დღეს ვადგენდი ჭინკების სარკვევს.
პრაქტიკულ სარკვევს ჩანახატებით და გავრცელების არეალით.
ერთი ჭინკაა კუს ბაკანი აკვს დაჯახებით ანგრევს ხის ღობეებს თუ ძირი აქვს მომპალი.
ბინადრობენ მაყვლებში, მომცრო ჭაობებში.
არის წუმპის ჭინკა. თუ მღვრიე წყალია წუმპის ფსკერზე ბრტყელდება.
არის მავნე ჭინკები თუ სუნთქვაში ჩაგყვა უნდა ამოახველო.
არის ჭინკა რომელიც უნდა ამოამთქნარო
და კიდევ ეგეთი სუფრასთან არ მოსატანი მაგალითები.
არის ჭინკა მაქცია. მოკლე წითელკაბიანი დიდი ბათინკებით მოეზმანა გამომძიებელ ფუტკარაძეს ... მერე რაც მოხდა აღარ დაგისპოილერებთ.
თუმცა ვიტყვი რომ ფუტკარაძე საგრძნობლად შეიცვალა.
არიან ჭინკები ადამიანების საგოგადოებაში რო გადმოვიდნენ სხვადასხვა კლასში დამკვიდრდნენ. თუმცა დადის ხმები რომ ჭინკებს საიდუმლო ორგანიზაციები აქვთ სადაც ფარულად ხვდებიან და რაღაცეებს გეგმავენ კაჩეგარი ჭინკები და თბილ ოფისებში მოკალათებული ჭინკები.
ბოლოს ირკვევა რომ ჭინკების ცივილიზაცია არათუ შეეკედლა კაცობრიობის შტოს შეიძლება ითქვას ჭინკებმა გაგვიხსნეს გზა არსებობისკენ საკუთარ ინტერესებიდან გამომდინარე.
თუმცა ველური ჭინკები ისევ არსებობენ და ისევ დაძვრებიან მაყავალ-მაყვალ. იგინებიან ძველთაძველი შელოცვებით და მავნებლობენ პროგრესის წინააღმდეგ
* * *
ჭინკები თაყვანს სცემენ მამადუს.
მამადუ მუდამ მშიერი ღმერთია.
გარეგნულად დიდი კლდეების გროვა გეგონება წელამდე ხავსით დაჯაგრულია.
ზედ მის ტანზე 42 პატარა წყარო მოედინება.
ზოგი ამბობს ღმერთიაო და ზოგი ამბობს ფირუსის ქვა მოიპოვება ამ კლდეშიო.
ადრე კომუნისტებს დაუწყიათ გათხრები და ცუდათ დაამთავრა ყველამ
რამდენი ექსპედიცია არ ავიდა უკან არ დაბრუნებულა. ერთგან კარავთან ნახეს გაყინული გეოლოგები. კარავი შიგნიდან იყო გაჭრილი.
* * *
ორი ჭინკა კენჭებს ისვრის გლეხის ჭაში. თუ ერთი ჩააგდებს დაჭაობდება და თუ მეორე თევზი გაჩნდება
* * *
აი ეგეთი მავნებლები არიან /
* * *
ყველაზე ცუდი ისაა რომ ესეთები უნდა ითმინო.
თორე თუ ჭინკას რამე დაუშავე გეშინოდეს იმის შურისძიების. ფანტაზია კი აქვთ კოპერნიკივით
* * *
კახეთში გავრცელებული ვაზის ჭინკა რადიკალურად განსხვავდება კოლხეთის ჭაობის ჭინკისგან. მეორე უფრო აფერისტია და შულერი. ვაზის ჭინკა შეიძლება მოგეპაროს და თავში ბარი ჩაგარტყას - აი ეგრე უმიზეზოდ.
დეპარტამენტში ოთახებია სავსე დოკუმენტაციით. და მაინც არაფერი ვიცით მათ შესახებ.
სოფელ ყანადიდში შემორჩენილი აქვთ საიდანღაც ტრადიცია ყოველ 9 მაისს ჭინკის რეკვა. დადიან და უტყაპუნებენ მაყვლებს ბარებს თოხებს სამკაპებს . ზოგი ბენზინს გადაასხავს და ცეცხლს უკიდებს.
-ხოდა მაგ დღეს ბავშვი დაუკბენია ჭინკასა. ფუტკარაზეა გამოძახებული ექსპერტიზაზე
* * *
ჭინკა უკვალავს მელიებს გზას საქათმისკენ. რაღაც ფერომონებით მეტკავს ბილიკებს და ისიც მიყვება. მაგრამ რა ხეირი ამას აქედან არავინ არ იცის. რაღაც ძველი მტრობა აქვს ამ სოფელთან. გიორგი რომელიღაცადან მოყოლებული
* * *
ამბობენ ჭინკებს ერთი სალოცავი ლოდი ქონიათ ჩიტიგორაზე. საგვარეულო გველების ბუდე ცხოვრობდა შიგნით დიდი დღის გარიჟრაჟიდან. ვიღაც მუტრუკს ფეხი უკრავს დაუგორებია ქვათახევამდე. სადაც იმან გადაიგორა ყველგან პლანი იზრდება.
-მარა რათ გინდა გადაეკიდნენ იმის გვარსა ჭინკები.
* * *
ფუტკარაძე კარგად აცნობიერრბს რომ ჭინკა ქალისგანაა მონუსხული თან ისიც ზმანების სახით. ჭინკები დაბადებითვე ფლობენ ჰიპნოტურ ტალღებს . აღზრდის დროს ჯადოს ითვოსებენ და ჰიპნოტურ ტალღებში კოდირებენ მანიპულატიურ სქემებს.
თუმცა ზოგი კარგად ითვისებს ზოგიც რჩება გომბეშოს ინტელექტით.
* * *
ჭინკათაკონტროლის დეპარტამენტს მართავს ქალი ფსიქოლოგი ნუნუ დადიანი. 30 წლის ახალგაზრდა მაგრამ ძლიერი სპეციალისტი.
ჭინკებზე მონადირეების გვარიდან.
ის ამ წუთას ქსანელი ჭინკების დავას მუხრანელ ჭინკებთან განიხილავს. ადიან ესენი თურმე ქსანში წყაროში ჩაუფსამენ. ჩამოვლენ ესენი ჭრელ გველს მოუკლავენ.
-ლელო ბურთია ეგ მაგათთვინა დაანებეთ თავი იყვნენ თავითვინა.
ფუტკარაძე ეთანხმება კოლეგას. ნუნისის ტყეში რაღაც ავის მომასწავლებელი ფუთფუთია...
* * *
ჭინკები შუამავლების საშუალებით ითხოვენ ერთი ბანკა მარგანცოვკის გადმოცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან შუშის ქარხნის დაწყევლით. ქარხანა თუ გაჩერდა გაუგებარი მიზეზით ან დაბალეფექტური მენეჯმენტის გამო გამგებელს გაუტრაკებს მოსახლეობა. მის ინტერესებშია მოლაპარაკება შედგეს. მაგრამ დეპარტამენტი წინააღმდეგია მარგანცოვკის გადაცემის ბინძურ ხელებში. არავინ იცის რას ააფეთქებენ ან რა შხამს მოხარშავენ კუდიანები . (უკუდოებიც არსებობენ)
* * *
ერთი ჭინკა ორი საუკუნე კვნეტდაა თურმე წისქვილის ქვას. სანამ არ გაბზარა არ მოუსვენა
კბილი მოუტეხავს. სვირის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. ჭინკის კბილი. 17 საუკუნე.
* * *
დასკვნაში წერია . ჭინკა სავარაუდოდ იყი 743 წლის . საქართველოში შემოჰყოლია მონღოლეთის ჭინკების მიგრაციას. ნაწილი ასიმილირდა თუმცა რეზერვაციული პირობებით მინდვრებში. გავრცელებულია ალტაის მდინარეებთან.
ა მარგანცოვკის ამბავი არ დამავიწყდეს რით დამთავრდა
* * *
NewBaby