ზუსტად ეგრე იქნება. აწი ვინც დაიბადებიან, იმ თაობის ბავშვები იცხოვრებენ ალბათ უწიგნოდ. სენტიმენტები გასაგებია მაგრამ იმათ არ შეაწუხებთ.
ფიზიკურად შეიძლება იქონიო ბიბლია, ყურანი, ვეფხისტყაოსანი ილუსტრირებული და ა.შ. საჭიროების მიხედვით.
სკოლაში აღარ მოუწევთ ჩანთით 5 კილო მაკულატურის თრევა ყოველდღე. ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში ისედაც აღარავინ იქექება მგონი, ბებიების თაობაც კი.
სტუდენტიბისას ქსეროქსები რომ მაყაჩაღებდნენ ახლა სმარტფონით იღებენ სურათებს

ერთი ის მიკვირს გაზეთებს რატო ბეჭდავენ ისევ. დღეში ერთ ორჯერ ასქროლავ პირობითად ინტერპრესნიუსს და ყველაფერი იცი რა ხდება. ჟურნალიც უაზრო ხარჯია.
უამრავი კომფორტი აქვს ელექტრონულს, თვალის დამცავი, ძებნა, დაკოპირები, შენიშვნის გაკეთება, აუდიო გახმოვანება, AI-ის რომ ჩააკვეხებენ თარგმნაც ექნება... წამები უნდა რომ ნებისმიერი წიგნი შენთან ჩაიტვირთოს. როგორც დიადმა თემურმა ბრძანა - პროგრესსვერშეაჩერებცი!