1995 წელს რუსეთში აკადემიკოსთა კონფერენცია გაიმართა.
მართლა.
წარმომადგენლები სულ ხანში შესული ქალბატონები იყვნენ.
დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოვჩნდით, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადავწყვიტეთ. ინტერესის გამო დავესწარით. ვართ მე, ციცერონა და არისტოტელე.
22 წლის თბილისელი ბიჭები ვართ.
თუ როგორ მოვხვდით მაგ "აურიე-ზაურიეში", კ/ფ მიმინოს უყურეთ კიდევ ერთხელ.
ცალცალკე ნომრები გვაქვს.
ერთად გადავწყვიტეთ საღამოს გატარება.
საჩვენო-საკბილო ვერ ვნახეთ ამდენ მოხუცში და მომავალი დღეების დაგეგმარება უნდა მოვიფიქროთ.
ციცერონამ, გინდა თუ არა სიტყვიერი მოხსენებით უნდა გამოვიდეო.
არისტოტელემ კვერი დაუკრა, მე კიდევ ავიფხორე.
-ვერა ხაართ თქვენა.
-ვაიდა შეგეკითხონ, ზიმბაბვეში და მოზამბიკში 7 ნოემბერი არის თუ არათქო, რა უნდა უპასუხოთ???
-გაითვალისწინეთ!!! იქა კომუნისტები არ არიან!!!
დაიწყეს ფიქრი.
პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გავაშლევინეთ და ქეიფიც გახურდა.
შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და სართულის მორიგეს ვთხოვე მისი გამოცვლა.
მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა.
დალევაც მეტი აღარ გვინდოდა , ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ესენი ისევ 7 ნოემბერზე ფიქრობდნენ.../გეოგრაფიაში ორივე მაგრა "სხლამდნენ"./
ამ დროს ნათურას მოვკარი თვალი და დანარჩენებს ვუთხარი, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, "ფიზიკის" აკადემიკოსი მეუბნება:
- "ასე არ შეიძლება" მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს.
აიღო და ჩაიდო.
ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით.
ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტეთ. ექთანს დავუძახე და პაციენტი ვაჩვენე. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდეზე იმ ადგილზე დაარტყა, სადაც იქაური ნერვი ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება.
პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა.
ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო.
დამსახურებულმა "აკადემიკოსებმა" ექიმს მადლობა გადავუხადეთ, ტაქსში ჩავსხედით და სასტუმროსკენ დავიძარით.
-"მაინც ვერაფერი გავიგე, - მეუბნება მეორე აკადემიკოსი , - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" ახლა მეორემ გამიპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო.
ამ "ანტიკვარ"ნათურას თან დავატარებ, თბილისში უნდა ვაჩვენო დანარჩენ ძმაკაცებს.
ტაქსს ისევ საავადმყოფოსკენ ავაღებინე გეზი. დავიჭირეთ ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიყვანე, ტაქსი გავაჩერე და ჩავსხედით. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა:
-ეს დებილები სად მიგყავს?
-რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს.
ტაქსის მძღოლმა არ დამიჯერა. დარწმუნება დავუწყე, ვერ დავარწმუნე და ნათურა მივეცი.
მოკლედ, ამჯერადაც მოგვიწია საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა!
ტაქსის მძღოლმა სასტუმროსკენ წაგვიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაგვეღობა, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოვეჩვენეთ. ერთადერთი მოლაპარაკე მე ვიყავი, მაგრამ ნასვამი, მოვახერხე ყველაფერი ამეხსნა. ინსპექტორმა ზურგი გვაქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით გვანიშნა, ჩავწეულიყავით. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა.
ტაქსი კიდევ ერთხელ მივაბრუნე საავადმყოფოში.
ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს.
ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა.
ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...
პ.ს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ სცადოთ, თორემ იგივე დეგემართებათ.
ასე რომ მე "პას".
გაგაფრთხილეთ, არა ჰქნათ ეგ!!!!!!
This post has been edited by elchi on 9 Aug 2021, 04:10