ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
მობიც იტყვის ალბათ ჰარის და პატიმრის მსგავსება/განსხვავებაზე.
ჩემთვის პირადად წიგნის ორი ხაზიდან ბერიკაცი გაცილებით ემოციური აღმოჩნდა. უფრო ძლიერი, უფრო ჩამთრევი, უფრო საგულშემატკივრო)
შარლოტას და ჰარის სიყვარული რატომღაც ვერ დავინახე. ის წამლეკავი სიყვარული, თავბრუს რომ დაგახვევს, ყველაფერს დაგავიწყებს, ქმარ-შვილს დაგატოვებინებს და ა. შ.
*დავინახე შარლოტას სურვილი, გაშორებოდა კათოლიკე ქმარს და ამისთვის გამოყენებული ჰარი.
*დავინახე ჰარი, რომელიც დიპლომის აღებამდე სამი-ოთხი თვით ადრე ყველაფერს ტოვებს და ამიტომ აღარც ექიმი ჰქვია და ვეღარც სამსახურს პოულობს.
*დავინახე სურვილი, იცხოვრონ არა ოჯახივით, არამოსაწყენად (ისე ამ წიგნის ოჯახები ყველა მოსაწყენია მართლა), მაგრამ მოპარული ფულის იმედად და მომავლის დაუგეგმავად.
*დავინახე, როგორ უჭირთ სამსახურის შოვნა და თავის გატანა და თუ რაღაც სასწაულით ორივე დასაქმდება და სულს ძლივს მოიბრუნებს-არიქა, სიყვარული ქრებაო და საერთოდ ტოვებენ სამუშაოს კი არა, ქალაქს და მხარეს.
* ვერ გავიგე, რაც უნდათ, როგორ სურთ იმის მიღწევა. რა ხელთარსებული საშუალებებით.
* უნდათ სამოთხე, ან ჯოჯოხეთი. ან ყველაფერი, ან არაფერი.
*და ამის წარმმართავი არის შარლოტა.
პატიმარს რაც შეეხება, ესაა გულუბრყვილო გლეხი კაცი, ახალგაზრდა, რომელმაც იაფფასიან წიგნებში ამოკითხული რჩევებით გადაწყვიტა ყაჩაღობა. ამაზე მეტი იდიოტობა რა უნდა იყოს? ზის და იხდის სასჯელს. ოღონდ როცა უბედურების ზარი ჩამოჰკრავს (მოულოდნელად) და ნავის ფსკერზე აღმოჩნდება, და უკვე მკვდარიც ჰგონიათ, ის-
*იმ ქალსაც გადაარჩენს, ვის დასახმარებლადაც უშვებენ.
*ამ წარღვნაში ხმელეთსაც პოულობს, რო ქალმა იმშობიაროს.
*საჭმლის შოვნასაც სულ ახერხებს, რო მშივრები არ იყვნენ.
*ნიანგებზეც კი ნადირობს, როცა საჭიროა ისე, რომ პირველად ხედავს ნიანგებს.
*დამხმარე გემს ბოლომდე არ მიყვება და არ გარბის.
*ექიმს ფულს არ ართმევს - მერე ვერ დაგიბრუნებო.
*პატიმრის ტანსაცმელს არ ყრის და იმავე ფორმით ნებაყოფლობით ბრუნდება ციხეში.
და სხვა საქციელები კიდე, რაც გამომრჩა.
როგორ არ მეგულშემატკივრა ასეთი კაცისთვის?! ❤️
პატიმარი ჩვეულებრივად იღებს პასუხისმგებლობას და ზრუნავს სრულიად უცხო ქალზე, იმას აკეთებს, რაც განათლებულმა ჰარიმ ვერ შეძლო საყვარელი შარლოტასათვის.
დაბრუნებას რაც შეეხება...
თავიდან მეგონა, პატიმარი თავისუფალ ცხოვრებას გაურბის მეთქი, არ იცის გარეთ როგორ იყოს.
რატომაც არ იცის. მშვენიერი მშრომელი კაცია, ჯორებისაც კარგად ესმის და გუთანს გაყოლაც სხვებზე ნაკლებად არ გამოსდის. არც ეზარება. ქალებთანაც მოახერხებდა რამეს.
უბრალოდ ეგეთი ტიპი მგონია, ვალის დატოვება რო არ უყვარს. ხოდა როგორ დაიტოვებდა სახელმწიფოსგან ამდენი წლის სასჯელს ვალად? - რამდენიმე დოლარი არ დაიტოვა ექიმისგან. ვერ იქნებოდა თავისუფლად იმ თავისუფლებაში, როცა ეცოდინებოდა, რომ ციხეში გასატარებელი რამდენიმე წელი კისერზე ადევს და მალვით უნდა იცხოვროს ამისთვის.
ისევე, როგორც ჰარი ვერ იცხოვრებდა თავისუფლად გაქცევის შემთხვევაში, რადგან იფიქრებდა, რომ ამით შარლოტას უღალატა. ჰარი რომ ციხეში დარჩა და აღიარა დანაშაული, ამით აღიარა და გააცოცხლა თავისი და შარლოტას სიყვარული, რასაც თავი შესწირეს ფაქტიურად. და ალბათ ამიტომ დარჩა.
და თავიც არ მოიკლა იმიტომ, რომ ხსოვნა ამ სიყვარულზე - თუნდაც მხოლოდ მის გულში-უფრო დიდხანს ყოფილიყო. და რომ ეცოცხლა ამ ხსოვნის გამო, ამისთვის ჭირდებოდა ის შინაგანი თავისუფლება თუ რაცაა, რაც ციხეში დარჩენით მოიპოვა.
ანუ ციხეში დარჩენით იპოვა ორივემ შინაგანი თავისუფლებაც და სიმართლეც.
ასე მგონია მე.
კარგი ადამიანები არიან.
იმედია, კარგად გამოვთქვი, რისი თქმაც მინდოდა.
ძაან ისეთი გულუბრყვილო მიზეზები კი გამოვიდა, მაგრამ ეგრე მგონია, რავი.
ნაწერს რაც შეეხება - არვიცი. მარტივად და თავისუფლად არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან ჩამითრია, ძალიან. საოცარი სტილი აქვს თხრობის. ძნელი, დაგრეხილი, საჩიჩქნი. და ძალიან მაგარი.
პალმების ბოლო ციტატა - უმაგრესი:

მაგარი წიგნია.
დაწერეთ რა თქვენც.