Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნისლენბურგის ქრონიკები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60519412
· 2 Jul 2023, 16:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კროული კიარა ლავკრაფტი
QUOTE
ზოგჯერ კროული სტალკერებს გაატარებს. არ იყვირებს საზარელ ზმას. მაგრამ უკან დაბრუნებულზე შეიძლება შეყაროს ნელი ვამპირები. ზოგი არტეფაქტი შეიძლება არ გამოატანოს კროულიმ სტალკერე
კროულების საგვარრულო ხო სადარაც წავიდნენ.
@@@@@@
ვირთხების ცირკის ფანტომი
ვირთხების ცირკი ძველ ჩვეულებრივ ცირკშია. 50 წელია მიტოვებულია და ცირკი ვიღაცამ იჯარით აიღო. მაგრამ არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა რომ ვირთხებით გაივსო. ხალხმა მათ საყურებლად დაიწყო სიარული. კოჭლი ვირთხა მელოტი ვირთხა ხუთფეხა ვირთხა. დარბიან წითელ არენაზე და თუ ჩააკვირდები მათ სოციალურ ცხოვრებასაც ამამოკითხავ. ღამის ორ საათზე როდესაც ადამიანი მაყურებლების რაოდენობა მაქსიმალურია გაისმი ორი ყრუ ტაშის ხმა. და შემოგორდება არენაზე დიდი ყველის გორგალი და შემოახტებიან ვირთხები ამ მობზტიალე გაუდას და დაარბენინებენ აკრობატულად. ჯერ წითერლ არენაზე მერე ბაგირებზე.
ყველიდან ცეცხლოვან რგოლში გადახტომები და ისევ ყველზე დახტომები. ყველზე ჭიდაობები და დამნაშავე ვირთხის ვირთხის კანონით დასჯა. მაყურებელს უკვე ისტერიკა რომ ერევა სიცილისგან მაშინ გაისმის ძველი ცირკის ფანტომის. ორი თეთრი ხელთათმანის ორი ყრუ ტაში. და ვირთხები უბრალოლოდ დარბიან თავის ყოფით საქმეებზე. ზოგი ბაზარში. ზოგი სამსახურში
* * *
თუ დაგაინტერესებთ ვირთხების სასამართლოშიც შევიაროთ.
@@@@@@
აულაგებელი სუფრების სახლი.
ერთი სახლია . სულ ყველა სართულზე აულაგებელი სუფრებია. ეტყობა ამ საგვარეულო სახლს კარგი კაპიტალი გააჩნდა სარდაფებში . სუფრას არასდროს არ ალაგებდნენ. მუდმივად გაშლილი იყო სუფრა. ღრეობას უწყინარი ჩაის სმა ენაცვლებოდა და სადილს წახემსება . მაგრამ სუფრა სულ იყო. როდესაც სუფრა გადაივსებოდა ნახრავით ეს საგვარეულო ახალ სართულს დააშენებდა თავის საგვარეულო სახლს , იმიტომ რომ სუფრის ალაგება ეზარებოდათ. და შეიძლება ალაგების ხარჯები ახალი სართულის დააშენების ხარჯებს უტოლდებოდა. ამიტომ არც ღირდა შეწუხება. და ახლა უკვე ამის ზედა სართულზე იშლებოდა შეერთებული სუფრების შტატები. და ასე თაობები ზემოთ და ზემოთ. ტოვებდნენ თავის ქვეშ ნახრავებს. ეხლა ზედა სართულზე ქეიფობენ. და არც არავის წარმოუდგენია რა ძვლების მასივებია მათ ქვეშ.
იცით როგორ წაიღო ეს სახლი ენტროპიამ? ნახრავებს ვირთხები შეესიენ ასობით სართულს. სახლი დამძიმდა და ნელა დაეშვა ნისლეულში. ისე ნელა რომ კიდე ერთი სართულის დაშენება მოასწრეს. და ბოლომდე ცას უყურებდნენ
* * *
ანდერსენის მუზეუმის ქვეშ (!!!) მოქმედი საჯარო ბიბლიოთეკაა. დიდი ქალაქი ნისლენბურგის მუნიციპალური საჯარო ღია ბიბლიოთეკაა რომლის დიდ დარბაზში დევს დიდი წიგნი და ეხლა იწერება. ბიბლიოთეკა მოქმედია ამ მინუს მეცხრამეტეზეც კი. იმიტომ რომ სანამ ერთი მკითხველი მაინც დადის ბიბლიოთეკაში. მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეინარჩუნოს ღიაობის სტატუსი და ეს მავნებელი სტალკერები თითქოს ჯინაზე დადიან წიგნების საკითხავად. წარმოგიდგენიათ რა გზას გადიან ვამპირებს მოჩვენებებს. ლავკრაფტს. კატებს . ბოლო ბოლო ანდერსენის მუზეუმს. ტომ სოიერის მარტო წასაკითხად. ასეთი ცოტაა. ერთმანეთსაც კი არ შეხვედრიან არასდროს ალბათ . ზოგს უკანა ზგის გამოვლა ეზარება და იქ მოიწყო კაბინეტი. ჭამს საგზალს და კითხულობს.
* * *
ანდერსენის სახლმუზეუმი ძალიან საშიშია და დავწერო? საერთოდ არ მომწონს ესე საშიშისკენ რო მივდივარ. ნელთბილი ტალღები უნდა შევაპარო ატმოსფეროს თორე საშიშიც არის და გაივსო ტექსტი ფანტომებით.
* * *
ისევ სიცოცხლის ზონაში დავბრუნდეთ.
მედიუმი. მედიუმი მესამე ძალაა მჭედლის და ოქრომჭედლის დაპირისპირებაში. ის ეგვიფტელი ქალია და მუდმივად მუცლის ცეკვის კოსტუმშია ჩაცმული. შესაბამისი პატარა ღიპიც გააჩნია და პირსინგები ჭიპზე. მედიუმი ბროლის ბურთში იყურება და მესამე თვალს პორტალით არტეფაქტების საძებნელად აგზავნის უსიცოცლო ზონების ოთახებში. თვალი ჭუჭრუტანებში ძვრება. უჯტის ღრიჭოებში. კარადის უკან გადავარდნილ ნივთებს ეძებს. ხალიჩის ქვეშ დამალულ გადაღებს. ხატებში ჩამალულ ბრილიანტს. ლინკოლნის მაკომპრომიტირებელ წერილს შპალერის ნაკეცრბში. და სხვა. მრავარია ეს გაგზავნილი თვალი კატამ არ დაიჭიროს. თორემ შეიძლება დაკარგოს მესამე თვალი და ბაზარში ვაჭრობა მოუეწიოს. ამ ეგვიფტელ ქალს ქვია ირა. ტურისტულად ჩავიდა ტუსეთიდან და ეგვიფტელი შეიხის ცოლო გახდა. მაგრამ მალევე გამოაგდეს ოჯახიდან ოქროს დანაჩანგლის მოპარვისთვის. ირას თავისი სტალკერების ბრიგადები ყავს. მისი მოპოვებული ინფორმაცია ყოველთვის არაა ზუსტი. უფრო მიახლოებითია. და მის სტალკერებს ზოგჯერ უწევთ გეგმების გადათამაშება და ადგილზე იმპროვიზაცია. მაგრამ ფასრულობა არტეფაქტისა რომლებსახ ირა პოულობს სხვის ჯიბეში დიდია და მომგებიანი. ირას ბრიგადები ბევრ ხალხს
კარგავს გასვლებში მაგრამ კარგადაც ივსება სტალკერთა რიგები. მჭედელს და ოქრონჭედელს გარკვეულ კონკურენციასაც უწევს .
* * *
მედიუმი სალონებში როცა დადის ყვება რომ ერთხელ მესამე თვალი გააგზავნა ნისლეულის ქვეშ, სადაც უკვე სარდაფებიც აღარ არის. და იქ არც ფსკერია და არც ოკეანე . არც ზღვა მთა ან მიწა. იქ არც ნისლია და არც ვარსკვლავები. იქ უკუნეთია სადაც უკუნელები ცხოვრობენ .ათასი სახეობა. როგორც შავ ფურცელზე დაწერილი შავი მელნით წერილები.
ყველა შესაძლო ტექსტივით
* * *
ფრაუ გრუბახს საყვარლები ნომრებად ყავს. ხომ გახსოვთ მეხანძრე მეორე ნომერია. მესამე ბურგომისტრი, მეოთხე ახალგაზრდა პოეტი ჰუგო. რომლის მამას ბურომისტრ ფელიქსს მართლა ყოლია ოდესღაც პუდელივით ძაღლი სახელად ჰუგო.
როდესაც რომელილიმე მათგანი თავისი ფეტიშის დასაკმაყოფილებლად აუდიენციას წერილობით ითხოვს. ის უნდა დაელოდოს სანამ ფრაუ გრუბახი არ გამოფენს მის ნომერს ფართო აივანზე. ტოპ-ტოპა სართულებზე. ღმერთმა არ ქნას თვითნებურად ვინმე ავიდეს და იქ ნომერი პირველი იყოს. სკანდალს ვერ ავცდებით.
* * *
თუ ფრაუ გრუბახი ორ ნომერს ერთად გამოფენს. ესეიგი დღეს საქმეზე სალაპარაკოა და არავითარ გაუკუთმართებულ სექსს ადგილი დღეს არ ექნება.
ასეთ თათბირებზე იცემა ქრთამები. იცვლება ან ვრცრლდრბა ინფორმაცია. იგეგმება არტეფაქტრბზე ექსპედიციები. ხდება გასაღებების გაცვლა გადაცემა. გააჩნია ამოსული სტუმრრბის ნომრებს. საქმეს საქმის მცოდნე უნდა ანაწილებდეს.
პარალელურად ფრაუ გრუბახი ფსიქოლოგია. აქვს თავისი კლინიკა და ოჯახების შერიგებებზე მუშაობს. აქებენ მის პროფესიონალიზმს. მედიკამენტოზური ჩარევა მისთვის მიუღებელია. მხოლოდ კერძო საუბრები. ორივე კლიენტთან ცალკე. ეს მისი მეთოდია
* * *
დააა მეექვსე მეშიდე ნომერებად ფრაუ გრუბახის საყვარლებად ის ორი დიდი თევზით მოვაჭრე დასახელდნენ, რომლებიც ერთმანეთს გულის ამოკვეთაზე დაენიძლავნენ. ეს შეკვეთაც ფრაუ გრუბახმა მათგან მიიღო. როდესაც საიდუმლი აუდიენცია ერთად ითხოვეს. 67 კომბინაცია გამოიფინა ფრაუ გრუბახის ფართო აივანზე. და ეს ორი სამოვარივით კაცი ორივე ხელში ჩემოდნებით დაადგნენ მორცხვი კაკუნით. ჩემოდნებში ფული არ გეგონოთ. ძღვენი იყო. უიშვიათესი ღვინოები ღვინის ეპოქის სართულებიდან.
ფრაუ გრუბახი დიდ ხანს ფიქრობდა ვისთვის გადაეცა საქმე . ყველაზე მეტად ეს მედიუმი ირას პროფილია და შესაბამისი მომზადების სტალკერებიც მას ყავს. მეორეს მხრივ ირას მონაცემი ყოველთვის მიახლოებითია და ბუნდოვანიც. მითუმეტეს ეს ზონა ნისლენბურგის საჯარო ბიბიოთეკის ქვეშაა მთელი ოცდაათზე მეტი სართულით და ჯერ არც შეთხზულა. უნდა ოქრომჭედლის კერძო ისტოტიკოსები ჩაერიოს. მჭედლის მუტრუკი მზიდავი სტალკერებიც . და მერიამაც უნდა დახსნას აკრძალვები და წითელი ხაზების სისტემა სადაც საჭიროა. მოკლედ ქალაქის მთელი კორუმპირებული რესურსია ჩართული.
მარტო მოჩვენებები ატარებენ მიტინგებს მიტოვებულ მოედნებზე. კარტონის პლაკატებით. "არ ჩახვიდეეთ!"
მაგრამ არც ამათ ესმით იმათი ენა. არც იმათ ამათი.
-გვაფრთხილებენ თუ გვემუქრებიან?- ფიქრობს მარტო ერთი ადამიანი . თვითნასწავლი ასტრომკვლევარი ქჟიშტოფ ხლოპეცი. თავის მიტოვებული სახლის სხვენში. ფანჯარასთან მიდგმული მაგიდით. მან იცის 89 პროცენტიანი ალბათობით როდის მოუნიშნა ენტროპიამ ნისლში წასვლის დღე მის სხვენს სახლიანად. რო არ ეზარებოდეს ჩაირბენდა და გაიქცეოდა სხვა სახლისკენ.
* * *
შავზე შავით კითხვა როდის ისწავლე ქჟიშტოფ? ხომ არ შეგესუნთქა ცოტა მიაზმა? იქნებ შენი გამოთვლებიც მიაზმის ფანტომია. და შენი სხვენი ტელესკოპით ხვალაც აქ ილივლივებს?
* * *
სტალკერები ხუთ კაციან ბრიგადებად იყოფიან. ნელი ვამპირების სართულზე თუ ვამპირებს კრებები აქვთ შეიძლება კვირაობით იდგნენ გასასვლელებში ჩახერგილები. ნელი ვამპირი ნელია და კრებებიც ნელა მიდის. ერთი კვირა სტალკერები ვერ დაელოდებიან. ყოველ დაგვიანებულ დღეს ჯარიმებში გაყავს. ამიტომ ბრიგადის შუაში მეგუდასტვირე მუტრუკ სტალკერს ჩააყენებენ და ოთხი მხრიდან იცავენ. გუდასტვირის ჭირვეული მუსიკა აძინებს ნელ ვამპირებს და იატაკზე ეცემიან. და გზაც თავისუფლდება. მეგუდასტვირეს დაცვა ოთხი მხრიდან იმიტომ სჭირდება რომ ყრუ ვამპირები არ დაეცნენ. ვაითუ არ დაეძინა. და ყინულის ძალაყინებით იგერიებენ.
* * *
ოქრომჭედლის სახლში დიდ ნათელ დარბაზში დგას მექანიკური პიანინო. რომელზე დგას მექანიკური გრამაფონი. პიანინოს პარტიტურები არ აქვს. თავისი ინიციატივით უკრავს. რაც მოესურვება. ნორმალურად უკრავს. შეეძლო კონკურსშიც მიეღო მონაწილეობა.გრამაფონი ვოკალს აყოლებს შალიაპინის ხმით. ხანდახან მარლენ დიტრიხის ხმით. ხან დახან თამთა ცხვიტავას ხმით. მოდი #- მოდი ეხლა რა.ვიმღეროც იცი ნინო? - თითქოს წვრილი სიგარეტის კვამლს ამოაყოლაო სიტყვები გრამაფონმა.- დაიწყე კიჭა.
ზოგჯერ სიმღერა ეზარებათ და უბრალოდ ლაპარაკობენ . ძირითადად გრამაფონი.
პიანინო დრამატიზმს უმატებს მის მონაყოლს ქვემო აკორდების აღებით.
მერეისევ მღერიან რომანსებს. და პოლიტიკაზე ლაპარაკობენ
* * *
არა პოლიტიკაზე. მექანიკური გუგული უყვება. თან რომელი ქვეყნის პოლიტიკაზე რომელ დროში არავინ არ იცის.
- გუგუუ! -გამოვარდება ხის კარებიდან. - გერმანელ
* * *
ებმა პოლონეთი აიღეს.
- გუგუუუ ! რეები ხდება. იაპონიამ პერლ ჰარბორი დაბომბა - და შეათრევს უკან უხილავი ცენზორი. თითქოს არ უნდა რომ მოაყოლოს.
- გუგუუ! - ვიეტნამს იკავებს ამერიკა.
- გუგუუ! - ჰონდურასში ბავშვები იარაღს ისხამენ.
-გუგუუ! -რიჩარდ ლომგული იერუსალმში შედის.
მექანიკური პიანინო და მექანიკური გრამაფონი მექანიკურ ჩიტს დასცინიან და გუგუს ეძახიან.
ზედმეტად ნერვიულია გუგუ. დიდ ხანს მოუწია ცივ სარდაფებში უსაქმოდ დგომა.
* * *
ერთხელ სამჭედლოში რთული მოლაპარაკებებისას ტყვია გავარდა. ვინ ღა გაიხსენებს რა მიზეზით. რადგან სამჭედლოში ყველაფერი რკინისაა ტყვიამ კედლებზე აისხლიტა , და ჭერს ეტაკა, ჭერიდან ანასხლეტი ისევ კედელს გადააწოდა, კედლიდან იატაკს. იატაკიდან გრდემლს გრდემლიდან ქურას და ასე ეემდეგ უსასრულედ ისხლიტავს ის ტყვია ეხლაც. მჭედელმა უკვე დაამუღამა მისი ჩიხებში სხლეტვების სქემა. ისე დადის აქეთ იქეთ თითქოს გზაზე მოძრაობის წესებს იცავს ზედმიწევნით. აბა ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება მჭედლის მარშრუტი ტყვიის ნასხლეტობის მარშრუტს გადაეკვეთოს.
მეორეს მხრის კარგიცაა. სამჭედლოს თავნება ტყვია იცავს. და იქ ვერავინ ბედავს ცხვირის შეყოფას
* * *
მაგრამ მჭედელს ავიწყდება ენტროპიის ფაქტორი რომელიც უმცირესი ცდომილების გენერირებით ტყვიას მიკრონულ დონეზე უცვლის ნასხლეტობის მარშრუტს და შეიძლება ერთხელაც მკვეთრად სავალალო ასხლეტვა გააკეთოს. მჭედელს წინდაწინ რომ არ დაუთვლია. და შეიძლება ბებიჯის მანქანასაც ვერ დაეთვალა.
* * *
ეს ხომ მჭედელია . რკინის კაცი. ენტროპიას ისე აშკარად ვერ შეიგრძნობს როგორც თვითნასწავლი ასტრომექანიკოსი ქჟიშტოფ ხლოპეცი შეიგრძნობდა
* * *
ვირთხების სასამართლო.
ვირთხების ცირკისგან განსხვავებით. ვირთების სასამართლოს მხოლოს ერთი ან ორი ადამიანი ესწრება. იმიტომ რომ ვირთხების სასამართლო საკუჭნაოებში იმართება. იატაკზე ასობისთ ვირთხა დარბის თავისი საზრუნავით. ზემოთ კი მოსამართლე ვირთხა თეთრ პარიკში. ჩაქუჩს ეჯაჯგურება და აცურებს თაროდან . აუცილებლად რომელიმე დამპალ ვირთხას დაეცემა. ქვემოთ ხო ათასობით დარბიან. მერე ჩამოდის მოსამართლე დაზარალებულთან და ბრალდრბულად აცხადებს რადგან ჩაქუჩი ვირთხებს შემთხვევით არ უნდა ეცემოდეს. ბრალდებულმა უნდა აღიაროს თავის დანაშაულებრივი ქმედრბები ხცოვრრბაში ფა თუ მისი ტრავმა სასიკვდილო გამოდგა მოსამართლთლე სიკვდილით დასჯას მამოიტანს ვერდიქტად პოსტ პაქტუმ.
აი მაყურებელს რა ფანტომი აიძულებს ამ სარაბანდის გაგებაში არ ვიცი. იქნებს ვირთხების ენა უკვე უსწავლელად იციან და ფანტომი არაფერ შუაშია?
* * *
როდესაც მოჩვენებას უყვარს მოჩვენება ის კოცნას ატანს მინიმუმ შვიდ შუალედურ მოჩვენებას . შავი ფრაკი კოცნის თეთრ კაბას. თუმცა უყვარს წითელი. თეთრი კაბა პიჯაკიან შორტებს კოცნის . პიჯაკიანი შორტები ყვავილებიან შლიაპიან მოჩვენებას კოცნის. ის მერე მისი მებაღის უნიფორმას. და ასე შემდეგ სანამ ეს გაგზავნილი კოცნა წითელკაბიან მოჩვენებასთან არ მივა . კოცნა კი ჯიბიდან ჯიბეზე თეთრი ცხვირსახოცის გადაცემაში გამოიხატება. ეს ჯაჭვი შვიდზე მეტიც გაგრძელებულა. ხანდახან ირევა ჯაჭვი და ცხვირსახოცი და უკან ბრუნდება. ხანდახან იკარგება კიდეც. მაგრამ შვიდზე ნაკლები გადაცემა არ უნდა მოხდეს. ასეთია თოკიდან გაქცეულების მორალი
* * *
ერთხელ ერთი სტალკერი საჯარო ბიბლიოთეკის ქვედა დაუნომრავ სართულებზე აღმოჩნდა რაღაცნაირად. შემთხვევით კარებს შემთხვევითი გასაღები მოარგოდა უზატმახარ დარბაზში აღმოჩნდა სადაც ოთხი ცხენი დარბოდა. თეთრი წითელი შავი და ჩალისფერი. ცნებბი რარვაზში გიჟებივით დარბოდნენ აქეთ იქე. კედლიდან კედლამდე.
სტალკერს არ ახსოვს როგორ დაბრუნდა უკანასკნელ სტალკერების ბანაკამდე სადაც გონება დაკარგა და ბაგირ გოდგრებით გახდა სათრევი გარიყულ სახლამდე.
გარიყურლ სახლში ინტენსიური მკურნალობა დაჭირდა მედიკამენტოზური ჩარევით და შემდეგ ჭიამაიებით თეტაპია დაუნიშნეს. მის პალატაში ასიათასობით ჭიამაიას უშვებდნენ და ესეც ცოტაა მოწყნარდა, ლაპარაკი დაიწყო და ნანახი დარბაზის ამბავი მოყვა მკურნალ ექიმთან. დაუწერელ ტექსტში ყველაზე საშიში ამბებია ყოველთვის. არ ღირს ტექსტზე წინ წასვლა დამოუკიდებლად. აუცილებლად ვინმემ უნდა ხელი ჩაგკიდოს
* * *
ამ სტალკერის მონაყოლით ზოგიერთ თავზე ხელაღებულ სტალკერს გაუჩნდა აზარტი გადაკვეთოს ის ცხენებიანი დარბაზი. მათ მონაყოლის ანალიზით შეადგინეს გეგმა როგორ უნდა ირბინონ რა სიჩქარით რა მარშრუტით რომ ცხენებმა არ გადაჯეგონ და დარბაზი გადაკვეთონ. იმედია იმ კარებს ვერასდროს ვერ იპოვნიან
* * *
ოქრომჭედელს მექანიკური ზოოპარკი ყავს. ტაქსიდერმირებული მიკრო ჭანჭიკური მექაბიზმებით ანიმირებული დათვი. მექანიკური კურდღელი. კენგურუ. მექანიკური ფარშევანგი. ფუტკრებიც კი ყავს მექანიკური რომლებიც საკმაოდ რეალურ თაფლს უმზადებენ ბაბუაწვერას ყვავილის მტვერისგან.
ის მონო ოკულარიათ იყურება ფრაუ გრუბახის სახლისკენ და რას ხედავს. ის დაბარებულია. მისი ინკოგნიტო ნომერია X ფრაუ გრუბახის საყვარლების სიაში. და პატარა გამხდარი საკუთარ ულვაშებზე ცოტა დიდი კაცი. კერძო ბაგირხიდით მოსრიალებს ქვემოთ ოქროს ფერ კოსტუმში და მე-18-ე საუკუნის სუნამოს მკვეთრ შლეიფს ტოვებს ატმოსფეროში. კუდიანი კომეტასავით.
ეს ჩემგან ჩემო იგრეკ ნახევარო. და მექანიკურ წიწილების კალათას ჩუქნის წითელი ბანტით. წიწილები საკმაოდ ნატურალურად წივიან და დედას წყალს თხოვენ თითქოს.
-რა საყვარლებიაა. იძახის ფრაუ გრუბახი. მოფი ბუნებაში გავუშვათ. მერე ფრენას ისწავლიან. და აივანზე გადგამს კალათას. იმ იმედით რომ თავისით გაიზრდებიან ფრენას ისწავლიან და გაფრინდებიან.
შემდეგ ფრაუ გრუბახი. ლოგინზე ორი ხელით დააწვენს ჩია ოქრომჭეხელს რომელი თავის ულვაშებზე ცოტა დიდია. და ზემოდაბ ყველა საბანს აყრის რაც კი რამე აქვს. შემდეგ თავის ტანსაცმელს . პლედებს. ჩანთებს შლიაპებს. შუქს თიშავს. და თვითონაც ამ ზედახორის ქვეშ ძვრება შიშველი.
- ხელები გააჩერე კარლ. დღეს სალაპარაკო მაქვს. ამ ახალ საქმეზე. არავინ არ უნდა გაიგოს. და სანთელს ანთებს . საბნების და ტანსაცმლის ხტოვის ქვეში. ყურადღრბით მისმინე. მარტო შენი იმეიდი მაქვს. არცერთმა სულიერმა არ უნდა გაიგოს...
არც ფრაუ გრუბახმა და არც ულვაშებიანმა ოქრომჭედელმა არ იციან რომ თოკიდან გაქცეულ ტანსაცმელს შეიძლება მეხსიერება აღმოაჩნდეს. შემდგომში. როდისმე.
* * *
მედიუმი ირას ნაამბობი ფრაუ გრუბახისთვის მოყოლილი ტანსაცმელების გროვის ქვეშ ოქრომჭედლისთვის რომელიც თავის ულვაშზე ცოტა დიდია.
თურმე ირას მესამე თვალი გაუგზავნია საჯარო ბიბლიოთეკაში. სადაც ძველი ქსეროქსის ოთახი უნახავს რომელიც დღემდე ბეჭდავს ვიღაცის დიპლომის ნახაზებს. იმდენია. თუ ქსეროქსს გამოვრთავთ და გვედზე მივაყუდებთ. ლინოლიუმის ქვეშ ვიპოვნით ჭას. რომელიც ქვემოთ მიდის. ჭა ძველია დალუქული და ამიტომ ფანტომებით გამოტენილი. დახურულ სივრცერბში ფანტომები ბაქტერიებივით მრავლდებიან ზოგგან სინგულარობას აღწევენ და მასას იძენენ. ქვედა სართულამდე სულ ათი მეტრია მეტი რა უნდა იყოს?მაგრამ გეჩვენება რომ კილომეტრს მიცოცავ ქვემოთ რკინის კიბეებით. გან გეჩენება რო ჩადიხარ და ხან გეჩვენება რო ადიხარ. თანაც ამ პრიმიტიულმა სპირალმა შეიძლება სამუდამოდაც ჩაგითრიოს. ხან გახსოვს რომ საქმეზე მიდიხარ და ხან დარწმუნებული ხარ რომ სახლში მიდიხარ. ხან გგონია რომ მეშახტე ხარ და. ლიფტით ეშვები. ხან გგონია ტომ ღამურა ხარ და კედელზე დადიხარ. ხან გგონია რომ სკოლაში პირველად მიდიხარ . და სკოლის ნაწილი ჩამონგრეული დაგხვდება. და შენ იფიქრებ. ეჰა. რა კაი ცხოვრებას ვიწყებ. აქ სკოლების ნგრევა შესაძლებელია. ზოგი ისე მიყვება ამ ზმანებას რომ თავს აკვანში დააძინებს და ჩაიფსამს.
ზოგი პირიქით საფეხურებზევე ბერდება და ყოველი ქვემო სვლა ფიზიკურად უფრო ურთულდება. ფიქრობს რომ მაგნიუმი აკლია და შეიძლება ართრიტიც ეწყებოდეს. ნაღვლის ბუშტი კი დიდი ხანია ამოსაჭრელი აქვს და საერთოდ დროა სიგარეტსაც თავი დაანებოს მაგრამ რაღა აზრი ავქ. ამ ასაკში სიგარეტსს დაანებო კიარა გეროინზე უნდა გადადიოდეს ხალხი რეცეპტულად . ზოგი მიეჯაჭვება რკინის კიბეს და ვერც დაბადებას ვერ ბედავს და ვერც დაბერებას. მოკლედ ძნელი სათქმელია რამდები ჩააღწევს ამ ათ მეტრიან ჭას. და ეს მაგათ არ უნდა იცოდნენ თორე არავინ არ წავა.
ვეუბნებით ჭაა .
ჩადი გადი. უკან არ მოიხედო თორემ მარილის სვეტად იქცევი. ეგეთი ფანტომი უნდა შევქმნათ. ვერ დაინახავენ ვინც რკინის კიბეს მიახმება და წინ გაიწევენ.
შემდეგ დღეებში ფრაუ გრუბახს რამდენიმე ტანსაცმელი გაექცა სარეცხის თოკიდან
* * *
ენთროპიამ მოყვარული ასტროფიზიკოსი ქჟიშტოფ ხლოპეცის სხვენზე ტელესკოპიანი სახლი მაშინ წაიღო ნისლეულში როდესაც წყლის რეზერვუარის საქანაო ჭანჭიკა ტროსები გაიჭედა და ქჟიშტოფი რეზერვუარის მანუალურად საქანავებლად გავარდა. გაჩერებული წყალი ხომ მწარდება და საწამლავი ხდება ყველა ცოცხალისთვის. ამიტომ წყალი უნდა მოძრაობდეს. ქჟიშტოფს არც შეუმვნევია. დღემდე იქ დგას და რეზერვუარს აქანავრბს. იმიტომ რომ ჩამნაცვლებელს არავის გამოუვლია. ქჟიშტოფს მეტსახელიც გაუჩნდა მოსახლეობაში. ქჟიშტოფ რომელიც აქანავებს. მუნიციპალიტეტმა ხელფასიც დაუნიშნა ფურცელზე. იმდენი რამდენიც რეზერვუარის საქანაო მექანიზმის მომსახურება ჯდებოდა ავარიამდე.
This post has been edited by
PANTALONE
on 2 Jul 2023, 20:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60524350
· 4 Jul 2023, 03:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფრაუ გრუბახის წითელი კაბა და მისი ნომერი პირველი საყვარლის კოპლებიანი პიჟამო. შაბათ საღამოს გაიქცნენ სარეცხის თოკიდან ერთად. მათგან უცნაური მოჩვენება შედგა. ზოლებიანი პიჟამოს ქვეშ წითელი კაბა. არაუშავს თავს იმშვიდებდა მოჩვენება
ესე ქურდებიც გარბიან ციხიდან. მინიმუმ დამცინებენ მაქსიმუმ ნაფლეთებათ მაქცევენ . იქნებ ჯობდა ცალ ცალკე გვეარა? მაგრამ საერთო საიდუმლოს ცალ ცალკე ვერ ატარებენ. გახსოვთ საიდუმლო?
სრულიად ელიტა დიდ რეიდს გეგმავს ძირქვეშა უბნებში ჩვენი დროის უდიდესი არტეფაქტის გორგასლის ხმლის ამოსატანათ. გახსოვთ ვინ გეგმავს ოპერაციას? დიახ. შეთავსებით საოჯახო ფსიქოლოგი ფრაუ გრუბახი. გახსოვთ ვინ შეუკვეთა ფრაუს გირგასლის ხმალი? თევზის ორმა მებითუმე ვაჭარმა. რატომ? იმიტომ რომ გორგასლის ხმლის წონაზე იკამათეს და ნაძლევი დადეს. რაზე? გულის ამოჭრაზე
გახოსვთ ვინ იპოვა აქამდე უცნობი გასასვლელი საჯარო ბიბლიოთეკიდან ფანტომების ჭის გავლით? თუ არ გახსოვთ გახსენებთ.
იმ მოჩვენებასაც ახსოვს ეს ყველაფერი. ოქრომჭედლის და ფრაუ გრუბახის საბნის ქვეშ საიდუმლო საუბარი. და ეხლა ცდილობენ დაეუფლონ ამ რაღაც ძვირფასეულობას. სანამ მჭედლის, ოქრომჭედლის და მედიუმის სრალკერები შესევიან ქვესნელთუბნებს.
დიდადაცც არ ენდობიან ერთმანეთს და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში უმუხთლებს ვინც დაასწრებს . ამაზე თავიდანვე შეთანხმდნენ. ეხლა კი ქალ მოჩვენებას კაცის პიჟამო აცვია ცისფერი ზოლებით და კაც მოჩვენებას ქალის წითელი კაბა და ესე. ბაგიირ ბაგირ მიფოთიალობს . მუზეუმების უბნისკენ. იმ სახლში ეხლა ფუნქციური სამხარეო მუზეუმია. იმის ქვემოთ კი დაახლოებით იცით. ვერ გრძნობს ნელი ვამპირი მოჩვენების გულის ცემას და ამიტომ ვერ აღიქვავს სულიერად. და არც იჩენს ინტერესს შეუხუთოს გული.
კრებაზე. რაღაცას არკვევენ . ალბათ წინა რიგები მერე უკანა რიგებს მოუყვებიან იქ რახდება. რაზე დაგვიძახესო? ვიდგეთო თუ წავიდეთო? დაიწყოო კრებაო დაიწყოო? ფეხიდან ფეხზე წონასწორობენ ნელი ვამპირები ოცდაათ გრადუსზე გაშლილი ფარგალივით. და ვერც გრძნობენ მოჩვენების სარეცხის საპნის სუნს. ვერც ხედავენ ამ უმსგავსო კონკების შეხამებას . არც ესმით ამათი ფრიალი თვითონაც არ ესმით ერთმანეთის ხმა. მართო საერთო აზრი ესმით. ყველას ჩვენ დავასწროთ და მერე ერთმანეთს დავასწროთ. ნელი ვამპირი მარტო გულის ფეთქვას ხედავს .
- არტეფაქტს რო გავყიდი. 50 ლიფი უნდა ვიყიდო. იძახის მოჩვენების კაბის ნახევარი.
- კაი ზოლიან პირსახოცს გადავიკიდებ მხარზე -
იძახის ზოლიანი პიჟამო.
- მე კიდე შუშის ფეხსაცმელს ვიყიდი. ბროლისას
- მეკიდე ფლოსტებს.
- ყარს შენი ფლოსტები!
- ახლებს იდიოტო !
- ბეწვიანო ცხოველო!
- ბოზის ნათრევო!
- ქვეშაჯვია!
ამაზე ზოლიანმა პიჟამომ ისეთი თხლიშა წითელ კაბას რომ მათ შორის თეთრი ძაფები დაირღვა და დაშორდნენ.
* * *
მეორე ვერსია დაშორების! მოჩვენების ზოლიანმა პიჟამომ ხელები ჩაიწყო წითელი კაბის ჯიბეებში და თეთრი ცხვირსახოცი იპოვა.
This post has been edited by
PANTALONE
on 4 Jul 2023, 03:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60524569
· 4 Jul 2023, 09:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგია, პატივცემულო ძირძველო იუზერო,მაგრამ ამდენი წერტილის დასმა რა საჭიროა,მაშინ, როდესაც აშკარად მძიმეს ითხოვს წინადადება :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60524838
· 4 Jul 2023, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
J.R.R.Tolkien
მადლობა რომ წაიკითხეთ პატივცემულო იუზერო. წერტილ მძიმეს კი ქრონიკები წერენ თავისით. მე მერე გავასწორებ თუ არ მომბეზრდა
* * *
სახელებიც მერევა ხშირად, სართულებიც და კოპლები ზოლებში. მაგრამ ეგ გამოსწორებადია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60526727
· 4 Jul 2023, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(PANTALONE @ 4 Jul 2023, 11:33 )
J.R.R.Tolkien
მადლობა რომ წაიკითხეთ პატივცემულო იუზერო. წერტილ მძიმეს კი ქრონიკები წერენ თავისით. მე მერე გავასწორებ თუ არ მომბეზრდა
* * *
სახელებიც მერევა ხშირად, სართულებიც და კოპლები ზოლებში. მაგრამ ეგ გამოსწორებადია.
:up:
ეს ვირთხები და ცირკი პოლიტიკური სატირა და მეტაფორაა ? :givi:
ჩვენი პოლიტიკოსები და ხალხი ამოვიკითხე
:popcorn:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60526956
· 4 Jul 2023, 22:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჟ.ღ.ღ.თოლკიენ
QUOTE
ეს ვირთხები და ცირკი პოლიტიკური სატირა და მეტაფორაა ?
ჩვენი პოლიტიკოსები და ხალხი ამოვიკითხე
:D სხვაგან რატო არ წაიკითხე იგივე?
ყველგან?
ყველაფერი მეტაფორაა.
სინგულარულად
არამხოლოდ პოლიტიკური
This post has been edited by
PANTALONE
on 4 Jul 2023, 22:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60535260
· 7 Jul 2023, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოძზე მიყუდებული ლოთი.
ერთ ლამფიონს, ერთ თითქმის გაუდაბურებულ უბანში ლოთი მიყუდებია.
მთვრალია და ვერ მიდის.
ზოგჯერ თითქმის გამოფხიზლდება. გაახსენდება ვინ არის და სახლში წასვლას დააპირებს. მასთან ვანგოგის პერანგი მოდის და ღვინო მოაქვს. რომლის ამოსატანად
ღვინის ეპოქის სართულებზე დარბის.
ლოთი ვერ უძლებს ცდუნებას და არაკრაკებს შხამიან ხახაში დასპირტულ პორტვეინებს. პორტუგალიის სტენდიდან მოტაცებულს.
დათვრება თავი დაავიწყდება და ისევ ბოძს ეყუდება ლოგინივით.
რატომ ასმევს ვანგოგის მოჩვენება ბოძზემიყუდებულ ლოთს ღვინოს?
რატო. ათრობს თვალების ჩაქრობამდე?
იმიტომ რომ ეს ბოძი და ეს ლოთი ნისლენბურგის წონასწორობას იცავს. თუ ლოთი დაშორდრბა ბოძს ან ბოძი ლოთს. ნისლენბურგი ამოყირავდება
* * *
უკუღმა იფრენს და ადამიანები ჩაცვივდებიან ნისლეულში თავით ქვემოთ. მთელი ნაგროვ/ნაგარი თავზე დაეყრებათ და იმის ზემოდან კიდე საუკუნეების ძვლები.
* * *
არა გადავიფიქრე. ლოთი რომ გამოფხიზლდეს და სახლში წავიდეს. ის ფარანი წაიქცევა და აღარ დარჩება იმ უბანში ღამის პეპლები. ღამის პეპლების ფრიალზე ძონძი მოჩვენებები ცეკვავენ. ამიტომ უყვართ ღამის ფარნებთან შეკრება. და თავდახრილი ელოდებიან მოსაღამოვებას. მერე იწყება.
* * *
ღვინის ეპოქის სართულები
ყოფილა პერიოდები ნისლენბირგის სართულწლებში, როდესაც მთელი კულტურა. რელიგია, მეცნიერება, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება. ღვინის კულტისკენ მომართულა.
დაწყრბული ნელი ვამპირების საბუდარებიდან ზემოთ კიდე პლიუს მინუს ხუთიოდ სართული. და ეს.ყველა სახლში მეორდება პრაქტიკულად. განსაკუთრებულად მიუვალი სახლრბის გარდა რომლებიც არ არის ბევრი მაგრამ იქ სხვანაირი სუბგეოგრაფია განვითარდა. ქვე სუბ ფაუნ ფანტომებიანად.
ღვინის კულტურის დასაწყისში ქვევრების სართულია. ზედ ვამპირების საბუდარების ზემოთ. როდის მოვიდნენ ეს ვამპირები და რა ღვინის კულტის ეპოქები შთანთქეს ღმერთმაც არ უწყის. თუმცა მეცნიერებს აქვთ თეორიები. თითქოს ღვინის ეპოქის მეცნიერებმა დააყენეს ისეთი ღვინო რომელიც სისხლის იდენტურია . ლეიკოციტების რაოდენობით. ასევე სვა ვიტამინებით და მინერალებით. მისმა არომატმა ნისლენბურგის სარდაფებამდე. ჩააღწია სადაც 66 ნელი ვამპირი იყო დამარხული საძირკვერბში. ატომატის გაყნოსვაზე თავები ამოიმარხეს საფლავებიდან ნელა დაიწყეს ამოცოცება სართულ სართულ . ეპოქა ეპოქაზე. მათი დეენემის ანალიზით მეცნიერები ეხლაც ადგენენ. ქვედა.სართულების მაცხოვრებლების დეენემს. საუკუნეები მოცოცავდნენ დორბლიანი ვამპირები სანიუკვარი ღვინის მისაღებად.
ღვინის ეპოქის მოქეიფენი კი ისხდნენ სუფრებთან. ჭურის გარშემო ატარებდნენ ლექციებს. ბოთლებს ისროდნენ ნისლეულში რომანტიკულად. ღვინის მისაყოლებელს მოიწევდნენ და კულინარიას ანვითარებდნენ. მანამ ნელი ვამპირები ქვემოდაბ.მოცოცავდნენ კრიჭაშეკრული.
ღვინის ეპოქის სართულწლები მხიარულებას ასხამდნენ ხოტბას და ტაძრებს უგებდნენ მთვრალ იოსებს. რომლის გასამხიარულებლად თითო ჭიქა წითელს ნისლეულში უშვებდნენ. მთვრალი იოსებიც გამხიარულდებოდა და ნისლს გაფანტავდა დროებით. იყო მზე. ქეიფი. საჰაეტო ბუშტებით ნავარდი როგორც კაბადოკიაში.
ქვემოდან კი ამ დროს მოიზლაზნებოდნენ ნელი ვამპირების ლეგიონები. გზაში იბუდეს და გვარიანად გამრავლდნენ. 66 დაიწყრს და ღვინის ეპიქას უკვე 66 მილიონი უახლოვდებოდა.
- გუგუუ! - გამოვარდებოდა თავისი ხის შტაბიდან მექანიკური გუგული. - მოდიან ! მოდიან!
- გუგუ! - ომი იქნება ომიი!
ვინ მოდის რა მიდის? .დაწყნარდი და ისე ამოთქვი.
მაგრამ მექანიკური გუგული ზამბარების გადაძაბვისგან. ომია ომიი! - ყვიროდა მარტო. რა იცოდნენ ზედა სართულების მეღვინეებმა რომ მათ ქვემოთ მრავალი სართული მეღვინეების უკვე პირველ ვამპირებს იგერიებდა
This post has been edited by
PANTALONE
on 8 Jul 2023, 00:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60538460
· 8 Jul 2023, 22:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ომი იმ ღვინისთვის საუკუნეები გაგრძელებულა. არც მემთვრალენი აღმოჩენილან ნაკლები ბიჭები. თავიდან წინააღმდეგობა კარგად მიდიოდა. თუმცა ნელი ვამპირები გააფთრებით მიიწევდნენ ზემთ და ზემოთ. დაკავებულ სართულებზე ნელი ვამპირებისა და ღვინის ეპოქის ადამიანების ჰიბრიდები გაჩენილან- ჭინკები.
ჭინკების შრის ჩამოყალიბრბამ ბუფერული ზონა გააჩინა. ადამიანებსა და ვამპირებს შორის. იმიტომ , რომ ჭინკას ყველაფერი სძულს თავისი თავის ჩათვლით. და ყველა რასა თანაბრად მიუღებელია მისთვის. ჭინკებმა შეაჩერეს ვამპირები და ადამიანები გარეკეს ღვინის ეპოქიდან. ჭინკა პოულობს ღვინით სავსე ქვევრს და შიგ ხტება. ქვევრს შიგნიდან ამოქოლავს და იქ ცხოვრობს გამოუსვლელად და როცა უნდა სვამს. თუ უბედური სტალკერი , ძვირფას ღვინოზე ნადირობისას შემთხვევით ჭინკიან ქვევრს გახსნის. ჭინკა შიგ შეითრევს, ქვევრს ამოქოლავს და არავინ იცის იქ რას უზამს.
რას. იზამ. ზოგი მიდის რისკზე. სადაც ღვინო რაკრაკებს იქ ხომ ფულიც ჩხრიალებს?
ამიტომ სტალკერები ღვინის ეპოქის სართულებზე სამარადიოროდ ჩასვლის წინ კაზინოში მიდიან რომ პალასა წამოიღოს და ისე გახსნან ჭური ლატარია.
თუ სტალკერის მიზანი ქვედა სართულებია. ღვინის სანახებს არც კი ეხება. რომ რამე ჭინკა არ გამოვარდეს. სხვა სირთულე იმ სართულებზე იშვიათია. ქვემოთ უკვე ვამპირებია
This post has been edited by
PANTALONE
on 8 Jul 2023, 22:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60554565
· 14 Jul 2023, 23:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სხვათაშორის ნისლენბურგში ქართველების გვარებიც შემორჩენილა. გაფრინდაშვილები წეროვანის უბნელები. დარჩნენ თუ არ დარჩნენ არავინ დაითვლის. ნისლენბურგი თავის მისიას უახლოვდება- პოლარულ ვარსკვლავს. ვიღაცა მიატანს და ამ დღეობამდე. ვიღაცა ვერა . შეიძლება პოლარულ ვარსკვლავთან უკვე ცარიელი პატარა სოფელი მიცურდეს მუხრანზე ცოტა პატარა. ისიც გფანტული. კონწიალით მოჩოჩებული.
სოციალური ენტროპია . უკანასკნელ სულებსაც გაფანტავს. სხვადასხვა ეზოებიდან სხვადასხვა სახლებში. ზოგს სახლს მოიტაცებს გააქრობს მოგონებიანად ნისლში.
ხანდახან სახლი ბრუნდება სახლთა სისტემაში. როგორც გაქრება ნისლში ისევრ შემოცურდება ნისლიდან. იშვიათად მაგრამ ხდება. თუმცა მგონი თავის ადგილას არ დგას და სხვანაირიცაა. და სხვა ხალხი ცხოვრობს თითქოს. მაგრამ არც ნისლსში გაფანტვამდე იცნობდა იმ ხალხს ვინც სახლს გაჰყვა ნებით თუ უნებლიედ.
თქვენ იკითხავთ ვინ ხედავს მაშინ ამ ამბავს? თუ კატა შავ ყუთშია მე რავიცი იქ რას აკეთებს. ცდები მკითხველო. შენ ხო ხედავ? ესეიგი კატა ცოცხალია შროდინგერის შავ ყუთში. და შენ შეგიძლია უყურო ნისლენბურგს მეტეოროლოგის ჭოგტიტით. გინდა მონოკლით წარბაწეულმა. და შენ თუ ხედავ ისინიც დაინახავენ ერთმანეთს ნისლენბურგელები.
გაგრძელება ჟურნალ ცისკარში რომელსაც ყდის დიზაინერი არ ყავდა. რადგან დირექტორმა ერთხელ იქეიფა. და ბიუჯეტთან უნდა გასწორდეს.
@@@
* * *
ასეთ დაბრუნებულ სახლებს ლაზარეთებს ეძახიან.
უმეტეს წილად ყოფილ საავადმყოფოებს აბრუნებს ენტროპია.
სადაც მედ დებად გრძელი პირსახოცები მუშაობენ. ისინი რწმენით მკურნალობენ პაციენტებს. ვინ ოხერი შეიძლება დაწვეს მოჩვენებებით სავსე ლაზარეთში ? ან იმათ რა იციან სულიერი სხეულის მკურნალობის იმ პირსახოცმა მედ დებმა? მაგრამ ფაქტია ათეულობით ასეთი სახლი მოიძებნება ნისლენბურგში და თითოში თითო სხეულს მაინც მკურნალობენ განივზოლიანი პირსახოცები თავდახრილი მზერით.
* * *
ერთ ლაზარეთში სადაც ყველა მედდა პირსახოცს დაახლოებით ერთი ზომა აქვს და დაახლოებით მიმსგავსებული განივი ზოლები. არის ერთი მედდა პირსახოცი. რომელიც იშვიათად ჩამოდის ლურსნბდან რომ შემოხეტებულ პაციენტს უმკურნალოს. მაგრამ ყველას დაუბრუნა სული პირში ვისაც უბრალოდ შეეხო . ამ მედდა პირსახოცს განივი ზოლები უკუღმა აქვს დაბეჭდილი. მეტი არაფერი . სხვებისგან პერპენდილულარულად.
მისი უპირობოდ სჯერათ უნიკალურობის გამო და . და შეიძლება რწმენაც აქვთ მასში .
* * *
თუ სიტყვებს ტექსში ისე შეხედავ როგორც სახლებს ნისლში მოტივტივეს. ნახავ რომ ზოგი სიტყვა ტივტივებს ატმოსფეტოში . ზოგი ნისლში იძირება სიმძიმისგან. თუ სიტყვა მძიმეა მკითხველი ვერ ამოწევს ნისლიდან. მძიმე სიტყვების შეგუბება მოკლე ფართობის ტექსტზე შავ ხვრელებს აჩენს. გრავიტაციულ შემკვრივებებს. შავი ხვრელი კიდე ვიბრაციებსაც სინგულარულს ტოვებს ბოლოს.
ყველაფერს შლის ერთ შაბლონზე. ერთ ელემენტარულ ვიბრაციებზე. ერთი. ნოლი. ერთი. ნოლი. თანაბარი დროის პერიოდებით ჩანაცვლებული ერთიმეორე.
(სამყაროს ინფორმაციის ნულოვანი ბაიტი. არის -კი. არის - არა . მეტი ინფორმაცია ჯერ არ იყო . ჯერერთი 1 010101010101010101... 0მხოლოდ მათემატიკური გამოსახულებაა. კისა და არასი. ამისი მეორე დატვირთვაა. ერთ ბიტში ჩატეული ორი ინფორმაცია. ის რომ მატემატიკური დატვირთვა გაჩნდა ერთი და იგივე ბიტზე. ერთმა ბიტში ორი მნიშვნელობა ჩაეტია. შეგახსენებთ რომ . სამყაროს ინფორმაციის რაოდენობა იყო ერთი ბიტი. და შიგნით თავის თავში იტევდა ყველა შესაძლო ვიბტაციას. მაგრამ მოვლენებს ვასწრებ და ჯობია.
დრო პირობითად არის ნათქვამი. დრო იზომება. 1 .0 . ციფრების ცვალებადობის რაოდებობით. თუ ერთიანი და ნოლიანი კატრანილიონზრ მეტად შეიძლება 10101010101010101010 ბაზაზე 10101010101010101011 ინფორმაცია გაჩნდეს. ეს უკვე მეორე ბიტის გაჩენაცა არის. და რაოდენობრივი ოროენტირიც. მეორე ბაიტში კოორდინატთა სისტემის ათვლის წერტილი დევს. დეკარტმა რო ჩამოაყალიბა. ყველა იქსისა, იგრეკის და ზეტის დასაწყისი. ამ პირველი ანომალიური ცვლილებიდან რამდენი ციკლია გასული ?)
* * *
სადღაც განაპირა უბანში. ენტროპია შეპარულ სახლებში. მელაკუდა დადის ბაგირ-ჯაგებში. ეს უბანი ყველაზე წინ მიფრინავს ქალაქწყობაში. პირველი ის ეგებება მოვლენებს . ის ჭრის ნისლეულის მასებს და სიცარიელეს სივრცედ გარდაქმნის . ის გაჰყურებს კოსმოსის ჰორიზონტს და იშვიათი ვარსკვლავებიც იქიდან შემოდიან თვალსაწიერში დრო და დრო. თვეში ერთხელ ერთი ვარსკვლავი ჩაივლის ცას თავისთვის უდარდელად. ნაკიან თვეებში არც კი ჩაივლის.
ამ უბანს ავანგარდი ქვია ბუკვალურადაც. სრულიად მიტოვებულ გაენტროპიებულ უბანს მელაკუდა შემოჩვევია. დაბოდიალობს ბაგირ-ძონძებზე და ცაში რაღაცას. ეძებს. თითქოს კოსმოსს ყნოსავს ცხვირაწეული. ცისკრის ვარსკვლავს ელოდება. რომელზეც უნდა პირველი გადახტეს და ტყეში გაიქცეს. ქალაქში რანაირად მოხვდა ერთადერთი მელაკუდა?
გაიშვიათებულ სახლებში და კვარტლებში. გაჩიხებულ ბაგირქუჩებით დაძვრება მელაკუდა . ბაგირები შეიძლება ვეღარც იპოვნოს უკან დასაბრუნებელი. უკვე ასობით მერით განტივტივებული სამსახლიანი ეზოები და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკები. ბოლო ბაწარს. ბოლო ბაგირ სამაგრს რო მოჭიდებია. რო მოწყდეს წინ გაუსწრებს ქალაქს კოსმოსში და ნისლში გაიფანტება როდისმე.ასეთ სახლებს დაეძებს მელაკუდა და გზებს კვალავს მათკენ სივცის ყნოსვით. რომ ყველაზე წინ იყოს მისი ცხვრი და ამით ყველაზე ახლოს პოლარული ვარსკვლავისკენ. რომ პირვრლმა დაინახოს და პირველი გადახტეს თავის ტყეში , , პოლარულ ვარსკვლავზე.
* * *
მოქანავე ქშიშტოფი
გახსოვთ ქარმა წყლის რეზევუარის საქანაო მექანიზმი რომ დაუმტვრია. ფრთებიანად?
მერე იმის საქანაოდ თვითნასწავლი ასტროფიზიკოსი და ასტრფოსოფოსი ქშიშტოფ ხლოპეცი გამოვარდა . რა დროსაც ენტროპიამ მისი სახლი წაიღო ჭოგრიტოსკოპიანი სახურავით. თითქოს ჩასაფრებული იყო. თითქოს ამ რეზერვუარის საბოტაჟით აიძულა ნისლს არ შერეოდა. ყველაფერი რაც ხდება ენტროპიის დაგეგმილია. აქანავებს და აქანავებს ქჟიშტოფ ხლოპეცი რეზერვუარს. რო. წყალი არ დამყაყდეს მთელი ქალაქისთვის. აქანავებს ნაჭედი ჯაჭვით და ქანცი ძვრება.
ქანცი ალბათ ოფლის ნაირსახეობაა და მეცრე ოფლის ექვივალენტია .
ანალიზებით ქანცი შეიცავს ბევრ კორტიზოლს და ცოტა ნორადრენალინს.
-ეს ქანცის ღვრაც შენი დაგეგმილია ენტროპია!
პარალელურად ამ ოფლზე ბაბუაწვერა გაიზრდება და თესლს სამოგზაუროდ გაუშვებს მრგვალ კოსმოსში ვოიაჯერივით და აქ ნანახს მოუყვება ჩამფრენ ჩამომფრენ კომეტებს, ასტეროიდებს და სხვა ციურ სხეულებს.
* * *
ამ იქნებ ნისლენბურგის კოორდინატებს მიუტანს ჯიპიესივით კოსმოსში. იქნებ მოგვაგნონ. იქნებს დავიკარგეთ. იქნებ არ მივფრინავთ პოლარული ვარსკვლავისკენ.
იქნებ მაიმუნები ვართ ნოეს კიდობანში და ეს უბრალოდ იზმენაა. ესეთი ევოლუციის პერსპექტივა.
* * *
სახლთან და ჭოგრიტოსკოპთან ერთად ენტროპიამ ქშიშტოფ ხლოპეცის მუსიკალური ზარდახშების კოლექცია წაიღო. რომელსაც 25 თუ 30 თუ 45 წლის წინ აგროვრბდა . დღემდე აგროვებდა. თუმცა არც ისე აქტიურად როგორც ადრე.
* * *
QUOTE
იქნებ მაიმუნები ვართ ნოეს კიდობანში და ეს უბრალოდ იზმენაა. ესეთი ევოლუციის პერსპექტივა.
სოკონაჭამი მაიმუნები
* * *
ამდენი ხანი ვისაც ქშიშტოფ ხლოპეცს ვეძახდი ის გახდა ვოინიჩი. ქშიშტოფ ხლოპეცი დროებითი სახელი იყო.
თვითნასწავლი ასტროფოსოფოსი ვოინიჩი ხატავს და წერს. მის სახლს თან გაჰყვა მისი დაწყებული წიგნი . ნახატებით და ნისლენბურგულზე დაწერილი ტექსტით.
* * *
ვოინიჩი ! ვოინიჩი . მოქანავე ვოინიჩი. ვისაც ენტროპიამ სახლი მოტაცა. და ჭოგრიტოსკოპი სხვენზე და დაწყებული წიგნი. ნახატებით და ტექსტით ნისლენბურგულზე - "ენტროპიის საიდუმლო". ან როგორც დღეს სხვა მეცნიერები შიფრავენ " რას გვიმალავს ენტროპია"?
ვოინიჩი სხვა წიგნებსაც წერს პარალელურად სვადასხვა პლათფორმებზე. თავში. მაგალითად "ენტროპია მუსიკაში ანუ აქვს თუ არა მელოდიას ენტროპიული ჰირიზონტი"
* * *
"დატუქსვით დეტოქსი ცვირაწეულობისგან"- არის შეთავსებით საოჯახო ფსიქოლოგის ფრაუ გრუბახის ერთერთი წიგნი. რომელიც დიდი ტირაჟით შეისყიდა მერიამ და თანამშრომლებს ხელფასი ამ წიგნებით დაურიგა. ზოგს სამ სამიც შეხვდა.
This post has been edited by
PANTALONE
on 15 Jul 2023, 02:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60563730
· 18 Jul 2023, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღვინის მოლეკულა
მამაცი სტალკერი , ყოფილი ვეშაპებზე მონადირე (ამაზე მერე) , ფიზკულტურის მასწავლებელი ზოლებიან შარვალში, ინდივიდუალი, ###ზეც შრამებით , ბალთაზარ კროჭი- ერთ რთულ დავალებაზე გააგზავნეს . თანხა იმდენად დიდი დასახელდა ბალთაზარმა ამის ნახევარზე მეტს ვერ ავიღებო. ეგრევე ფასდაკლება გაუკეთა.
ბალათაზარი ინდივიდუალურად მუშაობს. მისი ძლიერი მხარე . ლაბირინთებში გუმანით სვლაა. შეიძლება ყნოსვა აქვს იმდენად განვითარებული რომ ნადავლს გრძბობს კედლებს მიღმა. კეფით ყნოსავს. უფრო ზუსტად ყურების ქვეშ აქვს რაღაც განგლიები .
ხანდახან შეძვრება ვიღაცის ბუხარში და გამოძვრება ვიღაცის საძინებელში. ძველ ხოდებს პოულობს.
ან ვინმეს წიგნების კარადას შეატრიალებს და დანისლულ ქვის კიბეს ჩაუყვება ქვემოთ სადაც სიბნელეში წყალი ჭყაპუნობს და ტბის სუნი ამოდის.
სადაც უნდა იჯდეს იშვიათმარგალიტნაყლაპი იხტიომოლუსკი ან ძველი რომაული აბანო აღმოჩნდეს შიშველი მონა ქალებით და ტახტზე წამოკოტრიალებული , ყურძნის ჭამით და მარჯვენა ბიბილოს მასაჟით. სცენაზე , სუფრებს შორის (სასტიკი კონტენტი). ბაბუინები გლეჯენ ადამიანებს და ხვდები რომ შენ სუფრაზე არ აღმოჩნდი, სცრნაზე ხარ და თუ ამასაც გაუძლო და შიშისგან არ დაბრმავდა . მაშინ გზა ხსნილია ფანტომი ორჯერ არ მეორდება ერთისთვის.
* * *
მაგრამ ბალთაზარ კროჭს სამოცამდე ასეთი და ამაზე მძიმე ფანტომებიც გაუტარებია გაყინულ ვენებში და ხერხემლის ტკაცუნებით.
ერთხელ საიდუმლო მაცივარში შეძვრა. ყნოსვა რაღაც არაჩვეულებრივ საშოვარს უხატავდა. მაცივარი საიდუმლო ლიფტი აღმოჩნდა და წმინდა ბიშეკის სექტის თავშეყრაზე აიყვანა რაღაც უზარმაზარ სხვენში. ბიშეკები მოჩვენებას ნათლავდნენ ძალით. ორს ხელები ეჭირა ზურგს უკან და მუხლებზე აყენებდა ზოლებიან ღამის პიჟამოს. რომელსაც დიდი ყვითელი ლაქა ეტყობოდა . დანარჩენი ბიშეკების ბრბო კი ცდილობდა ერთმანეთის გადაჯეგვით მის ყურთან მივარდნას და მაღვიძალარას ხმის იმიტაციას. მის ყველა შეასაძლო ფორმაში. ტრრრრ ტრრრრრრ. ნოკიას მაღვიძარა. სამსუნგის მაღვიძარა. დინგ დონგ ზარები, მამალი. მაღვიძარა რომელიც გაგინებს. თითქოს რაღაცა ძილიდან გამოყავდათ თუ გადამეტებული ნარკოზიდან.
ბიშეკებმა დაიჭირეს ბალთაზარ კროჭი და ძალით მონათვლა აიძულეს. ისიც ადგა და მოინათლა მთელი მათი კანონიკით. მერე რო შეეშვნენ დაიხურა ქუდი და ჩავიდა ქვედა სართულზე სპირალური ხის კიბით რომელზეც ვაზი მოცოცავდა. ამის ქვემოთ...
ღვინის ეპოქის სართულებზე ჭინკები ჭუპრაობენ ქვევრებში. სადაც ღვინოს ხო სვამენ და სვამენ და დრო და დრო აზარტულ სტალკერებსაც ითრევენ, თავით ქვემოთ. ამიტომ ნუ ხსნით ვარაუდით ქვევრებს. ქვერი უნდა შესწავლილ გადამოწმებული იყოს. "ღვინის ქრონიკებში". ღვინის ქრონიკები საჯარო ბიბლიოთეკაში ინახებოდა ადრე. მაგრამ მაგას ვინ დატოვებდა ეგრე. საბოლოოდ ბურგომისტრმა მიითვისა როგორც საჯარო საკუთრება ხოლო შემდეგ რაღაცნაირად მუცლით მოცეკვავე ექსტრასენს ირასთან აღმოჩნდა. ეხლა ღვინის სტალკინგს ეგ აკონტროლებს. როდესაც ბარაქიან ქვევრს ეძებენ . ქრონიკებში ქვევრის ისტორიას იკვლევენ . როგორ წამოიღეს შროშადან. მძღოლი ვინ იყო. გზაში ხომ არ დავარდნია. ბზარი ხომ არ გაჩენია ჭინკა ხომ არ შეჩენია. თარსი ხომ არ.ჩაუყოლებიათ. მღვდელთავარს თუ დაულოცნია. უკადრისი სიტყვები ხომ არ ჩაუძახებიათ. და მხოლოდ ამის შემდეგ ედება ბირჟაზე ფასი იმ ქვევრის ღვინოს. და წინასწარ გაყიდულია . ჭინკა თუ ათ სტალკერს ჩაითრევს თავის ქვევრში საკმარის ქონს მოიდებს რომ დაჭუპრდეს. ერთხელაც შეიძლება ხარბმა მოაზარტე სტალკერმა დაჭუპრებული ჭინკის ქვევრი ჩატეხოს და იქინდან შეიძლება 2 ტონა ღამის პეპლები ამოფრინდეს ერთად და უხმოდ. შეიძლება ზემოთ ზემოთ. იმ ფარანზე მიყუდებული ლოთისკენ გაფრინდნენ.
ქვევრში კი დაჭუპრებული ჭინკის უკანასკნელი სიყვებია ფურცელზე დაწერილი. "კატას მიმიხედეთ".
სადაა კატა? ჭინკის მინგრეულ მონგრეული ოთახია. ავეჯის იმიტაციას ჩრჩილების გუნდები აკეთებენ, ალბათ კოორდინატორები ყავთ.
მაგრამ თუ ბოლომდე.არ.არის დაჭუპრებული
ჭინკა ჭურში. მაშინ ღამის პეპლები კიარა რაღაც მწერის ფორმის ხარი გამოგივარდება და ყველაფერს მილეწ მოლეწავს. რაც გზაში შეხვდება. ადამიანების ჩათვლით. და იმდენს ირბენს რომელიმე შენობის სადარბაზოს კიბეებზე რომ გული პირიდან ამოუვარდება. და სანამ ვინმე ნიჩაბს არ დაარტყამს ან თოლიები არ გაძიძგნიან იხტუნავებს. თან ავტონომიური ინტელექტი გააჩნია. ხვდება რომ არ უნდა ჩავარდეს. და ღრიჭოებს ცდება ხტუნაობისას ბაგირტრასებზე.
* * *
მოკლედ. შემთხვევითი ჭურების გახსნა აკრძალულია ქვედა სექტის ზეპირი ქოდექსით.
კოდექსი დაუწერელი იმიტომ არის რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ სტალკერებმა რადგან წერა კითხვა უმეტესობამ არ იცის და დაწერილ კოდექსს სპეციალურად დაარღვევენ . ბოღმისგან.
კამიკაძე სტალკერები. სიხარბით ტვინ ადუღებულები. ათას ხრის იგონებენ. აღურიცხავი ჭურების გამოსაკვლევად კუსტარული მეთოდებით.
არსებობს ალტერნატიული "ღვინის ქრონიკები" რომელიც სტალკერრბის ხელიდან ხელში დადის. და არავისთვის არ იმალება. პატარა სტამბაც გახსნეს სტალკერებმა ერთი ძველი სასტუმროს + 3 სართულზე სადაც ეს წიგნი იბეჭდება სხვა სტალკერრბისათვის საყვარელ წიგნებთან ერთად. "ალტერნატიულ ღვინის ქრონიკებში" აღწერილია ჩვენი დროის სტალკერთა მცედელობები აღურიცხავი ჭურების გახსნის. როგორც წარმატებული ასევე ჩათრევის ისტორიების ანალიზი . ამ წიგნის მიხედვით ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სტალკერი რომელსაც . კანონიკურ " ღვინის ქრონიკებამდე" სტატუსი არ მიუწვდება.
სტაკერებს ამ წიგნს შაბათობით თავიანთ ეკლესიაში მოძღვარი უკითხავს . წარმატებულ სტალკინგს ულოცავს წინასწარ.
This post has been edited by
PANTALONE
on 19 Jul 2023, 00:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60575114
· 23 Jul 2023, 15:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთ მარანში სამი დიდი ქვევრი იყო ნახევრედ დაფლული. აქედან ერთი შემორჩენილა ჭინკაშეუძვრალი. ასე წერია ალტერნატიულ ღვინის ქრონიკებში. რომლითაც მხოლოდ ინდივიდუალი სტალკერები ხელმძღვანელობენ. ყოფლი ვეშაპებზე მონადირე ამჟამად სტალკერ ბალთაზარ კროჭკს ეს გვარი იმიტომ შეარქვეს რომ ორი ბრიყვი სტალკერი წინ გაუშვა ქვევრების გასახსნელად. და დაჭინკული ქვევრები საიდუმლო რუნებით დასკრიპტა როგორც ნამდვილი ვიკინგების შთამომავალმა.
და ეხლა მოდის მოუხარია. ბოცა მოაქვს ოციანი. ორი მახედან ორივე დამეტკილი აქვს. და მესამეში უნდა იყოს ის საუკუნეების წინაპრების ძვლებთან ერთად ჩაციებული თიხის თასში ტალღად მობზრიალე ჩინური ღვინო.
* * *
ბალთაზარ კროჭი ფეხით ლეწავს ღია ხის კარს და ძველ მარანში პენიცილინის სუნს უსმენს. ხომ არ არის მისი სტრუქტურა სადმე დარღვეული ცოცხალი ორგანიზმის მიერ. პენიცილინის სურნელი მინუს ორი პრომილეა ნორმიდან ორი პუნქტით ქვემოთ. როგორც ყოველთვის. სამი ქვევრიდან ორი განაპირა დაჭინკულია და დანიშნული ძველი რუნებით რომელსაც ბალთაზარის გარდა ვერავინ ვერ კითხულობს იმიტომ რომ ის უკანასკნელი კელტია ნისლენბურგში. არ ყოფილა ვიკინგი. ვიკინგები უფრო ველურები არიან ღვინოს არ აფასებენ. კელტები კიბატონო.
* * *
სანამ შუა ქვევრს ჩახსნის წვრილი ფანტომები დაჰბზუიან თევზის სუნიან თავზე. ხომ არ შეგიცვალეს ნიშნები მტრებმა ბალთაზარ? იქნებ მარჯვენა და მარცხენა აგერია როგორც მთვრალს?
ბალთაზარი ყურს ადებს შუა ქვევრის მიწიდან ამოზიდულ ნაწილს და ყურადღებით უსმენს. ხომ არ მოესმება შიგნიდან ჭინკის ორმაგი ფულის ფეთქვა. ჭინკას ხომ ორი გული აქვს. ერთი მარჯვნივ მეორე მარცხნივ
* * *
თუ ასეთი დიაგნოსტიკის დროს ოთხმაგი გულის ფეთქვა შემოგესმა მაშინ გაიქეცი. რადგან შენ თუ გაიგონე ის მეორე წყვილი პატარა გულის ფეთქვა. იმ პირველმა წყვილმა გულისფეთქვამაც გაიგონა შენი უგუნური ყურადღება. იშვიათად გამოუღწევია სტალკერს ამ სიტუაციიდან. ესეთები მეტჯერ აღარც ჩასულან სახელმწიფოს კმაყოფაზე გადაიყვანეს თავები ინვალიდობით
* * *
ბოდიში. მუნიციპალიტეტს დააჯდნენ კისერზე საიდუმლო შანტაჟებიტ ალბათ.
ბალთაზარ კროჭი წვრილ ყურთან მიბზუილე ფანტომებს ყვითელი ქინაქინის დაღეჭვით იშორებს. უსმენს. -უცნაურია სრული სიჩუმე. ღვინო ხომ ცოტათი მაინც უნდა გაჩხრიალდეს თუ ყურადღებით უსმენენ? როცა ყურადღება ასე იკარგება ბნელ სიცარიელეში ეს ნიშნავს ბალთაზარისთვის რომ იქ საიდუმლო იმალება. და ნებისმიერი საიდუმლო იზიდავს როგორ სომნაბულს და თავით ეშვება.
ქვევრის თიხის სახურავი ქუსლით ჩატეხა და დაუფიქრებლად ჩახტა თან ისე რომ წელზე მობმული თოკი ჩააბა იქვე კაუჭით არმატურაზე.
* * *
სამ წამში უზარმაზარი ღვინის ლაბორატორიის ცენტრში ეკიდა წელზე თოკით იატაკთან ორ მეტრში. კიდია და ითვლის ნეკნის მოტეხილობებს . პენიცილინის სუნი საკმაოზე მძიმეა და ამ შესქელებულ პენიცილინის ეთერში დანავარდობენ მსუბუქი ვარდისფერიდან მუქ იასამნის ფერამდე ღვინის არომატები. სხვადასხვა სიმკვრივის . სხვადასხვა სიტკბოს. სხვადასხვა გრადუსის.. ზოგის მსუბუქ ნაპრრცკლებს გიტოვებს შენი ცხვირის ნერვზე გადაქროლვით. ზოგი ისეთი ტკბილია ცვირის ნერვს ეკრობა და ნელა გადაცოცდება ზედ. ზოგი ზოგი ღვინის ატომატი სხვა ღვინის არომატს მისდევს რომ ერთმანეთში ჰარმონიულად გადაიღრუბლონ და მცოდნე ადამიანმა ამ არომატის ბაზაზე ახალი ღვინო ააჭაშნიკოს კოლბებსა და სინჯარებში.
ეს დიდი ღვინის ლაბორატორიაა. სადაც უძველესი კელტები ღვინის დაყენების ტექნოლოგიას იკვლევდნენ და სრულყოფილებას მიაგნეს. რამაც ვამპირების შემოსევა გამოიწვია. ხომ გახსოვთ?
* * *
უძველესი ღვინის ლაბორატორია სრულიად მოქმედია. კოლბიდან კოლბებში ვაკუუმ ნასოსებით მიცოცავენ წითელი სითხეები. სადღაც გროვდებიან სადღაც იფილტრებიან.
სადღაც უკვე დასაძინებლად მიწურავენ.. სადაც ჩუმად ბუტბუტებს თავისთვის. სხვები რომ არ შეაწუხოს. ზოგი ღვინო ამოიოხრებს თავის სანახში. "ეხ თამუნია თამუნია"- და ისევ მკლავზე დაიძინებს და სიზმრად მუხის არომატები დაემატება. .
ზოგი ღვინო ცელქია და ახალგაზრდა სანახში ვერ ეტევა და გაქცევას ცდილობა სხვა თავის ნაირ ახალგაზრდა ცქრიალა ღვინოსთან. ასეთი ნაერთებით საუკეთესო ღვინოები დაყენებულა ისეთი როგორებიც იყო "საჭიკჭიკო" , "საბუჟბუჟო"
* * *
კიდია ბალთაზარ კროჭი წელით თოკზე. ცოტა დააკლდა თორე ჩამოსული იქნებოდა და ქვემოთ ძალიან მაღალი ნელი ვამპირი დაფაჩუნობს ცოცხით ხელში ამის დორბლებს წმენდს. ღვინის არომატები რომ ადენენ.
- დაზღნარდი დაზღნარდიი. - ეუბნება იშვიათი ამოხედვებით ზემოთ. კისერი ძალზედ წინ აქვს მოხრილი და ამიტომ ზემოთ ახედვა უჭირს.
- დაზღნარდი დაზღნარდიი. გაჭმევ ეხლაა. და ძველ შუბზე რომელიც კუთხეში მგომ აბჯარს ააცალა მჟავე ნიორს წამოაცვამს და ბალთაზარის პირთან მიაქვს.
-მჟავე ნიორი ხო გეჩმევაა? ჩვენ ვამპირები ნიორი ჰარამ ჰარამ.
ვამპირი ლაპარაკობს? თან გამართულ წინადადებებს. ან ვამპირს რა უნდა ჭინკების ტერიტორიაზე? ან რატო მაჭმევს? ან რატო არ მჭაამს? აოცებს ბალთაზარ კროჭსს და ინტუიციას უკვე მანტრებით უხმობს ფარულად. -რა უნდა ? რამეს ხომ არ მიპირებს?
- შენ მე გელოდებოდი200 წელი . ეგრე უჭმელ უსმელს გაგიშვებ?- და იმ შუბით ვაკის ტკაცუნა სასისკებს აჭმევს ჩამოკიდებულ ბალთაზარს.
- შენ მე კაი რაღაცა უნდა დაგალევინოს როგორც შემოსწრებულ სტუმარს. ორასი წელია მინდოდა დამელია ეს სადღეგრძელო და მიზეზი არ მქონია. შენ გაგიმარჯოს ჩემო ბალთაზარ! ჯერ თვითონ დალია და მერე ბალთაზარს ააწოდა უთხელესი მთის ბრილის ყანწი. რომელსაც რომ ჩაცლიდი და ფრჩხილს მიჰკრავდი ცანგალას არიას გიმღერებდა "ღვინოვ კახუროს".
ბალთაზარმა მოყლუპა თუ არა ვარდისფერი , ენერგიტიკივით მხნე, წვრილ ბუშტუკებიანი მომჟავო, ზაფხულის მინდვრის ყვავილებივით გუნდად მოჭრიჭინე ფიჭვების ჩრდილებში სითხე. ტკბილი ნოტების გარევით ყაყაჩოების აღსანიშნად საერთო არომატთა გამაში
* * *
-აბა აბა მოეწონოს?- უღიმის ქვემოდან წითელი ხახით ნელი ვამპირი. რომელიც სცვა ვამპირებისგან იმით გამოირჩევა რომ ცარციცით თეთრი ლოყები ოდნავ შეღაჟღაშებია და ლაპარაკობს.
- დაასხი დავლიოთ!- პასუხობს დაბუჟბუჟებული სტალკერი ბალთაზარ კროჭი და თვითონ ჭრის თოკს ზურგს უკან დიდი მაჩეეთი.
ბალთაზარი პირდაპირ ლომის თავებიან ტყავის საცარძელზე რბილად ეცემა პირდაპირ გაშლილი სუფრის წინ.
- ჩვენ ვამპირები. ვისწავლე ღვინო. მაგრამ ვერ ვისწავლე მისაყოლებელი. ჩვენ ერთი გემოვნება არ არის. ვერ უხსნის ნელი ვამპირი კარგად მაგრამ მეორე ჭიქაზე უკვე ენა ეხსნება ადამიანურზე ლაპარაკისთვის.
- აი ლოქო ქინძმარში ვერ აკეთებს. იმიტომ რომ იქ ნიორი არის. სასისკში ნიორი არ არის.
-ხაშიც ვერ ვაყენებ ნიორისგან. არადა ღვინო და ხაში აუცილებელი რიტუალი არის.
- მარა მე ვიცი ღვინოს დაყენება. არცერთი ვამპირი არ იცის. აბა გამისინჯე. და უსხამს თბილი თაფლივითსაცით სითხეს , მწვანე ხავს მოკიდებული აპკის ქვემოდან რო გამოძვრება სათითეზე ორჯერ დიდ ჭიქაში . ამ ღვინოს ქვია "უტკბესი". ის იდეალურ ზღვარზეა ნახევრად მშრალსა და ნახევრად ტკბილ ღვინოებს შორის. სწაცლული ნელი ვამპირის აზრის ამ ზღვარის მეტად დატკბილება გამოიწვევს ღვინის საზიზღრიანობას და ლიქიორების კატეგორიაში გადაყვანას.
თუმცა "უტკბესი" იდეალურ ზღვარზე იდგა. ბალთაზარს მოეჩვენა კიდეც როგორ გადაუფრინა ბავშვობაში ნანახმა ფუტკარმა ბავშვობაში ნანახ ბაბუაწვერას ყვავილს.
- მე მივაგნოს იდეალური ღვინის ტექნოლოგიას- ტრბახობს ნელი ვამპირი და სიამაყისგან კიდე უფრო უალდება თეთრი ლოყები და უთბება ზურგს უკან ჩაკიდული ხელის გულები
* * *
-თქვენ ადამიანები დაავიწყდათ ღვინის დაყენება. როდის უნდა დააძინო როდის უნდა გააღვიძო. როდის ანდაზები უკითხო და როდის გაუშვა ჰაერში არომატი სანავარდოდ.
მე ეს ყველაფერი თავიდან ისწავლოს. და მიუთითებს დიდი ღვინის ბიბლიოთეკისკენ სადაც ჯოხზე დახვეული ტყავის ხელნაწერებიც კი მოიპივება.
- ამ ღვინოს ერქვას "სახალხო" და ასხამს მორიგი ბოთლიდან ეტიკეტის გარეშე. რადგან ყნოსვით გრძნობს სად რომელი ღვინო უსხია. ამას ყველა უნდა სვამდეს სადილზე წამლად. და ღვინოს ჩაის ჭიქით აწვდის სტუმარს ნელი ვამოირი. ღვინოს 400 წლიანი კაკლის ქვეშ დანთებული კოცონის კვამლის არომატი დაჰკრავდა და მწვანე ტყეებში აბრუნებდა მეხსიერებას რომელსაც მსგავსი არასდროს უნახავს. მაგრამ მის წინაპრებს ენახათ. ამას ყველა უნდა ხედავდეს. ვთვრები თუ ვფხიზლდები? წესით ხომ მწვანე უნდა იყოს ყველაფერი? რატომ არის ყველაფერი თეთრიდან ოდნავ გამოკვეთილი?
-შენ ეხლა მწვანე ფერი დაინახე. უხმოდ ტაშს უკრავს ნელი ვამპირი.
- მე შენ ეხლა ღვინოს დაგალევინებს ლურჯ ფერებსაც დაინახავ. და უვსებს ლურჯი და ოქროთი მოხატულ ჩინურ ჩაიდანს "ჩინებულით"
- ადამიანები ფერები ვერ ხედავს. ვამპირები ხედავს. ვამპირები ხედავს შინდისფერის ორმოცდაათი ელფერი მარტო. ყაყაჩოს ფერების მაის-ივნისის დღეების მიხედვით.
ბალთაზარს ყველა ფერი რო აეხილება და ვერ დაძღება მათი ყურებით. უფრო მეტს ითხოვს . მანახე შემდეგი ფერი რომელიც დამარხულ იყო ჩემგან ამდენ ხანს.
- სულ ეს არის მეტი არ არის. არ არსებობს ჯერ ეგეათი ღვინო. ჯერ არ გამოუგონიათ. რომ მერვე ფერი დაგანახოს. თუმცა რავიცი...
თუ თეორიულად საუკეთესო წითელი ღვინით ადამიანს გამოათრობ . მის ვენებში კი შეიძლება დაჭაშნიკდეს დღემდე უცნობი უნიკალური დეენემის ალისფერი შარბათი რომელიც მერვე ფერსაც გაგიხსნის და მეცხრე კლიტესაც.
და თანახმაა მთვრალი სტალკერი გასინჯონ მისი შეჭიკჭიკებული სისხლი. ერთად. წვეთოვანით ამოყვანილი ვენებიდან. ესე გვერდიგვერდ ტახტზე თავებმიყუდებულები, წითელ ხახაში წვეთოვანებით. და თანაბრდება მათი სახის ფერები
* * *
ღვინის მკვლევარი დოქტორ ვამპირისა და სტალკერი ბალთაზარ კროჭის მთვრალი დიალოგი.
- რატომ გაცვიათ ყველა ვამპირს შავი ტომარა?
- მე არ მაქვს პირადად იმის ფუფუნება ტანსაცმელზე ვიფიქრო. მე ღვინოზე უნდა ვიზრუნო. ამიტომ სულ შავი მაცვია. სხვებს რატომ აცვიათ შავი არ ვიცი. შეიძლება ყველას თავისი მიზეზი აქვს. ან უბრალოდ მოდაა. ან ასე უფრო ადვილად ემალებიან ერთმანეთს სიბნელეში. ან ბრიგადირს ემალებიან რომელიც აგზავნის ამათ ვინ სად რა კარფანჯარა ამოქოლოს.
მოსაშორებელია საერთოდ ეს ბრიგადირების სისტემა. ყველამ ის უნდა აკეთოს ვისაც რა გამოსდის კარგად. ზოგს ღვინო უნდა აკეთოს ზოგმა ლექსები წეროს. ესენი კიდე არაა! სდიეთ ამას სდიეთ იმაას. კარები ჩაუკეტე. თავზე დაახტი. შეგვეშვან რა. იქნებ ისე ვაკეთებ აქეთ იაროს მსხვერპლმა ჩემთან? ან იქნებ მონადირე ვარ. კონკრეტულ რეზუსზე.
- ყველგან ბიუროკრატიაა ჩემო ბალთაზარ. . როგორც აღმოჩნდა ვამპირსაც ბალთაზარი რქმევია.
-ყველგან ერთი და იგივე. გინდა ზემოთ გინდა ქვემოთ. კარგად რო ჩაუკვირდე შეიძლება სოციოპატ ჭინკებშიც იპოვნო ბიუტოკრატიის ჩანასახი. როგორც მინიმუმ ჭურის რეგისტრაციის როგორც უძრავი ქონების ინსტიტუტი მაინც ექნებათ . და იქაც მოიძებნება ბიუროკრატია და საბუთების ჩაკეტილ წრეებზე ტრიალი
This post has been edited by
PANTALONE
on 23 Jul 2023, 18:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60580844
· 25 Jul 2023, 22:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
- თოკს ხელი გაუშვით. თოკს ხელი გაუშვით. უთვალთვალებს ტელეჭოგრიტით ვანგოგის თეთრი პერანგი ვიღაცის გაფენილ სარეცხს. მაგრამ ისინი მაგრად ებღაუჭებიან თოკებს შიშისგან მოფრიალე.
ვან გოგის მოჩვენება თავს ვალდებულად თვლის გამოიხსნას ყოველი პოტენციური მოჩვენება სარეცხის თოკის მარწუხებისგან სადაც ადამიანი აბამს როგორც ბოსელში და მერე ხმარობს უმოწყალოდ.
ზოგიერთ ხორცისტანიანებს რა თქმა უნდა უყვართ თავისი ტანსაცმელი მაგრამ უფრო ხშირად ერთი დღე გრძელდება ეს სიყვარული. მერე მიატოვებენ კარადაში. ჩრდილით ტანჯავენ და ნესტით. ესეთ ტანსაცმელში შეიძლება გაჩნდეს ჯიბის გველი. ჯიბის გველი ჯიბიდან ჯიბეზე გადაცოცდება კარადაში და სხვის საფულეებში იხედება. ინფორმაციას აგროვებს ვის რამდენი აქვს. ეს ინფორმაცია ვისთან მიდის არავინ არ იცის. თავისთავად ჯიბის გველს ეს ცოდნა არაფერში არ ჭირდება. მაგრამ ვინც საჭირო რიტუალით მოუთბობს ცივ გულს რომლის ცხრავე პარკუჭში თითო ჩრჩილი დაფრინავს, შეხვედრის ადგილას რეგულარულად რძეს დაუდგამს , უბუტბუტებს უძველესი ვუდუს ზღაპრების პირველ ორ აბზაცს. რადგან მეტი იმ უძველესი ეპოსიდან არ შემორჩებილა. და საბოლოოდ შესვავს დოტაციების კაიფზე. ჯიბის გველი იწყებს ინფორმაციის ზიდვას მისი მანუგეშებლისათვის.
ასეთ ჩრდილად ნაქცევ სამოსზე ვან გოგის პერანგი აღარც კი ფიქრობდა. ისი ი უკვე ჩრდილები ატიან. ის იმათ გასანთავისუფლებლად დაძვრება აივნებზე. რომ ისინი გაანთავისუფლოს ვინც თოკებს ებღაუჭება ნებისმიერ ქარში. თუ ტკბილი სიტყვით ვერ გააშვებინებს თოკზე ნაკეცურებს თოკს უჭრის თოკებს უჭრის. ასრეთი სამოსი სუსტი მოჩვენებები ხდებიან. უმეტესი დრო იმალებიან. ყველაფრისგან. თავიდან ცდილობენ ერთად იყონ. მერე ხვდებიან რო ცალ ცალკე დამალვა სჯობს. ზოგი ახერხებს საზოგადოებაში ინტეგრირებას მეტ ნააკლებად. უფრო მდიდრულები. უფრო ახალგაზრდულები. ჯიბით ფულ გამოყოლილები. ბოლოს ყველა ეჩვევა.
ძველები ხუნდებიან, ახლებს თავიანთი ფრიალები აქვთ.
ვინსენტის პერანგი სამართებლით ჭრის თოკებს და სარეცხს ანთავისუფლებს.
-გაიქეცით. გაფრინდით თუ გაცურეთ ვისაც რა გეხერხებათ- ყვირის და ცარიელ თოკებს შუა შუა ჭრის რომ ზედ აღარავინ დაკიდონ. 2 სხეული უკნიდან ეპარება და ხელებს ზურგს უკან უგრიხავს
This post has been edited by
PANTALONE
on 25 Jul 2023, 23:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#60589567
· 29 Jul 2023, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თოკს ხელი გაუშვით. თოკს ხელი გაუშვით
"ხომ გითხარით, ხელი არ გამიშვათ მეთქი. ასეთი არასანდონი როგორ აღმოჩნდით"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60608633
· 5 Aug 2023, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნისლენბურგის ქვედა მინუსოვანს ქვემოთ დაუთველი სართულების ჭიუღებში ელექტრო გველთევზების რეზერვუარია. სადაც ელექტროობსას გამოიმუშავებს ქალაქი. თავისით. ავტომატურად. ადამიანის ჩარევის გარეშე. კონსტრუქცია იმდენად მარყივია რომ სართულ საუუკუნეებს შემდეგაც ვერ გაფუჭებულა. რეზერვუარში სადაც მრავლდებიან ელექტროგველთევზები ჩაშვებულია მცირებუსუსოვანი სპილენძის ღეროები. ანოდი და კათოდი აქეთ იქეთ მხარეს. მუნუსოვანი მუხტის მატარებელი გველთევზები კათოდს ეჯახებიან რადგან მასთან შეხებას თვლიან გამაღიზიანებლად. და დადებითი მუხტის მატარებელი გველთევზები ეჯახებიან ანოდს შესაბამისად. ასე გადაეცემა მუდმივი დენი უზარმაზარ ტყვიის აკუმულიატორებს. რომლებიც ნათურებს დღემდე კვებავს ნისლენბურგში. თუმცა ნისლენბურგი უკვე დიდი ხანია გაცდა ელექტრო ენერგიის ეპოქას და მექანიკურში გადაიზარდა . მანამდე ორთქლის და ნახშირის ეპოქა ყოფილა. და ასე კვანტურ მექანიკამდე და ველურ სინგულარობამდე.
ეხლა კი მექანიკის ეპოქამდე მიაღწია პროგრესმა და ხალხმაც ამოისუნთქა.
თუმცა ნათურები ცოცხალ სართულებში ისევ ანთია თავისით . ზოგგან სადაც გადარჩა. ნათურებს ტესლას მოჩვენება ცვლის. ყავისფერი პიჯაკი, ყავისფერი შარვალი
შიგნიდან გამოჭმული ჩრჩილით. ცვლის და აკაშკაშებს ბაგირხიდებს . რამდენსაც ახერხებს. რამდენსაც ასწრებს . მაგრამ ქალაქი ძალიან დიდია. ამბობენ ერთ დროს მოსახლეობას ცხრა მილიარდისთვისაც მიუღწევია. ალბათ მაშინ მზე იჯდა ნისლენბურგის ღმერთების ტრონზე და ხალხს შორტები ეცვა. მაშინ ღრუბლები გენეტიკურ ლაბორატორიებშიც კი გამოყავდათ რომ მათგან მეტი წყალი აეღოთ. ფერმებშიც ამრავლებდნენ
* * *
იმის გამო რომ რეზერვუარში სრული სიბნელეა. გველთევზები თვალების გარეშე იბადებიან. და ელექტროსტატიკური მუხტით ორიენტირდებიან ერთმანეთზე. მაგრამ ხანდახან მაინც ეჯახებიან. და თუ დადებითად დამუხტული გველთევზა უარყოფითად დამუხტულ გველთევზას შეეჯახა შემთხვევით, რაც ხანდახან ხდება. გველთევზების მთელი პოპულაცია წყდება უზარმაზარ თუჯის წყალსაცავში. და სანამ სანამ არ გამოიჩეკება ქვიშაფსკერზე დაყრილი ქვირითი ელექტროგველთევზებისა. სანამ არ დაიზრდებიან, დააჭამენ წინა თაობის ნარჩენებს. მოიდებენ კანზე კილოვატებს. ქალაქ ნისლენბურგის ბაგირხიდებს განათება არ ექნება და ეს თვეეები შეიძლება გაგრძელდეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60627945
· 14 Aug 2023, 15:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არტეფაქტები საიდუმლო ტუმბოჩკიდან
This post has been edited by
PANTALONE
on 14 Aug 2023, 15:32
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0536 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.