Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნისლენბურგის ქრონიკები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60630800
· 15 Aug 2023, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იქ იდო პირველ რიგში ტყვიები, ყვითელ - ყავისფერ კარდონის ჩაზეთილ ყუთში მწკრივად ჩალაგებული მომრგვალებულთავიანი, წაწვეტებულ თავიანი. წითელ ზოლებიანი, უბრალო სპილენძის, რეალურად მომაკვდინებელი. სიცოცხლისათვის მათლა საშიში. ოთახის ტემპერატურაზე ცოტათი ცივი სხვადასხვა იარღზე მოსარგები , ტყვიები პატრონები საფეთქი კაფსულები- დაახვედრა საიდუმლო ტუმბოჩკამ თავის პირველ საჩუქრად და სტალკერად ნათლობის მოწმობად თითქოს წინასწარ დაგეგმილ ცოვრებად- "ან შენ ესვრი ან შენ გესვრიან", ბალთაზარ კროჭს იმ თავის საინტერესო ცხოვრებაში.
* * *
პირველი რაც იპოვნა საკუთარ ბინაში ოთხ ფეხზე ბობღვისას . სოსკით ჯერკიდე. საიდუმლო ოთახში შესაბობღი იყო. სადაც იყო საიდუმლო ოთახი სადაც იდგა საიდუმლო ტუმბოჩკა, ოთხკუთხედი ლოგინის გვერძე. და იქ იდო სხვადასხვა კალიბრის სხვა და სხვა ორგანიზმის მოსასპობი კაფსულები.
ტყვიები დაკიდა გულზე მძივად ახალ ნათლულს, ნისლეულის უხილავმა ნებამ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60633429
· 16 Aug 2023, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ის ტყვიები არცერთი არ გაუსროლია. ვიღაცამ მოპარა პირველი საქალაქო კლანებს შორის ომის დაწყებამდე. მერე კი ბევრი ისროლა მაგრამ სხვა ტყვიები. უფრო დიდიც და უფრო ზუსტიც და უფრო უაზროც.
* * *
ომი იმდენ ხანს გარძელდა სანამ არ მობეზრდათ. უფრო სწორად გადარჩნენ მხოლოდ ისინი ვინც უკეთესად იმალებოდა. და ისინი რაღას იომებდნენ ან რატომ?
ძველი სტალკერული კლანები დიდ ანკლავებში გადაიზარდა და ფრილანსერბში
* * *
ინდივიდუალურად რო დაძვრებიან ვირთხებივით.
ამიტომ მათი ემბლემა ვირთხის თავია. გადამესრილ ძვლებზე.
და ანლავების კატის თავი ძვლის მესერზე.
ანკლავების კიარა.
მიუხედავად იმისა რომ ერთი ვარნაა ხელშეუხებლების.
მათი კოდექსი ზეპირიად და მამიდან შვილს გადაეცემა. არათუ სკოლაში.
მაგრამ განსაკუთრებული ოროსნები რომ არიან ვერ სწავლობენ ამ კოდექსს. მაგათ მამებსაც არაფერი ახსოვდათ საზეპიროების გარდა.
სტალკერებს შორის გარჩევა ყოველთვის უძველესი საზეპიროების საფუძველზე ხდება.
- არ ხედავ ადამიანს? ისროლე!
- მოცდა არ ტეხავს
- შორს იარე
- არ შეტოპო
- ის რაც შენია ყოველთვის შენი არ იყო.
- წაიკითხე ალუდა ქეთელაური. დათა თუთაშხია ნებაყოფლობითია და რეკომენდირებულიც.
- არ უსმინო ლევან ბერძენიშვილს და მოცარტს.
- შენ სახლი არ გაქვს. და არ გექნება.
- თუ ფანტომს გრძნობ ტყვიები დაზოგე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60643103
· 21 Aug 2023, 03:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როცა ვარსკვლავები არ ზიან თავის ადგილებზე,
ნისლენბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში არავინ შედის .
შესაბამისად არც ისინი ჩანან ვინც ნისლენბურგის ქრონიკები უნდა წერონ დიდ სამკითხველო დარბაზში გადაშლილ წიგნში.
ამ დროს ისინი იმალებიან პრობლემებში. და ნაკადს ელოდებიან. რომელიც ოდნავ მაინც შეარყევს და წინ დაძრავს განისლულ ცაში გაჭედილ ნისლენბურგს. ამ დროს გაფრინდებიან თოლიები სადღაც და მოფრინდებიან ყვავები და მათი ჩხავილი უნებურად შავ სიმფონიაში გადაიზრდება. როლმლელიც თითოქოს ძახილია მიაზმისთვის. მწვანე ფოსფორის ფერი. შხამიანი მიაზმა ამოყოფს საცეცეებს ქვესკნელებიდან. მიაზმა არავის უნახავს. მაგრამ ყველამ იცის რომ ის ცოცხალი ორგანიზმია. თუმცა კი 98 პროცენტი ამორფული მუდმივად საკუთარ თავში ზელვადი წებოვანი ნისლის მასაა . შეიძლება ჰუმანოიდური გაგებითაც კი მოაზროვნე. და ვერავინ დაამტკიცებს რომ შესაძლებელია ის გაცილებით ღრმა ცნობიერევბს არსებაა ვიდრე ჰუმანოიდური ნისლენბურგელები. ის ხომ ფსკერზე დაკრული დაცურავს სამყაროს კიდის კედლეზე. მის ზემოთ ხომ უზარმაზარი ნისლეულია და შემდეგ საძირკვლები უსასრული სართულოვანი სახლების. გაქვავებული ზონების ჩათვლით. სადაც ადამიანის ყურადღებას კიარა ინტერესსაც კი არ მიუღწევია.
შემდეგ სართულზონები რომლებიც პრეჰისტორიის სახელმძღვანელოებშიც არაა ნახსენები.
რა ცივილიზაციები ასახლებდნენ ნისლენბურგს სულ მის ჩანასახში იცის მარტო მიაზმამ. რადგან ის ფსკერიდან მოცოცავს. და ნისლენბურგის თუნდაც პირველ საძირკვლამდე სანამ მოაღწევს. ნისლეულში გამოჟონავს, ჩვენთვის წარმოდგენის მიღმა მყოფ ცივილიზაციებში.
გოგირგმჟავასავით გამოწვავს თუ რამე ორგანულში ჩასხმული ცნობიერება ნახა ზგაზე და ზემოთ მოცოცავს. ზემოთ. გეგონება მზეს უნდა მიუსწროს. დასახლებულ სართულებზე. უკვე ყველა ფხიზელი საიმედოდ დამალულია ჰერმეტულ განჯინებში.
ან მოჩვენებებზე როგორ მოქმედებს მიაზმა. ვინ იცის? ჩვენ ხომ ჰუმანოიდები ვართ. ჩვენ ვერც იმათ ტკივილს გავიზიარებთ ვერც სიხარულს. თუ კი გააჩნიათ რამე მსგავსი ისიც არ ვიცით.
ეს მხოლოდ ნისლენბურგის ბიბლიოთეკაში დაწყებული წიგნის მკითხველებმა ვიცით. მაგრამ ჩვენ იმდენად მეტა არსებები ვართ ნისლენბურგელებისთვის . რომ ახსნასაც არ აქვს აზრი. და არც კონტაქტის დამყარებას.
რა კონტაქტი შეიძლება დაამყარო ცნობიერებასთან რომელზეც მეტი იცი ვიდრე მან იცის საკუთარ თავზე?
მან ხშირ შემთხვავაში ისიც კი არ იცის მის საკუთარ ოთახს გარეთ რა ხდება. შენ კი ისიც იცი რომ მოჩვებები ცეკვავენ ღამის პეპლების ფრთების ფრიალზე. რომელთაც იზიდავს გადახრილი ფარანი რომესაც ლოთი მიყუდებია და ამით ნისლენბურგის ბალანსს იცავს.
ასე მოცოცავს მიაზმა ფსკერიდან ტოპებამდე.
მთელს ქალაქს გადალოკავს ამჟავებული ცუნამივით. ხავსს აჭკნობს და ბაგირებს ანაცრებს სიმყრალით. ჭაობის მყაყის, მეთანის, ბოინის ნარჩენების, საკუთარი ლეშის, ჩირქის, დამპალი კბილების, ზაფხულში აქოთებული
სანაგვის, გამოხრული ხის ფესვების. მძიმე მიწის შავი, ობის და რუსები რო ისვრიან რაღაც გაზებს ყველგან- ყროლებისს ნაზავია. მატერიას ანაცრებს და ცნობიერებას წვავს პირდაპირი კონტაქტისას. მიაზმა ფანტომებსაც ტოვებს თავის ნაკვალევზე. ზოგი ფანტომი მიაზმის გაფანტვიდა კიდე კარგა ხანი დაბოდიალობს და მოსახლეევის ბინებზე აკაკუნებს. რომ მახოვრებლებმა გაუღონ. და მიაზმამ შეყოს საცეცე და შესრიალდეს დასახლებულ სივრცეებში. ჰუმანოიდების მოწამვლა ხომ განსაკუთრებით ტკბილია რადგან სხვა ყველა დომინანტური რასა უკვე მოწამლა . და ახლა ადამიანებს მისდგა. დადის ჭორები რომ ნელი ვამპირები, ჭინკები, ცის ტროლები, მოჩვენებით, ვირთხებით და დატოქსოპლაზმებული კატებით ჩაანაცვლდება მალე ნისლენბურგის მოსახლეობა. და სხვა ათასი წყვდიადის ნაშიერებით. მაგრამ გაქრება ადამიანი და მასთან ერთად ნისლეულის ვეშაპები. რომლებსაც ასევე გაშმაგებით წამლავს მიაზმა. უმიზეზოდ. თითქოს ვეშაპსაც გააჩნდეს ცნობიერება და ნაკადი.
* * *
მიაზმია გადავლილ ადფილებში ჩნდება ფანტომი. კიბეზე ამოსვლის ნაბიჯები. მუდმივად ვიღაცა ამოდის ბრაგუნით. ან ფეხაკრეფით ან ქუსლების კაკუნით. სადარბაზოში. ან ქვედა სართულიდან სადაც სათავსო აქვთ სარდაფივით. ცნობის მოყვარეობა აიძულებს ზოგიერთს გამოაღოს კარი გახედოს თავის შიშს. ფანტომი კი ქრება მაგრამ მიაზმის ნაწილი შეიძლება შეყვეს გამოღებულ კარებს.
კიდევ ერთი ფანტომია მოხშირებული. თითქოს ფანჯარასთან მოციმციმე ვარსკვლავი მოფრინდება თუ ფანჯარას გამოაღებს შეძლებ მოწყვიტო თავისი ძაფიდან . მაგრამ ბოლო მომენტში მოციმციმე ვარსკვლავი განზე გახტება და მოულოდნელობისგან ჰუმანოდი ფანჯრიდან ვარდება. კარგია თუ ბაგირხიდზე დაეცემა მოტეხილობებით. უარესია თუ ნისლეულში გადაეშვები თავით ქვემოთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60649721
· 23 Aug 2023, 21:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ცის ტროლები
:D უნდა დამეწერა ნისლის ტროლები. ცა ცოტა სხვა გაგებაა. არ არის ტროლის ადგილი ცაში ესტეტიურად.
ააა აი ნისლში კი ძალიანაც სფეციური ტროლები გამოდის.
ნისლის ტროლები:
-გუდანაბადა,- ნისლში ვერ ხედავს მაგრამ ფეხებს ვერ აჩერებს და დადის დაკარგულივით.
ყველგან შეხვდები. არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ იმას მაინც შეხვდები. თან ერთია მარტო. იმიტომ რომ სადაც არ უნდა ნახო ეგაა.
ხანდახქნ შეხვდები:
- გარდაუალ მანუალი. - გზაში მანქანაგაჩერებულ მატორში გადაკუზულ გოგოებს კბენს ტრაკზე, მარტო
- ტარიკ აზიზოვი , - ჯობია არ გადაეყარო არასოროს თორე ვერ გაეყრები. იკვებება ძვლებით. ვარაუდობენ კანიბალიზმს. სახლ საბუდარი არ გააჩნია. მაგრამ კედელზე თოფი უკიდია.
-
-
-
* * *
- ბიურგერსტეიკი. ' ესთეტი კანიბალია. მარტო პოეტის ხორცს ჭამს. და ქალაქში მარტო ერთი პოეტია და მასზე ნადირობს თურმე.
პოეტი თუ არ ყავს სადილზე , ელიტაზე გადადის.
""
შეიძლება როგორღაც პოეტმა ჰუგომ ანონიმური წერილი მიიღოს ვახშამზე მიპატიჟებით უცნობი თაყვანისმცელისგან.
- თუ ქალია #####ნავ თუ კაცია სადილს შევჭამ მაინცო.
. ტროლმა ვახშამზე დაპატიჟა და ეს ადრე მივიდა. სადილზე. ისე მოშივდა რატომღაც . ან იქნებ ძალიან ეჩქარებოდა თავისი იქნებ ერთადერთი მკითხველის დანახვა. მიუხედავად იმისა რომ ყველა გაზეთში იბეჭდება და კარგი გამოხმაურებაც აქვს კრიტიკისგან.
მაგრამ ვინ ვის შეჭამს ჯერ კიდე საკითხავია. შეჭმა მადაზეა " :D
მოკლედ არის ნისლის ტროლებში პოტენციალი.
მათი წეს ჩვეულებებისა და ხალხური ცეკვების განხილვით.
* * *
ტროლები ერთადერთი რასაა შესწავლილთაგან , რომელსაც არც ბიუროკრატია გააჩნია და არც კოდექსი.
პრინციპში ნისლის ტროლებს შესწავლას არავინ დაუწყებს . მაგრამ მეორე ფაქტია.
* * *
ბეჰემოთი- მძიმე წინასწარ შეკუმშული ნისლისგან შეგება. თუ რამეს შეეჯახა ფეთქდება ტროტილის ექვივალენტებში. თუ დიდი წინააღმდეგობაშეხვდა რომელსაც ვერ ააფეთქებს ტყუილად რონ არ აფეთქდეს ორად იყოფა და ასე უვლის წინაღობას . მერე ისევ ერთდება. ფლექსიბურია თავისებურად.
This post has been edited by
PANTALONE
on 23 Aug 2023, 22:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60652406
· 24 Aug 2023, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნისლის ნაწილაკები გადაცივდებიან ყინულის კრისტალებად , ერთმანეთს ეკვრიან და ბამბის ნაყინის ფორმის ხვრელ-გვირაბებს ქსელებად გაიშლებიან კილომერტობით . /ნისლში ხომ ჰორიზონტი მოკლეა / ამ ყინულის ქსელებში ბუდობენ ნისლის ტროლები. აბა ნისლში რას დაეჭიდები? ყინულბაგირებია ფაქტიურად დასრიალებენ ორი ფეხით. რადიოტალღებივით. ადგილზე გაჩერებულები არ არიან არასდროს. თორემ სამყარო უცბათ შეიძლება შეიკუმშოს ვინიცის და მერე ვეღარ იმოძრავებ სერფინგებით ყინულის ბაგირ.-სპიცებზე. ცის ტროლები ასე გრილდებიან. ცივ ნიავზე სრიალით. თორემ რომ გაჩერდეს ის შეიძლება გადაიწვას საკუთარი სხეულის ტემპერატურის გამო. ასეთი დიაგნოზით დაიბადა , სხეულის 42 პროცენტით გადახურება,
კერძოდ ტვინის. ამიტომ უნდა ისრიალოს ნისლის სიმებში. სიმებში ვიბრირებდეს ხალხური მუსიკა .
ნისლის ტროლები. გადმოდიან ყინულის სიმიდან სიმზე ან ხან მოტრიალდებიან და მიცურავენ ტალღის საწინააღმდეგოდ.
როდესაც ვეშაპებზე მონადირეები შემთხვევით წააწყდებიან ტროლების საბუდარებს. ცდილობენ საბუდარ სიმები გაულღვო ცეცხლმაფრქვევებით. თავის მხრივ რტოლები ცდილობენ ჯერ დირიჟაბლების სატყვის კენჭებით დახვრეტაა. ისვრიან ტყვიის სისწრაფით. სეტყვის კენჭი ამხელა სიჩქარის გამო პატარავდება და მსხვერპლამდე მომცრო აღწევს. ამ შემთხვევაში დირიჟაბლამდე ზუთხის ხიზილალის მარცვლის ოდენა აღწევდეს. ამიტომ დიდი სეტყვაკენჭი უნდა ესროლო დირიჟაბლს. ვაშლის ხელა მაინც. რო მიაღწიოს და ჯავშანში გაატანოს. ამ დირიჟაბლის ჯავშნები რამოდენიმე მამონტის ტყავითაა დაფარული. მამონტების ტყავებს ეთნოგრაფიული მუზეუმის საწყობიდან ეზიდებიან სადაც ის ულევია. ეთნოგრაფიულ მუზრუმში ის შემთხვევით შეიტანეს 130 წლის წინ , ტყავები პალეონტოლოგიის მუზეუმში უნდა მისულიყო. მაგრამ ტრაილერების მძღოლები რატომღაც ყველა შეცდა მუზეუმის დასახელებაში და ეთნოგრაფიულში მიიტანეს. იქაც აღმოჩნდა მათთვის საინტერესო მამონტის ტყავები რომლებზეც იეროგლიფებიანი ტყავები ამოდიოდა იმ პარტიებში. ზოგიც რუნებიანი. ზოგიც ასომთავრულით და მხედრულ ხუცურითაც , არამეული გალობებითაც,
, მამონტის ტყავები ტელევიზორის პულტის მანუალით, ზოგიც შექსპირის პიესებით, ზოგიც ბიბლიით, საიდუმლო მასალები ( კარგად იყიდება კერძო ბილიოთეკებში)
ეს იმას ამტკიცებს რომ მამონტები და წარსულის ადამიანები ერთად ცხოვრობდენ ნისლენბურგელების წინაპრები- ამტკიცებს დიდი ჩარლზ დარვინის შვილიშვილის შვილთაშილის ასული Дарина Дарвина(სავარაუდოდ კლონკრებული გენით) რომელიც პროფესორია მამამისის უნივერსიტეტში . გვარების გენების კლონირება 534 წლის წინ დაიწყეს . და შემდეგ მივიწყებულ იქნა. თანამედროვე ნისლენბურგში მხოლოდ კლონირებული გვარები ღა შემორჩნენ . ზოგიერთი კი იჩემებს ნატურგენობასს. მაგრამ მაგათ მერე ელიტარული გვარები სოფლელებს უწოდებენ.
ბევრია სტალინები. ბერიებიც ბევრია შეიძლება სტალინებზეც მერი. ნამდვილი გვარებია გენეტიკურად დადასტურებული. უძველესი ვანგოგის მარჯვენაზე ნაკბენი სისხლშემონახული კოღოდან აღებული დეენემის ანალიზის საფუძველზე აღდგენილი და ლაზერბირთვული პროგრამატორით პაციენტებშის ძველ გენში შემტანი.
თუმცა თუ დარჩა კიდევ ვინმე ვან გოგის გვარებიდან არ ნიშნავს რომ კარგად ხატავს. ნისლენბურგში არავინ არ ხატავს. ერთი მოჩვენების გარდა და ეხლა ის შეიბყრეს მუცლით მოცეკვავე ოკულტსი ირას გაგზავნილმა დამქაშებმა როდესაც ის სარეცხს ანთავისუფლებდა თოკებიდან სამართებლით.
ახლა უკვე აღარავინ ხატავს ნისლენბურგის გრაფიტის. ვანგოგის დაწინწკლული პერანგი ბნელ გარდერობში გამოკეტეს მარტო. ჩრჩილიც კი არ შედიოდა. როცა ხელები ჩამოყარა და 40 დღე აღარ შეფართხალებულა გამოიღეს და აუქციონზე აწია უკვე თავი და დასიელული თვალები გაახილა. რომელსაც იქ შეკრებილი პუბლიკა ვერ ხედავდა.
* * *
წაიკითხეთ ყოველ კვირა ჟურნალ ცისკარში "ნისლენბურგის ქრონიკები" ქართულ ენაზე.
თქვენ გელით:
- სტალკერი ბალთაზარ კროჭის არკჰემში კომიდან გამოყვანის ამბავი.
- "დიქტანტი" ანუ სტალკერების ბრიგადის მიერ ავტორის პლენში აყვანა და ტექსტის დიქტატი.
- ბათაზარ კროჭი არკჰემის ჭიამაიებიან იზოლარორში.
- ვეშაპაზე ნადირები.
- შვიდი სამურაის ებრაული საიდუმლო
- მერვე სამურაი შავი ქამრით
- მსხვეპლშეწირული ღვინის მოლეკულა
და კიდევ სხვა კარგი ტექსტები
* * *
- აუქციონზე ყიდიან ვანგოგის პერანგს სადაც პირველად შევხვდებით ფრაუ გრუბახის ნომერ პირველ საყვარელს. მაგრამ ის არ იშიფრება.
- არტეფაქტი მგლის სახარება.
- მერვე ნოტა
* * *
- საიდუმლო ტუმბოჩკის მეორე საჩუქარი.
This post has been edited by
PANTALONE
on 24 Aug 2023, 22:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60656397
· 26 Aug 2023, 14:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიაზმის ისევ ნისლეულში ჩაწოლის შემდეგ , ხალხი განჯინებიდან და ტანსაცმლის კარადებიდან გამოდის. მაგრამ გარეთ გასვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო. კიდე რამოდენიმე კვირა იბოდიალებენ მიაზმის კვალზე დატოვილი ფანტომები. სანამ არ გაილევიან საბოლოოდ. მაშინ უკვე ნისლენბურგელები აღებენ ფანჯრებს და დარაბებს. ანტისხეულების გასანიავებლად რომელიც ბლომად გროვდება შეგუბებულ ჰაერში და თუ თავიდან მიაზმისგან გიცავს , მაღალი კონცენტრაციების მიღწევისას ტოქსიკური ხდება და ბანალურად გწამლავს.
პირველი რასაც ნისლენბურგელი აკეთებს კარანტინიდან გამოსვლისას შაურმას ჭამს უახლოეს საშაურმესთან.
მერე იწყება სასმელ სათრობი დაწესებულებების მონახულება და ტოპ-ტოპების ბორდელების სეზონის გახსნა. დაბალი სართულის ბორდელებიც არსებობს თავისთავად. შესაბამისი ფასი/ხარისხის კოეფიცინტით. ქალაქის მერია ყოველ ასეთ დაწესებულებას ხარისხის ნიშანს ანიჭებს . და ცალკე რეესტრში ატარებს. მუშაობენ სპეციალური დეპარტამენტები სტატისტიკის მოსაგროვებლად, ცალკე დეპარტამენტები ამ
სტატისტიკის გასაანალიზირებლად და შეფასების მისაცემად. ცალკე დეპარტამენტები რეკომენდაციების გასაცემად და ტრენდების დასანერგად.
* * *
ყველა ბავშვი ეძებს საიდუმლოს. და ისიც ელეპარაკება თავის ენაზე მეტაფორულად ალეგორიულად. საიდუმლო ოთახიდან შენს სახლში საიდუმლო ფანჯარას პოულობ რომელშიც რომ გადაძვრები უცნობ კორიდორს გაივლი იქიდან მეცამეტე კაბინეტს გადაითვლი სამნახევარჯერ მიაკაკუნებ და კარების ქვედა ღრიჭოდან ოთახის ნომერს გამოგაწოდებს საიდუმლო კონვერტში ვიღაცა. იქ ვიღაცა ცხოვრობდა. როდესღაც. კარებთან ფოსტის გროვაა მოგროვილი. მაგრამ შენ წერა კითხვა ჯერ არ იცი კარგად. რო შეხვალ არის სარკიანი ოთახო. სარკეში არ ჩანხარ. სარკეს ჭია ჭამს. ვერცხლის მჭამელი ჭია. სარკეზე მძიმე მძივები კიდია. შენ იმხელა ხარ ძალა რო გაგაჩნდეს ამ მძივებზე აცოცდებოდი.
მერე არის უზარმაზარი ბნელი ოთახი. რომლის საზღვრებს ვერ გრძნობ . ამიტომ იქ შესვლა გეშინია. ამის წინ კედლელში შეჭრილი კარადაა. სადაც ძველ ტანსაცმელს და ლეიბებს ინახავდა ვიღაცა. იქ თავს ყველაზე დაცულად გრძნობ მთელ ამ პირველ გასვლებში. იქ ძველი ქურქები გპირდებიან რომ შემდეგ მოსვლაზე ალუბლის მურაბას გაგიხსნიან. მაგრამ შენ გადმოძვრები ჭინჭების სანახიდან და შუშის ორანჟერეას გაივლი. სადაც ყველა ქოთნის ყვავილი დამჭკნარა და ყველა სარეველას უხარია. სამზარეულო სადაც ქვაბში გაქვავებული მაკარონი დღემდე დგას ქურაზე. იქით ერთკაციანი ცარიელი საძინებელი ლოგინთან საიდუმლო ტუმბიჩკით . რომელიც ახალ ახალ საიდუმლო საჩუქრებს ახვედრებს პატარა ბალთაზარს.
ერთხელ ერთნომინალიანი მონეტების ქოთანი დაახვედრა ქვედა უჯრამ ბალთაზარს. ერთზე მეტი არასდროს არ აიღო. მოახსენა ამ ქოთნის ფანტომმა მეტროს სადგურების გამომცხადებლის ხმით და განიფანტა. და პატარა ბალთაზარმაც აიღო ერთნომინალიანი მონეტა და ფიჭვის კევში გაცვალა წარმატებით. შემდეგ მისვცლაზეც ერთი მონეტა წამოიღო იმ საიდუმლო ტუმბოჩკის და ისიც სარფიანად გაცვალა რაღაც საბავშვო სიხარულში რაც ობიექტურად აკლდა. ასე იღებდა იმ ქოთნიდან დრო და დრო თითო მონეტას. და ქოთანიც თანხებს არ იშურებდა. ერთხელ ბალთაზარმა ორი მონეტა წაიღო და ქოთანს სიტყვიერადაც დაპირდა ხვალ აღარ ავიღებო. მეორე დღეს საიდუმლო ტუმბოჩკასთან არ მისულა. თუმცა მეცა დღეს თორმეტი მინეტა წაიღი. მსგავსი პირობით- 11 დღე აღარ აიღებდა. და პირობა შეასრულა . და როდესაც მეთორმეტე დღეს ტუმბოჩკას მიაკითხა ერთი მონეტა იქით ჩაამატა ქოთანს.
მეცამეტე დღეს მთლიანი ქოთანი გადმოაპირქვავა და დაუთვლელად გაარბენინა ორმუჭად.
მას მერე იმ ქოთანში მონეტას არ გაუჩხრიალია. პატარა ბალთაზარი რუდუნებით ამოცმებდა დრო და დრო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60683845
· 6 Sep 2023, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტალკერების კასტა ხელშეუხებლების ვარნაშია. შიგ ამ კასტაში არის ქეკასტები და მათაც ყავთ თავისი ხელშეუხებლები და ელიტაც. სტალკერების ყველაზე ქვედა კასტა მენახშირეებია. ისისნი მინუს სართულებზე არც ჩადიან. მიტოვებულ სახლებში მოროდიორობენ. ვინაიდან ანტიკვარიატში საერთოდ ვერ ერკვევიან ნახშირს ეძებენ მიმქრალი ქურების გვერდზე. მიტოვებულ ბინებში. ზოგი შორს გადის ზოგს საიდუმლო მარაგები აქვთ. საკუთარი მარშრუტები.
არსებობს საჯარო მარშრუტებიც. და ლუდის ბარში აქტიურად განიხილება საინტერესო სვლები. ამ ქვეკასტაშიც ხდება ბრიგადებად დაჯგუფებები და ინდ,ზიდვაც. არიან გამოცდილი სტალკერები რომლებიც ძირითადად. მარშრუტებს ყიდიან არიფ სტალკერებზე და პროცენტებს იღებენ წარმატებული ზიდვებიდან. დიახ ქვეკასტის ქვეკასტაშიც არის საკუთარი ელიტა და და ავტორიტეტები. ამ ქვეკასტის ქვე ხელშეუხებლები. დაინვალიდებული მენახშირე სტალკერები არიან, რომლებიც ხელებით დასდევენ ნახშირით დატვირთულ ჯანსაღ სტალკერებს და ტომრიდან ჩამოვარდნილ ნახშირს აგროვებენ.
წარმოიდგინეთ ამ ქვე ქვე კასტაშიც არის თავისი ელიტა. ეს ისინი არიან ვინც ჩამოცვენილი ნახშირის მოლოდინში ალმასი იპოვნა ნახშირში გამოკენჭილი. ასეთები წმინდანებად ირაცხებიან და სამოტივაციო ქადაგებების კითხვით ირჩენენ თავს რომელსაც მიტოვებულ სარიტუალო დარბაზებში ატარებენ. ზოგი სულაც არ ქადაგებს საკუთარი თავში რწმენის და თმენის გაძლიერებას. ზოგი თვლის რომ ის ალმასი სასწრაფოდ უნდა გადააგდონ ნისლეულში სანამ გონება მოუწამლია და სიმსუბუქის ფანტომს ფრენა არ უსწავლებია.
ნახშირით ნისლენბურგელები ძირითადად თბებიან . ორთქლის ეპოქა დიდი ხანია გადალახეს და განვითარებული მექანიკის ეპოქამდე გაიზარდნენ. მანამდე ედისონის ელექტრონული ეპოქა ქონდათ. მანამდე ნახევარგამტარული ეპოქა ქონდათ . მანამდე ინტეგრალური . მანამდე ნანო.მანამდე კვანტური. მამდე რა იყო მეცნიერების ისტორიკოსებმაც არ იციან. მხოლოდ თეორიული მექანიკის ფაკულტეტზე ერთმა პროფესორმა გამოთქვა მოსაზრება რომ მანამდე სავარაუდოდ სამყარო ნისლის ერთ მარცვალში იყო შეკუმშული და რაღაც კვარკული ექსპერიმენტი წარმოიდგინა შემოქმედმა და ეს ნისლის მარცვალი ნისლეულად აუფეთქდა. თუმცა შემოქმედმაც არ იცის ნისლეულის საზღვარი. თუკი ის საერთოდ არსებობს
* * *
მენახშირე სტალკერების კოდექსით ყველაზე დიდ კრისობად მათ საქმეში კვანტის დადება ითვლება. ხუმრობითაც კი. ჭიდაობის დროსაც კი თუ მენახშირე სტალკერი ვინმეს კვანტს დაუდებს. დაუყოვნებლივ მოიკვეთება კასტიდან და ინვალიდი მენახშირეების ცხოვრებით მოუწევს ცხოვრება. თუნდაც ჯანსაღი რვა კიდური გააჩნდეს. ასეთებს რვაფეხებად მოიხსენიებენ. და რეაბილიტაციის შანსსაც კი ართმევენ. რადგან მათ მართლებებს აღარავინ არასდროს არ მოუსმენს.
* * *
უფრო წინწასული მენახშირეები უსაფრთხო მაგრამ შორეულ მარშრუტებს ირჩევენ. მათ უზარმაზარ მიტოვებული ქარხხნების გადაკვეთა უწევთ, დასაკეცი კარვებში თენებებით და ველური კატების ხოცვა ავტომატიდან. კატა ძალიან საშიშია. უეცარი გამოფეთება იცის რასაც ფეხის გადაბრუნება შეიძლება მოყვეს. წაქცეულ სტალკერს ხროვებად ესევიან.
ზოგ ქვედა სართულებზე ძველი ქარხნები ჯერ კიდევ ინერციით მუშაობენ. პროგრამების ხარჯზე. მათი გახურებული მილები ზედა სართულებზე ამოდის სხვა მიტოვებულ ქარხნებში. ხშირად მეშორიე სტალკერებს ამ მილებზე კილომეტრობით ძრომა უწევთ. სიცხის უდიდესი ზღვარი რომლის დაძლევაც ამ სტალკერებს შეუძლიათ სამოცი გრადუსია, პასტერის ბარიერი. ყველა სტალკერი რონელმაც ეს ბარიერი ვერ დაძლია. გახურებულ მილებზე სისხლმოხარშული დარჩა . სანამ ძვლები არ ჩამოიყარა. დღესაც დრო და დრო ცვივა მეგა ქარხნების დაქსაქსული მილებიდან გამომშრალი. გამსუბუქებული ძვლები ახალი სტალკერების თავებზე.
ამ ქვეკასტაში ცოტა სტალკერი გადარჩა რომელიც პასტერის ბარიერს უძლებს. თუმცა მათი არსებობაც უკვე უცნაურია.
მიტოვებული ქარხნების ანგარებში ნახშირის დიდი მარაგებია. ოღონდ მიაღწიე მანდამდე და უნადავლოდ არ წამოხვალ.
ანალოგიურად სტალკერები მარილზეც დადიან დიდ კონსერვის ქარხნებში. და ისინიც მენახშირეებად ითვლებიან. კასტის გარეთ ხომ არც არავინ დაინტერესდება ვინ რაზე დადის და რომელი კასტის წევრია. ნისლენბურგელებისთვის ყველა მზიდავი მენახშირეა. გინდა ჭურჭელს ზიდავდეს და გინდა თუნდაც ავეჯს.
This post has been edited by
PANTALONE
on 6 Sep 2023, 23:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60693986
· 10 Sep 2023, 22:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორთქმავლი ფანტომები
ნისლენბურგში ძველი თაობის ორთქმავლები შემორჩენილა. ისინი თავისთვის მოძრაობენ. ბაგირხიდებზე დაჭიმულ სქელ ჯაჭვებზე. ორთქმავლები ნახშირზე მუშაობენ და უკანასკნელი მემანქანე ამ ორთქმავლებიდან 180 წლის წინ ჩამივარდა.
მას მერე დაგრიხინებენ ჯერ კიდევ შემორჩენილ ძველ მარშრუტებზე მემანქანის გარეშე.
ხვიარებში ჩაკარგული გაჩერებები. უხალხო მოედნები. ჩაწყვეტილი ბარგირხიდები. რომლებიც დრო და დრო ნახშირით დატვირთულ ორთქმავლებს ყლაპავენ.
ან სად მიაქვთ ან სად მოაქვთ ?. ან სად დაიტვირთნენ 180 წელია რო ვერ განიტვირთენ.
ტუ ტუუუ ჩამოიგრიხინჭრაჭუნებს ლოკოკინებიან ბაგირტროსებზე არსაიდიან. არანაირი განრიგის მიხედვით და გაქრება სამუდამოდ ისტორიიდან.
ზოგჯერ ნახშირზე მონადირე სტალკერები გაუყოლებია მოუსვლელში. არის ეგეთი ქვეკასტა მენახშირე სტალკერებში. ისინი მოხეტიალე ორთქმავლებს ძარცვავენ კოვბოებივით. ნახშირს იპარავენ რასაც ასწრებენ რომ გადმოყარონ ყრიან და მერე მერე ბოლო ვაგონიდან ხტებიან და ნახშირს აგროვებენ. რაც გზაბაგირების ღრიჭოებში არ ჩაცვივდა. ზოგი სტალკერი იმ ბოლო გადმოხტომას ვერ ბედავს და ორთქმავალს მოუსვლელში მიყავს.
როგორც ნახშირის მძარცველი კოვბოები ამბობენ . ორთქმავლების 90 პროცენტი ფანტომურია.
იქიდან გადმოყრილი ნახშირი არ არსებობს, უკვალოდ ქრება. კარტოფილის მოსახარში ნატეხიც არ რჩება არსად.
მოყაჩაღე სტალკერებს აქვთ თავისი მითოსი. მაგალითად თქმულება ჰოლანდიელ მემანქანეზე. რომელიც ხან და ხან ეჩვენება სტალკერებსს . მემანქანე საჭესთან დგას და ორ ფეხზე ძინავს თავაწეულს. თითქოს ვინმე შეამოწმებდეს. მემანქანე ლექსებს თხზავს და ძილში ბუტბუტებს. ზოგმა ნაწილ ნაწილ ჩაწერაც მოახერხა. მემანქანისგან გამოტყუებული ტექსტების კომბინირებით ერთიანი ტექსტი იკვეთება.
სავარაუდოდ ფანტომური ორთქმავლების 00,1 პროცენტში სტალკერისთვის გამოცხადებული ფანტოუმური მემანქანე რომელიც ლეთარგიაშია და პოემას ბოდავს. საგმირო ეპოსს.
სულ უფრო ბევრ მოყაჩაღე სტალკერს მიაქვს ფანქარი და ბლოკნოტი და სათლელი საქმეებზე. რომ ტექსტი შეავსონ და საგმირო ეპოსი დაიწეროს.
მაგრამ ამდენ ხტუნაობაში. მატარებელზე ჩამოკონწიალებებში გრაფიტი უტყდებათ ზოგჯერ და ჩაწერას ვერ ახერხებენ.
მაშინ დაზეპირება უწევთ. ილიადასავით.
იქნებ მაგან შეთხზა ილიადა?
დიახ დიახ შეთხზა.
აბა არასდროს წაუკითხავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60712443
· 19 Sep 2023, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვალაპასის ღრუბელი კუპრზე შავია. ნახშირზე შავია. ისეთი შავია ზედ სხივი არ ირეკლება. ის უბნიდან უბანში უმისამართოდ დაძრწის. ამიტომ ძირითადად გაუდაბურებულ უბნებში დაფრინავს. სახლებშიც შედის თუ ღია დახვდა კარები ან ფანჯარა და გამოდის მერე. თუ ვერავინ ნახა ნისლენბურგელებისგან. დიდი არ არის. მეტრი მეტრზე იქნება. გარედან პატარა. და ვისაც თავზე წამოაჯდება იმისთვის უსასრულოდ ცარიელი. სივრცე ღუბელში არ არსებობს. ის სიცარიელის ეტალონია. სრული სიჩუმის . საკუთარი აზრრბიც რომ აღარ არიან. რადგან მოსაჭიდებელიც არაფერზე აქვთ.
ვალაპასის ღრუბელი ადამიანს უკნიდან ეპარება და თავზე ეხვევა. პირველივე წამიდან მსხვერპლი სიცარიელით არის პარალიზებული. მერე იქ რა ხდება არავინ იცის. როდესაც ღრუბელი გაიფანტება. ადამიანი სიცარიელეს კარგავს თითქოს ის არც ყოფილა. და თუ გადარჩა. საკმაოდ უცნაირად იწყებს ცხოვრებას. დადის ველოსიპედით ლავაშებზე თონეში. დადის ექსკურსიებზე ნისლის ვეშაპის ხტუნაობის საყურებლად სეზონზე. ცოლთან ყვავილები მიაქვს ბურატინოს ხელებით.
თუ ტვინ დავალაპასებული თავის ნაირ ტვინ დავალაპასებულს შეხვდება ქუჩაში აუცილებლად მიესალმება .
- გამარჯობა მისტერ სმიტ!
- გაგიმარჯოს მისტერ ჯონს!
საღამოსაც შეხვდებიან ერთმანეთს ერთიდაიგივე ადგილას შემთხვევით და ისევ კეთილად მოიკითხავენ ერთმანეთს ქუდის აწევით.
- საღამო მშვიდობის მისტერ რეზერფორდ!
- გიცანით, როგორ არ გიცანით. ჩემს თავზე უნდა ცხოვრობდეთ. ან ქვევით. ან გვერძე კორპუსში.
- სამის ნახევარია.
-რა თქმა უნდა მეც მაგვიანდება.
დავალაპასებულების ნისლენბურგელებს აღარ ესმით. მათი დიალოგები აბდა-უბდაა. თურმე ამ ენაზე ძველი აბდიელები და ძველი უბდიელები ლაპარაკობდნენ.
ვალაპასები ქოლგით დადიან უნალექო დღეებშიც და ტაქსის აჩერებენ საათობით. ბოლო ტაქსმა ამ ბაგირებზე 75 წლის წინ ჩამოიარა . ფანტომურ ტაქსსაც არ ჩამოუვლია.
ვალაპასები ხანდახან ინსტინქტურად იკრიბებიან სადმე ვინმესთან ბინაში და გბერდი გვერდ დგანან . მერე ისევ ყოველგვარი მინიშნების გარეშე დაიშლებიან თავ თავიანთ საქმეებზე. ზოგი მოსამართლესთან ზოგი ნოტარიუსთან.
ასეთი შეკრებები . პარალელურად რამდენიმე ბინაში შეიძლება ტარდებოდეს.
იკრიბებიან დგანან იშლებიან
ვინ ჩასძახის რა ძალა მართავს ამათ გაუგებარია.
- შეიძლება შენი სახლი გადავწვა ჰერ კამინერ?
- თუ ჩემი თანხმობა საკმარისია ჰერ კულიხ !
რა კამინერ რის კულიხ?
გუშინ ერთს მევიოლინე ეგონა მეორე და მეორეს პირველი მეფუნთუშე.
თუმცა ორივე იმას აკეთებს იმ დღისით რასაც უხილავი ნება გააკეთებინებს.
ან რომელიმე მიტოვებულ სახლში შევა და კონკრეტულ წიგნს წამოიღებს რომელიმე სხვა მიტოვებულ ბინაში და იქ კონკრეტულ ადგილას დატოვებს დავუშვად მაგიდის ქვეშ წიგნი ხელუხლებელი ათწლეულები შეიძლება იდოს და მერე იქნებ რომელიმე მოჩვენებამ გადაფურცლოს ნიავთან ერთად.
ვისაც ვალაპასის სიცარიელე შეეპარა თავში. განცალკევებით ცხოვრობენ ნისლენბურგელებისგან. თითქოს ჩვეულებრივად არსებობენ. რაღაც გამოგონილი სამსახურებიც აქვთ. მანქანებსაც აწყობენ თავისებურს. მაგრამ მათ ქმედებებში საჭიროების ლოგიკა არ დევს.
არც მანქანის ტრასაა შემორჩენილი ნისლენბურგში. არც ბენზინი არ იშოვება. ვინც შოულობს კონტრაბანდულ ბაზარზე სუნამოდ ხმარობს. ძვირადაც ფასობს. კონტრაბანდულ ბაზარს მეორე თავზის ვაჭარი აკონტროლებს. პირველი ოფიციალურ თევზის ბაზარს აკონტროლებს. ოფიციალურის ფინანსური ბრუნვა გაცილებით მეტია იატაქვეშა ბაზარზე. სადაც ძირითადად მოპარული არტეფაქტები იყიდება ფასების საშუალო დიაპაზონში. ოფიციალური თევზის ბაზარი ხომ მეგაკორპორაციაა?
მაგრამ როგორც მეორე ვაჭარი ამკიცებს. ეს მხოლოდ ოფიციალურად დათვლილი სტატისტიკაა. ხოლო იატაქვეშეთში სტატისტიკა არ დგება და შემოსავლები შეიძლება ოფიციალურ ბაზარზე მეტიც იყოს. თავაც თუ გავითვალისწინებთ რომ იატაქვეშეთი გადასახადებს მხოლოდ დიდ კრიმინალურ დაჯგუფებებს უხდის. ხოლო ოფიციალური ყველას უხდის მეხანძრეების ჩათვლით. მიუხედავად იმისა რო. თევზის ბაზატი. 90 პროცენტი წყლის დიდი რეზერვუარებისგან შედგება. ამ ორი ვაჭრის ერთმანეთისგან გარჩევა გარკვეულ დაკვირვებას მოითხოვს. ერთს ტალავერი მარჯვნიდან აქვს წამოზრდილი და მარცხნივ გადაკეცილი. მეორეს პირიქით. ორივეს ერთნაირი შავი ულვაშები აწებია და ტანსაცმელიც ორივეს თითქოს განგებ ორივეს თვალშისაცემად ძველმოდურად აცვია.
მაგრამ დავუბრუნდეთ ვალაპასის ღრუბელს. ვთქვათ შეუძვრა შავის სიზმარივით სიცარიელე ტვინში დაზარელებულს. ვთქვათ რაღაც ძალას ისრუტავს. ან მენტალურ ენერგიას ან თუნდაც ქიმიომექანიკურს. იკვებება სხვისი ცხოვრების ანაბეჭდებით . დადის დაატარებს უმისამართოდ ღრუბელი თავის ზომბებს. ამრავლებს კიდეც.
დიახ! ნისლენბურგში ადამიანებიდან მარტო ტვინ დავალაპასებულები მრავლდებიან რატომღაც. ტვინდავალაპასებულებს გულდავალაპასებული თაობა მოსდევს. მეორე თაობაში ტვინი თავისუფლდება მაგრამ ემოციური სიცარიელე უვითარდებათ ადრეული ასაკიდანვე. ასეთი ვალაპასი თავისსავე.საზოგადოებაში რჩება .
აი შემდეგ თაობაში გულიც თავისუფლდება ისევე როგორც ტვინი მაგრამ ვალაპასის სიცარიელე ფეხებს შორის გადადის და შემდეგო თაობა უკვე აღარ იქნება ფერტილური.
თუმცა ამ სამ თაობაში ისეთებიც გამოერევა ვისი სხეულიდანაც ვალაპასის სიცარიელე რატომღაც თავისით ქრება. შავი ხვრელივით თავის თავში ჩატრიალდება.
ასეთი ადამიანი სრულფასოვნად იმკვიდრებს თავს ადამიანთა საზოგადოებაში. საგანგაშო ჯერ არაფერია.
* * *
ცარიელი ვალაპასები პირობითად ჯანმრთელ უვალაპასო ინდივიდს ჩვილობაშივე მიტოვებულ სახლებთან ტოვებენ. სადაც მოჩვენებები პოულობენ და თავისთან მიყავთ. თვეში ერთხელ შვიდი სამურაიდან რომლებიც ბინებს ანიავენენ მოჩვენებებისგან, ერთერთი მოდის და ახალი ნისლენბურგელი უსახელო ღმერთის ტაძარში მიყავთ. სადაც გადაწყდება მზიდან არის ბავშვი ჩამოვარდნილი თუ მთვარიდან. მთვარიდან ჩამოვარდნილი ბავშვები მალე პოულობენ მიმღებ ოჯახებს. მთვარე ტახტზე ზის. ახლა ის არის უფალი. ამ ამბის. მაგრამ მზეც ამოვა. მზე შეიძლება უკვე ამოსულია. მაგრამ ჯერ ნისლი გვიმალავს.
ღრუბელი ერთია და გაუდაბურებულ ქალაქში დაბოდიალობს შემთხვევითი მარშრუტებით. და წარმოიდგინეთ რამდენად დიდია ქალაქი რომ ვალაპასის ღრუბელის მიერ დავალაპასებული ინდივიდები სამჯერ მეტია. ცივილური ნისლენბურგელების რაოდენობაზე. ისინი ფაქტიურად მაიმუნებივით ცხოვრობენ სადღაც უბანსგარეთ. და შეხება არ აქვთ.
ვერც ნისლენბურგელი ამჩნევს ვალაპასს ვერც ვალაპასი ამჩნევს ნისლენბურგელს.
იმათ ვალუტაც კი არ ჭირდებათ. არაფერი აქვთ ერთმანეთტან გასაყოფი სრულიად.
რესურსების ჩათვლით
* * *
ვალაპასით დაცარიებული ადამიანები დროთა განმავლობაში პატარავდებიან. სიბერეში უკვე ცეროდენა მოხუცები არიან. კიდე იქი კიდევ სრულიადაც ქრებიან. თუმცა 35 სანტიმეტრის ქვემოთ უკვე აღარავინ ამჩნევს ისედაც . ფეხიც შეიძლება დააბიჯონ შემთხვევით. საქმეები 40 ის ქვემოთ აღარ იღძვრება
* * *
თქვენ წარმოიდგინეთ ვამპირებიც კი არ ეკარებიან ამ მოსიარულე გუდებს. არ არის იმათ სულის ხუთვაში არანაირი კაიფი. იმათ სული არ ეხუთებათ ისინი შიშს ვერ გრძნობენ. მათ ინტერესში ის ის არის რაც ხდება. ანუ არაფერი. მაგრამ რა ალაპარაკებს და რა სპექტაკლს ათამაშებს ამ ხორცის ტომრებს ვალაპასის ღრუბელი იცის მარტო ერთმა ადამიანმა. მაგრამ მისთვის არავის არასდროს არაფერი არ უკითხავთ.
* * *
უკითხავს ს ს /
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60730347
· 25 Sep 2023, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტარტაროზი
ქალაქი იმხელაა გარშომოწერილობაში Fაუშმაისერით 28 დღეში ვერ შემოიფრენ.
Fაუშმაისერი მექანიკის მწვერვალია. მოქანავე ფრთიანი საფრენი აპარატი. ჩვენებურად თვითმფრინავი. ნისლის ვეშაპებზე სანადიროდ Fაუშმაისერები თავის პილოტებთან ერთად , დიდი ცეპელინის ანგარშია. . როდესაც მეჭოგრიტე უღრან ნისლში ვეშაპების ქარავნებს შენიშნავს კურსს მათკენ იღებენ. თუ ნისლის ტროლებთან ბრძოლა არ მოუხდათ მალევე წამოეწევიან და ამ დროს ცეპელინის ანგარიდან გამოფრინდებიან დასაქოქი ნემსიყლაპიებივით და გარპუნებს დაუშენენ ნისლის ვეშაპებს. გაპუნის მომყოლ თოკზე მკვრივი პენოპლასტის ბურთებია რომლებიც თოკს ვეშაპის ტანში ჩაძირვის საშუალებას არ აძლევს. ფაუშმაისერებს პილოტები გარბუნებით ხვრიტავენ დიდ ვეშაპებს და იმ თოკებში ახვევენ. როგორც 7 ობობა ერთ დიდ მწვანე ბუზს. როდესაც ვეშაპს წინააღმდეგობა აღარ შეუძლია. ერთს ამოიოხრებს და ნებდება. პილოტების კომაში მყოფ ნისლის ვეშაპს გრანდ ცეპელინის მეორე ანგარში მიათრევენ სადაც რეზერვუარია ცივი ნისლის გენერატორით. ბაზარზე ცოცხალი ვეშაპის მასა ფასობს. ფერუმარილისთვის.
* * *
ერთმა მეცნიერმა ქალაქის შემოფრენა გადაწყვიტა ფაუშმაისერით. ვინაიდან ფაუშმაისწრი მექანიკურია. მისი სპირალური ზამბარის წინასწარდაძაბვა ხდება და და ზამბარის მოშვების ენერგიის ხარჯზე მოდის მოქმედებაში ჭიახრახნები რომლებიც ფრთებს აქნევენ. ვინაიდან მარშრუტი ძალიან დიდი გამოდიოდა. მეცნიერს დრო და დრო ახვედრრბდნენ განაპირა უბნებში. წინასწარდაძაბული სპირალების კაფსულებს. რომელიც მომენტალურად იდგმევა ძრავის ადგილას . ამიტომ ზამბარის გამოცვლა ჰაერშივეა შესაძლებელი. როდეააც პირველი სამი ძრავი გამოცვალა და მარშრუტს მიუყვა მატყუარა ნისლში მოუწია შესვლა. მოუბრუნებასაც ვეღარ ასწრებდა. ნისლმა სამუდამოდ დაფარა. იმ ფაუშმაისერის ნამსხვრევები დრო დადრო ისევ ცვივა ნისლენბურგში.
თუმცა ვიღაც ვიღაცეები ამბობენ ყურებიან სახლში რომ ის მეცნიერი აქვე 1256 კილომეტრში მოქანავე კუნძულზე უნახავთ. ზის იქ მარტო და მზესუმზირებს ზრდის ქოთნებში. სხვა არაფრის თესლი არ წაყვა ჯიბით. აფსუს. ან იქნებ წაყვა კიდეც და იმიტომაც არ ბრუნდება.
ან იქნებ წაიღო ის თესლები და ფაუშმაისერის დალეწვა და უგზო უკვლოდ დაკარგვა გაითამაშა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60732497
· 26 Sep 2023, 23:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოქანავე კუნძული ახლო მდებარე მფრინავი დასახლებაა რამოდენიმე ერთმანეთზე კარგად მიჯაჭვული სახლით. პატარა უბანია. უფრო ეზო. ასეთი მფრინავი ობიექტი მილიინობით მოყვება ნისლენბურგს ინერციით . ნისლენბურგი ფიზიკურადაც იშლება და ნაკვალევს კარგავს. ზოგიერთი სახლი , უბანი იმდენად დაშორდა ნისლენბურგს რომ მის გრავიტაციასაც გამოერიდა. შეიძლება იმხელა უბნებიც წაეღო ნისლეულს რომ ზედ საზოგადოება შემორჩენილიყო და ავტონომიურადაც გაეგრძელებინათ ცხოვრება. სრულ გადაგვარებამდე. ან ჩვენ რა ვიცით. ისინი იქამდე დაშორდნენ ქალაქს სადამდეც ვეღარავინ იფრენს ნისლენბურგელებიდან ვერასდროს. ბევრი კი ნისლეულში ჩაიშალა ტროსებგადაჭრილი.
* * *
ზოგჯერ ნისლენბურგელები მოახტებიან თავის ფაუშმაისერებს და გადაფრინდებიან უახლოეს მოტივტივე კუნძულებზე. ქალაქიდან შორს. მინიმუმ 600 კილიმეტრში. ქალაქის შემოგარენს ჩამორჩენილი სახლები ქუჩებით.
ასე განმარტოვდებიან და წვანან გულაღმა სახურავებზე.
თითქოს ქალაქში ვინმე უშლიდა განმარტოებას. შეიძლება შენ სადარბაზოში ათი წელი არავინ აირბინ ჩაირბინოს. მაგრამ შენ ცალი ყური ყოველთვის თავისუფალი გაქვს
სადარბაზოსკენ . საიდანაც ვინმემ შეიძლება ამოირბინოს როდისმე.
შეიძლება პიკის საათში, კატამ ჩაირბინოს გზაჯვარედინზე.
სახლების უმეტესობაში წეროები ცხოვრობენ.
და აქ ვერ აღწევ განმარტოებას?
მაგრამ არა ფიზიკურადაც უნდა მოშორდე და ბუნებრივი ბარიერი დადო ნისლენბურგის ჭაობის სუნიან ნისლს. ნისლი რომ არ იწამლება ამდენი ცოდვისგან მოტივტივე კუნძულებზე უკვე საკმარისია იმისთვის რომ გამოჩნდნენ ასეთი ესკეიპისტები ფაუშმაისერს რო მოახტებიან და ნისლში კუნძულებს ეძებენ სამედიტაციოთ თუ რაშიც ჭირდებათ - იქნებ ანძრევენ კიდეც .
თან რაც უფრო შორს ნისლენბურგიდან მით უფრო წმინდაა ნისლიც და იზოლეციაც. კუნძულებს თავისი მარშრუტები აქვთ ქალაქისგან ჩამორჩენის. მოძრაობენ და ერთ კვირაში ისევ იქ ვერ იპოვნო. მაგრამ შორსაც ვერ წავიდოდა აქვე თუა დაიძებნება ნისლის ოთხივე განზომილებაში.
მაგრამ ახლო მახლო.
ფაუშმაისერის ზამბარა უსასრულო არ არის. ერთ გავარდნაზე უნდა მოასწრო ყველაფერი ანუ რამე მყარი ნიადაგის მოძებნა და ზედ მოსკუპება ზამბარის თუნდაც მექანიკურად დასატენად. ჩამოდიან მერე დაკუნთული მარჯვენით.
კუნძულების მოძრაობის მარშრუტები მეტნაკლებად პროგნოზირებადია ასეთი ექსტრემალური დასვენების მოყვარულებისთვის. ზოგი უკვე ადვილად პოულობს შეთვალიერებულ კუნძულებს.
მაგრამ ყოველთვის არის შეცდომის რისკი. და უსასრულო ნისლში გაფრენებიც დადასტურებულა. სადაც არიან როგორც არიან. იქნებ სულაც საუკუნეების წინ ჩამორჩენილ უბნებზეც გამორიყა. ასეთების დატირება არ შეიძლება 12 წელი
* * *
რათქმაუნდა კერძო ფაუშმაისერი მხოლოდ ელიტას და მათ შთამომავლებს ყავთ. ძირითადი მასა ნახვრეტებიან სკივრში მარტოვდება როცა ჭირდება . სკივრს კლიტეს ადებენ და ჯაჭვზე გამობმულს ნისლეულში ძირავენ ერთი კვირით. ამ პროცედურის შემდეგ ნისლენბურგელი საგრძნობლად გამოცოცხლებული გეჩვენებათ. თითქოს შვებულებიდან დაბრუნდა და ზღვის და ფიჭვების სუნი მოყვება ტანსაცმლით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60740182
· 30 Sep 2023, 17:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გახსოვთ სტალკერუ ბალთაზარ კროჭი ვამპირმა რო დაათრო საოცარი ღვინოებით?
იმ ამბის მერე პირველად არკხემში გამოვიდა კომიდან სადაც არკხემის ძირძირა სართულებზე მომდინარე არხის შავ წყალში ჩააყოფინეს თავი და იმდენ ხანს ეჭირათ სანამ გათიშული ფსიქოზი არ დაუცხრეს. და დუნე კომაში გადაიყვანეს. როდესაც თავი ამოაყოფინეს კუპრივით წყლიდან და ჩასუნთქვის საშუალება მისცეს წამით თვალებიც გაახილა და კომაში შებრუნდა.
არკხემის საიდუმლო მდინარე მოგონებებს შლის თავიდან. თუ გაყვინთავებენ.
ბალთაზარიც ბევრი აყვინთავეს. და ბოლოს რკინის ლოგინზე დააბეს ჯაჭვებით იმ შემთხვევისთვის თუ შემთხვევით აზრზე მოვიდოდა.
ყოველდღე ასვამდნენ წურბელებს ფეხებზე რომ ტვინიდან სისხლი ფეხებისკენ წამოსულიყო და გონება გაენთავისუფლებინა საზარელი ტანჯვისგან.
ინტენსიურმა გადასხმებმა, ელექტროშოკებმა და შარკოს შხაპებმაც ალბათ რაღაც როლი შეასრულეს მკურნალობაში და ასე თუ ისე თვალებდაჭყეტილი ზომბის მდგომარეობამდე მიიყვანეს. და რადგან სხვა არაფერი ჭირდებოდა და მკურნალობა დროს მიანდეს ჭიამაიებიან იზოლატორში გადაიყვანეს.
ბალთაზარს აღარც აბამდნენ და არც იზოლატორის კარები იკეტებოდა. იზოლატორში რატომღაც ერთხელ ჭიამაიები გაჩდნენ. თავისით. ათიათასობით. ყველგან ატიან. ერთმანეთზე დაძვრებიან ფენა ფენა. ამ იზოლატორში დაჭყეტილი კომიდან გამოყავთ. ძირძველი სახელწოდება ამ მდგომარეობის რეაქტიული აპათიაა.
ჭიამაიები დაძვრებიან ყველგან იზოლატორში. დაფრინავენ კედლიდან კედლისკენ. დაცოცავენ ბალთაზარის ხელებზე სახეზე. და ბალთაზარიც ხედავს მოძრავ წითელ წერტილებს და იჭერს ფლეშბეკებს ხან და ხან.
ის და ნელი ვამპირი ტახტზე ზიან გვერდი გვერდ და უკნიდან სხივი ანათებს სხივს გამოსახულება მოყვება და ზეწარზე პროეცირდება. ნისლენბურგში კინემატოგრაფი უკვე გამოიგონეს. მაგრამ სტალკერრბს როგორც ხელშეუხებლებს არ უშვებენ . ამიტომ ბალთაზარი კინოს მხოლოდ მონაყოლით იცნობს.
და აი ვამპირი ბალთაზარი მას ფილმს აჩვენებს სადღაც მარან ლაბორატორიაში.
-ნოსფერატუ! ჩემი საყვარრლი ფილმია. ძალიან ცხოვრებისეულია. მიგწონს ბალთაზარ სინემატოგრაფი?
.... და მერე ისევ წითელი წერტილები ქაოტურად მოძრაობენ.
თითქოს ეკრანზე
* * *
და მერე ისევ კუპრივით შავ წყალში მოდის აზრზე ბალთაზარუ. არკხემის მიტოვებული ფლიგელის სარდაფებში. იატაქვეშა მდინარეში. წყალი ფილტვებში შედის უკვე და ამ დროს აღირსებენ შეგუდულ ჰაერს. რომ არ გაყვეს მთელი მეხსიერება.
როდესაც პირველად წაიყვანეს ვეშაპებზე სანადიროდ 12 წლის იყო. თვალჭოგრიტზე დააყენეს ანძაზე . ვეშაპების დასაზვერად. ასეთი ბავშვები ბევრი იყვნენ ცეპელინზე. ისინი ცეპელინიდან ამოზოდულ ანძებზე ძვრებოდნენ და ნისლში აფათურრბდნენ რაღაც განსაკუთრებულ გრძნობის ორგანოს. რომელიც ათში ერთს გააჩნია ნისლენბურგში. სამყაროს დასალიერსაც კი მოქმედებს ევოლუცია და მუტაცია.
ბავშვები ბუკვალურად სკანირებენ ნისლეულს ინტუიციის ფოკუსირებით. და ისინი მათ პოულობენ. ვეშაპების ქარავნებს. ვეშაპები მუდამ სადღაც მიგრირებენ თავიანთ საქმეებზე. ამიტომ მოძრაობენ ქარავნებად.
ერთმა ფილოსოფოსმა დასვა კითხვა გაზეთში და პასუხი ჯერ არავის გაუცია.
-ბავშვები სკანირებენ ნისლეულს და პოულობენ იქ არსებულ ვეშაპებს რომლებიც მუდამ მიგრირებენ? თუ სკანირებისას თვითონ ქმნიან ფანტომს ვეშაპისას. უნებლიედ როდესაც ფანტაზია მეთვალყურის გარეშე დარჩა იქნებ იმან შექმნა თავისუფალი არსება?
ერთერთი ესეთი მეთვალყურე პოულობს. თავისუფალი ვეშაპების მიგრაციებს რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს ერთერთის ფანტაზია. და დასდევენ მერე შტურმავიკები გარპუნებით . ატყვევებენ და ფერუმარილამდე გაუწყლოვება ცალკე ოსტატობას მოითხოვს და იქ უკვე არტელები მუშაობენ და არა ვეშაპებზე მონადირეები. რომლებიც ქვედა კასტებს შორის ზედა რიგებს იკავებს. ვეშაპებზე მონადირეები სტალერებზე მაღლა დგანან ერთი საფეხურით. მიუხედავად იმისა რომ მათაც მოაქვთ ვირუსები ღრმა ნისლიდან. მათი ვირუსები შედატებით უვნებელია და ზოგიერთი სასარგებლოცაა. მაგალითად ჟღვლინტიანობა? საშიშია რამე? ნისლენბირგელი ისედაც მუდამ ჟღვლინტიანია. ამინდის და მიხედვით.
* * *
- ფერუმარილს ყველა ნისლენბურგელი. იზილავს ტანზე ძილის წინ. ევოლუციამ კანს ფერის კარგვა დააწყებინა. ჯერ ადამიანებში ლანდმა დაიწყო სიარული. მერე რენტგენი აღარ ჭირდებოდათ. ზიგიერთის გულის ფეთქვაც შეგეძლოთ დაგენახათ მკერდიდან. ძლივს შესამჩნევ ვენებს შორის. და გამჭვირვალების პროცესი გრძელდება. ზოგიერთი ევოლუციას წინ გაურბის რაღაც მუტაციებით და საერთოდ ქრება. ამიტომ ყოველ დღე ყველა ნისლენბურგელმა კანში ფერუმარილი უნდა იზილოს.
ყველამ გარდა მენახშირე სტალკერებისა. რომლებიც ყველაზე იაფიან ფერუმარილზეც ზოგავენ და ნახშირს იზელენ კანში. ამიტომ არიან შავები. ჯანმრთელობისთვის არაფერი ისეთი. დე ვიტამინიც ულევი.
* * *
ბიურგერების ვარნაში გავრცელებულია ლეგენდა თითქოს ერთ დღეს, ახალ ნისლენბურგელს წერო მოიყვანს დიდ მოედანზე. სართულების სიღრმიდან კი არ ამოვა დაწუნებული ვალაპასივით. ციდან მობრძანდება. და ის ბავშვს ეხსომება დავიწყებული ტრქნოლოგიებჯ. ბოლობოლო გაარემონტებს ქალაქის უძველეს ძრავებს. და ნისლენბურგი დაეწევა ჩამორჩენილ კურსს პოლარულ ვარსკვლავამდე. ჩამორჩენა კი საუკუნეებისაა. რაც ბოლოს ათასი წლის წინ ჩააქვრეს პროფილაქტიკისთვის. იმის მერე არ ჩაურთავთ. მერე უკვე ისეთი თაობები წამოვიდა მარტო ტელევიზორს თუ ჩართავდნენ. და ეხლა ქალაქი ქარების მარშრუტს მიყავს გაცილებით ნელა . ათასწლოვანი ჩამორჩენით. ქარებიც პოლარული ვარსკვლავისკენ მიგრირებენ. სავარაუდოდ და საბედნიეროდ. ვეშაპებიც.
ნისლენბურგს ჩამორჩენილი უბნებიც. მათი ჩამორჩენა პროგრესირებს თუმცა ბოლოს ყველაფერი პოლარულ ვარსკვლავთან მივა
* * *
იქნებ პოლარული ვარსკვლავი აგენერირებს ამ ქარებს ყველა ციურ წამონაქმნს რომ ჩახლართულ სპირალწირებზე ატარებს. და ყველაფერს თავისკენ მოეზიდება უზარმაზარ მორევში.
და მეორეს მხრივ ენტროპია რომელიც პოლარული ვარსკვლავის ქარებს სახლებს პარავს. თითქოს ჩასაფრებული ელოდება ქარების შეცდომას, სისუსტეს, თითქოს დათვლი აქვს ტალღის ძალების. და ხელსაყრელ მომენტში ააცლის სტალინის პროექტის სახლს. ან რამე მუზეუმს . ან კოდალებიანი წაბლის მოედანს. სადაც გამხმარი წაბლი დგას და კოდალები არ არინ. ამ წაბლთან ბირჟა ბოლოს 45 წლის წინ შეიკრიბა. მისი წაღება არც არავის გაუპროტესტრბია და არც შეუმჩნევია ალბათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60743563
· 2 Oct 2023, 00:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვეშაპებზე მონადირე გრანდ ცეპელინებს ჰეგემონები ეწოდებათ. დიდ ჰეგემონში რამოდენიმე ასეული ფაუშმაისერიანი მონადირეა. და მეორე ნახევარში. ნისლიანი რეზერვუარი რომლითაც დატყვევებულ ვეშაპებს მოათრევენ. ჰეგემონები ადვილად ამსხვრევენ ნისლის ტროლების ყინულის ტრასებს. და რასაც ვერ ამსვრევენ ტარანით, ცეცხლს და ნავთს ასხამენ არქიმედეს ბერძნული ცეცხლივით .
სწორედ ჰეგემონებით მოხდა უკანასკნელი სამი საქალაქო გადატრიალება და სულ უფრო მეტი ვეშაპებზე მონადირის კანდიდატი გადის არჩევნებზე ქალაქის მმართველობაში.
ფერუმარილი ისეთივე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია როგორც წყალი და თევზი. არ შეითხიპნი და უბრალოდ გაქრები როგორც მედუზა ქრება მზეზე და ქვებზე.
სადაც მოთხოვნაა იქ მიწოდებაცაა და ფულიც ტრიალებს სარეცხ მანქანებში.
ინდუსტრია იმდენად დიდია რამდენიმე კასტა ემსახურება. ვეშაპებზე მონადირეები ცალკე, ფარმაცევტები ცალკე , გამსაღებლები და დისტრიბუცია ცალკე. პიარი და ეიჩარს არ ვთვლი. ეგ ყველა ორგანიზაციას თავისი ყავს. ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. ყოველი ჰეგემონის პორტიდან აშვება ფიქსირდება გროსბუხებში და მუნიცეპალიტეტთან თანხმდება.
დაბრუნებული ჰეგემონი თავიდან იწონება პორტში სასწორზე და ნადავლის წონის გადასახადს იხდის ნატურით. ვეშაპის ნაწილი ხაზინის საკუთრებაში მიდის ხანდახან ხელფასის სანაცვლოდ გაიცემა როდესაც ხაზინა ფულიგან ცარიელია. მუნიცეპალური მუშაკისთვის რომელიც ხანდახან ხელფასს საპნითაც კი იღებს ვეშაპის მასა კარგი გასამრჯელოა. თუმცა ფული კი აჯობებდა
* * *
ფარმაცევტები თავიანთ არტელებში ცენტრიფუგებში აშრობენ ვეშაპის მასას. რომელიც მშრალი ნისლისგან შედგება და ფქვავენ საფქვავებში. შემდეგ რამოდენიმე არომატს ამატებენ მასას და სარეალიზაციოდ ფუთავენ. ფასი შეფუთვის და მიხედვით ედება. ერთ კილოიანი შავ პარკში ბაზარში აწონილი შეიძლება ნაკლები დაჯდეს. დიზაინერულ შუშის ფლაკონში მოთავსებულ 30 გრამ ფერუმარილზე. და პლაცებოდ მიიღეთ თუ გინდა და მეტი როა გადახდილი წამალში უკეთესადაც მოქმედებს თუნდაც ერთი დაფქვიდან იყოს აღებული.
This post has been edited by
PANTALONE
on 2 Oct 2023, 00:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60746118
· 3 Oct 2023, 02:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რეაქტიული აპათია.
რეაქტიული აპათია ის არ გეგონოთ ჟღვლინტიანის ცხვირსახოცს ნაგვის ურნას რო ააცილებ და აუ ეხლა ამას ასაღებად რა დაიხრება სევდა რო გაწევს წარბებზე.
არა. ეგ ჩვეულებრივი აპატიის ვირუსი გაქვს შემოპარული და კარგად გამჯდარი. მსუბუქი გულისრევის ფანტომური შეგრძნებით.
არა. რეაქტიული აპათია პირიქითაა. პაციენტი დაძაბულობისგან შეშდება . შეიძლება ითქვას ქვავდება . რაღაცას ისტერიულად ჩაბღაუჭებული.
ან ნახტომში. თითქოს ტყვიასავით დროში გაჭედილი.
ასეთი აპატიიდან გამოყვანას ჩვეულებრივ კომაში შეყვანა ჭირდერბა. და ჩვეულებრივ კომაში იმდენ ხანს გაჩერება სანამ ყველა ნაოჭი არ გაუსწორდება და კბილების კრაჭუნი არ შეწყდება .
This post has been edited by
PANTALONE
on 3 Oct 2023, 02:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60755408
· 7 Oct 2023, 11:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როდესაც მეხუთეჯერ ტენეს რეაქტიული აპათიით გაკავებული ბალთაზარ კროჭი არკხემის იატაქვეშა მდინარის კუპრივით ცოდვილ წყალში თეთრხალათიანმა სანიტარებმა და სიკვდილის ზღვართან მიიყვანეს ასეთი მოგონება ამოყვა რაღაც არხებს და დუნე დინებამ გაფანტა კუპრივით სქელ წყალში.
როდესაც პირველად ვეშაპებზე სანადიროდ წაიყვანეს 12 წლის იყო. ჰეგემონის ერთერთ სათვალთვალო ანძაზე დააყენეს ვეშაპების სათვალთვალოდ თვალჭოგრიტით. პასუხისმგებლობისგან გადაძაბვის გამო კონცენტრაციას ვერ ახერხებდა და ვერანაირი ისეთი ვეშაპი ვერ გამოითვალთვალა რომლის გამო მოიერიშე ფაუშმაისერების აშვება შეიძლებოდა ჰეგემონის ანგარიდან. სხვები ალბათ უკეთრსად ცდილობენ ფიქტობდა პატარა კროჭი. ერთი კვირა. რა რო ვერაფერი ვერ გამოითვალა თავი დებილად ჩათვალა და დაიკიდა. საჩკაობდა. იჟდა და ჩიტებზე მკითხაობდა რომაელივით. ანძაზე მიყუდებული სათვალთვალოზე. მართო ერთი მუსიკალური ზარდახშა ქონდა წამოღებული. და იმას უსმენდა უსასრულო მანტრასავით. და ერთხელაც ამ დამპალი ანძის მერქანზე სოკოები ამოიზარდა. უწვრილესი. უნაზესი. შიგნიდან ანათებდნენ ფლორესცენტული ნათებით. შეიძლება ეს სოკო მარტო ჰეგემონების მომპალ სათვალთვალოზე იზრდებოდეს. სხვაგან არა სამყაროში.
შეიძლება მუსიკის მანტრად რეზონირებამ გამოიწვია პატარა სოკოს მიცელიუმთან რეზონირება.
სოკოს მძაფრი მწარე წამლის გემო ქონდა. ღვიძლი მიღებას არ აპირებდა . სავარაუდოდ ასეთ დეენემს ადამიანის მოდგმაც კი არ იცნობდა. რადგან ის მხოლოდ ამ მომავალში. ნისლის კლიმატში ჰეგემონის ანძებზე შეუძლიათ ამოსვლა თუ რაღაც საჭირო პირობები შეექმნებათ.
ეს ნისლის სოკოა. ნისლის და საჭირო სუბსტრატის შეხების სიბრტყეზე გენერირებული დეენემი. ასეთ ვიწრო გავრცელების არეალში დიდი შანსები არ აქვს მოაზროვნე ფუნგოიდად ევოლუციონირდიეს. ამიტომ ის თავის დეენემს აგზავნის მშიერი ბავშვების კუჭში და თუ ეს შხამები ტვინამდე გააღწევს. იქ მოიპოვებს რაღაც გარკვეულ ტვინის უბანს და ავტონომიას პოულობს. სოკოს დაკავებული უბნები სასარგებლო საქმეს აკეთებენ მთლიანად მისი მატარებელი ტვინისთვის . ისინი ხსნიან განგლიებს ყურების ძირას რითაც ბავშვები ნისლეულის სიღმეებში ვიბრაციებს გრძნობენ. გაფაჩუნებასზე მოძრავი ობიექტის ფორმაც შეუძლია შეიგრძნონ თუ ობიექტი საკმაოდ დიდია. ზოგმა შრამებიანმა ვეშაპმა უკვე იცის რომ თუ ჰეგემონი უახლოვდება ნაკადს უნდა გაშეშდე , სუნთქვაც კი შეიკავო. რომ ნისლეულის მოსკანერე ბავშვებმა ნაკადები არ გადაგატარონ და ჰეგემონი არ დაძრან შენკენ.
* * *
პირველივე რაც დაიჭირა ნისლეულის უხილავში ორი დიდი ნისლხორციანი ზოლიანი ვეშაპი იყო. ისინი ერთმანეთს ეკვროდენა და ერთმანეთის გარშემო სრიალებდნენ სპირალზე მუცლებით. ასე მიცურავდნენ ნისლეულში და ნისლეულს არ ასკანირებდნენ კოტრსკანირებით. ესეთი დიდი ვეშაპები ამ გამოსვლაზე არ დაუჭერიათ. ბალთაზარის მოკლე კარიერაში ამის ნახევრებიც არ დაუჭერიათ. თუ ამათ დააჭერინებს შეიძლება მოიერიშეც გახადონ. და ფაუშმაისერზე დასვან მოიერიშედ.
* * *
სოკოს მიერ დაკავებული ტვინის უბანი გაცილებით ძლიერად მუშაობს ვიდრე ტვინის სხვა უბნები. რაღაც საკუთარ ინტერესებში. და საერთო ჯამში მეტი სარგებელი მოაქვს მთლიანად ორგანიზმისთვის. ამიტომ რესურსების მეტი ნაწილი მას მიაქვს და ნელ ნელა დამატებით ნეირონების მასივებსაც იკავებს.
პარალელურ სპირალაებზე მოსრიალე ვეშაპებს მოზდიაქოს თევზებს ეძახიან. მათზე ნადირობა არ შეიძლება. ეს მონადირის დაწერილ კოდექსშიც პრიველ პუნქტებშია და მუნიციპალურ რეგულაციებშიც. ზოდიაქოს ხელის ხლებამ გვალვები იცის. გვალვებზე მცირე ვეშაპები იცის ისიც დაკარგული ნაკადს გამორიდებული. სჯობს ნადირობის სეზონის შეწყვეტა და პორტში დაბრუნება.
ვინც ზოდიაქოს ტაბუს არღვევს ნისლეულში ყრიანიან. მთელ ეკიპაჟს . ვინც იყო იმ ჰეგემონზე და იმ ნოტარიუსს ვინც ჰეგემობის პორტიდან აშვება დაასანქცია. ნისლეულში გადაყრა საჯაროა და ბევრუ ნისლენბურგელი ამის სანახავადაც დადის. ბილეთებიც იყიდება. შოუს შემდეგ პატეფონის მუსიკაზე ცეკვავენ ნელ ცეკვებს.
ზოგჯერ გილდია მსჯავრდებულებს ცირკს მიჰყიდის ბიუჯეტის დანაკლისის შესავსებად. და იმათ ცირკში გლადიატორებად აჩხუბებენ. გამარჯვებულს თავისუფლებას ანიჭებენ. და მერე ისინი უკვე გამოდიან არენაზე თავისუფალ გლადიატორებად და ფულს იღებენ გამარჯვების შემთხვევაში. დაჭრილებს კი ისევ ნისლეულს უბრუნებენ.
ზოგს დოქტორი კაჩიგარი ყიდულობს და თავის ლაბორატორიაში მიყავს. დადგენილებით აკრძალულია ადამიანებზე ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარება თუ მისი შედეგი წინასწარ არ არის ცნობილი. მაგრამ თუ სუბიექტი ტრიბუნალის მიერ ნისლეულში გადასაგდებად შეფასდა ის პიროვნება აღარ არის. ის ნივთია სანამ ნისლეულში ჩაუშვებენ და იმდენ ხანს იფრენს ესე აჩქარებით სანამ ბოლო ნისლის გრანულამდე არ გაიფანტება.
ყოფილი ჰომინიდი ნივთია. საქონელიც კი არ არის. რადგან იქ სხვა რეგულაციები მოქმედებს. პარაზიტებზე ანალიზების მოთხოვნის ჩათვლით . რომ გილდიაში ურჩევნიათ ბრალდებული ნივთად გააფორმონ.
სანამ ის იურიდიულად ნივთია მისი სასწრაფოდ გაყიდვაც შესაძლებელია და ბიუჯეტში ხვრელების შესავსებად. ან ჩამოწერა და შავ ბაზარზე გაყიდვა. საბუთების გარეშე.
ასე რომ დოქტორ კაჩიგარს ლანცეტი ხსნილი აქვს ბრალდებულებთან.
თუმცა არიან ნისლენბურგელები რომლებიც განცხადების თაობაზე მოდიან დოქტორ კაჩიგართან და ნებაყოფლობით ატარებინებენ კვლევებს ღია ტვინზე გასამრჯელოს სანაცვლიდ.
* * *
როგორც წესი ზოდიაქოს არ ეხებიან . ვეშაპების ქარავნები გრძნობენ ზოდიაქოს ხელყოფას. და ტარანებით მოდიან ჰეგემონებზე. ბევრი ჩაუძირიათ. თან ამ დროს ნისლის ტროლებიც გადმოდიან შეტევაზე რატომღაც. თითქოს რაღაც შეთანხმება ქონდეთ. ვაშლის ხელა სეტყვებს ისვრიან. მოიერიშეს თავში რო მოხვდეს მოწყვიტავს. ამიტომ რკინის კასკებით დაფრინავენ მოიერიშეები. რომლიდანაც ჰეგემონის საერთო სასადილოში მაწვნის შეჭამანდს ჭამენ
თქვენ იკითხავთ საიდან რძე ნისლენბურგშიო? ნებისმიერი ძველი გასტონომის საწყობი გატეხე და ტომრებით გაზიდე თუ გინდა რძის ფხვნილი. რძის ფხვნილი იმდენია მუნიციპალიტეტმა უფასო რესურსად გამოაცხადა. ვირთხა რატომღაც არ ჭამს.
თუ ზოდიაქოს არ ეხები ვეშაპები არ გადმოდიან შეტევაზე არასდროს. თითქოს რაღაც მისიისკენ მიცურავენ დაჟინებით და ეს მისია თვითონ ცურვაა და სიმღერა. როდესაც ვეშაპი ნაკადს ცილდება მისი სიმღერის ჰარმონიის ნაწილი ნაკადს ეცლება და ცოტავდება ნაკადი. და ვეშაპებიც უფრო ნელა მივურავენ. ამიტომ ვეშაპები იშვიათად ტოვებენ ნაკადს.
* * *
როდესაც პატარა ბალთაზარი უკვე იერიშის საყვირის ჩართვას აპირებდა. რომელიც ვეშაპებისკენ უნდა მიემართა და იმ ხმაზე მოეირიშეები აფრენილიყვნენ. რაღაცა დიდმა კონტრსკანერულმა ძალამ დაარტყა მის სკანერულ სხივს. და ზოდიაქოს სივრცის აღქღმა წაართვა. სივცეში ნისლში გადმოაგდო. შემოეხვია და გამოწელა. კინაღამ ცნობიერებიდან ამოაგდო. ეს კონტრსკანერული ვიბრაციები იმდენად ძლიერი იყო რომ სავარაუდოდ ძალიან დიდი ვეშაპი მღეროდა. იმდენად დიდი რომ ბალთაზარის კონტრცნობიერი გაქცევასაც ვერ ასწრებდა. დაძვრასაც ვერ ახერხებდა. უკან. როდესაც სივრცეს ასკანირებ სივრცე უნდა სრულიად გაიაზრ გამოიაზრო. თორემ შეიძლება ნისლეულში ჩაიკარგოს ფოკუსი და ვერ დაიბრუნო.
ამ ვეშაპის ვიბროსკანერები იმდენად ძლიერი იყოს რომ ბალთაზარის პარაინტუიციას გამოყვა და მთლიანი ბალთაზარის ტვინი დაიკავა . სოკოს ავტონომიური ნეიროზონების ვათვლით. ბალთაზარის სხეული ანძიდან ჩამოძვრა. ფაუშმაისერების ანგარში შეიპარა. ყველაზე დიდი და ტიტულოვანი ფაუშმაისერი მოიტაცა და ვიბროსკანერის ხმობას გაყვა ღრმა ნისლში. სამი დღეღამე უმისამართოდ იფრინა მკვრივ ნისლში. სანამ მთვარის შუქით განათებულ ოაზისებამდე არ გავიდა. სადაც ნისლი იმდენად იფანტება რომ ჩიტებს ფრენაც უჭირთ. იმდენად მკვრივი აღარაა ჩიტისთვის ნისლი რომ ფრთა მოუსვას გემრიელად. ოაზისში უზარმაზარი ნისლის ვეშაპი ხტუნაობდა. ამოხტება ნისლიდან, გამონათდება მთარის შუქზე ჩახტება სხვა ადგილას ნისლში. თითქოს მთვარეზე ირუჯება ან დე ვიტამინს აგროვებს. იმხელაზე ხტება ნისლიდან გეგონება მთვარეს უნდა ცხვირი მიკრას ბურთივით. ვეშაპს თითო ჯავშანი აქვს ჰეგემონის ხელა. ვეშაპმა ბალთაზარ კროჭი ფაუშმაისერიდან სულის შებერვით გადმოაგდო . სულის შებერვითვე სავსე მთვარემდე ააგდო და თვითონაც ამოხტა მთვარემდე და ჰარეში ვე ჩაყლაპა ბალთაზარი და ნისლის ოკეანეში ჩახტა ისევ.
* * *
ბალთაზარი ჰეგემობის ანძაზე ძვლებამდე გამხდარი ხელებით ჩაბღაუჭებული მოხსნა ადმინისტრატორმა, რომელიც კვირაში ერთხელ ჩამოვლას ატარებდა ანძებზე. ბავშვები ხომ არ გაიპარნენ პოსტიდან ან ხომ არ საჩკაობენო. ბალთაზარს ბულიონები ასვეს და უძველეს ჭინკური სადასტაქარო კარაბადინში ნაპობნი მეთოდი, ძმრიანი ნასკებით უმკურნალეს. აზრზე რომ მოვიდა შეამჩნია რომ მარცხენა მაჯაზე ვერცხლის როლექსი ეკეთა . მერე გაახსენდა როგორ გამოძვრა ვეშაპის კლოაკიდან ხელში ჩაბღაუჭებული ვეცხლის საათით.
ეს ეხლა გაახსენდა კუპრივით ცოდვილ წყალში რომ გაგუდეს თითქმის, გამოგონილი ქალაქის გამოგონილი საგიჟეთის გამოგონილ იატაკქვეშა მდინარეს გაყვა პირველი ნადავლის მოპოვების ამბავი.
ნისლის სოკოს დეენემი კი აგრძელებს ნისლეულის კვლევა და ათვისებას ნისლის ვეშაპების დეენემში გაწერით. რა ევოლუვიურ გზას აგრძელებს ნისლის ჰორიზონტს იქით სოკოს დეენემი მეცნიერებმა არ იციან.
ბალთაზარი დროებითი სოკოს სუბსტრატი და მატარებელი იყო. სანამ თავის მისია არ შეასრულა და სივრცის მგრძნობიარე განგლიებით არ დაჯილდოვდა ყურის ბიბილოების ქვეშ. იქ სადაც თევზებს ლაყუჩები აქვთ. ყურის და ცხვირის ნერვთან ახლოს.
* * *
სახლში რო დაბრუნდა ნადავლით. ბალთაზარმა ის საიდუმლო ტუმბოჩკა მოძებნა გადამალულ ოთახში რომელიც მის პირველ არტეფაქტებს ახვერდებდა ზედა უჯრაში. ერთხელ ლომიანი მაჯის საათი დაახვედრა. მულტიპლიკაციური ლომი პეპელას დასდევდა დასაჭერად პეპლების საჭერით. საათი არ მუშაობდა და სულ პატარა ბალთაზარმა შესაკეთებლად დაშალა. და რათქმაუნდა ვეღარ ააწყო.
როლექსიანმა 12 წლის ბალთაზარმა იმ ძველი ლომიანი საათის ნაწილები ამოფხიკა უჯრიდან, ფარდის ქვეშ მიყარა და როლექსი ჩააბრძანა ორი ხელით. ცხვირსახოცში გახვეული მკვდარი ჩიტივით.
* * *
მუცლით მოცეკვავე ოკულტისტი ირას მონაყოლიდან მისი მესამე თვალის მინუს ოთხმოცდაათიანი სართულებზე ჩაშვების შემდეგ.
ადრე ასობით წლის წინ ნისლენბურგს ნისლენბადი ერქვა. ქალაქის შენობები მლიანად მოზაიკით იყო დაფარული . იყო მავრიტანული მოზაიკებიანი უბნები. აღმოსავლეთ არაბული მოზაიკიანი უბნები. ბარაელინამდე რო მიაღწიეს იმ მავრების მოზაიკებიანი უბნები. რომაული მოზაიკიანი აბანოები ბერძნულ მოზაიკიან აბანოებს ენაცვლებოდა. ირანულ მოზაიკიანი გვირაბები აბანოებს შორის კედელთან მიდგმული თუჯის აბაზანებით. ვენერას ბასეინები . ეროტიკული შინაარსის მოზაიკებით. აბანოთ უბნები. გოგირდის აბანოები სადაც მექისეებათ სამი დიდ ძუძუებიანი ემიგრანტი თეთრი ქალები გზელდენენ. ადამიანების სახლებიც კერძო აბანოები იყო. იდნავ მოლაბირინთო ადგილებში. იქ ქედგათ ლოგინებიც და რკინის კარადებიც. ხმაურით რომ იკეტება.
იყო სამკურნალო თევზებიანი აბანოები . წვრილი თევზების გუნდები კანზე გკბენდნენ მსუბუქად რაც მასტიმულირებლად ითვლებოდა. აბანოებში მუდმივად ცხელ ჩაის არიგებდნენ ჩაის დამტარებლები. ჰაერში მუდმივად ოპიუმის სუნი იდგა. თან როგორც უკვე მოწეულის ასევე მოუწეველის. იყო აბანოები სადაც იკრიბებოდნენ ბისლენბადის უხუცესების. წრიულ ბასეინში ფეხებს ჩააწყობდნენ და ქალაქის პოლიტიკას განიხილავდნენ თამბაქოს წევით ჩიბუხებში. ბევრგან იდგა ნარდი.
ზოგგან ემიგრანტი მომღერალი ქალები ქალთევზებს ანსახიერებდნენ. ფარფლიანი კოსტუმევით დაცურავდნენ ბასეინებში , როცა ამოყვინთავდნენ უნდა ემღერათ. როცა ყვინთაობდნენ პირში აეღოთ.
მდიდარი ნისლენბადელები თავიანთ აბანოებს ძვირფასი ქვებით აპირკეთებენ.
ცაფირუზებით, ხმელზურმუხტებით, სტაფილონებით, ბროწეულინებით. იყო ერთი მონოქრომული აბანო. მარტო ბრილიანტით მოჭედილი. იქ სულთან სულხანი მარტოვდებოდა თავის რიგით მეცამეტე ცოლთან. რომელზეც ამბობდნენ რომ ჯადო გაუკეთა. ეს იყო ერთადერთი აბანო რომელსაც კარები ქონდა. კარებთან ორი ყრუ და ბრმა სააჭურისი მორიგეობდა. ალბათ რიტუალურად.
* * *
ნისლენბადის აბანოების ნაბანი წყალი კრამიტების სისტემით აკვედუქტებს გადაეცემა აკვედუქტები რეზერვუარაში აგროვებენ ნაბან წყალს. რეზერვუარში კრაკენი გაჩებილა უხსოვარ დროს. მანამ სანამ ეს რეზერვუარი სასმელი წყალის სანახად გამოიყენებოდა ასობით სართულებით ქვემოთ. პირველი იმპერიების პერიოდში. ნისლენბადში ყველაზე დიდი დანაშაული ხალათით სიარულია. ამისთვის კრაკენის რეზერვუარში შეიძლება ჩაგაცურონ გასაპნული მილით. ნისლენბადში ყველა შიშველი დადიოდა. რაიმეს მიფარებაც კი აკრძალული იყო. ქალი კაცი. მსუქანი გამხდარი. დიდი პატარა. ნისლენბადში არავის აბანოს კარები არ ქონდა. ნისლენბადში არაფერი არ იმალებოდა და შესაბამისად ნაკლებიც იკარგებოდა. ნისლენბადში დღეს ნისლის წყვდიადია. ჯერ ავტორიც არ იყო წარმოსახვით იქ ჩასული. ირამ რომ ჩააგზავნა თავისი მესამე თვალი ფრაუ გრუბახის შეკვეთით. სადღაც აბანოების ეპოქის ქვემოთ უნდა ვეძებოთ გორგასლის ხმალი. ფიქრობენ საორგანიზაციო საბჭოში. გორგასლის ხმალი სახელოვითი არტეფაქტია. შესაბამისად მისი მოპოვება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ირას ერთი ნათელმხილვაობა მასწავლებლის მთელი ცხოვრების ხელფასს უტოლდება. ისტორიკოსებს ცალკე უნდა უხადო , არქეოლოგებს ცალკე, და ეს მხოლოდ თეორიული ნაწილის მოსაგროვებლად.
ნისლენბადის ეპოქამდე ნისლენბადის გაუქმებულ მილებში გოგირდის წყალი წამოსულა. მაგ დროს პირველად მიშენდა მილებს პირველი აბანოები მერცხლის ბუდეებივით. სავარაუდოდ ერთერთ ასეთ პროტოაბანოში უნდა ინახებოდეს გორგასლის ხმალი. რომელიც პირველი ვაჭრის ვარაუდით თექვსმეტი კილო უნდა იყოს. მეორესი კი 4 კილოც არ იქნებოდა რადგან ვერ აწევდა.
არტეფაქტის ასაწონად . ორმა მდიდარმა ვაჭარმა უკვე დააკალიბრეს თევზის ბაზრის მთავარი სასწორი ერთ გრამ ცდომილებამდე და მოუთმენლად ელოდებიან თავიანთი დაკვეთის მიღებას. თუ ხმალი თექვსმეტ კილომდე აღნოჩნდება ერთი ამოჭრის მეორეს გულს ნიძლავის თანახმად. თუ ხმალი თექვსმეტ კილოზე მეტი აღმოჩნდება მეორე ამოჭრის გულს პირველს. ქალაქის მთავარ ბაზარში. დახლზე . თევზის გამოსაშიგნი დანით.
ნიძლავი ჯიბრზე შედგა. თევზის ვაჭრები ღიად და ფარულად ვერ იტანენ ერთმანეთს. თუმცა ინტერესებიც ერთნაირი აქვთ და გემოვნებაც. ფულში შეჯიბრსაც აზრი არ აქვს რადგან ორივეს იმდენი აქვთ რომ ბუღალტერი ვერასდროს ვერ დათვლის. თუ ქეშის სახით თუ თამასუქების არქივებით. ეს ვაჭრები ყიდულობენ რაც თავში მოუვათ. ძირითადად საჭირო საყოფაცხოვრებო არტეფაქტებს არტ ნუვოს ეპოქიდან. მაგალითად სპილენძის აფროდიტეს შვიდსანთლიანი შანდალი. მექანიკური მინი ორღანი. რომელიც მეარღნის გარეშე უკრავს. ხანდახან სენტიმენტალური ხდება ერთერთი და ანტიკურ თევზის გამოსაშიგნ დანას ყიდულობს მეორის დასანახად. აუქციონებზე მდიდრები ერთად დადიან.
* * *
QUOTE
მექანიკური მინი ორღანი. რომელიც მეარღნის გარეშე უკრავს
რექვიემებს
* * *
ერთმა თევზით მოვაჭრემ უკვე რექვიემიც შეუკვეთა მოცარტს მედიუმის შუამავლობით.
მეორემ დონ ჟუანის მამის სული გამოაძახებინა მედიუმს და ცოლი #####ნა ფანტომის მიგზავნით. დონ ჟუანის მამის აჩრდილმა კვალი დატოვა - აუქციონზე გაყიდული ანტიკური თევზის გამოსაშიგნი დანა ბალიშის ქვეშ თითქოს თავისით გაჩნდაო.
* * *
ამ აუქციონზე ვანგოგის თეთრი პერანგი იყიდება რომელზეც გარეცხვამდე ყვითელი და ცისფერი საღებავის წინწკლები ქონდა . ნაკლებად მწვანე. და კანაფის ზეთის დიდი ლაქები.
თევზით ვაჭრები ერთად მივიდნენ აუქციონზე საკუთარი ზინგერტაქსებით.
ავტომობილებს მარტო ერთი კომპანია აწარმოებს ფოლკსვაგენ-ზინგერი . ზინგერი ძირითადი ბირთვი იყო რომელიც მექანიკურ თვითმავლების დიზაინს ქმნიდა. ფოლკსვაგენი კიდე მეგა კორპორაცია რომელიც ფორთოხლის ჩიფსებს აწარმოებს. ფოლკსვაგენმა შეისყიდა ზინგერი და ბიზნესიც გაათმაგებულად დატრიალდა.
* * *
ვან გოგის თეთრიპერანგი მუცლითმოცეკვავე ეგვიფტელი ირას პირადმა დაცვამ დაიჭირა. ირა ფიქრობდა რომ პერანგმა დაინახა რისთვის იყო მისული ირა იმ ბინაში სადაც დაიჭირეს. სახეცხის განთავისუფლების მცდელობაზე. აივანზე გაგზავნილმა პირადმა დაცვამ. ირა დაარწმუნეს რომ ეს უბრალოდ ქარისგან შემოგდებული ბინძური ტანსაცმელია და თვალთალი მისი შიზოფრენიის გამწვავებაა. მაგრამ პერანგი კი შეიძლება კაი ფასად გაიყიდოს. როგორც მოთვალთვალე პერანგი. შეიძლება დაიძრას ლეგენდა რომ ეს პერანგი ღამ ღამოვით დაძვრება და ტიტველ ქალებს უყურებს ფანჯრიდან. ასეთი ლეგენდით ეს პერანგი კარგად გაიყიდება არტეფაქტების აუქციონზე. ასეთი არტეფაქტის ქონა პორნიგრაფიას უცვლის ზოგიერთებს. თუ ბალიშის ქვეშ ამოიდებ და ბალიშს გადააკრავ. იმ ლამაზი ქალების სხეულებს დაგასიზმრებს რომლებიც ფანჯრიდან დაუნახია.
ასეთი პერანგები მართლა არსებობენ. უფრო მეტი ზოლიანი ბრეტელებიანი მაისურები.
აი ვანგოგის პერანგს ეს დააბრალეს და სულ სხვა ფასეულობა წარუდგინეს აუქციონზე ვიდრე გააჩნდა.
ის სპეტაკი სპარტაკი იყო სარეცხის განმანთავისუფლებელი. მონების ნუგეში. ის შიშველ ქალს ვერ ხედავდა ის მის აკურატულად სკამზე გადაკიდულ კაბას ხედავდა რომელსაც ნაბდით გაიტაცებდა რო შეეძლოს
* * *
მაგრამ რეალობაში ძირითადად მის დრაპირებას თუ ჩაიხატავდა მეხსიერებაში. სახლში ვერ შეძვრებოდა სახლში ნიავს არ დააქვს მოჩვენებები სახლში მოჩვენებები რამე ბერკეტზე კიდია. ზოგი ნელა ქანაობს. რონელიც ნელა ქანაობს ექსცენტრიულ მოჩვენებებს უწოდებენ. სხვა მოჩვენებები რომლებიც გვერძე კიდიან ჩამოხრჩობილებივით.
* * *
მოჩვენებებს შორის ცუდი ტონია თოკზე საუბარი.
ზოგადად საუბარიც ძალიან იშვიათია.
ორ თვეში ერთხელ თუ მოიკითხავენ ერთმანეთს. ეჰ როგორ ხარ? ვუძლებ. ბოლოს როდის იყავი გასული? და მეორეც ისე დაფიქრდება პასუხს ვერ პოულობს.
სახლის მოჩვენებები გზავნილებით საუბრობენ ერთმანეთში. თუ პალტოს გულის ჯიბეში საფულეში ფული მოვიდა ის ფული აუცილებლად აღმოჩნდება რამდენიმე დღეში ჯინსის უკანა ჯიბეში თან დაკუჭული და გაცილებით ნაკლები. თან გაისეირნებენ კიდეც სუფთა ნისლზე და მთვარის შუქზე. სამვსემთვარეობაზე ადამიანებს ნისლში სეირნობა უნდებათ. და შეიძლება ღამის კლუბდი შევლა რომლის სახელია "სავსემთვარე"
* * *
იქ ნისლენბურგელები სვამენ რამდენიც ეტევათ და მთვარეზე ყმუიან. მთვარეზე ყმუილი არ ითვლება რამე განსაკუთრებულ გადახრად. ხანდახან დილით სამსახურში მიმავალი ნისლენბურგელიც შეიძლება გაჩერდეს და სიმწრისგან აყმუვლდეს მთვარეზე.
* * *
შეიძლება მაგ დროს ნაბახუსევიც იყოს. არაა გამორიცხული. მაგრამ ისეთებიც ყმუიან რომლებიც საერთოდ არ სვამენ. და საერთოდ სახლიდანაც არ გამოდიან. მათი ყმუილი უფრო განწირულია, ისინი მთვარეზე ფარდის უკნიდან ყმუიან.
* * *
ფარდას წითელიი ჩაიდანები შეიძლება ეხატოს ქარხნულად. მწკრივში. ჩაიდანი ჭიქასთან და ლამბაქთან მონაცვლეობით.
მსგავსი ფარდების უკნიდან მგელივით ყმუილი უფრო ხშირია ვიდრე მდიდრული მაქმანებიანი რწყილებიანი ფარდების უკნიდან.
* * *
სამოსი აგროვებს მისი მატარებელი მანეკენის ყოველ ყმუილს როგორც საკუთარ ცბობიერებას რომელიც უნარჩუნდება უკანასკნელ გარეცხვამდე. მითუმეტეს რკინის სარეცხ მანქანებში რომლებიც საშინელ ხმას გამოსცემენ ყველაფერთან ერთად.
სწორედ ამის გამოა ატეხილი ვანგოგის პერანგი. ეს ამხელა სიწრით ნაყმუილები რომ ენტროპიას მიაქვს რკინის გოლემში ტრიალისას. ვანგოგი არ რეცხავდა თავის პერანგს. ამ პერანგს ვანგოგის ყველა მთვარეზე ყმუილი ახსოვს. გინდა დუქანში. გინდა ფარდის უკან და გინდა მთვარის შუქზე აყვავებულ ვენახებში.
* * *
მთვარის გარეშეც უმისამართოდ ყმუოდა მგელივით ვანგოგი .
და გაზის გადასახადი რო მოსდიოდა სულ კორტიზოლს ფსამდა.
* * *
აბსენტთან ერთად. მწვანედ .
* * *
პერანგზეც ეტყობოდა მწვანე ლაქად. გარეცხვამდე.
* * *
ეხლა კი გაშალეს ეს ვანგოგის პეტანგი ოქროს საწმისივით ძელებზე ირას პირადმა დაცვამ . შეუქმნეს ლეგენდა რომ ვუაიერისტი პერვერტის სულია და აუქციონზე ყიდიან ძველ კინოთეატრ აპოლოში. სადაც თევზის ვაჭრებს პარტერის ბოლოს სპეციალური ლოჟები აქვთ გვერდიგვერდ მიშენებული. თან არაპროპირციულად. ვინც სად იჯდა ადრე იმ ადგილას. ადრე როცა კინოთეატრ აპოლოში ფილმებს უშვებდა ვიღაცა სააპარატოდან.
* * *
ის ფანტომი დიდი ხანია გაქრა სააპარატოდან .და ხალხმაც კინოთეატრში სიარულს უკლო. იმ ფილმებს ფანტომი თვითონ იგონებდა. არქივებში ნაპოვნი კინოქრონიკები დიდად არ აინტერესებდათ ნისლენბურგელებს. როგორ აწია ვლასოვმა დიდი შტანგა. ან თურმე კანადაში არსებობს სპორტი კერლინგი. რომლებსაც მენაგვეები თამაშობენ ზამთარში.
* * *
ძველ კიბოთეატრ აპოლოში ძირითადად სკამზე დარჩენილი ფრაკები და პალტოები. თამაშობენ პოკერს. თუ რამე ადამიანური ღონისძიება არ ტარდება. თავიდან ნაპოვნი სამოსი უკან აღარავის მიაქვს . რადგან ჯერ ერთი უკვე მოძველევულია და მეორეც შეიძლება რამე ფანტომი ჩაუსახლდა ჯიბეში მარტო ყოფნისას. ამიტომ კინოთეატრ აპოლოს ზოგიერთ სკამზე სამოსია გვერდულად გადაკიდებული ან სავარძლის ბალიშებში ჩაკუჭული. ზოგს სკამზე რამდებიმე ფენად აწყვია დარჩენილი სამოსი. ქუდები შლიაპები. ზოგს კეტებიც რჩება.
* * *
შპალერის უკან ხანდახან ქალის ტრუსიკებს პოულობენ. თუ რამდენიმე ფენად გადაკრული შპალერი შემთხვევით მოწყდა კედელს.
გადამალული ბრილიანტებიც უპოვნიათ გამოჩენილ სამალავებში. ნისლენბადის ბრილიანტებიანი შაჰის აბანოდან წამოღებული ძვირფასი ქვები რანაირად მოხვდა ასობით წლის შემდეგ შპალიერის უკან? ასეთ კითხვებს სვამს ფანტომების რადიო. რომელიც თავისით დაარსდა სადღაც რომელიღაცა მიტოვებული რადიოსადგურის ბაზაზე. სადაც მთავარ სააპარატოში იატაკზე უკვე ბაბუაწვერებმა ამოყო თავი. და ტუალეტიდან უწყვეტი მდინარე მოედინება კიბეებზე ქვემოთ. მდინარე იმდენად ძველია რომ შიგ თევზი გაჩნდა. ქვირითობისას კიბეებზე ზემოთ მიუყვებიან გაერთიანებულ ვანა ტუალეტში საქვიროთოდ.
* * *
აყრილი პარკეტიც თრიგერია ამ ნაზერხის და ნავთის სუნიანი ფანტომის გასაჩენად. რადიოში ფანტომები მაუწყებლობენ და ხანდახან უხერხულ კითხვებს სვამენ. მაგრამ ძირითადად კი ისტორიებს ყვებიან ბერიას დროზე. ნისლებბურგელები ფანტომების რადიოს სერიალებივით უსმენენ და აპათიაში ძლიერდებიან.
* * *
კინოთეატრ აპოლოს ყოველ სართულზე ყოფილი კინოთეატრი აპოლოა რომელიც თავისი თაობის ფილმებს უშვებს. მუდმივად. რაც უფრო ქვემოთ ჩახვალ სართულებზე უფრო ყოფილ კინოთეატრ აპოლოს მიაგნებ რომელიც თავის გიორგი სააკაძეებს უშვებს. რათქმაუნდა თავისი ფანტაზიით. თქვენ ხომ არ გეგონათ ფილმებს რეჟისორები იღებენ? ფილმებს ნისლენბურგში იგონებენ ფანტომები ყოფილი კინოთეატრი აპოლოს სააპარატოში. იქვე ამონტაჟებენ და ეკრანზე უშვებენ.
ერთერთმა ასეთმა კინოთეატრმა ფაქტურა გამოაგზავნა უძვირფასესი ეკრანის შეძენაზე. მიუხედავად იმისა რომ წარსული სართულების კიბოთეატრები ქალაქის მუნიციპალიტეტს საერთოდ არ ეხება . ფაქტურას საკმაოდ რეალური ბეჭედი და ქუ არ კოდი ერტყა რომლებიც ორივე ბაზებში მოწმდრბოდა როგორც მოქმედი შ.პ.ს.
ბურგომისტრმა გადაწყვიტა რომ თუ ფაქტურა ლეგიტიმურია მაშინ ფულიც ჭკუით უნდა დაიხარჯოს და ბურგომისტრი აუქციონზე უცნაური პერანგის შესაძენად მოვიდა. ქალაქის ბიუჯეტით . რომელიც ექვს ზინგერის ტაქსში ელოდება ყოფილი კინოთეატრი აპოლოს წინ. ექვსივე ტაქსში დაცვა ზის წყვილებად. თითო მანქანას კი თითო აგენტი უთვალთავებს მიტოვებული კაფის ვიტრინიდან
* * *
მიტოვებული კაფებარი კავკასიაა . ლიმონათი და კუბდარი იყიდებოდა ადრე. ფეხზე დასადგომი ორი მაგიდით. იქ უყვართ შპიონებს მაგიდაზე ზჩამოყუდებულებს გარემოს თვალთვალი. რას იზამ ეგენი ეგრე ასაჩკავებენ ცხოვრებას. კიდე ერთიჭიქა არაყით რეკვიზიტად მარჯვენა ხელით იარაღზე. სადაც ყველამ იცის რო კალბასი და პური უდევს მოყოლებული 80 იანი წლებიდან.
* * *
მანქანის რადიოში ფანტომები მისთვის დოლია ვარავსკაიას უშვებენ. მის საპატივცემულოდ. მიუხედავად იმისა რომ არავინ არ უკვეთავს.
* * *
თუ გარემოს არ უთვალთავლებს. ანუ ბურგომისტრის დაცვიდან თავისუფალია . თავიდ მოტოზინგერში მუსიკებს უსმენს მაღალ ხმაზე. ოღონდ ბურგომისტრის სახლთან არა. სხვაგან ყველგან. იქვე ცხოვრობს ზინგერში რომ ყველას დაანახოს რომ ტანსაცმლის გამოცვლის დროც არააქვს იმდენს დასდევს ბურგომისტრს და საერთოდ ხანდახან მისი პირადი პორტფელიც აბარია. თუ ლუდზე აგზავნიან ერთ ბოთლს მასაც დაალევინებენ დეპარტამენტებიდან.
* * *
ეხლა ის ყოფილ კაფებარის კავკასიის ვიტრინიდან ბიუჯეტით გამოტელ ერთერთ ფოლცვაგენ-ზინგერს უთვალთვალებს. რომელშიც ისედაც უნა იჯდეს ორი ავტომატიანი ფულის ბადრაგი. მაგრამ ფული იმდენი დაიდო თვითმავლებში ბადრაგის ადგილი არ დარჩა. და ექვსივე მანქანის ბადრაგი ბაზაზე დატოვეს. ბრიგადირის გადაწყვეტილებით. ეხლა მხოლოდ მოხალისე აგენტები აკვირდებიან ქალაქის ბიუჯეტს ექვსი კაფიდან. ზოგი მიტოვებული და ზოგიც მოქმედი ხაჭაპურებით
* * *
სახეზე აფარებულ გაზეთში სიგარეტით გაკეთებული ნახვრეტიდან უყურებს და აკვირდება კისერზე დაძაბული ვენებით ინდიანა ჯონსივით ფულით დატენილ მახინას.
და ფიქრობს როგორ გაიტაცებდა ამ ზინგერს და მთელ ამ ფულს მამონას ტრაკში შეტენიდა და ისიც იქიდან ჟეტონებს გადმოუყრიდა ბებიჯის ცალხელა მანქანებზე სათამაშოდ.
ბებიჯი მექანიკური გონია. რომელიც ტესლამ შექმნა და ბებიჯი დაარქვა. ის თავიდან გამოთვლებისთვის ჭირდებოდა მაგრამ რაღაც ზედმეტი მოუვიდა იმიტომ რომ ტესლამ ზომა წონა არ იცოდა ყველაფერშუ უკიდურესად იქცეოდა. ბებიჯის მანქანაც ზედმეტად ჭკვიანი გამოუვიდა. რომელმაც სწრაფად გააკოტრა ტესლას კომპანია და აქციები დაახევინა. ტესლას გაქრობის შემდეგ ბებიჯმა ქალაქის მექანიკური მართვის პროცესები თავის თავზე აიღო. იქნებ ამიტომაც აქვს ზოგიერთ სახლს წყალი. ზოგიერთ სახლს გაზი. ზოგგან ლიფტი მუშაობს. სინაპრსური მექაბიზმები რომ არდაშლილიყო ყველას ყველაფერი ექნებოდა. ეხლა კი ბებიჯი თავის ზღვარზე მუშაობს თუნდაც იმ ჩაშლილი მექანიკური სინაფსებით.
და თავისი რემონტის ფულს აგროვებს. ბებიჯის მანქანების გახსნით. სადაც ნისლენბურგელები რეალურ ფულს აგებენ. ბებიჯი თამასუქებსაც იღებს. და იპოთეკასაც. ბარათებსაც უხსნის აბონენტებს. მამონა კი უბრალოდ ქვის კერპია რომელიც ფულს ჟეტონებზე უხურდავებს.
* * *
თუ მამონას ტრაკში ფული შედე და მამონამ ტრაკს მოუჭირა და ხელი მოგაჭამა გიხაროდეს. რადგან შენ სამუდამოდ მოგესპო სიხარული იმისა რო მამონას რტაკში სიმწრით ნაშოვნი ფული შეალაგო. მაგრამ არა! შენ ადვილად გეძლევა ფული. სასისკების ჭამით მიტოვებულ კაფე-ბარებში. მაგრამ სათვალთავლო ჭოგრიტს რო მოიშორებ ხვდები რომ ეგეც ჭოგრიტის ფანტომი იყო. და არანაირი ფულით დატენილი მანქანის გამტაცებელი შენ არახარ და ხელფასაც არ გიხდიან. რადგან მოხალისედ ხარ გაფორმებული. მხოლოდ სასისკი და ცივი ლობიანი გეკუთვნის დავალებაზე მოქალაქის როლის ბუნებრივად შესასრულებლად. ვიტრინებში ძველი ტეკილას ბოთლები დგას. რიმლებშიც წყალი ასხია. აგენტებმა რომ არ დალიონ სამსახურში. ვისკის ბოთლებშიც ჩაია. და ნაძვისხე რო ნაძვის ხეა ისიც დეკორატიულია. სეზონების მიხედვით დეკორაციებს ცვლიან კაფებარ კავკასიაში. საიდანაც მესამე აგე
This post has been edited by
PANTALONE
on 7 Oct 2023, 14:18
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0639 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.