#56300654 · 16 May 2020, 01:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Faulknerარ ვარ აცდენილი, რეალურ ქალებს ვიცნობ, რეალური ისტორიებით. კი, უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ზუსტად ასეთია, მაგრამ ახლანდელ თაობაში ასე არაა. 90-იანებში და 2000-ებში კი ბატონო, მაგრამ უკვე 2020წელია, ქართველი ქალების დიდი ნაწილისთვის სექსი არ არის ხიხია. ოღონც ეს გათხოვების შემდეგ თუ მანამდე აღმოაჩინეს ამაზე ვერ დავდებ თავს, სანთელი არ მეჭირა, იქ არ ვიყავი  QUOTE | ის პროცენტიც ძაან დიდია, ვინც ქორწილამდე სექსს ნეგატიურად უყურებს, ქალიშვილობა სიწმინდედ მიაჩნია, ასაკობრივ ზღვარებს ადგენს, როდიდან შეიძლება სექსი და როდიდან არა, როცა ბევრი 15 წლისა უკვე 25 წლის ვიდზეა და სრულიად მომწიფებულია. |
ჩემი დაკვირვებით, სადღაც 30%-ია ასეთი, უფროსი თაობა, ალბათ 55წელს ზემოთ კიდევ სადღაც 30%-ს ეშინია საზოგადოების რეაქციის, მაინც ,,საქართველოში ვცხოვრობ და აპკით აფასებენ ჩემს პატიოსნობას.ამიტომ მეც გავუფრთხილდები" მომენტი აქვთ. აქ ნებისმიერი ასაკის გოგო შეიძლება შედიოდეს, 13-დან ზემოთ. დაგვრჩა 40%- აქ ისეთი სიჭრელეა, სიღრმსიეული კვლევა თუ არ ჩაატარე ვერაფერს გაიგებ. მაინც მრავალფეროვნება გვაქვს, მარტო დევდარიანი VS კასინკა არ არიან. თან მეორე კატეგორიის გოგოები, აზრს იცვლიან ხოლმე.
QUOTE | როცა ამის გარჩევა იწყება, მანდ უკვე დამთავრებულია საზოგადოება |
QUOTE | გინახია გადაცემა მოეწყოთ სადაც განეხილოთ, შეიძლება თუ არა 16 წლის გოგომ ყოველ დილა ჭამოს ვაშლი? |
რატომღაც გამახსენდა, თინიჯერი ვარ და ჟურნალებიდან პლაკატებს ვაგროვებ. ერთხელაც, ერთ-ერთი მომღერლის ნახევრად- შიშველი ფოტო ამოვიდა. ეს ყველა პლაკატი ერთ ბაინდერში მაქვს, ჰოდა, ვზივართ გოგოები და პლაკატებს ვცვლით. ვიღაც პოპის ბიჭები მოსწონს, ზოგს როკერები. ერთ-ერთმა გოგო ჩემს ბაინდერს ათვალიერებს, გოგო ჩვენზე 3 წლით უფროსია, 17წლისაა, და იმ პლაკატზე რომ გადაეშალა, ვაიმეო და დაიშოკა. მე და ჩემი დაქალი, მას ვუყურებთ, ჩვენც ვიშოკებით, ოღონც მისი რეაქციით. დღემდე დაშოკილი ვარ QUOTE | ხო სრული ბოდვაა. მერე ვიღაც ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის გოგო ამას უყურებს და ფიქრობს, ვა, 16 წლის არაქალიშვილი ე.ი. ცუდია ხო, ლოგიკურად, იმიტო რო ვიღაცეებს არ მოსწონთ. აქედან იწყება მაყვალიზაცია. შენ კიდე ამბობ, ვის რას უშლის ის კასინკიანიო. |
ასეც არაა, ჩემი თინეჯერობის დროს დაიწყო ,,პროფილი" და მსგავსი შოუები. მეც ვუყურებდი, ჩემი დაქალებიც... სხვისი ნათქვამი გავლენის მქონე არ არის, როცა ინდივიდუალურად შეგიძლია გადაუწყვიტო თავს შენთვის რა არის კარგი და რა ცუდი.
QUOTE | სწორედ მაგიტო ვერ აწვება ბევრი. |
ბაღიდან დაწყებული უნის ჩათვლით ჩემს ნაცნობ გოგოებს გადავხედე მეხსიერებაში და მაინც, ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ, როგორც წინაზე ვწერდი, ფარულად ხდება ყველაფერი. ისე რომ ლეილა დეიდამდე არ მივიდეს საჭორაო ამბები.
|