რედიტზე რა კარგია კარმას აგროვებ,
რამე ისეთს დაწერ და ჩამოგაქვეითებენ
წინაზე, აფროამერიკელ გოგოს დავუწერე რა ლამაზი ხარ-მეთქი და მინუს 5 ქულა მლეწეს, 15წუთში.
ჩრდილების ფერი უნდა შეგექო და არა მისი გარეგნობაო, ვიღაცამ დამიწერა. მომნტებში იქაც საგიჟეთია, მაგრამ...
მაინც კარგია ეს კარმა, რომ ემატება, გულს უხარია,
აქაც რომ იყოს upvote და downvote კარგი იქნებოდა.
MAKIAVELI_ჩემს თინეიჯერობაში ზანგური იყო მოდაში. ჩემს დაქალს უყვარს პოეზია, სადღაც 15წელია, მგლის თავზე ლექსებს კითხულობს, მაგრამ მაინც არ მახსოვს თანამედროვეებიდან ვინ მოსწონს, ყველაზე მეტად. პოეზიის საღამოებზეც კი დავყავდი ერთი პერიოდი.
ამაზე გამახსენდა პოეზიის საღამოზე ვიყავით, რამდენიმე წლის წინ, მერე რომელიღაც თანამედროვე პოეტმა დაგვიმატა ჩემი დაქალი და მე ფრენდებში,
მერე ჩემმა დაქალმა მისი ლექსი გაიზიარა თავის ვოლზე, მე, როგორც ყოველთვის, დავუწერე რაღაც ჩემს სტილში, მგონი, ,,წაუსენტიმენტალებს"-მეთქი და დაქალის ნაცვლად იმ პოეტმა ფრენდებიდან წამშალა

ან დამატება რა იყო ან წაშლა დღესაც ვერ გავიგე