Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
6
7
[8]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნისლენბურგის ქრონიკები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dustfinger
Super Member
ჯგუფი: Registered
Dustfinger
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 277254
რეგისტრ.: 30-November 25
#62568171
· 23 Apr 2026, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა კარგია რომ წესიერი სამსახური მაქვს და არსად წანწალი არ მიწევს სტალკერებივით, ფიქრობს გოჩაკაცი ძილის წინ და სინგულარობამდე დაპრესილი ბალიშის გაფუმფულებას ცდილობს, ფლოსტებს კი ლოგინის ქვეშ აცურებს.
:D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#62576054
· 30 Apr 2026, 23:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტალკერების ისტორიები
რადიოალმანახი
წინა გადაცემაში , ჩვენ დავიწყეთ თქვენი გაცნობა მოწანწალე სტალკერების კასტასთან.
სტალკერი რომელსაც ყოველთვის უჩუმრად დაყვება ინდუსრტიალური აჩრდილი.
აჩრდილები მოწანწალეებს ეკიდებიან დათავგზას უბნევენ საკუთარი ფეხების ბაკუნით.
ასეთ აჩრდილს ხანახან თავად აეკიდება სხვა უპატრონო აჩრდილი და დაიპატრონებს.
ერთმანეთის საპირისპირო ხმებზე დაბაკუნობენ აკიდებულები.
თითქოც ცდილობენ ერთმანეთს გაასწრონ , ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.
სტალკერი დროდადრო უკვე ფიქრობს რომ გაგიჟდა სხადასხვა 3 ლოკაციაზე მიდის ერთდროულად.
ერთგან ნახშირი მოიპოვება საცავებში.
მეორეგან ბუფეტში შაქარი შემორჩენილა.
მესამეგან სადაც გარბის გიგანტურ ტრანფორმატორს შლიან სპილენძისთვის უკვე 345 წელია სტალკერები.
და ჯერ კიდევ ბევრია ჩამოსახსნელი სპილენძი.
ზოგჯერ ასეთ სტალკერებს ჯერ კიდევ მიკოლა ტესლას დროინდელი, ხვიებში შემონახული პატაზიტული დენები ურტყამს,
და ზოგჯერ კლავს კიდევაც.
ასე მირბიან სხვადასხვა საძარცვავზე სტალკერს აკიდებული აჩრდილები.
თვითონ სტალკერი კი სინამდვილეში წიგნის წასაკითხად მიდიოდა სიმშვიდეში.
ყველასგან შორსსადაც,
სხვა სტალკერიც რომ არ შემობრაგუნდება, რაგან ქარხანა 30 წელია გაძრცვულია ყველანაირი, ორგანული თუ არაორგანული ფასეულობისგან.
თუ ამ ოთხეულს მეხუთეც წაეკიდა.
შეიძლება თავის გზაზეც წაიყვანოს ,
ახალ შემოპარული აჩრდილი ყოველთვის წინამორბენალ აჩრდილებზე ძლიერია რადგან ჯერ არ ურბენია.
და თან ამ ქაოსში ახალშემობრაგუნებული
მარშრუტი შეიძლება ხსნის გზად მოგეჩვენოს.
მაგრამ ყველა ბედს თავის გზაზე უნდა და თავის მოსაპარისკენ მიეჩქარება.
და ზოგს თავისკენ მიჰყავს და ზოგს თავისთან.
და არის "გაიწიგამატარე".
ასეთი 5 აჩრდილი აკიდებილი თუ კლინიკაში მოხვდა "არასტაბილური ტეტრაგრამატონით შებყრობა"-ს დაუდგენენ არკჰემის ექიმები და სამწუხაროდ გარეთ ვეღარას დროს გამოუშვებენ.
ასეთიშემთხვევა უიშვიათესად ფიქსირდება.
აჩრდილები რა განა ულევი კი არ არის.
აჩრდილი ხომ ადრე ვიღაცა პიროვბებასაც დაყვებოდა ?
უიშვიათესია აჩრდილთაგან შებყრობა და მითუმეტეს ორისგან და სამისგან.
და მითუმეტეს უკვე ხუთისგან .
სადაც უკვე ექვსი ფანტომური მარშრუტი დარბის რეისებზე ქარხნების ბეტონებში.
ზოგგან ისეთი დანგრეული მასივები ვერ ატყობ სად ერთი ქარხანა მთავრდება და მეორე იწყება.
იმდენად გადაგორ გადმოგორებულა ერთმანეთის აგურები მეორე პერიმეტრზე.
და შეიძლება ძაღლის ბუდკაც მოუყოლებია რომელშიც ძაღლი მარტო ერთხელ იჯდა სულ თავიდან როცა ააშენეს ეს ქარხანა და წარმოებაში გაუშვეს.
მარტო მხოლოდ აქ შეიძლება დაგსდევდეს შვიდი აჩრდილი და აგურები ეშლებოდეთ წარმოსახული ნაბიჯების ქვეშ.
ამ დროს უკვე ფიქრობს მოწანწალე , რომ ჯობია თვალები დახუჭოს და "КОНЕЦ" დაიწეროს.
ყველა ფეხის ხმა ერთად გაჩუმდეს!
საკუთარიც არ იყოს.
ამოსობაში აერია მისი საკუთარი რომელია და ხან რომელს დასდევს და ხან რომელს.
ამიტომ ყველა უნდა გააჩუმოს და გაშეშდეს.
ფეხიც არ უნდა დაადრიგინოს ნერვიულ წიკში.
თუ არც ერთს არ გაყვება არ დაიკარგება 6/7 ალბათობით.
მაგრამ ალბათბა ხომ მაინც არსებობს რომ თუ იმოძრავებ იმ 1/7 ალბათობის გზას დაადგები.
და ზოგიც ითმენს სხვათა ფეხთასვლას მაგრამ ერთ კონკრეტულს მიყვება.
რა მნიშვნელობა აქვს თავისი გეზმიზანი იყო ის თუ არა?
წარმატებას ხომ მხოლოდ ის მიაღწევს რომელიც არ გაშეშდა ქარხნების უდაბნოში.
იმიტომ რომ არავის არ გაყვა?
სწორედ ის მიდიოდა თავის მიზნისკენ და ეს
შენ აეკიდე მოჩვენებასავით , იქ სადაც ზოგიერთი ქარხანა ქვიშად დაფქულა გამოქარვისგან და დიუნები დაუყენებია.
სადღაც ხვიარაც ამოზრდილა და კედელი ვერ უპოვნია.
გადახრილ ხის დენის ბოძს თუ ააცოცდება სადმე კილომეტრების იქით თავისი ფესვებიდან და ადესადაც შეიძლება იყვავილოს მაშინ.
This post has been edited by
PANTALONE
on 30 Apr 2026, 23:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#62577494
· 2 May 2026, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კორტიზოლი
მისთენბურგის ქრონიკებიდან
ყოველ ორშაბათ დილას , ყველა მისთენბურგელი ვალდებულია სამსახურის მედპუნქტში გამოცხადდეს ყოველკვირეული კორტიზოლის ანალიზის ასაღებად.
მკაცრი დადგენილებით თავისუფალი კორტიზოლი ნორმას 365 -ჯერ უნდა აღემატებოდეს , მხოლოდ მაგ შემთხვევაში დაიშვებიან გოჩაკაცები ჩარხებთან და ხვიჩაკაცები ოფისებში, თავ-თავიანთ საბეჭდ მანქანებთან.
ანალიზების პასუხებს რამდენიმე საათი ჭირდება.
შუა მუშაობისას რომელიღაცა მუშაკაცს წამოადგებიან თავზე ვიღაც ფორმიანები და მკაცრად თხოვენ უსიტყვოდ გაჰყვეს მათ სადაც საჭიროა.
ძირითადად პროტესტს არავინ არ აცხადებს.
ვიღაცეები კი ხელფეხით წაუთრევიათ სადაც საჭიროა.
კორტიზოლი ყველამ მკაცრად უნდა აკონტროლოს თორემ არაეფექტურ მშრომელად ჩაითვლები და ნემსებს დაგინიშნავენ.
უმეტესობა გოჩაკაცს მოუწია კორტიზოლის დაბაბანება, ზოგჯერ ნებაყოფლობითაც.
ზოგი ბარიგებთან ყიდულობს და სადარბაზოში იბაბანებს იმისთვის რომ ორშაბათის ანალიზისთვის მზად იყოს და ვიღაც აგენტებმა არ მოაკითხონ სამუშაოზე, მითუმეტეს სადილამდე.
ზოგს ისე მოწონს კორტიზოლზე, ორმაგ დოზებსაც იბაბანებენ.
ზოგჯერ მეტად პასუხისმგებელი მუშაკის კორტიზოლი 1200 ჯერ აჭარბებს ნორმას.
და ისიც მუშაობს ორი ხელით - ცალით ღებავს ჟანგიან მილებს და მეორეთი ლურსმანს აჭედებს .
ასეთი ენთუზიასტები ბევრი არაა.
ზიგი საერთოდ არ იბაბანებს კორტიზოლს.
ყველა ვინც ქარხანაში სკამზე ზის და მოადგილე ყავს თავს არიდებს ამ პროცედურას.
მათ მაგივრად მოადგილეები უშვერენ ტრაკებს პირბადიან მედპერსონალს
და მერე დადიან კოჭლობით.
ბარიგების კორტიზოლი რარომღაც გაცილებით ეფექტურია ვიდრე სამსახურის მედკაბინეტის.
ზოგი გაძლიერებულია კორტიზოლ ფორტეა და ცოტა გჭირდება.
ზოგიც ხანგრძლივი ნახევარდაშლითაა და თვეში ერთხელ დაბაბანება საკმარისია.
ზოგი იმპორტულ კოფეინიან კორტიზოლს შოულობს.
ზოგში ელეუტეროკოკს ამატებენ თურმე რომელიღაცა ლაბორატორიები.
ზოგში გუანინს.
რამოდენიმე იატაკის ქვეშიდან , ამფეტამინებიანი კორტიზოლიც ამოდის...
აი იქ უკვე ექვსი ხელი გეხსნება სამუშაოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#62651004
· 7 Jul 2026, 01:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტარტაროზი
(მისთენბურგის ქრონიკებიდან)
ოფიციალური მეცნიერება მიიჩნევს რომ ქალაქი ჯაჭვებით არის დამაგრებული რაღაც მფრინავ ობიექტზე და და ოდესღაც პოლარული ვარსკვლავისკენ ეჭირა გეზი.
ახლა წისქვილური ძრავები აღარ მუშაობს და ქარი თუ წაათრევს მისთენბურგს ჩრდილოეთისკენ.
ჯაჭვები აშკარაა , მაგრამ მეცნიერების ნაწილი თვლის რომ ქალაქი დგას სხვა სართულებზე , ის სართულები სხვა სართულები და ის სხვებიც კიდევ სხვა სართულებს ეყრდნობა.
და ასე უსასრულობაა ამ სართულების ფუნდამენტი.
ზემოდან ჩამოწოლილი ჯაჭვები კი გადაყირავებისგან იცავს შენობებს.
ზოგი თვლის, რომ ქალაქის ქვედა სართულები ოკეანეზე ლივლივებს ან სულაც ტალღებს ქვემოთაც ჩადის.
ზოგი თვლის რომ ქალაქის ქვემოთ ვაკუუმია, სიცარიელე განზომილების გარეშე.
ზოგი უბრალოდ ფსკერს ეძახის ყველაფერ იმას რაც მისი სართულს ქვემოთაა.
სართულსაც, დასახლებასაც, ქუჩასაც, მოედანსაც და ადამიანებსაც.
იმათ სამსახურებსაც და იმათ გემოვნებასაც.
მაგრამ მისთენბურგის მითოლოგიაში არსებობს თქმულება ტარტაროზის შესახებ, და იქ სულ სხვა ვერსია იკვეთება.
- ხან და ხან მისთენბურგშიც ხდება მიწისძვრა.
მიწა მისთენბურგელს შენობების ბზარებში და სახურავებზე თუ უნახავს, რაზეც ხვიარა იზრდება.
"მიწისძვრა" კი ლექსიკაში რატომღაც შემორჩენილა. მიწის გარეშე.
ეს უფრო ქალაქის ძვრაა.
თუ ეს მოვლენა კარგ ამინდში მოხდა , როდესაც ნისლი საკმაოდ გაფანტულა და მთვარეც ნეონივით ანათებს.
უცბათ ზოგი უბანი აიწევსცისკენ და ზოგიც ქვემოთ ჩაიწევს კილომეტრობით,
მერე ზეაწეული ქვემოთ ჩავარდება და ქვემოთ ჩაწოლილები ზემოთ წამოიწევს, დამპალი ფიცრის ჭრიალით.
ასე ტალღად ჩაენაცვლებიან ერთმანეთს
უბნები და სახლები.
მაღალი შენობიდან ვინც კი ეს მოვლენა დააფიქსირა თავისი თვალით, სხვებს უყვებოდნენ თურმე რომ. სახლების ტალღა ძალიან წააგავდა რაღაც მძიმე რეპტილიის ხერხემლის კონტურის მოძრაობას .
თითქოს რაღაც პრეისტორიულმა ხვლიკმა გამოიღვიძა და გადაადგილდებაო.
ზოგმა ეზოთერიკოსმა მითენბურგელმა წამოაყენა თეორია რომ მისთენბურგი გიგანტურ რეპტილიაზეა დაშენებული.
ქალაქი ხომ ძალიან დიდია?
ის ხვლიკი კი იმდენად დიდი რომ მისთენბურგი ზედ დაეტია.
და შეიძლება იმდენად დიდიც რომ სხვა უცნობი ქალაქებიც.
ამას ვერავინ ვერასდროს ვერ გადაამოწმებს.
მისთენბურგის საზღვრებიც კი არაა ნაპოვნი არც ერთი მიმართულებით და მითუმეტეს გაუგებარია რა არის მისთენბურგის უსასრულო სართულების ქვემოთ, ნისლეულის სარდაფებისკენ.
მინუს მეთექვსმეტე სართულის ქვემოთ ლეგენდარული სტალკერებიც არ ჩასულან.
სიღრმიდან კი ათასი სისაძაგლე მოყვება
ხან მწვანე მიაზმას.
ხანაც თავისით მოცოცავენ ნისლიდან ნელი ვამპირები თუ ჭინკები, კტულხუ თუ დაგონი, ფანტომი თუ ილუზია.
ზოგი კედლებში იმალება ზოგიც ბუხარში, ზოგი ბუხრის მილში და ზოგიც შპალერის უკან.
და ეხლიან თავის ჟამს, მსხვერპლს, საკუთარის არსების რეალიზაციას.
-ყოველი მიწისძვრის შემდეგ, ტარტაროზი იწყებს სართულებზე ნელა ამოცოცებას.
გავა 30 წელი ამ მიწის ძვრის შემდეგ და ტატრაროზი უკვე ნულოვან სართულამდე ამოცოცდება , იქამდე სადაც უკვე ჰუმანოიდური სიცოცხლეც იწყებს სახლობას.
ტარტაროზი რაღაც საშუალოა ქამელეონსა და დიდ გორილას შორის.
კანი ქამელეონისა აქვს და ტანი გორილისა ან უფრო დიდი.
აივნებს და კარნიზებს მოუყვება ნელი რეპტილიური სიდინჯით.
დასახლებულ სართულებზე შეიძლება ვინმე ძირძირა უბნელი გამოიჭიროს აივანზე სიგარეტის მოსაწევად გამოსული.
თვალებში ჩახედავს თავისი ერთადერთი 12 კილოიანი თვალით და დაგიპნოზებული ბიურგერი რაღაც პასუხების გაცემას იწყებს დაუსმელ კითხვებს. ტარტაროზი კი ხმისამოუღებლად უსმენს და უფრო კი უყურებს თვალებში. ხან და ხან მსხვერპლის მაჯაც კი უჭირავს თავისი უზარმაზარი თათით, გამოცდილი კარდიოლოგივით.
- აქ დავიბადე. ან უფრო ქვემოთ.
- სართულებს ვძარცვავ.
- მინუს მეოთხეზე ვმუშაობ
- მეტს ვპოულობ ვიდრე ვკარგავ.
- არ მყავს.
- არ მყავს.
- არ მყავს.
- ვაპირებ.
- არ მახსოვს.
- ალბათ ზრდასრული დავიბადე.
- კარადაში არის რაღაც ტანსაცმელი, მაგრამ მე სხვა ბავშვის მეგონა.
- ფეხსაცმელიც არის, მაგრამ მე მაგას არ ჩავიცმევდი.
- წიგნებიში ვინახავ.
- ხან და ხან ვხარჯავ.
- ბილეთი ლუნაპარკში, მაგრამ ვერ მივუსწარი, ჩემს მისვლამდე გაფრინდა.
- ნორმალირი სამუშაოა.
- ოფისში ვერ დავჯდებოდი.
- მარტო იარაღს.
- არც ჩემს თავს.
- ბევრი ფანტომი ამკიდებია.
- პენსიები თვითდასაქმებულებსაც დაგვინიშნონ.
- მომიპარავს.
- მოვიპარავ.
- წამირთმევია.
- ბევრი უნდა დავაგროვო ან ისეთი არტეფაქტი ვიპოვნო 30-ე სართულს ზემოთ შევძლო აბარგება.
ტარტაროზი ყურადღებით უსმენს, ცალ თვალს არ აშორებს და როდესაც სრულიად ამოწურავს კითხვებს ზემოთ იწყებს ცოცვას. აივნიდან აივანზე . ზემოთ და ზემოთ კინგ კონგივით, და ბოულინგის ბურთის ხელა თვალს ატრიალებს რომელიც ალბათ მთლიანად ავსებს მის თავის ქალას.
დაგიპნოზებულები ცოტა ხანში აზრზე მოდიან. ხედავენ რომ სიგარეტი ფილტრამდე თავისით ისე ჩამწვარა ფერფლიც არ დავარდნია და ძალიან უკვირთ.
მერე კი ახალს უკიდებენ.
ტარტაროზი კი ზემოთ მიძვრება.
სადმე მესამე, მეოთხე, მეხუთე სართულებზე სადაც შრომითი პროლეტარიატი ცხოვრობს
ძირითადად, აუცილებლად გამოიჭერს ვინმე გოჩაკაცს .
ქალაქი იმდენად დიდია სადმე მაინც ეწევა გოჩაკაცი აივანზე ყოველთვის. თანაც არაერთი. შეიძლება ეს 100 კილომეტრის მოშორებით ხდებოდეს. მაგრამ რო დათვალო სრულ მისთენბურგში ალბათ 300 მილიონი გოჩაკაცი ეწევა ერთ კონკრეტულ მომენტში აივანზე.
ქალაქი იმდენად დიდია შეიძლება ქუჩაში მეზობელიც ვერ ნახო 12 წელი. არათუ ფოსტალიონი ან მენაყინე.
დღევანდელი შემორჩენილი სახლები სრულიად რომ დაასახლო ქალაქი 34 მილიარდ ადამიანს დაიტევდა. და ეს მოლოდ ცენტრია ქალაქის . იმის იქით რვავე მხრიდან გაუდაბურებული მასივებია
ზოგო საცხოვრებელი , ზოგი საწარმოო და ზოგიც ბიზნესცენტრული ტიპის დასახლებები.
ქალაქი იმდენად დიდია ტარტაროზი. 10 მდე ადამიანს დაკითხავს სხვადასხვა სახლები აივნებზე. ალბათ იქითკენ მიძვრება საითაც აივანზე გამოსულებს ხედავს. და ერთადერთი თვალიც იმდენად დიდი აქვს 47 კილომეტრში ხედავს დანთებულ სიგარეტს. ან შეიძლება სუნზეც მიდის.
- გოჩაკაცი
- ქარხანაში.
- სახელურებს ვარტიალებ.
- 9 დან ექვსამდე
- კვირას, ხანდახან შაბათსაც.
- ხანდახან კვირასაც.
- 32 წლის წინ.
- არასად. სახლში გავატარე ის დრო.
- ძირითადად მეძინა.
- ეხლაც მძინავს ხოლმე.
- ზოგგს ვუვლი და მაინც ხმება.
- ზოგი თავისით ამოვიდა.
- ერთხელ მარწყვი გავახარე.
- კატებმა შემიჭამეს
- მგონი ყვავილობა მოასწრო, არ მახსოვს...
- არც ეგ არ მახსოვს...
- არც ეგ არ მახსოვს...
- არც ეგ არ მახსოვს..
- არც ეგ არ მახსოვს...
- არც ეგ არ მახსოვს...
- ალბათ ვიყავი. აბა რისგან გავიზარდე?
- არ მინახავს.
- ჭიჭყინი გამიგონია
- ყურადღებით ვუსმენ მაგრამ არ მინდა გაგონება.
- დაანგრიეს სანამ მე შემიყვანდნენ
- ადრე დასავლეთისკენ იყო, ეხლა ჩრდილოეთისკენაა.
- შეიძლება ქალაქი სპირალურად დატრიალდა ჯაჭვებზე და ორიენტირები შეიცვალა.
- ან ენტროპიამ წაიღო ..
- ინსტიტუტიც
- მასწავლებლებიც
...
მარტო სამსახური არ წაუღია ენტროპიას.
და ისევ იქ დგას სადაც იდგა პირველ დღეს რო მივედი.
- მინდა ჩემს ბინაში კიდევ ერთი ბინა ავაშენო.
გოჩაკაცთან საუბარი საინტერესეო აღმოჩნდა მაგრამ ტარტაროზს არ ესმის სენტიმენტები. ჩვენ ისიც კი არ ვიცით ესმის კი რამე? იქნებ მოსამართლე ის კი არ არის არამედ ის ვინც ტატრაროზი გამოანთავისუფლა და ეს კი მხოლოდ პასუხებს აგროვებს სტატისტიკასავით.
თავში თვალი უდევს მთლიანად და ტვინი სადღა დაეტეოდა?
მაშ კითხვებს როგორღა სვამს?
ანდა იმ პასუხიბს როგორ ღა უსმენს?
ტარტაროზი ნელა მიცოცავს ზემოთ , და ზემოთ .
თუ საინტერესო რესპოდენტი დაინახა შეიძლება ქვემოთაც ჩაცოცდეს იმის გამოსაკითხად.
მაგრამ უფრო ზემოთ მიიწევს ტოპ- ტოპებისკენ.
27 28 29 30 და ზემოთ სართულებისკენ.
სადაც . სადაც სართულის შერჩევისას უკვე ფენშუი- ნუმეროლოგის კონსულტაციებს ყიდულობენ წარჩინებული ბიურგერები .
და გეროინი ვიღაც წითელ კლოუნებს მოაქვთ თავისით.
აქაც მიძვრება ტარტაროზი ლემურივით იქაც არის რაღაც მოსასმენი.
- არასდროს
- ხელს ვაწერ ცარიელ ქაღალდს და ფული თავისით მოდის
- მეტი მინდა
- ვინმეს რომ ჩემზე მეტი არ ქონდეს.
- ყოველ წელიწადს ერთ სკივრ ოქროს ნისლეულში ვყრი.
- იქნებ ერთი ოქრო ვინმე გაჭირველულს ხელში ჩაუვარდეს.
- ვერაფრით
- ქვემოთ არც ვიხედები.
- ცხვირიც რომ დამივარდეს.
- მინდა სამი სართული გავაერთიანო ერთ სართულში და დიდი სივრცე მექნება.
- მერე დავეტევი
- მერე კიდე დავაშენებ
- როცა ბევრ ცარიელ ფურცელს მოვაწერ ხელს.
- მერე უფრო გავიზრდები.
ტარტაროზი თითქოს სევდით გადაატრიალებს იმ თავის დიდ თვალს და ლინკოლნის გრანდშპილისკენ დაიწყებს გადაბობღებას. ზარმაცი მოძრაობებით თითქოს მისია შეასრულა და ეხლა ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე უნდა აცოცდეს რომ მთვარეს შეწვდეს და ალოკოს ლორწოვანი ორკაპა ენით.
ამ დროს ტარტაროზი ხსნის თავის კანის პორებს და იქიდან ღამურების მთელი მურმურაციები ამოფრინდებიან და ამოავსებენ ულტრაბგერებით მაგრამ ვერავინ გაიგონებს.
ღამურა თავისთავად სტანდარტულ ვირუსებს ავრცელებს, მაგრამ აი ღამურაზე მობინადრე რწყილის ნაკბენი ძალიან საშიშია.
თუ გიკბინა იმდენს იქავებ, სანამ ღვიძლს არ გამოიწელავ ან სხვა რამეს. გააჩნია სად გიკბენს.
კარგია თუ ფეხზე გიკბენს , მხოლოდ ფეხს დაკარგავ.
ხელზე ნაკბენი უარესია. ხელს თუ დაკარგავ მერე როგორ უნდა იფხანო?
&&&
ტარტაროზისგან გამოკითხულ ადამიანებს მეორე დღეს მსუბუქი ღიმილით ეღვიძებათ ხანდახან.
თუმცა სიზმარი არ ახსოვთ.
მერე ის უკვირთ რომ მთელი ღამე ეძინათ.
როგორ შეიძლება ადამიანმა ღამეში 12 მინიმუმ არ გაიღვიძო, არაჯანმრთელიც კია.
მერე შეიძლება სიცილიც კი დაიწყოს სხვა და სხვა სიტუაციაში.
ხანდახან სამსახურშიც.
სახლშიც კი გაუღიმონ ვიღაცას თუ ყავთ შინაური.
ძალიან უცნაურად გამოიყურება მიტენბურგში ადამიანი რომელიც იცინის .
ცოტა შემზარავიც კი ხდება.
ყველა სოციალურ წრისთვის.
ერიდებიან ასეთებს.
შორიდან უვლიან.
თითქოს დანის დამრტყმელი იყოს მომღიმარი ადამიანი. ფსიქიურად აშლილი.
ქალაქი იმდენად დიდია ერთხელაც ვინმე მომღიმარი ღიმილით შეხედავს ვინმე.სხვა მომღიმარს და არც ერთს არ შეეშინდება მეორესი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#62672614
· 22 Jul 2026, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ციკლიდან "მისთენბადის ეპოქა" (01)
მისთენბურგის ქრონიკებიდან
ფანტომოლოგიის კათედრის დეკანი, ალტერნატიული არქეოლოგიის პროფესორი და სიძველეთა კოლექციონერი, ვალდემორ ლაბუდაუსი, ლექციის დასრულების შემდეგ 2 საათში დააპატიმრეს.
მან ლექციაზე მზე რამდენჯერმე ახსენა.
მზის ხსენება მისთენბურგში სასტიკად ისჯება.
გინდა მზე გიხსენებია და გინდა ჰელიოსი გამოგიძახებია უძველესი რიტუალით.
არკჰემში დააბერებენ ასეთებს.
როგორც მინიმუმ .
აი რა მოხდა ლექციაზე.
პროფესორს უყვარს არქივებში ძრომიალი საათობით დაცოცავს კარადებში წიგნის ხოჭოსავით.
თურმე მოზაიკის ერთი ლურჯი კუბიკი უპოვნია.
ცალი ფერდი წითლად ყოფილა გადაღებილი.
ვოლდემორმა ბევრი იფიქრა რა იყო ეს და არქივებიც ბევრი ამოეწია თემაზე.
სპეციალისტებიც შეაწუხა და მკითხავ ირასაც ჩაახედა ბროლის ბურთში.
შემდეგ სტუდენტებთან წამოიღო და ისტორიის რეკონსტრუქციის ლექციაზე ასეთი აზრები ჩამოალაგა:
ოდესღაც, ძალიან ძველ დროში . მაშინ როდესაც ტოპ-ტოპი სართულები 127 სართულით ქვემოთ იყო. მისთებურგს მისთენბადი რქმევია!
მაშინ მთელი ქალაქი მოზაიკით მოპირკეთებული აბანოები ყოფილა. გზებიც მოზაიკით იყო მოლამაზებული და გვერდებში ჩუხჩუხა აკვედუკები მოუყვებოდა. სადღაც სადღაც ჩანჩქერები გადმოსჩქეფდა პირდაპირ შენობის შუაგულიდან.
დიდი ბასეინებიდან. იქ ბანაობდა ხალხი კიდეც.
მაშინ ალბათ დღე იყო და მზე იჯდა ღმერთების ტახტზე.
შეიძლება რუჯსაც იღებდნენ ვერანდებზე წითელ ტრუსიკიანები.
მადინ ტოპები მრგვალი გუმბათებით იყო დახურული.
არა მარტო ბინები იყო აბანოები.
სტამბაც აბანოში იყო შეშენებული.
ქარხნებიც.
ჩარხებთან მომუშავე პერსონალს ფეხებთან კაფელის რუ ჩამოუდიოდათ და შიგ იგრილებდნენ ფეხებს.
წვრილი თევზი მოყვებოდა იმ რუს და ქუსლებზე იბწკინებოდა.
რომელიმე სტალკერი რომ მოახერხებდეს ჩაძრომას და იმ დროის კვლევას, ალბათ წააწყდებოდნენ გამოფერილ რეკლემებს აბანოების კედლებზე- "მხოლოდ ჩვენთან ბასეინები -18 დან 85 გრადუსამდე და ზევით".
" ჩვენთან ზღვის წყლით და რიფებით"
"სამკურნალო თევზებიანი ბასეინები"
" ჩანჩქერების კასკადები "(ყველა ჩანჩქერში სხვადასხვა ტემპერარურის დაქლორილი წყალი მოჩხრიალებდა)
ზოგსაც კენჭი მოქონდა დეკორატიული.
ზოგ აბანოსთან ქვიშას ყრიდნენ და პლაჟს აწყობდნენ სიმინდით.
რუსებს სახლიდან მოქონდათ კატლეტები და სუფრას შლიდნენ პირსახოცებზე.
ზოგიც საზამთროს ქერქს აბანოს ბასეინებში ისროდა.
-დამლაგენლბელი დაალაგებს, რაში ვიხდი ფულს?
ნაწილს კი დაალაგებს და ნაწილიც ფსკერზე დაილექება საუკუნოობით .
მომავლის სტალკერრბი გაქექავენ მერე იმ ნაგავს და შეიძლება შაჰის გამოსახულებიანი ოქროს მონეტებიც იპოვოს ვინმემ.
ან საათი და ანდაც ბოქლომი ბოლო ბოლო.
იარაღსაც იპოვნიან სამართლისგან გადამალულს.
იყო ბასეინები ზღვის არომატით.
ან ბიჭვინთის ფიჭვის მძაფრი სურნელით.
იაფფასიან აბანოებში ლავანდის დეზადორს აშხურებდნენ და თეთრი კაფელი ეკრა კედლებზე მოზაიკის ნაცვლად, ალაგ-ალაგ ამოცვენილი კლასიკურად.
ქარხნების აბანოებიზე კაფელიც არ ექრა. ბეტონით ით იყო გალესილი და მწვანე წყალცენარეზე გიცურავდა ფეხები. ან ზურგზე გეცაცუნებოდა საუკუნოვანი სქელი ხავსები . ფენა ფენად რო ეგო ერთმანეთზე წლების მიხედვით. ზემოდან მუქი მწვანე და უფრო შიგნით გაყვითლებული და უკვე გაშავებულიც.
მყაყის სუნი მოყვებოდა იმ ხავსებს.
ბაყაყებიც ბუდობნენ და ზოგგან ჭინკაც შემოცურებულა რომელიღაც გადაურაზავი მილიდან ან წყალარინების დიდი გვირაბიდან.
ასეთი ყოფილა მაშინ მისთენბადი.
ჯერ ტოპ-ტოპები იბანდნენ ტანებს და შემდეგ წყალი ქვედა სართულზე ჩამოდიოდა და ახლა უკვე ქვედა სართულებს ბანდა.
და ასე თავქვე იარარქიით ბოლოს იმ დროის სტალკერების სართულებამდე ჩადიოდა.
სიცოცხლის ზონის ზღვართან რომ ცხოვრობენ. ნოლ სართულთან ახლოს.
ქვემოთ უკვე წყალი უკონტროლოდ იღვრებოდა და შეიძლება მაშინ ნელი ვამპირებიც ივლებდნენ შხაპებს ნებით თუ უნებლიედ. მინუს მეოთხე სართულამდე რომ მოუღწევიათ ძირ ძირებიდან და სულ უფრო ზემოთ მოიწევენ- 500 წელიწადში ერთი სართულით.
იყო აბანოები რომაული, ნიმფებიანი მოზაიკებით.
ზოგგან კუ იყო გამოსახული და ზოგგან ორფეხა თევზი, რატომღაც ერეგირებული ჭუჭუით.
მავრიტანული აბანოების უბნები. უფასო ცხელი ჩაით.
თურქული აბანოები სქლად დაჭრილ მარმარილოებში გაწყობილი.
ფინური საუნები 98 გრადუსიანი ორთქლით და სატივა კანაფის ცოცხებით. ეკზოტიკა მისთენბადისთვის.
ცოტა კონიაკსაც ურევნენ ზოგ ბასეინში დაგრადუსების მოყვარულთათვის.
ზოგგან ლიქიორსაც.
იყო გაუზავებლელი მოხიტოს ჯაკუზები.
და პროსეკოსიც იქნებოდა მოყვარულთათვის, სადაც დიდ ტრაკით ხტებოდნენ ალბათ შაჰინშაჰის ქერა ბოზები.
კედლის ნახვრეტებიდან უწყვეტ ნაკადად მორაკრაკებდა სვადასხვა შამპუნები. ჭინჭრის ეფექტით, კოლაგენით გამდიდრებული, ფტორისგან გაწმენდილი.
ზოგგან კიდევ საპონიც არ იდო საუკუნოობით.
ზოგგან საპონი ისე მიახმა კაფელს ვერავინ ააძრო და ეხლაც იქ არის კაფელთან ერთად გაბზარული.
წყალშიც რო ვერ იხსნება.
აბანოდან აბანოში გადასვლა ისე ხდებოდა წყლიდან ამოსვლაც არ დაგჭირდებოდა. ფართე არხები დადდიოდ გადმოდიოდა აბანოებიდან აბანოებში.
ზოოგან ოპიუმის ბუღი იდგა და ჩაიშიც კოკნარი ტივტტივებდა.
ადამიანის ბინებიც აბანო იყო მაშინ.
მექისის მაგიდებზე ეძინათ მშვიდი ძილით და მასაჟისტები აკითხავდნენ დილასაღამოს თუ ჯიბეში შაჰინშაჰის თავიანი ოქრო უჩხრიალებდა მოქალაქეს.
კარები არ ქონდა მაშინ სახლებს. კარები არსად არ იყო.
და ტანის სამოსიც არაფერი გააჩნდათ ტრუსების გარდა ალბათ.
ალბათ ზოგი იმასაც არ იცვამდა.
მაშინ ხომ მზე იჯდა ღმერთების ტახტზე?!
ან იქნებ ეს მითოსია და არც მისთენბადს უარსებია ოდესმე.
თავისი სინდბადებით და ალადინებით.
იქნებ ეს ზღაპრებია და არც შაჰინ შაჰი თარხან ბაბაიანი ყოფილა. რემოლუციონერებმა ტრაქტორზე მიბმული რომ გამოათრიეს იაგუნდებით და თვალმარგალიტით მოპირკეთებული აბანოდან.
თავის 189 ქერა ნაშასთან ერთად.
მერე გილიოტანამდე ამკიცებდა ყველა ჩემო ცოლი არისო მაგრამ საბუთები ვერ წარადგინა და ცირკშის შოუში მოკვეთეს თავი.
...თუ ცირკი აკრძალული არ იყო მაშინ..
რევოლუციამ მისთენბადს მისთენგრადი დაარქვა და ყველა მოზაიკა წითლად გადაღებეს.
მერე წითელი პიგმენტი რომ ამოიწურა ცარცისხნარით შეათეთრეს.
მერე ალბათ წყალიც გაპარულა იატაკებიდან და საუკუნეებია ეხლაც იცლება ზოგი ბინა იმ დროს ნაგუბი წყლიდან.
წვეთ წვეთ წელიწადში.
ზოგგან კიკიმორიც გაჩენილა.
...
მისთენბადში სიზმრებიც სხვანაირი იქნებიდა. დღის სიზმარი ხომ უფრო ფერადია?
იმ მოზაიკასავით სახლში , რომ სხვანაირია საჯარო აბანოში სხვანაირი და სამსახურში სხვა ნაირი.
იქ შეიძლება შაჰინშაჰს ვაჟიც ყავდა მოხელოვანო.
(აი როგორც მოსთენბურგის ბურგომისტრს ყავს ექსცენტიული ბიჭი, რომელსაც გონია რომ მამამ თავის ძაღლის სახელი დაარქვა და რომელიც თვეში ერთხელ იცვლის სახელს, არქივში შეპარვით და საბუთების გაყალბებით.
ხან ვაჟაა და ხან შოთა.
გააჩნია ბოლოს რა წაიკითხა .
იყო ნოდარიც და აიზეკიც.
სულ მთლად ახალგაზრდობაში 56 რომ შეიქმნა თეოდორეც ერქვა.
ოღონდ რომელი თეოდორე არ დაუკონკრეტებია.
ალბათ იმიტომ რომ არავის უკითხავს.
ან იმიტომ რომ არც რომელიმე თეოდორეს წიგნი წაუკითხავს სტატისტიკურ ბიურგერს).
შაჰინშაჰის შვილს შეიძლება ჯაზბად ბაბაიანი ერქვა.
თავისებური აკვიატებები ექნებოდა.
მხოლოდ ჯაზს უსმენდა და სხვა მუსიკა საერთოდ აუკრძალავს , მამამისის ძალაუფლებით.
ჩამწერი აპარატურა დაულეწავს პოლიციას მთელ მისთენბადში.
ჯაზი მხოლოდ ცოცხალი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ იმპროვიზაცია.
ჯაზბად მესამე თვლიდა რომ ჯაზი მხოლოდ ერთხელ არსებობს, როდესაც მას უკრავენ.
ჩაწერილი მუსიკა მუსიკის ფანტომია და არა თვითონ მუსიკა.
ამიტომ არც ნოტების რვეული იბეჭდებოდა.
ნოტები პრიციპში არც არავინ იცოდა იშვიათი მარგინალი არქივარიუსის გარდა.
მუსიკოსები სმენით სწავლობდნენ ნოტებს და სახელებსაც საკუთარს არქმევდნენ.
ვიღაცისთვუს
დოს ერქვა ბათქი
რეს ერქვა ბუთქი
...
ვიღაცისთვის სი ჟღერდა , როგოც- ცუი.და ასეც იმახსოვრებდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#62695247
· 16 Aug 2026, 15:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქვედახორა
(მისთენბურგის ქრონიკებიდან)
წელიწადში ერთხელ, ქალაქის მერიის ეგიდით, მისთენბურგში ძველსძველი, წარმართული კარნავალი ქვედახორა იმართება.
ზედახორა ხომ ყველამ იცით? გაკვეთილებიდან განთავისუფლებული ბავშვები ერთმანეთს რომ ახტებოდნენ და დიდ გორას აყენებდნენ.
ქვედახორა ამის ინვერსიაა. მერიის წინ , მთავარ მოედანზე, ერთი ვინმე ჩაიკეცება მუშაობისგან გადაღლილი, სიყვებით
"აღარ შემიძლია" და შეიძლება დაიძინოს კიდეც ან თვალები დახუჭოს რომ აღარაფერს ხედავდეს და ყურებზე ხელები აიფაროს , რომ აღარაფერი ესმოდეს .
მერე ვიღაც სხვა ჩამოივლის და იმის მაგივრად რომ ზემოდან დაახტეს, მისი ტანის ქვეშ შეძვრება , სიტყვებით - "ეხლა ვეღარავინ დამინახავს".
ქვედახორობაზე ბევრი ხალხი დადის.
მიუხედავად მასიური გაუდაბურებისა 900 ათასამდე კაცი გროვდება. ქალაქი ძალიან დიდია.
იმათ ქვეშ კიდე ვიღაც შეძვრება, ვისაც გონია რომ უფრო ჭირდება დამალვა, უფრო დაიღალა ან უფრო ტკივა რამე.
შენი სკოლის დირექტორიც შეძვრება ათეულობით სხეულის ქვეშ. მანამდე დაიყვირებს - "მე თვითონაც ოროსანი ვიყავი", ფახსაცმელებსაც წაიძრობს მანამდე.
მერე ვინმე წყალბურთელი შეეტენება უფრო ქვემოთ- "მე აუზი არ მინახავს ამ ქალაქში".( აუზი თუ სადმე შემორჩა გარეუბნებში, ბალახით ამოვსებულა)
ქვემოთ და ქვემოთ შეიმალებიან გოჩაკაცებიც, ხვიჩაკაცებიც, პალტოკაცებიც, კრესლოკაცებიც.
"ხელფასი არ მყოფნის"
" მკურნალობა მჭირდება"
" მე დირიჟორი უნდა გამოვსულიყავი"
"რით ვერ დამთავრდა დრო"
ყოველგვარი იერარქიის არ გათვალისწინებით. კარნავალი ყველას ათანაბრებს... რაღაცა ნიშნით.
გოჩაკაცის ქვეშ, ბურგომისტრი შეიძლება შეძვრეს.
ბურგომისტრის ქვეშ- მოლარე.
მოლაქრს ქვეშ - არქივარიუსი
არქივარიუსის ქვეშ ფინანსისტი.
ფინანსისტის ქვეშ - ზამბარების დამმუხტველი.
ქვედახორა ქვემოდან ზემოთ იზრება და იზრდება , როგორც ცირკის პირამიდა.
...
და აქაც ბევრი გაისრისება.
საღამოს როდესაც ქვედახორას პოლიცია და მეხანძრეები დაშლიან და დაისტერიკებულ ბიურგერებს სახლებში გაყრიან, იქ გასრესილი ბიურგერების ფარში დარჩება.
ერთმანეთისგან რომ ვეღარ გამოარჩევ.
რომლის კუნთი და რომლის ძვალი ერთმანეთში გადაზელილა.
ისინი ხვალ მართლა ვეღარ წავლენ სამსახურში,
ვერ დადგებიან ცივ ჩარხებთან.
ისინი აწი ვეღარ დახატავენ თუ ეწერათ კიდეც რაიმეს დახატვა.
ან შეთხზვა..
ან რაიმე რეკორდის დამყარება. რაიმე სპორტში.
თუნდაც წყალბურთში.
მათ მაგივრად დოკუმენტებს, ვინმე სხვა მოაწერს ხელს. უფრო ახალგაზრდა, იქნებ პერსპექტიულიც.
ჯერ რომ არაფერი მოუტეხავს ქვედახორობის ფესტივალზე.
იმათაც ყველაფერი წინ აქვთ.
This post has been edited by
PANTALONE
on 16 Aug 2026, 16:01
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
6
7
[8]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0369 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.