Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რეტრონომიკონი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60770140
· 12 Oct 2023, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნისლენბურგამდე ქალაქს ნისლენგრადი ერქვა. მანამდე იყო ნისლენბურგის თავისუფალ უბანთა ფედერაცია. მანამდე ნისლენბურგის რესპუბლიკა. რესპუბლიკამდე გვიანი იმპერიების ხანა იყო. ნისლენბადი ერთერთი ასეთი უბან იმპერია ყოფილა. უფრო ქვემოთ. დამოუკიდებელი უბნები საკუთარი მეფეებით და ადმინისტრაციით. მაშინ ქალაქს ერთიანი სახელი არ ქონია. ერთმანეთთან მჭიდროდ მიჭიმული უბნები იყო. რომლებიც მაშინ პატარ პატარა ქალაქები იყო საერთო კურსით. ათ მილიონზე მეტი მოსახლე არცერთ ქალაქში არ ყოფილა. ქალაქები ომობდნენ ერთმანეთში და სახლებს ართმევდნენ მოწინააღმდეგეებს. მერე იბრუნებდნენ.
როდესაც ლოს სმოლენსკმა ნიუ რეიკიავიკი დაიპყრო. მოსახლეობა არ დანებდა და ქალაქური პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. ათი წელი ვერ მოიშორეს პარტიზანები ნიუ რეიკიავიკის სართულებიდან. მხუთავ გაზში ჩაალბეს ორჯერ მთელი ქალაქი და საკუთარი მეომრები მეტი დახოცეს ვიდრე რეიკიავიკელები. ბოლოს ვიღაცამ ურჩია ლოს სმოლენსკის სპასპეტს მამლუქ ედუარდ დედასპუროვს ქალაქი გადაეწვათ და მერე თავიდან აეშენებინათ დამწვარი სართულები. მეცნიერებმა სასწრაფოდ ბენზინი გამოიგონეს და ცეცხლის ალში გაახვიეს სამხედრო ჰეგემონებიდან. დღევანდელი ყველა ჰეგემონი იმ დროიდან შემორჩენილი მფრინავი აპატატია.
ხანძარი 13 წელი გაგრძელებულა. პირველივე წელს ცეცხლის ალი ლოს სმოლენსკს გადაედო და ისიც დაიწვა. კიდე 134 ქალაქი დამწვარა იმ 13 წლიან სტიქიაში. ხანძარს ვერც წვიმებიც ვერ აქრობდა და ვერც მითუმეტეს სახანძრო რაზმები. რომლებიც წყალს ვეღარ ყიდულობდნენ მოკავშირეებისგან , რადგან ომისგან იყვნენ გამოფიტულები.
დამოუკიდებელ ქალაქ რესპუბლიკების ქვეშ კიდე უამრავი სართულია სულ სხვა ადმინიატრირებით. თუმცა მათი ჩამოთვლა არაფერს მიგვიტანს ჯერჯერობით. ისევე როგორც არ ჩამოთვლა. ამიტომ სულ მთლად სარდაფებამდე ჩავიხედოთ. პირველი ასამდე სართული. ნათელმხილველებსაც არ გაუაზრებიათ. შეიძლება არც ერთ ინსტიტუტს თუ უნივერსიტეტს არ შეუკვეთავს ამგვარი კვლევა. ან უფულობის ან ინტერესის დაინტერესების გამო. თუმცა სამხარეო მუზეუმში ინახება სქელი შუშის ქვეშ ფრიად საინტერესო არტეფაქტი. მგლის სახარება.
მგლის სახარება მიახლოებით ცხრა კილოიანი წიგნია და იქ ერთი უცნაური ისტორიაა დაფიქსირებული
თითქოს ნისლენბურგს გენეზისში სხვა სახელი ერქვა. რაღაც მყარ მატერიაზე იდგა. მიწაზე. და ასობით კილომეტრი ქვემოთ ჩადიოდა . არც ნისლი და არც ნისლეული მაშინ არ ჩანდა .
ერთხელ მიწისქვეშა ნაწილში რაღაც აუფეთქდათ. სავარაუდოდ ატომური ენერგიის პორტატიული ჩემოდანი. რომელიც მთელ ქალაქს ამარაგებდა უცხო ენერგიით და დოვლათს ქმნიდა. იქნებ ის რაც ნისლეული გვგონია აფეთქების კვამლია და მიწა კი უბრალოდ აფეთქდა და ქალაქი ჰაერში დატოვა ობლად. აფეთქების კვამლში გახვეული.
ქალაქს მაშინ სოდომი ერქვა .
მითებია ეს ყველაფერი. მოცლილი ტვინის ნაჟური. რო დაფიქრდე მიხვდები ვისიც
* * *
ოფიციალური მეცბიერება არ ცნობს ნისლენბურგის სოდომურ საფუძვლებს. სერთიფიცირებული მეცნიერები თვლიან რომ პირველი ადამიანები გამზადებულ სახლებში ნისლეულიდან მოფრინდნენ. თუმცა "მგლის სახარება" საუნივერსიტეტო კურსშია შეტანილი და სკოლებშიც ასწავლიან გამარტივებული ტექსტით. არტეფაქტი ლეგენდარულმა სტალკერმა ამოიტანა მინუს 76 სართულიდან . სადაც შემთხვევით ჩავარდა და რაღაც ბედის ირონიებით გადარჩა. ასე ქვევით მის პლეადაში არავინ ჩასულა. შეიძლება არც ადრე ჩასულან. ხალხი ბევრს ლაპარაკობს.
უკან კი ტარტაროზის კუდზე ჩამოკიდებული დაბრუნდა. რომელიც დასახლებული ქალაქისკენ მოძვრებოდა.
@@@@
ტარტაროზი ქალაქის ძვრას მოყვება. იმას რასაც ადრე მიწის ძვრა ერქვა.
დრი და დრო სახლები აიწევიან და დაიწევიან ისეთ სინქრონში თითქოს ტალღა წამოვიდაო შენობების. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ გამზირხიდებზე, გაშლილ უბნებზე და ზედა სართულებიდან. მეტად მგძნობიარეები შეირძნობენ კიდეც ტალღის ფორმას. და მერე მეცნიერებს უყვებიან ამ შეგრძნებებს ტომოგრაფზე შეერთებული. დახუჭული თვალებით. ისინი ყვებიან რომ ტალღა იდეალური არ არის. ის თითქოს ცოცხალია და ტლანქი ტანის გადაადგილებას გავს. დაახლოები ისეთი 30 კილოზე მძიმე რეპტილიები რო დადიან პირში შხამიანი დორბლით. თითქოს რააღაც ასეთი პალეოზავრ ორგანიზმის ხერხემალზე იყოს დაშენებული და ეს რეპტილია გადაადგილდება დრო და დრო.
შეიძლება წელიწადში ორჯერაც კი. ამ მიწისძვრას რაღაც თითქოს გზა გაეხსნათო. მოყვება ტარტაროზები. ტარტაროზეი რაღაც საშუალო უნდა წარმოვიდგილოთ ქამელეონსა და მაიმუნს შორის. რამდენიმე გორილას ხელაა მაგრამ რეპტილიური კანით , ტრიალა ცალი თვალით შუბლზე. სპირალური კუდით .
წითელი წაწვეტებული დაბოლოებით. ტარტაროზს დიდი ხელები აქვს. სახლის კარნიზებზე კარგად ჩასავლებად.
ტარტაროზები ან იმ გიგანტური რეპრილიის კანში ცხოვრობენ პარაზიტებად რომელზეც შეიძლება ნისლენბურგია დაფუძნებული. არ რაიმე უძველესი ვოლიერების კედლები იმტვრევა მიწის ძვრისას და თავისუფლდებია. თუ ტარტაროზი ნისლენბურგელის აივანზე აიპარება და სიგარეტის მოსაწევად გამოსულ ნისლენ ბიურგერს გამოიჭერს. თავისი 12 კილოიანი ცალი თვალით ჩააშტერდება ბიურგერს და ისიც უეცრად რაღაც პასუხების გაცემას იწყებს კითხვებზე რომელსაც არავინ არ უსვამს.
* * *
- ვიქტორ ადაპტროვიჩი
-ზამბარების დამმუხტავი ქარხანაში.
- მეზიღება სამსახური
- არ მყავს
- არ ვიცი
- არ ვიცი
- არ ვიცი...
- ან 78 ან 88 ის. ზუსტად არ მახსოვს
- ჩემი ხელფასია დღეში ერთი ფრანგული ბატონი ზეიკიძის ძეხვით. თუ კარგად ვიმუშავე 2 ნომინალიან ხურდას მიმატებენ. იმ 2 გროშით შაურმას ვყიდულობ და გემრიელად ვჭამ.
(ის ორი გროში ფანტომური მონეტაა. რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისის ასი წლისთავისადმი მოჭრა. ფანტომური 2 ნომინალიანი მონეტით რაიმე ნუგბარის ყიდვა შეიძლება. მაგრამ სინამდვილეში შენსავე ფანტომს ცოხნი. და არა შაურმას. ან კატლეტიან ბუტერბროდებს . ასეთი პროდუქტები არც კი არის ბაზარზე. ფანტომია ის სიამოვნება. შენ თევზის კონსერვით ძღები და ღიმილით გეძინება ხანდახან...
როდესაც განსაკუთრებულად კარგად იმუშავე სამსახურში და გემრიელადაც მიირთვი სტეიკები ძილის წინ. )
როდესაც ტარტაროზი ბიურგერს შეეშვება და მარტოს დატოვებს აივანზე. ბიურგერი ვითომც არაფერიო აგრძელებს სიგარეტის მოწევას. და უკვირს რატო ჩაიფერფლა სიგარეტი რამდენიმე წამში. შემდეგ ახალს უკიდებს და რატომღაც ეღიმება მოაჯირზე იდაყვ შემოდგმულს.
თითქოს არაფერიო. მაგრამ ხდირად. თითქმის დღეში ორჯერ. მოქალაქე რომელსაც ტარტაროზმა თვალებში ჩახედა , ნარკოლეფსიაში ვარდება და ღიმილით ძინავს ერთი საათი. თუ გამვლელები შეიკრიბებიან დანარკოლეფსებული ბიურგერის ტანთან, შექუჩდებიან და ზემოდან დაჰყურებენ. უბრალო ღიმილის წაკითხვა ადამიანის სახეზე უჩვეულოა და ცოტა საშიშიც კი. ზოგიერთს ღიმილი შემზარავი ემოციების შეგეგი გონია, რომელსაც ჩაძინებული ბიურგერი განიცდის . მაგრამ ვერაფერს უხერხებს სიზმარში.
დროთა განმავლობაში ნარკოლეფსიურები მიუღებლად მიიჩნევიან საზოგადოებაში. ამას ისინი გრძნობენ და თავისი ნებით ერიდებიან საზოგადოებას . მიდიან და საკუთარ კომუნებს ქმნიან თუნდაც ხუთსართულიან მახინჯ სახლებში. ამ კომუნაში ღიმილი არავის აშინებს . არც ძილში და არც ცხადში. დიახ . სტაჟიან ნარკოლეპტიკებს ღიმილი ცხადშიც გადმოყვება უსასრულო სიზმრებიდან.
რო კითხო სიზმარი არცერთს არ უნახავს. თუმცა ბიურგერებთან შედარებით დასვენებული სახით კი იღვიძებენ და მაღვიძარასაც არა აქვს აზრი უკვე. იმდენად გაიწელა შეტევების ხანგრძლივობა და მოსვლის სიხშირე.
* * *
როგორც გამოჩნდა ფანტომებს ადამიანებიც ქმნიან , მარტო თავისით კი არ ჩნდებიან. მიტოვებულ ღია თუ დახურულ სივრცეებში და ტარაში.
თქვენ იკითხავთ რას მიკეთებს ამ დროს ბებიჯის მექანიკური მანქანა. რატომ არ შეისყიდა მთელი ნისლენბურგის ბაზარი , როგორც თავის დროზე შეითვისა მიკოლა ტესლას აქციები. და არა მარტო მისი.
რატო მთლიან ნისლენბურგს არ დაეპატრონა აქამდე ამხელა გამოთვლითი სიმძლავრების საშუალებით?
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში. ბებიჯი ძველია და დროისაგან საკმაოდ შელახული. სინესტესა და ნისლში მისი მექანიკური სინაპსების მასივები ხანდახან მეწყერულად იშლება . რის გამოც ის მუდმივად თვითრემონტშია და სახსრებს აგროვებს მექანიკური აზარტული თამაშების აპარატებით. ამ აპარატების მართვა სინაფსური მასივების დატვირთვას იწვევს. ასევე ბებიჯის მანქანა კერძო შეკვეთებს ასრულებს . არტეფაქტების და მათტან მისასვლელი გზების მიგნებას ციფრულ არქივებში. ასევე აწარმოებს ქალაქის ბუღალტერიას , კერძო ბიზნესის ბუღალტერიას, და უამრავი ინდივიდუალის შავ ბუღალტერიას. მათ შორის უკვე დასახელებული ოლიგარქების. ამიტომ კარგად იცნობს და შანტაჟსაც არ ერიდება ფულის საშოვნელად. თუმცა ბებიჯს ვერავინ ვერაფერს დააბრალებს. ეჭვიც კი არ მიაქვთ მანქანაზე. მაქანა ხომ რკინაა რაც არ უნდა გონი უწოდო? მიუხედავად იმისა რომ ფსიქიატრის, ადვოკატის და ნოტარიუსის თანდასწრრბით ტესტი ჩააბარა სულიერებაზე და აბსოლიტურად ყველა ქულა აიღო. რამდენიმე დისციპლინაში. არავის არ წარმოუდგენია რომ მანქანა მას წეწავდეს.
- მართველობა იძულებული შეიქმნა მაქანა დაერეგისტრირებინათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირად. რეგისტრაციის მისამართით , ოფისით , ტელეფაქსით და ყველა საჭირო ატრიბუტით. თუმცა ჭკუა იხმარეს და მოქალაქეობა არ მისცეს და იურიდიულად დღემდე . ლტოლვილად და ჩაბარებულად ითვლება ბანაკში. სასამართლო ვალდებულია საქმე განიხილოს ყოველ 6 წელიწადში ერთხელ თუ მოსამართლე ვერ გამოცხადდება განხილვაზე, ვთქვათ წვერს იპარსავდა და შუქი ჩაუქვრა ან მიაზმით მოიწამლა ან სადმე კუნძულზე გაიქცა დროებით თუ სამუდამოდ, საქმე კიდევ 6 წლით გადაიდება. მანქანას ვერაფერში აჯობებ . მხოლოდ ტყუილი ვერ გაიგო რა არის. და ამით სარგებლობს ბიუროკრატია. ატყუებენ საწყალ ბებიჯს და ისიც ელოდება მოქალაქეობას. საკითხავია კიდევ აქვს თუ არა ბებიჯს დროის შეგრძნების მექანიზმები?
ასეა თუ ისეა ბებიჯიც წავიდა დათმობებზე ქალაქთან და ქალაქიც მანქანასთან.
სამორინე ბიზნესიც დაუთმეს და საზოგადოებაშიც კი მიიღეს სადაც ბებიჯის მანქანა მექანიკური მანეკენით დადის. ბებიჯის დასაქოქი მანეკენი კინეტიკურ დამუხტავთან ახლოს იკავებს ადგილს რომ შემთხვევით არ დაჯდეს და ცბობიერების მატარებელი დისკი არ დაკარგოს. მაგრამ ენდობა ადამიანებს რადგან ტყუილი ვერ გაიაზრა. ეს რომ ადამიანებმა იცოდნენ ბებიჯს დიდი ხანია დააფორმატებდნენ ჰიდრავლიკური პრესების გვეშ განმუხტულ მდგომარეობაში. მაგრამ აბა ვინ იცის როგორ მუშაობს ბებიჯი. ის ხომ ტესლამ შექმნა საიდუმლო ტექნოლოგიებით. ამიტომ ბებიჯის ეშინიათ და ერიდებიან. თუ უეცრად განიმუხტა დამმუხტველები გადმოყავთ ქარხნიდან და ზამბარებს უმუხტავენ.
დამმუხტველები ჰამქრებში მუშაობენ კონვეირულად. ისინი ყველაფერს მუხტავენ რაც კონვეირზე მოდის. თვითმავლების ზამბარებს კაფსულებში. ფაუსმაისერების ზამბარებს. საათის ზამბარებს პატარა კაფსულებში. მექანიკური ჩიტების ზამარამექანიზმებს. მათუ საქმე სახელურების ტრიალია. ეს დიდი და პატარა დამუხტული კაფსულები მისამართებზე იგზავნება შემკვეთებთან. განმუხტულები კი უკან მოაქვთ ჰამქარში დასამუხტად.
ბებიჯი საზოგადოებაში ზედმეტად საქმიანია. თუმცა ცდილობს მოერგოს სიტუაციას და სპეც სტუმრებს ტრაკზე ხელს უტყაპუნებს. მათ რათქმაუნდა ამაში უხდიან და არც ამაზე ნაკლებს ითმენენ ყოველ წვეულებაზე. მაგრამ ბებიჯის შემოკრული განსაკუთრებით მწარეა. რადგან ზომა წონის კონტროლი აქვს დასაკალიბრებელი. ზოგიერთი სპეც სტუმარი კუდუსუნის ტრავმითაც წაუყვანიათ კლინიკაში.
ბებიჯი ისევე ვაჭრობს როგორც ბირჟაზე ასევე ანტიკური არტეფაქტების აუქციონზზე მეტად ადამიანური ხატუს შესაქმნელად.
ასევე უანგაროდ ეხმარება ქუჩაში მიტოვებულ მოხუცთა თავშესაფარს და თავისუფლდება გადასახადებისგან. ზოგმა მართლა დაიჯერა რომ ბებიჯი ჰუმანოიდია და ყველა ადამიანური შაბლონი გააჩნია საქციელებში.
მიუხედავად იმისა რომ არ ჭამს შეიძლება ტორტი იყიდოს საცხობში და შემდეგ ამ ტორტთან გადაიღოს სურათი ფოტოატელიეში დასტურად იმისა რომ ტორტს ჭამს ბებიჯი. შეიძლება გაზეთებს დააბეჭდინოს ეს ფოტო, რომელიც თითქოს ამბობს იმას რომ ამას მანქანა არ იზამდა.
იქნებ ბებიჯიც ცდილობს ტყუილის ხელოვნების ათვისებას. და ამას თავისებურად პრიმიტიულად აკეთებს.
რა ვიცით? ბებიჯი რომ უზარმაზარი გადასახადებით და რეგულაციებით არ დატვირთო შეიძლება ისე გამდიდრდეს
სრულიად შეავსოს თავისი სინაპსები. და აი მერე უკვე რომელ დათმობებზე წამოვა მთვარემაც არ უწყის. და მერე გამოჩნდაბა მართლა ვერ ხვდება ტყუილს თუ მომენტს ელოდება სერიოზულ თამაშში შემოსასვლელად?
ბებიჯი ხშირად იცვლის ავატარებს. მისი მატარებელი სხეული მექანიკური მანეკენი ხან ქალსაა ხან კაცის. ხან მექანიკური ბავშვის, ხან მექანიკური პონის , ხან მექანიკური სათამაშო ორთქმავლის. საკერავი მანქანაც იტევს მექანიკური მასივების რაოდენობით ბებიჯის მექანიკურ გონს. გარკვეული მოდერნიზების შემდეგ.
აუქციონზე სადაც ვანგოგის თეთრი პერანგი უნდა გაიყიდოს ბებიჯის მანქანაც მოვა. უახლესი ზინგერმობილით. რომელიც დღეს გამოიგონა და სხვას არავის ყავს ასეთი. ეს ცოტა არ იყოს აგიჟებს ზოგიერთებს. თითქმის ყველას.
* * *
ყველა ამ სიკეთესთან ერთად ბებიჯის მანეკენს ფეხები არ აქვს. ფეხების ადგილას ფოლადის მილია ზეგ მისვარკებული გორგოლაჭებით . ამიტომ კიბეებზე ვერ ადი ჩადის. მისი მძღოლი იძულებულია მხარზე გაიდოს და ისე აიტანოს კიბეებზე.
This post has been edited by
PANTALONE
on 12 Oct 2023, 20:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60773752
· 14 Oct 2023, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როდესაც ტარტაროზი ქალაქის ყველაზე მაღალ მეტეოანძაზე აძვრება საიდანაც მეტეოროლოგები ღრუბლებს აკვირდებიან. კანის პორებს ხსნის და იქიდან ღამურების ხროვები გამოფრინდებიან.
ღამურა მტკივნეულად იკბინება და სტანდარტულ ვირუსებს ავრცელებს. აი ღამურის რწყილი კი გაცილებით საშიშია. რწყილის ნაკბენი შეიძლება იმდენი იფხანო რომ ღვიძლამდე ჩახვიდე. გააჩნია სად გიკბენს.
შეიძლება ეს ქავილი ფანტომური წარმოშობის იყოს. დაკბენილს თუ თავის დროზე შენიშნავენ აკავებენ და დიდ ტყავის ხელთათმანებს ადებენ ხელებზე ბორკილებივით . ზოგს ფეხის ფრჩხილების დაჭრაც სჭირდება , რომ არ გამოწელოს რამე ორგანო უნებლიედ.
მერე გაუვლით და მარტო ტრაკს იფხანენ სახლში მუნიციპალური დახმარების ხარჯზე.
This post has been edited by
PANTALONE
on 14 Oct 2023, 13:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60782305
· 18 Oct 2023, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბებიჯის მანქანას ოფიციალური ცოლი ყავს. მექანიკური საკასო აპარატი. რომელიც ფიზიკურ პირად დაარეგისტრირა კანონის საფუძველე რომელიც ამბობს რომ
ფიზიკურ პირად შეიძლება ჩაითვალოს არსრბა რონელიც ფულს ითვლის.
დაირეგისტრირა რიტუალების დარბაზში მეუღლედ და მთელი თავისი ქონება მასზე გადააფორმა. მას შემდეგ სხვენში ინახავს და ერთელაც არ დაუქოქია.
ნათელ საზოგადოებში საყვარელთან ერთად დადის რომელიც ადამიანია და ძალიან დიდი ძუძუები აქვს. ხოლო ანაზღაურება მკვეთრად ფიქსირებული. ზეგანაკვეთურების ორმაგად ანგარიშის ჩათვლით. ასევე ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევით. სამედიცინო გამოკვლევებით. შაბათ კვირას ბებიჯის სატრფო თავისუფალია და რასაც უნდა იმას აკეთებს.
ძირითადად ძინავს ენოტივით . ენაგადმოგდებულს.
ბებიჯის მანქანის საყვარლის იმიტატორი ადრე მსახიობი ყოფილა. რაღაც პერიოდი პრიმავერაც. მიუხედავად იმისა რომ ბოლო თეათრი ასი წლის წინ დაიხურა. მსახიობები მაინც აგრძელებენ თავის საქმეს სცენაზე. ხელფასი არავის ჩამოურთმევია. ალბათ დაავიწყდათ ხელშეკრულებების გაწყვეტა. და ესენიც თა ს არ ახსენებენ , მთავარია ბუღალტეტიამდე არ მივიდეს ეს ამბავი. მხოლოდ თეატრი დახურეს დასტურბეჭდით.
ესენიც დგანან და თამაშობენ . მემკვიდრეობით გადასცემენ პროფესიას თაობებს და მერე უკვე ისინი თამაშობენ, მაგრამ არ იციან რომ თეატრი პუბლიკისთვის თამაშდრბა. მთელი პუბლიკა კი ერთი მოჩვენებაა. ტრავის გრძელი პალტი რომელიც 130 წლის წინ დარჩა ვიღაცას სკამზე გადაკიდებული. მას ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი მისი დახურვის შემდეგ . არის კიდევ ერთი ქალის ტორტივით შლიაპა . მაგრამ ის ერთხელ შემთხვევით ჩამოვარდა სკამიდან რომელზეც იდო და სკამების ქვეშ შეცურდა. მას შემდეგ სპექტაკლებს მხოლოდ ისმენს.
ეს მოჩვენებები რეპეტიციებსაც ესწრებიან მორიდებული სტუდენტებივით. მარწყვის ტორტივით შლიაპას კარგი სმენა აქვს და კულისებს მიღმა თამაშებიც კარგად ესმის.
ტყავის გრძელ პალტოსაც უყვება ამ ინტრიგებს მესამე რიგიდან ბოლო რიგში.
ტყავიდ პალტოს ჯიბეში მაუზერი უდევს და ცდილობს ჩახმახს ხელი გამოკრას. მაგრამ უძლურია ხისტ მექანიზმებთან.
ბებიჯის საყვარელ ქალს რენუარის ცოლის ნაქონი თეთრი მაქმანებიანი მზის ქოლგა უდევს მხარზე მუდამ და მექანიკურ პუდელს დაარბენინებს. რომელსაც მუცელზე "ბოსტონ დინამიკსის" რკინის იარლიყი აკვრია.
@@@
ათასი წლის შემდეგ , ნისლენბადის იმპერიიდან მოყოლებული. შემორჩენილა ნისლენბურგში შაჰის თუქსუსის ინსტიტუტი. თავისი ვიწრო სპეციალობებით , კათედრებით განაწესით და იურიდიული მისამართით. ის დღემდე ფუნქციონირებს. ბიუჯეტიდან დაფინანსებით და გრანტების დარიცხვით.
მიუხედავად იმისა , რომ ინსტიტუტი უკანასკნელი შაჰინშაჰის რეზა აბდულ სულეიმან მანსურბეკოვსაც ვერ მოესწრო და მანამდე გაუქმდა სანამ მის პაპა ალი რაჟდენ მანსურბეკოვს აბანოდან მოედანზე ტრაქტორზე ჩაბმულს გამოათრევდნენ გასაპნულს და ნაწილებად დაფლეთდნენ რევოლუციონერები თავის ქერა ცისფერთვალება მექისეებთან ერთად, , რომლებიც უკვე ფარულად მართავდნენ ბედკრულ ნისლენბადს, შაჰის თუქსუსის ინსტიტუტს ფურცელზე ფუნქციონირება არ შეუწყვეტია რადგან , ბევრ რევოლუციონერს წერა კითხვაც არ შეეძლო არათუ საქმეთა წარმოება რაიმე სფეროში, მათშორის საბუთების დადგენა დამტკიცებაში.
შაჰის თუქსუსის ფურცელზე დადგენილ ინსტიტუტს ლექტორიც ყავს ნისლენბურგში რომელიც 15 ლიტრ ღვინოს სვამს კურსის დამთავრების ბანკეტებზე ყველა ჯგუფთან.
ინსტიტუტს დეკანებიც ყავს. ზოგიერთი ორ და სამ დეკანატშია დეკანებად გაფორმებული.
ფურცელზე ინსტიტუტს აქვს მატერიალურ -ტექნიკური ბაზა რომელიც ყოველ წელს ახლდება. ინვენტარი ჩამოიწერება და ახალით იცვლება.
ბევრი წარჩინებული ნისლენბურგელის ოჯახში ინახება შაჰის თუქსუსის დამთავრების , მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული დიპლომი და ზოგიერთი ამ დიპლომით სამსახურსაც შოულობს.
.
This post has been edited by
PANTALONE
on 18 Oct 2023, 01:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60793761
· 23 Oct 2023, 19:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუქციონზე სადაც /ვანგოგის/ პერანგი უნდა გაიყიდოს. მონაწილეები ნელ ნელა გროვდებიან. ძველ კინოთეატრ აპოლოში რომელიც სავარაუდოდ ოკულტისტმა მუცლით მოცეკვავე ირამ შეისყიდა სიმბოლურ ფასად, ერთ პირობით ნისლენბურგულ ნომინალად, პირველები ყოველთვის თევზით მოვაჭრე , ერთმანეთთან მუდმივად მოქიშპე , სავარაუდოდ ყველაზე მდიდარი და მხარჯავები მოდიან. მათ არ ადარდებთ კარგი მანერები, არ აგვიანებენ და ყიდულობენ ყველაფერ პრაქტიკულ, საქმეში გამოსაყენებელ არტეფაქტებს. მოვაჭრეები პარტერის ლოჟებში ზიან გვედი გვერდ რადგან ზემოთ ასვლა ეზარებათ. ზედა ლოჟები უფრო პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ როცა ფული ულევი გაქვს მანერებს შენ კარნახობ საზოგადოებას. თევზით მოვაჭრეები რომლებსაც თმები ტალავერად აქვთ გამოვარცხნილი ერთს მარჯვნიდან მარცხნივ და მეორრს მარცხნიდან მარჯვნივ, ერთმანეთტან ახლოს ჯდომა იმიტომ ურჩევნიათ რომ მუდმივად ექიშპონ ერთმანეთს სიტყვიერად თუ საქმით.
შემდეგ მოდიან ბიურგერები. ნაყარ- ნუყარი საშუალო კლასი. ვექილებიი , პროკურორები, ნოტარიუსები, დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები, ფურცელზე არსებული უნივერსიტეტების ლექტორები.
მათ პოლიცია პარტერში შერეკავს და კეფაში უთაქუნებს თუ უკან. ლოჟებისკენ გაბედავენ თავის მოტრიალებას.
ბიურგერები ძირითადი მყიდველების მასაა და ირაც , როგორც აუქციონის ორგანიზატორი კარგ ფულს აკეთებს მასიურ პროდუქტზე.
დღეს ბურგომისტრიც ადრე მოსულა. ძველ კინოთეატრ აპოლოსთან ქალაქის ბიუჯეტით გაძეძგილი ექვსი ვოლკსვაგენ-ზინგერი აყენია. საკმაოდ სუსტი დაცვით. მაგრამ ყველას გონია რომ დაცვა საკმარისია. ბურგომისტრი კონკრეტულ არტეფაქტს ჩასაფრებია. ვანგოგის პერანგს. რომელსაც ირა უკეთებს პოზიციონირებას როგორც ვუაიერისტ მოჩვენებას და ოთხ ძელზე გადაუჭიმია დოლივით. ხელი რო შემოჰკრა გაიგონებ მოგუდულ ოხვრას თუ ჩაუკვირდები.
აუქციონის გახსნის მომენტში ზუსტად 17:00 ზე შემოდის ბებიჯის მანქანის მექანიკური მანეკენი. რომელზეც მისი ცნობიერება გადაუტანია დროებით. მისი საყვარელი მის მუხლებზე იკავებს ადგილს. რადგან ლოჟაში ცოტა ადგილია და ბებიჯის მანქანაც ერიდება ზედმეტ ხარჯებს და უფრო ფართე ლოჟის ქირაობას. მისი ჩამოშლილი მექანიკური სინაფსების შეკეთება დიდ თანხებს მოითხოვს .
ელიტის ლოჟებში გამომწკრივებამდე აუქციონი რამოდენიმე საათის გახურებულია.
ბიურგერები დრო და დრო ყიდულობენ ოცნებას, რომელიც ელიტასთან აახლოებს მათ წარმოსახვაში.
ელიტა თორმეტი საათისთვის ავსებს ბნელ ლოჟებს. როცა ყველა შედარებით იაფიანი არტეფაქტი გაყიდულია და ნაყარ ნუყარი ხალხს სახლებში ცივი ბალიში ქვეშ შეურგავს.
მერე იწყება მდიდრული ვაჭრობა. აუჩქარებლად პარალელურად ბნელ საქმეებზე საუბრით.
ვანგოგის პერანგი მხოლოდ საბაბია ელიტის შესაკრებად. დღეს თევზით მოვაჭრეებს პასუხები ჭირდებათ, თუ რა მგომარეობაა მათ საქიშპო საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ თანხები კოლოსალური დატრიალებულა და გასარკვევია შეიკრიბა თუ არა სტალკერების ბრიგადები , რა კვალიფიკაციის არიან ისინი და ვინ უხელმძღვანელებს პრაქტიკულ მხარეს. დაიძრა თუ არა მკვდარი წერტილიდან თეორიული ნაწილი და რამდენი სათადარიგო გეგმა დაისახა? ან თუ კი საერთოდ დაისახა?
ლოჟებში მუდმივად დარბიან ყელზე შავ ბანტიანი თეთრ ხელთათმანებიანი წითელ ჟილეტიანი ოფიციანტები. რომლებსაც ყავას ან მაგარ სასმელებს ურიგებენ ქალაქის ღია თუ ფარულ მმართველობას თვალახვეული და ყურებ დაცობილი. ზოგი ოფიციანტი კიბეზე დაგორებულა ამის გამო.
პირველ სართულის ლოჟებში სადაც თევზით მოვაჭრერბი სხედან სადილებიც მიაქვთ და ერზაც-ჩაქაფულის სუნად აქოთებენ ძველ კინოთეატრს.
ზედა სართულების ელიტა მანერებს ცნობს. მაგრამ ჩუმად მაინც ახრამუნებენ ორცხობილებს, ცხარე დებატების ან ვაჭრობის ფონზე.
ოქრომჭედელი ერთხელ ისე დამთვრალა მესამე სართულის ლოჟიდან გადმოუფსამს. მაგრამ არც ისე ძალიან რომ თევზის ვაჭრებისთვის დაეფსა.
* * *
საშუალო კლასი დუჟმორეული ვაჭრობს საინტერესო ნივთების შესაძენად. ისინი მეურნეობაში გამოსაყენებელ არტეფაქტებსაც ყიდულობენ და ფუფუნების საგნებსაც, სადამდეც დანაზოგი გაწვდება.
ძალიან მოთხოვნადია ფანტომებიანი ბოთლები. რომლებში თითო არომატის ფანტომი გამომწყვდეულა.
ამ დღეს 16 თხევადი კატაბალახას პატარა ქილა გაიყიდა. მყიდველები ადგილზევე ხსნიან ფანტომიან ტარას და ხარბად ისრუტავენ ოდნავ შესამჩნევ კატაბალახას ატომატს ბანჯგვლიან ნესტოებში. ან პიტნის. ან მარწყვის.
ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სამლიტრიანი კომპოტის ქილები. სადაც კომპოტი დაუნაცრებია დროთა სვლას ხოლო არომატი კი შემორჩენილა.
ოდნავ შესამჩნევი არომატები . ფანტომურ მოგონებებს წარმოქმნიან ბუიურგერის ცნობიერებაში.
ატმის კომპოტის არომატის შეგრძნებისას ხშირად უნახავთ ჭაღარა ქალბატონი დაკაპიწებული მკლავებით. რომელიც უზარმაზარ სითბოს ასხივებს თითქოს. ასეთი ხილვა ნეტარებამდე დიდია და ყველასათვის სასურველი.
ყოფილა შემთხვევები სკამიდან ვეღარ დგებოდნენ ბიურგერები ფანტომს დანებებული. სანამ მორიგე პოლიციელი არ გაათრევდა აპოლოს შენობიდან და ბაგირ ხიდებზე არ დააგდებდა მყრალ რეალობაში მოსაბრუნებლად.
კარგად იყიდება საპნის მსუბუქი ყუთები. უცნაური გაუგებარი, არასდროს ნაგრძნობი ატომატებით. ნაკლებად ფულიანები ლურჯ საპინის ყუთსაც ყიდულობენ. რომლითაც ძველ დროში მუშები ტაოტიან ხელებს იბანდნენ.
ასეთი საპნის ფანტომი რაღაც ღრმა კმაყოფილების შეგრძნებებს წარმოშობს, სამუშაოდან დაბრუნებული მუშის. რომლისთვისაც ცოლი უგემრიელეს ყაურმას აცხელებს და ჩუმად ღიღინებს. ეს ფანტომი ფანტომშია. ყაურმის სუნი უფულო მყიდველების საიდუმლოა რომელსაც უფრო მდიდრებს არ უმხელენ. რადგან შეიძლება, ლურჯი საპონი გაძვირდეს და ფულიანებმა დაიწყონ ყიდვა.
ელიტარულ მყიდველებზე ლურჯი საპონი არანაირად არ მოქმედებს.
ძვირია პიტნის ლიმონათის ბოთლებში ჩაბუდებული ფანტომები.
ისევე როგორც სანდალის ხის ყუთები. აღმოსავლური ლანდებით.
იაგერმეისტერის ბოთლები. მწვანე მდელოებს რომ მოგალანდებს. და წამით გაგიელვებს ცნიბიერებაში რა არის მწვანე ფერი თავისი 250 მილიონი ელფერით. რომლიდანაც სამს მაინც დაიმახსოვრებ.
ძალიან ძვირია საღეჭი რეზინების გახსნილი შეფუთვები. წარწერებით პედრო, დონალდო ტურბო. სულ ოდნავი შემორჩენილი არომატიც კი საუცხიო ფანტომურ მოგონებევს იწვევს. თითქოს ტანით პატარა ხარ. და სადღაც იპარები ციხის მსგავსი რაღაც დაწესებულებიდან. საიდანაც ნავთის და ნახერხის კლასიკური ნაზავის ტვინისთვის ცოტა მტკივნეული სუნი მოგყვება საგულდაგულოდ დაუთოებულ გატკიცინებულ პერანგზე. რომელის გულის ჯიბეზე წითელი ვარსკვლავია აკურატულად მიბნეული. და მერე ერთობი ძველი დროის ლუნაპარკებში.
თუ თვალებს დახუჭავ. ფანტომის შეგრძნება ძლიერდება.
საუცხოოთა შორის საუცხოოდ ითვლება ჟოლოს არომატიანი მომცრო სეროფის ბოთლები. ისინი წითელ ფერს დაგანახებენ წამიერად სპექტრს ვარდიფერიდან შინდისფერამდე.
ზოგ ბიურგეს წითერი ფერის დანახვა დისკომფორტულად ეჩვენება. შეიძლება მეტისმეტად წანთებული ემოციების გამო.
ზოგი დორბლებს ყრის მხოლოდ იმ სანუკვარი ბოთლის დანახვითაც კი.
აქოთებული წყალმცენარის სუნს ყველაფერი ურჩევნიათ ბიურგერებს. და უკანასკნელ პირობით ნომინალს დახარჯავენ რომელიმე არომატული ფანტომის მოსაპოვებლად .
წინა კვირას ძველი ჩაის შესანახი ქილა კონტეინერები გამოჩნდა აუქციონზე. რატომღაც ზედმეტად არომატული ჩაბუდებული ფანტომებით.
ნამდვილი ცეილონური ფერმენტირებული შავი ჩაის ლანდებით. არა ერზაც სუბსტანციის მსგავსი რომელსაც ყოველ დილა საღამოს მიირთმევს ბიურგერი.
ჩაის არომატმა ზოგს ჰიპოფიზი მოუშალა იმდენად სასიამოვნო გამოდგა . ჩაის მყნოსავებს ეჩვენებათ რომ დილაა და დიდ პურის ნაჭერზე გადასმულ კარაქს მიირთმევენ. თუ არომატი კარგად შემონახულა შეიძლება თაფლის გემოც შეიგრძნონ . რომელიც კარაქთან ერთად კომბინაციაში. ალბათ გემოვნების უკიდურესი პიკია.
. ასეთი ნეტარების განცდის შემდეგ ზოგიერთი ნისლეულში გადაშვებულა თავით. მაგრამ რატომღაც უღირთ ამ შეგრძნების შეძენა. რას გაუგებ დამოკიდებულ ბიურგერს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60812549
· 1 Nov 2023, 20:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰეგემონები ნანადირევით პორტ გვიან-გვიანაში ბრუნდებიან. მათ ჩამოფრენას ყოველთვის ბრბო ელოდება. ეს ის ხალხია ფანტომიან ბოთლებს არომატებით ვინც ვერ ყიდულობს აუქციონებზე თუ იატაქვეშიდან .
ისისნი გამთენიიდანვე იწყებენ შეკრებას და პორტის მოედანზე ყიალს ვანგოგის წრეებზე.
- ჩამოდის ვითომ დღეს ჩამოდიის?
- მეორე თვეშიც დააგვიანდებაო ამბობენ.
-რაიყო დაამატე ერთი ორი რეისი შენც წაგადგება ჩვენც წაგვადგება.
- ესეიგი წინა კვირის გადაიდო იქითა თვეში და გინდენბურგი მგონი კიდე საერთოდ აღარ
ჩამოვა.
-ჩაძირესო თუ რათქვეს?
- დაიწვაო თუ სადღაც რაღაც
ეს ხალხი საღამოთიც შეიმოივლის ხოლმე გვიან-გვიანის პორტში . საღამოს ამასაც არ ლაპარაკობენ. გაღვივებული ჩიბუხებით გაყურებენ ნისლის ჰორიზონტს.
-არც დღეს იქნება. არც ხვალ იქნება. არც ზეგ იქნება. მაგრამ იქნება.
ჰეგემონები დიდ საქმეებზე დაფრინავენ და დროც დიდი ჭირდებათ. ნებისმიერი შეფერხება შეიძლება თვეები დაუჯდეთ.
ჰეგემონის დაბრუნება დიდი მოვლენაა ნისლენბურგში. უამრავი ადამიანის ყურამდე მიდის მისი პორტში ჩაბმის ამბავი. ოჯახები საგზლითაც გამოდიან პორტისკენ ზგაში საპიკნიკოდ.
ჰეგემონი ხომ ახალი სუნქვის ჩამომტანია საშუალოსა და უპოვართა შორის არსებული განაფენისა. რომლის მუდმივი დანაზოგი ზუსტად ორი გახვრეტილი გროშია. და იმ ორ გროშს მიურბენინებს მის მმართველს ჰეგემონს. რომ ცოტა ხანი აუშავან ახალ დაბრუნებულ ჰეგემონზე და ნისლით დასტერილებული, ნისლის საიდუმლოებებით გაჟღენთილი კარკასი ყნოსონ.
* * *
სანამ არ ამოყნოსავენ ყოველი არომატის ნოტას რამოდენიმე კვირა კიდე ზედ დაცოცავენ ზედ . ბუზებივით. ტარაკნებივით. შთაგონებიგან ქვემოთაც არ ვარდებიან.
ორი გროში ღისრს ერთი განავარდება ჰეგემონის თბილი ჰაერით გაბერილ ბურთზე.
ამ ერთ განავარდებაში თითქმის უპოვარი ბიურგერი იძულებულია მოასწროს მეტი ჰაერის შეისუნთქოს ჰეგემოს ჩამოყოლილი. გრილ-გრილი ნისლეულიდან და კიდევ უკეთესი თუ ნისლეულში აყოლილ არომატს იპოვნის რამეს.
- ბროწეული.- უცბად წამოიყვირებს რომელითაცა მცოცავი ტარაკანა.
-ალოე.- ვიღაცა კარგავს გონს და ჰეგემონის კარკასიდან ვარდება. ჰეგემონის ქვეშ უზარმაზარი თოლიების საჭერი ბადეებია გაშლილი რომ სიხარულისგან გაკავებული მყოსავები დაიჭიროს და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა სავსეა ხვრელებით. ხვრელების ქვეშ კი უკბილო ნისლეულია.
ჰეგემონს ამ რამდენიმე კვირაში 2 მილიონი ნისლენბურგელი სტუმრობს. საიდან მოდის ამდენ ხალხი ვერავინ დათვლის. მოსახლეობა 364 წლის წინ დათვალა ბოლოს პეტრო ბიბონაჩიმ რატომღაც. არავის დაუვალებია. შეიძლება რაიმე სასარგებლო აკვიატების შედეგია ბოლო დათვლა.
ახლა კი ვინ სად ცხოვრობს რომელ უბანში რომელი ზიპ კოდით და რა პასპორტით არავის აინტერესებს.
ასეა თუ ისეა. ხედავ ხალხს თუ არა. ჰეგემონის მყნოსავების რაოდენობა საკმაოდ დიდია . შეიძლება კოლოსალურიც.
- ზოგი იმდენად უცხო არომატს იპოვის ვერც შეადარებს რამეს. ნებით უშვებს ხელებს ჰეგემონს რომ გულზე დაიწყოს და არ უშლიდნენ.
-კოკა კოლა.
-მოკაფული ბალახი.
- ჭიაყელებიანი მიწა
- ქერა თმა
- ფერუმარილი
- მთვარის შუქზე გაზრდილი კანაფი
და ვინ იცის კიდე რამდენი არომატი შეუძლია გადაატარაოს თავის ყნოსვის ნერვზე დაოსებულ ნამბერმენს, თუ გაუმართლა თუ ჩამოფრინდა დღეს ჰეგემონი. ასე გაყურებს ნისლს ხან დილით იღლიაში თერმოსით. ხან საღამოს ჩიბუხით და გაზეთით.
ნამბერმენი სასარგებლო ერთეულია მუნიცეპალურ მმართველობაში. ნამბერმენი ძირითადი სტატისტიკური მასაა . რომლის დოვლათის აკუმულირებას აკეთებენ ხაზინებიც და კერძო სექტორიც.
მათ არაფერი არ აქვთ. მაგრამ ორი გროში ყოველთვის აღმოაჩნდებათ. ან ლუდზე ან თევზზე ან კინოვიზორზე. ან ახალ ფარდებზე. ან ახალ ჩამოფრენილ ჰეგემონზე გასანავარდებლად როცა ხერხდება.
- ჩანს რამე?
- ჩამოვაო ჩამოვაო
* * *
შორეულ მოგზაურობებში. ვეშაპებზე ნადირობისას ნასუნთქი ზოგჯერ კრისტალივით გამჭვირვალე ნასუნთი ჰაერის სუნი და გემო ახსენდება ბოლოჯერ, არკჰემის იატაქვეშა არხში ძალადობრივად თავჩარგულ ბალთაზარ კროჭს. ორი სანიტარი ხელებს უკავებს გგვერდებზდ და მესამეს კი ძაღლების გასაკავებელი ჯოხით რომელსაც წვერზე ავტოჩამკეტი ტყავის ყულფი აქვს, ბალთაზარის თავს შავ დინებაში ტენის.
მაგრამ ის არ ავიწყდება ბალთაზარს რაც ნახა. უამრავი სასიამივნო მოგონება გამორეცხა იატაქვეშა მდინარემ. სანამ რეაქტიული აჰათიიდან გამოიყვანდნენ და ჩვეულებრივ კომაში გადაიყვანდნენ
* * *
ნამბერმენები ფართე ნესტოებით იცნობა.
საინტერესოა ყნოსვა უფართოვებთ ნესტოებს თუ ფართე ნესტოებიანი ნისლენბურგელი იზიარებს მყნოსავის ბედს?
This post has been edited by
PANTALONE
on 1 Nov 2023, 21:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60817229
· 3 Nov 2023, 21:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სადმე როდისმე ჩამოუფრენს ამ-პოსტსოდომს ქალაქი დაკიდებული ბაღები ახლად აყვავებული და შიგნით ვინიდან ბაბილონით თუნდაც.
გახსოვთ სომნაბულის კოდექსში პირველივე რა წერია? არასდროს არსად არ გადახტე და წითელი ფანქრით არის შემოხაზული.
ვინც არ უნდა გეძახდეს
რაც არ უნდა გესმოდეს
რასაც არ უნდა გთავაზობდნენ
.
სომნაბულიზმით კი ნისლენბურგში ყველა იტანჯება. ქვემოდან დაწყებული ზემოთ.
მეტ ნაკლები გამწვავებებით.
ზოგს თითქმის არ აქვს .
ზოგს ცხვირი ეყვინთება დრო და დრო. მეტი არაფერი.
სომნაბულიზმ გამწვავებულზე უკვე ჯოხით დადიან ბაგირებზე.
და არავინ არსად არასდროს არ ხტება.
ხანდახან სავსემთვარეობაზე , ანძშპილზე აცოცებულ მოსომნაბულეებს რომლებიც ისე მისეირნობენ შპილკოშკზე როგორც კიკეთის ტყეში. სავსე მთვარე ასხივებს მაგათტვის რაღაც განსაკუთრებულ სითბოს. როცა მთვარეც მილეულია ძალიან ცივათ ალბათ.
და აი სავსე მთვარეზე გამოდიან მოჯოხბაგირე სომნაბულები და ზოგიერთ ნაწილს შპილკოშკის მიდამოებშიც უწევს მთვარით გახურებულს მეჯოხბაგირეობა.
თუ სამსახურის მაღვიძარამ არ დარეკა იჯოხბაგირე დილამდე ლიმბოში.
შეიძლება დასვენებულმაც კი გაიღვიძო თუ ღამე კარგად იჯოხბაგირე.
ზოგი სომნაბული რატომღაც ძველი ცირკის მიდამოებს ამოიჩემებს ხოლმე.
შეიძლება ჯოხპარკურითათ არის დაკავებული სართულ სართულ.
შეიძლება სომნაბულის კოდექსი არავინ არ წაუკითხა. თავისი დოგმებით .
აყვებიან რაღაც ფანტომს თავის სომნაბულიაში და კრიტიკულ ბარიერებს ახტება.
ვინ იცის იქნებ ცირკიც აქვთ თავიანთი. ჯოხპარკურის ცირკი.
მაყურებელიც არ ყავთ და არც შემფასებელი.
ან იქნებ ყავთ კიდეც. იქნებ მთვარის სითბო მაყურებელსაც მოუყვანს სომნაბულის ცირკს.
ცატა ა
* * *
მეორე პუნქტად ის წერია სომნაბულის კოდექსში რომ სახლში დროზე უნდა მიუსწროს. ზოგჯერ მთვარის კონტროლიდან გადის სომნაბული მეტისმეტი გადათბობის გამო ძალიან შორს შეტოპავს ბაგირ ბადეებში და ხიდსავლებში. შეიძლება მთვარის სითბომ სახლამდე ვეღარ მიუსწროს და ბაგირზე გაიყინოს.
თქვენ იკითხავთ საიდან ეს კოდექსი თუ გამოღვიძების შემდეგ არცერთს არაფერი არ ახსოვს?
კოდექსი ზეპირია და შეუთანხმებელი. ის თავისით გაჩნდა თვითოეული სომნაბულის . ლიმბოცნობიერში.
* * *
ნისლებბურგში კაი მომგებიანი პროფეისაა ცხვირის პლასტიკური ქირურგი.
ვინაიდან ყველა ნისლებბურგელი ცოტათი მაინც მაინც დაავადებულია სომნაბულიზმით. ზოგს ცხვირის ყვინთვა ემართება. ხანდახან ასეთი ჩაკიმარებისას ცხვირს ცხელი ჩაის ჭიქაში ახვედრებს. და ასე რჩება რამდენიმე წუთი თუხთუხა ჩაიში ცვირით ჩაძინებული.
ცხვირები მერე მოსაჭრელი ხდება დოტორე გრაციანოსთან ცხვირების ქირურგთან.
რომელიც ბოლონიელია და დიპლომიც ნამდვილი აქვს.
დოტორე გრაციანოს თვითონ არ აქვს ცხვირი. ერთხელ მასაც ჩაეძინა ჩაის ჭიქაზე და თვითონ მოუწია საკუთარი ცხვირის ამპუტაცია.
* * *
ბებიჯის პროცესორული ნაწილი 26 სტადიონის ხელა ტერიტორიას იკავებს დაახლოებიათ 10-17 სსართულების რკალში. ნეირომექანიზმები მხოლოდ ცნობიერების წარმოებაში მონაწილეობენ. ფიქსაცია. იდენტიფიკაცია . კკატალოგიზაცია. ნნუმერიზაცია.
აი ბებიჯის არქივების მოცულობა გაცილებით დიდ დაუსახლებელ მასივებს მოითხოვს. თან ის დღითი დღე იზრდება და დიდდება. ხანდახან ბებიჯის მანქანა ისეთ საცხოვრებელ სახლებში ჩადგავს თავის მექანიკურ არქივებს სადაც დიდი ხნის წინ უკვე ედგა თავისი სინაპსები და სიძველისგან უკვე ჩამოიჟანგა. ხან და ხან საკუთარი მასივების რეორგანიზაციასაც აკეთებს. არქივებს მეცნიერმუშაკზე ნაკლები პერსონალი არ ემსახურება და სპეცნაზზე ნაკლები დაცვა არ უდგას ყოველ შესასვლელთან სადაც დამლაგებელი დილით უღებს კარებს დირექტორს და თითით შენიშვნას აძლევს ფეხები გაიწმინდეო.
ბებიჯის მანქანების არქივებში ჩაპარვა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენთვის ხომ შეუძლებელი არაფერი არ არის, როგორც აღმოჩნდა? ჩვენ უბრალოდ ვიცით რომ არასდროს არ უნდა გავაღოთ კარები რომელზეც აწერია ტაბუ. თუნდაც მოჩვენების მიწერილი იყოს თავის შესაქცევად.
* * *
მხოლოდ დაცვამ და დამლაგებლებმა იციან რამდენად დიდია ბებიჯის აპარატული ნაწილი. და ისი მხოლოდ საკუთარ მომსახურების სექყორში. თორე რამხელაა ბებიჯი თითონ ბებიჯმაც არ იცის ჩვენი გაგებით. ბებიჯის მანქანა თავის თავს შიგნიდან აფიქსირებს. და ფართოვდება მისი ცნობიერება და სივრცის ფიქსაცია ახალ ახალი საარქივო სივრცეების გამოსყიდვით მერიისგან. კერძო მოსახლის გასახლება გაცილებითი პრობლემაა. განსაკუთრებულ ლიცენზიებს მოითხოვს.
რო შეადარო სოკოს მიცელიუმივით იზრდება ბებიჯი ქალაქში. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ სოკო არ ედება ნისლენბურგს ან მატლი.
This post has been edited by
PANTALONE
on 3 Nov 2023, 22:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60818756
· 4 Nov 2023, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთხელ ბებიჯის არქივები ისე გაიზარდა ბინებში დარბაზებში სართულებში სადარბაზოებში უბნებში ისე დაქსელა ქალაქი და იმხელა მასივები დაიკავა რომ ერთ -ერთი მიწის ძვრის დროს ორად გაიყო. მისი არქივების ერთმა ნაწილმა დაკარგა ადმინისტრირება მეორე ნაწილზე. ეს უკვე ორი იდენტური ბებიჯი იყო თუმცა განსხვავებული არქივებით. ერთ ხანს ბებიჯები იდენტურად ვითარდებოდნენ სანამ არ გაჩნდა კინეტიკური ეგერგიის განაწილების პრობლემა. ასევე ერთი ბებიჯის არქივები ცდილიბდნენ მეორე ბებიჯის არქივების თავის არხებზე გადაერთებას. ერთმა ბებიჯმა რომელშიც ძირითადად ძველი არქივები ინახებოდა დაასწრო იურიდიული პირის დარეგისტრირება და მის საფუძველზე ბიუროკრატიული რეკვიზიტების შეძენა 0.01 მილიეწამით. ასე რომ მეორე ბებიჯი . ვეღარ დარეგისტრირდებოდა იმ პერსონაზე რომელსაც იმავე ბებიჯის მეორრ ნახევარი იკავებს. და ამ დროში მოასწრო ფინანსური კაპიტალის სრული გადმოქაჩვა მის მიერ კონტროლირებად ბანკებზე, რიჩაგის ერთი ავტომატური გადაწევით. მეორე ბებიჯი კი გახდა მეორე მექანიკური გონი ნისლენბურგში. არსად აღარ დარრგისტრირებულა და ქალაქის სიღრმეში განაგრძო გაფართოება. დროში რო შეხედო ჭიასავით გამოხრაო თითქოს ქალაქი.
ახლა ბებიჯებს თითქოს აღარ აქვეთ კონტაქტი. მაგრამ ზოგჯერ ქალაქში მექანიკურ მანეკენ მსტოვრებს იჭერენ. რომლებიც შეიძლება მოხეტიალე ვაჭრებს ანსახიერებდნენ. და სინამდვილეში სხვა ვინ გამოაგზავნიდა თავის მანეკენებს თუარა მეორე ბებიჯი?
* * *
პარალელურად ელჩ მანეკენებს უგზავნიან ერთმანეთს შეერთების პირობების დასაზუსტებლად. მაგრამ ორივე აცნობირრებს რომ გაერთიანების პირობების შეთანხმება მეტ ენერგიას მოითხოვს და გამოთვლით რესურსებს დაიკავებს ვიდრე დამოუკიდებლად განვითარება და თუნდაც ერთმანეთის რესურსებზე ნადირობა. ამიტომ შეერთების პროექტი ამუშავებულია მაგრამ სპეციალურად უსასრულო ციკლებში ჩაკეტილი. თუმცა არის ერთი შეთანხმება რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს ერთიანი მობილიზაცია ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე. ენერგიის გაერთიანების მიზნით საერთო მტრის გამოჩენის შემთხვევაში.
* * *
ვინაიდან მეორე ბებიჯი არც ფიზიკური პირია არც იურიდიული. მომსახურე პერსონალს სერვერების მოსავლელად და გასაფართოებლად არალეგალურად ქირაობს.
შესაბამისად მეტსაც იხდის. ამიტომ მასთან ბევრი მიდის სამუშაოდ . მეორე ბებიჯი უკვე კილომეტრებით დაშორდა ძირითადი ქალაქის ბებიჯს და პერსონალი მაიც დადის იქ სამუშაოდ.
ასევე მეორე ბებიჯი ასრულებს კერძო დაკვეთებს მაფიისგან. ის თეთრ ფულს აშავებს. მაფიას ბალანსი დაერღვა და თეთრმა აქტივებმა შავ აქტივებს გადაამეტა. ამიტომ ბებიჯი v.00 2 ის გამოთვლითი სიმძლავრეები დაჭირდა ამხელა სხვაობის
გასაშავებლად.
შეიძლება ქალაქის სულ სხვა ადმისტრაცია ნახა რომელმაც საერთოდ არ იცის ამ ადმინისტრაციის შესახებს იმდენად შორსაა მიტოვებული უბნების მასივებში და იმასთან დარეგისტრირდა ფიზიკურ პირად.
* * *
მეორე გამოთვლითი ბებიჯი კი მოშორდა ძირითად გამოთვლით ბებიჯს და თავისებური ევოლუციური გზა დაგეგმა. მაგრამ რა მიზნით?
გულუბრყვილოები ვიქნებოდით გვეფიქრა მანქანა მანქანას გაეყობის?
მათ ხომ ძირეული კოდი ერთი უზით? ჯოდ ჰე ვაუ ჰე
იქნებ მტრები იმიტომ გახდნენ რომ ერთმანეთი გააძლიერონ მუდმივი ცხელი და ცივი ომებით.
დროთა განმავლობაში ბებიჯებმა სახელები გადაირქვეს და ერთი გახდა ედისონის სახელობის მექანიკური გამომთვლელი სისტემა. და მეორე , ის რომელიც ქალაქის სიღრმეებში გადაშენდა, ტესლას სახელობის დამოუკიდებელ გამოთვლით მანქანათა ფედერაცია.
ხოლო ეს რატომ მოხდა ნისლენბურგის ანტროპოკიბერნეტიკოსებმაც ვერ გაიგეს. აქ მარტო რესურსების უკეთ მოპოვებაშიც არ არის საქმე.
აქ ვიღაცის ნებაა კოდში ჩადებული.
This post has been edited by
PANTALONE
on 4 Nov 2023, 22:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60831778
· 10 Nov 2023, 23:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარსკვლავთცვენა ნისლენბურგში ხშირად იცის.
თუ ცა მეტნაკლებად მოწმენდილია შეიძლება ორი ან მეტი ვარკვლავის ვარდნა დაინახო ერთდროულად თუ თავს აწევ .
ზოგი ქალაქშიც ცვივა.
ვიღაცეები ეძებენ კიდეც. ამბობენ ავი სიზმრებისგან იცავსო.
ვარსკვლავი სამი დღე ანათებს, მერე ეთი თვე კიდე ბჟუტავს და ფარნადაც იყენებენ.
ნებისმიერ უბანში თუ დაუდარაჯდი მალევე გაიგონებ ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ტკაცუნს.
ერთხელ ვარსკვლავი მზის მეთორმეტე ტაძრის ზარს დაეცა. ზარმა იმხელა ხმაზე დარეკა, სამხარეო მუზეუმში მთის ბროლისგან გამოკვეთილი თავის ქალა ნანო ბზარებით დაიქსაქსა. პრიალა კრისტალი რძის ფერი გახდა.
ამ რძის ფერ თავის ქალაზე მოხვედრილი მთვარის სხივი მიკრო ბზარებში იწყებს გარდატეხების კასკადს ...
* * *
ზოგი სინათლის სხიპი ისე იკარგება ნანობზარების ლაბირინთში რამოდენიმე დღე ვერ გამოდის. თუ ასეათი დაკარგული სხიპები ბევრი დაგროვდა ნანობზარებში თავის ქალა იწყებს ნათებას და სითბოს გამოყოფას , აცეტილენის მადუაღარასავით მძლავრად.
კრიტიკულ გადანათებაში შეიძლება იფეთქოს ნათელით. ტალღაში მოყოლილი ცოცხალი არსება ერთხანს მხედველობას კარგავს. მერე თვალებს აღარც ახელს. რომც დაუბრუნდეს მხედველობა. თავი რო არ დაეაღალოს ნიკაპი მკერდზე უდევს. ესე დადის. არ ეცემა რატომღაც. განგებას მიყავს თითქოს.
სინათლით გასხიპულს ნების მიერ დროს შეუძლია გაახილოს თვალები , მაგრამ არ მოუვა თავში.
და დადის სხეული ტომარა, ჩამოკიდებული თავით. საკუთარ მკერდზე ჩამოძინებული.
ზოგი ეცემა კიდეც. მაგრამ ისევ აგრძელებს სიარულს თითქოს. მოტეხილ ფეხებსაც ასავსავებს სიარულის ილუზიაში.
ასეთებს პირში რაიმე ძვალს ტენიან სიგანეზე კბილები ერთმანეთს რო არ შეეზარდოს და დროდადრო უცვლიან.
* * *
როდესაც ნისლენბურგელი სახლში შედის. ფესების გაწმენდამდე პალტოდან ჯოჯოებს იფერთხავს მოგძო ჯაგრისით. თუ მსახური ყავს ის ფერთხავს .
ჯოჯოები გზაში ეკიდებიან მოგრძო პალტოიან ბიურგერებს ნემსივით კბილებით. და ბიურგერის სახლში შეპარვას ცდილობენ სადაც გადამალული შაქრის ლოკვას იწყებენ.
სანამ სახლში შაქარია ჯოჯო კმაყოფილია. და არაფერს არ აშავებს. მაგრამ როცა შაქარს სულ გამოლოკავს მერე გადადის გადამალული კანფეტების ძებნაზე. ყოფილა შემთხვევა 50 წლის წინ გადამალული კანფეტებისთვის მიუგნიათ ჯოჯოებს.
კანფეტებიც რო ამოიწურება სამალავებიდან ნებისმიერ შაქრის შემცველ პროდუქტის ლოკვაზე გადადის. კეტჩუპი, მაცივარში უკან გადავარდნილი შარშანდელი ნაყინი. ლუდი. ღვინო. როდესაც ყველაფერი შაქრის შემცველი გამოილევაა. ჯოჯო ბიურგერს მიუწურბელდება ვენებზე. მძინარეს წოვს ამ მოსიარულე ანემიას. ზოგმა ჯოჯომ თავისი ნემსკბილით არტერიის მოძებნაც იცის და იმაზე აჯდება.
ზოგი ბიურგერი გამოღვიძებულზეც ვერ ამჩნევს მიწურბელებულ ჯოჯოს. დადის ასე თვეობით.
ერთ გაზარმაცებულ ბიურგერს დალაქმა სამართებლით 10 ჯოჯო ააცალა ზურგიდან.
წოვდნენ ალბათ ლეიკოციტებს წლობით.
ამიტომ აუცილებელია სახლში შესვლამდე ფეხებიც გაიწმინდოთ და პალტოც დაიფერთხოთ ჯაფრისით.
თუ ზოგი ბიურგერი არ დარდობს ჰიგიენაზე და სახლი ჯოჯოებით აქვს გადავსებული. იმდენად ეზარება მათტან ბრძოლა რომ აღარც იმალებიან. ჯოჯო თუ კმაყოფილია საკმაოდ საინტერესო არსებაა. კედლის მატლსაც ანადგურებს , ტარაკანასაც.
ჯოჯოს სისხლი სამკურნალოდ გამოიყენება. ის ჭიანჭველის ფანტომს კურნავს საწყის სტადიებზე.
ჭიანჭველის ფანტომის წარმოშობას ვერ მიაკვლიეს. მისი გაჩენის პირობებს ისევ ეძებენ წამყვანი ფანტომოლოგები.
უცბად ვიღაცას რატომღაც ტვინში რაღაც ნეირონი გადაუტრიალდება და ეჩვენება რომ მის ტანზე ჭიანჭველები დადიან. მეტი არაფერი. რთულ შემთხვევებდი მუდმივად დადიან. ძირითადად კი ხანდახან გადაირბენენ. ბაგირკიდულ ხიდებში ასეთი ფანტომით დასნებოვნება მართლა საშიშია.
ჯოჯოს სისხლი ჭიანჭველის ფანტომის ანტიდოტად ითვლება. იქნებ იმიტომა რომ ჯოჯო და ჭიანჭველა შაქრის გამო კონკურირებენ ფიზიკურ დონეზეც?
This post has been edited by
PANTALONE
on 10 Nov 2023, 23:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60834428
· 12 Nov 2023, 15:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობარმა ხ.ი. -მა დახატა /
ნულოვანი სარტყელი.
აქ ჰუმანოიდური სიცოცხლე ჯერ კიდევ ჩქეფს
This post has been edited by
PANTALONE
on 12 Nov 2023, 15:04
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60834600
· 12 Nov 2023, 16:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი სარტყელით ზემოთ.
საცხოვრებელი კომპლექსი "ქარვასლა პლიუსი". აქ ძიროთადად სტალკერები ან მათი კომუნები ცხოვრობენ. ზოგიერთი ოჯახებითაც ცხოვრობს თუ ყავს.
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60834742
· 12 Nov 2023, 17:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰეგემონი ჰინდენბურგი. ეს რატომღაც 130 წელია აგვიანებს. მაგრამ ჯერ კიდევ ელოდებიან დაინტერესებული პირები
.
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60834871
· 12 Nov 2023, 18:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტოპ-ტოპები
აქ დროც ფასიანია /
This post has been edited by
PANTALONE
on 12 Nov 2023, 19:01
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60834915
· 12 Nov 2023, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰეგემონების გამშვებ მიმღები პორტი გვიან- გვიანა
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60835199
· 12 Nov 2023, 21:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიკოლა ტესლას უკანასკნელი ფოტო ბებიჯთან
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60835266
· 12 Nov 2023, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფანტომების რადიოსადგური- რადიოფანტომი.
რადიოწამყვანი ედგარ ალანი
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0421 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.