დღეს, როგორც იქნა მოვიცალე ჩემი ბიბლიოთეკის დალაგებისთვის,
წიგნებს რომ ვალაგებ ხოლმე მერე კითხვის ხალისზე მოვდივარ, მახსენდება რამდენი რაღაც არ მაქვს წაკითხული და სინდისი მაწუხებს, რომ ამდენი წაუკითხავი წიგნი მიდევს სახლში.
ჩემს ბიბლიოთეკაში 4თაროა, რომელიც განსაკუთრებით მახარებს, მიყვარს და მეძვირფასება. ამ თაროებზე წიგნების გადალაგება ხომ ცალკე ისტორიაა, სხვადასხვა პერიოდის მიხედვით, ზოგიერთი წიგნი თაროდან ჩამოლაბორანტდება ხოლმე, ზოგი კი დაწინაურდება და ა.შ.
ჰოდა, ამათ შემყურე ამ თემის ინსპირაციაც მოვიდა,
მოდით, ამ თემაში გავაზიაროთ ჩვენი საყვარელი წიგნები, თეროები, შემდეგ კი, მოკლედ, თუ გრძლად, ვისაუბროთ მათზე.
ჩემი საყვარელი თაროთი დავიწყებ, ასე გამოიყურება:

უცებ ომი რომ დაიწყოს ან ჩემს ბინას ცეცხლი წაეკიდოს, ყველაზე მეტად ამ წიგნების დაკარგვაზე დამწყდება გული.