გუშინ საქმეებს 7საათამდე მოვრჩი. კარგი ბილეთი დავწერე და ჩავუჯექი...თან ფეხბურთს მონატრებული ვიყავი და ვიფიქრე უფრო მოიტანს-მეთქი.
სადღაც 37 წუთზე ჩამეძინა. მსაჯის მიერ დამატებული წუთები იყო,როდესაც გავიღვიძე და ჩემი ბილეთი დიდი ხნის გაწითლებული იყო უკვე.
ბილეთის წაგების გამო გული არ დამწყვეტია; სამაგიეროდ იმაზე დამწყდა გული შუა თამაშის დროს რომ ჩამეძინა, და იმ ემოციებს ვეღარ განვიცდი,რასაც ბავშვობაში განვიცდიდი. ევრო 2000გამახსენდა,რატომღაც. რა დრო იყო! ჯერ კიდევ ზამთარში იწყებოდა მზადება,იმ დიდ დღესასწაულისთვის,ზაფხულში რომ გველოდა. ჯერ მარტო დენი რომ არ ითიშებოდა დიდი საფეხბურთო ტურნირების დროს-ეგ გვიხაროდა- ასევე მხოლოდ დიდი საფეხბურთო ფორუმების დროს ჰქონდა მთელ საქართველოს საშუალება ბევრი საფეხბურთო მატჩი ეხილა. ნამდვილი ზეიმი იყო. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა ჩართული ვიყავით საფეხბურთო ციებ-ცხელებაში!... შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ფეხბურთის ყურება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და,აქედნა გამომდინარე, ის ეფექტი აღარ აქვს,რაც მაშინ ჰქონდა. ასევე ტოტალიზატორი დიდ როლს თამაშობს. ის ემოციები ჩაახშო, საყვარელი გუნდის მოგებიდან რომ ვიღებდით...ახლა უკვე ხალხი ძირითადად იმაზე ნერვიულობს თუ რამდენი კუთხური წამოვიდა,ყვითლები იყო, თუ არა საკმარისი და ა.შ.
ხოო,კიდევ ანიმაციური ფილმი "პაპირუსი" გადიოდა მაგ დროს და ეგეც გამახსენდა.
მაგარი ნოსტალგიების ღამე მქონდა. ბავშვობა ყველას გვენატრება მგონი
Ezekiaარა, წიგნის კითხვის დროს ჭამა არ მიყვარს. ერთადერთი ყავა შეიძლება დავლიო შესვენების დროს.
შენ არ გენატრება ბავშვობა ეზეკია ? როგორი ბავშვი იყო პატარა ეზეკია