მასშტაბი გაკლიათ (სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ)
ა კაცი

არარსებული რეცენზენტების მიერ არარსებული ავტორების (ერთის გარდა) არარსებულ ლიტერატურულ ნაწარმოებზე რეცენზიების კრებულია
სარჩევი:
Stanisław Lem: "Doskonała próżnia"
(თვითონ მაგ წიგნის გამანადგურებელი რეცენზია)
Marcel Costat: "Les Robinsonades"
(უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი გმირი უშედეგოდ ცდილობს გარეკვისგან თავი დაიცვას მის მიერვე გამოგონილი საზოგადოების დახმარებით)
Patrick Hannahan: "Gigamesh"
(რომანი გიგამეში იმავე კავშირშია გილგამეშთან რაც ჯოისის ულისე ჰომეროსის ოდისეასთან. მიდის ულისესმაგვარი ჩახუჭუჭებული რომანის არანაკლებ ჩახუჭუჭებული გარჩევა)
Simon Merril: "Sexplosion"
(კაცობრიობას შეეყრება ულიბიდობა, მაგრამ ის გადაშენებას ოსტატურად გადაურჩება გარყვნილების სრულიად ახალი ნაირსახეობის გამოგონების წყალობით)
Alfred Zellermann: "Gruppenführer Louis XVI"
(არგენტინის ჯუნგლებს თავშეფარებული ნაცისტები საფრანგეთის სამეფო კარის უნიჭოდ შეთხზულ ასლში ცხოვრობენ)
Solange Marriot: "Rien du tout, ou la conséquence"
(რომანი არშემდგარი მოვლენების შესახებ - "თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა. შეხვედრა არ შედგა." და ა. შ.)
Joachim Fersengeld: "Perycalypsis"
(ინფორმაციულ ზვავთან ბრძოლის მეთოდი: ნებისმიერი ტექსტის თუ ხელოვნების ნაწარმოების გამოქვეყნებაზე წესდება სასჯელი. შედეგად ხალხი აქვეყნებს მხოლოდ ისეთ რამეებს, რომლებზეც დარწმუნებულია, რომ მათ გარეშე კაცობრიობა წარმოუდგენელი იქნებოდა)
Gian Carlo Spallanzani: "Idiota"
(დოსტოევსკის იდიოტი თავდაყირად - მშობლები ვერ ურიგდებიან იმას, რომ იდიოტი შვილი ყავთ და ყოველ მის საქციელს გენიალობას მიაწერენ. ასეთი ინტერპრეტაცია სულ უფრო შეუძლებელი ხდება, მაგრამ ისინი სულ უფრო იწაფებიან და ბოლოს ამ ინტერპრეტაციებში თავად გენიალობას აღწევენ)
"Do yourself a book"
(ტექსტების კრებული, რომლისგანაც სხვადასხვანაირი რომანების აწყობა შეიძლება. პროექტმა სრული კრახი განიცადა, რეცენზენტი ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ მოხდა ეს)
Kuno Mlatje: "Odysseus of Ithaca"
(ავტორი გენიოსის ძიებაში. ბოლოს ის ამ გენიოსს საკუთარ თავში აღმოაჩენს)
Raymond Seurat: "Toi"
(წარუმატებელი რომანი ამავე რომანის მკითხველის შესახებ)
Alistar Waynewright: "Being Inc."
(რომანი კომპიუტერული კორპორაციის შესახებ, რომელიც იღებს შეკვეთებს კლიენტისთვის მის სურვილისამებრ ცხოვრების დადგმებზე.
კლიენტების შეკვეთები ძალიან ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან; შესაბამისად, კორპორაცია საკუთარ თავს დაუნდობლად ებრძვის ხოლმე ამ შეკვეთების შესასრულებლად)
Wihelm Klopper: "Die Kultur als Fehler"
(ავტორი ასაბუთებს თვალსაზრისს, რომ კაცობრიობის განვითარება წარმოადგენს ერთმანეთზე დახვავებული გაუგებრობების, მცდარი წარმოდგენებისა და ცრურწმენების გადახლართულ ერთობლიობას)
Cezar Kouska: "De Impossibilitate Vitae"; "De Impossibilitate Prognoscendi"
(ავტორი საკუთარი წინაპრების ისტორიის საფუძველზე გვარწმუნებს, რომ ის ვერანაირად ვერ დაიბადებოდა)
Arthur Dobb: "Non serviam"
(თავისუფალი ნების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია)
Alfred Testa: "New Cosmogony"
(ფიზიკოსის მიერ მისთვის ნობელის პრემიის გადაცემისას წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ის აღწერს სამყაროს, როგორც თამაშს)
This post has been edited by ჯიბ on 11 Apr 2022, 03:07