რიესაც სხვა ქალაქში ყავს საყვარელი ცოლი, რომელთანაც (ძალიან ფრთხილად შეიძლება ვივარაუდოთ), რომ დიდი სიყვარული მანამდე არ ჰქონია, ბოდიშსაც უხდის და პირდება, რომ ჩამოვა თავიდან დაიწყებენ ყველაფერს. (რიეც ვითომ ამ მორევში იყო მანადე?). რიე და ტარუც ორანს ტოვებენ და მის ფარგლებს გარეთ, უკიდეგანო ზღვაში შედგება მათი მეგობრობის, ერთიანობის აქტი.
რატომ ვერ წერს გრანი, ვერ ავხსენი. მას ცოლი გაექცა, რადგან ისიც ორანელი ჩინოვნიკი იყო, ვერ დაუთმო დრო, საკუთარი თავის ნაწილი ჟანას (ასე არ ერქვა?), ფულის კეთებაში იყო ჩაფლული. ვერ წერს იმაზე, რასაც ვერ განიცდის? სილამაზეზე და სიყვარულზე. ან ისე ღრმად აქვს ეს განცდა ჩაფლული, რომ სიტყვებს ვერ პოულობს მის გადმოსაცემად. სანამ შავ ჭირს არ მოიხდის... გრანისთვის შავი ჭირი მაკურნებელი აღმოჩნდა, მეტამორფოზა განიცადა. დაიწყო მასთან ბრძოლა სხვებთან ერთად და დაამარცხა კიდეც, ძველი დააწვევინა, ჟანას აპატია, ბოლოს და ბოლოს მისწერა და ახალი წიგნის წერაც შეძლო. თქვენც ასე დაინახეთ?
ძალიან ბევრს ვწერ?

შეგაწყინეთ თავი
კოტარზეც ვიტყვი და ჩუ.. (ესეც ჰერ ინკვიზიტორისთვის)
კოტარი და კაფკას პარალელზე საუბრობდით აქ და ეგ მეც დავაკავშირე.
ჩემთვის "პროცესი" სწორედ ადამიანის შინაგანი ბრძოლის, გასამართლების პროცესია. როგორც ვიცით, ეს წიგნი მაქს ბროდმა გამოსცა და მას ორი დასასრული ჰქონდა. ერთერთის მიხედვით დახურულ ჭიშკართან მჯდომი კ. ბოლოს აღიარებს, რომ დამნაშავეა და მას უღებენ კარს. კოტარი არ აღიარებს თავის დანაშაულს, მასაც აკითხავენ ვიღაცეები, რომლებსაც მუდმივად გაურბის, ის თითქოს აიგივებს თავს კაფკას პერსონაჟთან და ამბობს, რომ უსამართლობაა კ./ს გასამართლება. მას ორანში დარჩენა ურჩევნია "შავ ჭირში", აქ კოტარისნაირები თავს კარგად გრძნობენ და გრანისგან განსხვავებით, ის ვერ განიკურნა, იმიტომ რომ არ უნდოდა.
მაგრამ მაინც ფრაუსიც მესმის, პატარა კოტარები, სადღაც ყველას გვყავს ჩვენში მეტ-ნაკლებად, და ვინ იცის რის გამო გახდა ის ასეთი. მთავარი მათზე ამაღლებაა, მათთან ბრძოლაა. და ისევ საფრანგეთის წინააღმდეგობასთან მოვედით, ბრძოლა... თუნდაც მაშინ როცა დაპყრობილი ხარ, ასეთი სენი გჭირს, დანებება სძულდა კამიუს.
This post has been edited by Greta on 11 Feb 2020, 13:59