დიოგენეს გამომცემბლობა. ფილმიც არ მაქვს ნანახი, მაგრამ მარშის სტვენის ხმა ვიცი

სამხედრო თემაზეა ეს წიგნიც, სიყვარულზე და ადამიანების ტანჯვაზე. თვითონ დორიგო ევანსი არ თვლის თავს კარგ ადამიანად: სხვები თვლიან.
კარგად არის გადმოცემული რას განიცდიდნენ ადამიანები და რამხელა ტანჯვა გამოიარეს. დაავადებები, შიმშილი და ა.შ.
სხვათაშორის ვიკიპედია გადავიკითხე მაგ თემაზე. 350 000 ადამიანამდე ყავდათ მობილიზებული. აქედან 90 000 სამხედრო ტყვე იყო. 61 000 ბრიტანეთის იმპერიის ტყვე. 12 651 დაიღუპა მშენებლობის დროს. მიდვეის საზღვაო ბრძოლისას იაპონელები გაიფინეს ამერიკელებმა და იაპონელები მიხვდნენ, რომ ზღვა საშიში იყო მათთვის. შესაბამისად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის 3 200 კმ მონაკვეთიც სახიფათო გახდა. ტაიალნდიდან ბირმაში მალაიზიის გავლით ვერაფერს წაიღებდი. ხო და გადაწყდა მად წყეული რკინიგზის აშენება. 415 კილომეტრი: 69 კილომეტრი ბირმას მხარეს და დანარჩენი ტაილანდის. დაძრეს ტყვეები და ამუსავეს პირველყოფილი ხელსაწყოებით. თვითონ იაპონელებიც გაწყდნენ: 12 000 იდან 1000 კაცი დაეღუპათ.
საშინლებაა მაგრამ რკინიგზა დაამთავრეს 17 ოქტომბერს 1943 წელს. სამი პაგოდის უღელტეხილიდან 18 კილომეტრში შევდნენ ერთმანეთს. უღელტეხილი ქვია თორემ რა უღელტეხილია 292 მეტრია ზღვის სიმაღლიდან. ბირმის მხარე გადავიდა ტაილანდის მხარს.
1947 წელს რკინიგზა დაკეტეს. 1957 წელს გახსნენს ტაილანდის მხარე. დღეს ტურისტული ატრაკციონია. 2014 წლიდან მდინარე კვაიზე გადებულ ხიდზე აღარ დადიან მატარებლები. მშენებლობის დროს იყენებდნნე ცაცემენტებულ ბამბუკს და მერე ზემოდან ამატებდნენ რკინას: საოცარია აქამდე როგორ გაძლო. ბრიტანეთმა ომის მერე თავის მხარეს, ანუ ბირმის მხარეს, 4 კილომეტრიანი მონაკვეთი აყარა რადგან ბირმაში თავისი ინტერესები დაეცვა და ცინგაპურის ეხეირა. მერე სრულიად აყარა ბირმის ხაზი და 50 000 000 ბატად მიყიდა ტაილანდის მხარეს რკინა.
ამის დედა ვატირე: ჯერ რა ჩლუნგი იმპერია უნდა იყოს ასეთი ლეღვობა მოიფიქრო. მერე რა დონეზე უნდა გიჭირდეს, რომ უკვე 42-43ში რესურსები არ გყოფნიდეს და წერაქვები. და მერე ნერვები მეშლება რა ტყუილად დაიღუპა მადენი ხალხი და რა ტანჯვაში. იმდენად დეგენერატი რკინიგზა იყო, რომ უბრალოდ აყარეს. გზაც არ არის მანდ: არავინ იყენებს. რა ბირმა და რის ტაილანდი? მაგრად შეგეცოდება ჯარისკაცები. მაგრამ რას იზამ: ომი, ომია.
არ ჩათვალოთ იაპონელები იყვნენ ძალიან სასტიკები მხოლოდ. აქეთა მხარეც არ აკლებდა. დანიაში მაგალIთად: მთელი მიუტლანდის ნახევარკუნძულის სანაპირო იყო დანაღმული. 2000მდე გერმანელი ტყვე მიუშვეს გასანაღმავად. საწყლებმა 1.5 მილიონი ნაღმი ამოიღეს. მათგან ნახევარზე მეტი განაღმვის დროს აფეთქდა. მთელი ტრაგედია ის არის, რომ ეს სამხედრო ტყვეები 14-19 წლის ბავშვები იყვნენ ((((
მოკლედ კარგი წიგნია რა. მე რაც გამისწორდა: საყვირის თემა გაეძრო. ფუკოს ქანქარაშია და გავავლე პარალელი და მერე აღმოჩნდა რომ სწორად დამისვავს. გარდაცვლილებს წვავენ და საყვირზე უკრავენ "დაისს". მებუკე დაავადებუია და ენას ვერ ატრიალებს ისე აქვს გასიებული, მაგრამ მაინც უკრავს რადგან მიაჩნია, რომ ეს მომენტია მის სიცოცხლეში უმთავრესი. რა არის ეს საყვირი ასეთი? ერთი უნდა დავითრიო და დავუკრა რამე :დ
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "