Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნისლენბურგის ქრონიკები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60835301
· 12 Nov 2023, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოხეტიალე ცირკის ჩამოფრენა /
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60835502
· 12 Nov 2023, 22:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნისლენბურგს ყავს იმერატორი. ფორმალურად ის რიგითი მოქალაქეა. მაგრამ იპერატორთა შტოდან ერთადერთია შემორჩენილი. მემკვიდრეობით მიღებული გვარის ხაზინა და უძრავ მოძრავი ქონება მიღებიდან მალევე წააგო ბებიჯის მობილურ ჩამოსაკრავ მანქანებთან. მხოლოდ ერთი ჰეგემონი ყავს შემორჩენილი საკუთრებაში. საიმპერატორო ჰეგემონი კეისარი. მისი 51 პროცენტი სათავსოები დაყადაღებულია დავალიანებების გამო და დროებით არ ფუნცციონირებს . საიმპერატორო ჰეგემონს ეტყობა კარგი მოგება მოაქვს თუ იმპერიის მემკვიდრე იშვიათი არტეფაქტების შეძენას ახერხებს ლეგალურ თუ იატაქვეშა აუქციონებზე.
თავდაპირველად ჰეგემონი სრულიად ოქროს ფირფიტებისგან შედგებოდა რომელზეც ტყავი იყო გაშემოკრული. ბუნებრივია რომ სიმძიმის გამო ვერ დაფრინავდა . კიდევ მრავალი თაობის ჩინოვნიკებმა იპარეს ჰეგემონიდან ოქრო. სანამ არ აფრინდა. მოოქროვილი ბადრიჯანივით
დღერს დღეისობითაც იმპერიის მემკვიდრე ნისლენბურგის მდიდართა ასეულშია. მხოლოდ ამ ერთი ნახევრად დაყადაღებული ჰეგემონის ნამუშევრით. თუმცა თვის ბოლოს მასაც წინასწარ აქვს ჩასაბარებელი მონაგარი ბანკებისთვის თუ კერძო პირთათვის. როგორც ყველას
* * *
ნისლენბადის პერიოდი.
სახლები
This post has been edited by
PANTALONE
on 12 Nov 2023, 22:58
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60837044
· 13 Nov 2023, 21:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნისლენბადის აბანოები /
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60860509
· 24 Nov 2023, 22:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთია როდესაც ჭინკებით გაშინებენ ბავშვობაში. ჭინკა თითქოს არსებობს მაგრამ აბა ჩვენ რა ვიცით სადაა ჭინკა? არ მოდის! იქნებ არც მოვიდეს. აღარ მჯერა ჭინკების. და შიშისთვის თითქოს იმუნიტეტს იძენ. და ჭინკის დასახვედრათაც მზად ხარ თუ რამე.
ან იგივეა გაშინებდნენ თუ არა კაშეი უკვდავით. კაკუჩათი რომელიც სარდაფში ბინადრობს თუ რამე სხვა საფრთხობელებით.
ფრედი კრუგერით თუნდაც. ყველას ამას
წარმოიდგენდი რაღაც იერხატებში . ფოლკლორზე დაყრდნობით, ძველ სიზმრებზე დაყრდნობით. იცი მაინც როგორი ცუდი რამეა.
მააგრამ. სულ სხვაა ნისლიდან დამოვარდნილი ფანტომი. ასე მოულოდნელად. არსაიდან მაგრამ ნისლიდან.
ნაცრის ფერი შესქელებებიდან. ჯოჯოჩიტი. ნისლიდები. ათასი კტულხუ და დაგონი. თითქოს პარაზიტზე პარაზირი არ უნდა ილეოდეს ამ ცოდვის სართულებზე. თითქოს ძველი უკვე ნაცნობი ფანტომები აკლდა და ეხლა ექსლუზიური ქაოსის შემთხვევითი გამონასხლეტები ჭირდებოდა ქალაქს.
ნისლიდან ისეთი რამე შეიძლება გამოძვრეს რო შიშისგან ტაბუს ჯადოთი დაბეჭდილი კარები შეაღო იქ დასამალად.
ნისლიდან გამოვარდნილ ფანტომს თავიდან არც სახელი აქვს არც ისტორია. პრაქტიკასთან ერთად ფანტომის ისტორია იზრდება . მისი პრესტიჟიც და სახელიც. მაგალითად ფანტომების მეფემ ფანტომ მეორემ თავისი სახელი ნიუ იორკში მასიური შუქის გათიშვის ილუზიით შექმნა . ამბობდნენ მასიური პანიკა გამოიწვიაო. დიდი ისტორია წაიღო ფანტომ მეორემ განსაფანტავში. პრესტიჟი და მოწიწება. მასიური ფანტომაჟი იშვიათ ნისლის ჯოჯოს შეუძლია.
არის ცალკე ქვესახეობა ფანტომების. ობობების მსაგავსი. მაგრამ მაგათი გამოვარდნების არავის ეშინია. ობობები გამოხრულ ქალაქში იმდენი და იმდენნაირია ნისლის ქაოსშიც აღარ იძებნება უფრო საშიში ეკზემპლიარები.
ამიტომ არაქნიდი ფანტომები პრესტიჟს ვერ იკრებენ და უისტორიოდ იფანტებიან.
თან დიდხანს არსებობენ მატერიალურ სამყაროში და ყოველი დღე სძულთ.
და თუ დაგაინტერესად საიდან ქალაქში ამდენი ობობა დაფიქრთით რამდენი მწვანე ბუზი უნდა დაფრინავდეს ამ სიმყრალეში?
ნისლი გატენილია ბორჯომის ბოთლივით მწვანე ბუზის ბზუილით . მარტო ბუზია კმაყოფილი ამ შენობების ცარიელ კედლებში
მარტო ბუზი გამოყოფს ენდორფინებს პაწაწინა ტვინში. ამიტომ უყვართ არაქნიდებს. ნისლიდანაც ამიტომ მოცოცავენ არაქნიდი ფანტომები.
ამიტომ ეხვევა ზოგიერთი ნისლენბურგელი ნებაყოფლობით ობობის ქსელებში. იქნებ მოყვება ის ბუზის სიხარული ყროლზე რო ცახცახებს დორბლმორეული.
* * *
ვარსკვლავთცვენა ხო გახსოვთ ნისლენბურგში ხშირი მოვლენაა. ამ ვარსკვლავთცვენაში შეიძლება გამოერიოს ერთი , ჩამოვარდრბა კაბადონიდან მოწყვეტით და მოყიალე ბიურგერის ცხვირის გასწვრივ ჩამოეკიდება ობობსავით. ბრჭყვიალებს.
ისე სუფთად ბრჭყვიალებს ინსტინქტურად გინდება დაიაწირო ციცინათელასავით. ხელის ერთი მოქნევით. და როგორც კი დაიჭერ სინათლის სისწრაფით გაფრინდება უკან კაბადონზე. ისე სწრაფად რომ შენ ხელის გაშვებასაც ვერ მოასწრებ.
ბევრია ფანტომი. რაც გამოვლენილა და უფრო მეტი რაც ჩაბუდებულა და თავის ფორმას ელოდება.
* * *
ფანტომთა კვლევა-კატალოგიზაციის ინსტიტუტში ამტკიცებენ რომ ფანტომის განსხეულება შეძლეს.
გინდათ მიგახვედროთ ერთტი ფანტომი რომელიც ამ ინსტიტუტში პროფესორმა ფაღავამ დააფიქსირა და შესაბამისად განასხეულა ?
გახსოვთ ეს ტექსტი ნისლენბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში იწერება. მიდიან, მოდიან მკითხველები, ზოგი აქ წაიკითხავს ზოგი იქ. გადაფურცლავენ გადმოფურცლავენ . აი ეგ ფანტომები უნებლიედ შემოტყუებული ნისლენბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში დააფიქსირა პროფესორმა ფაღავამ. დააფიქსირა შესაბამისად განასხეულა.
ნისლენბურგის სამყაროში.
* * *
. Hdhdhdhhddhhddhdhhd.
[YOUTUBE]xMraIqfl1ro?si=rmYPsDQtoSEBxfFV[/YOUTUBE]
* * *
. Jfjfhfhfhhfhfhfhfhfhhfhfhfhfhfhhfhfufhfhfhf.
* * *
ზოგი ნისლენბურგელი წყალზედადის. თუ სადმე ტყლაპო შეგროვდა. იმიტომ კი არა რომ ანგელოზია, უბრალოდ იმდენად მსუბუქია რომ პენოპლასტივით ტივტივებს. ნისლენბურგელი თავის პალტოზე სამჯერ მსუბუქია. ნისლენბურგელი ძლიერ არსებად ითვლება რადგან თავის წონაზე სამჯერ მძიმე პალტოს დაათრევს სამსახურში.
წლებს წონა მიაქვს და სიბერეში პალტო დაათრევს სამსახურში მის გულის ჯიბეში ჩაბუდებულ ბიურგერს , ბურთულოვან პასტებთან და ულვაშების სავარცხელთან ერთად.
და ხანდახან 25 წლის წინ ვადაგასულ პრეზერვატივთან ერთად.
* * *
ბიურგერს ვაშლი დააქვს სადილად პალტოს ჯიბით სამსახურში. ბოლოსკენ პალტოს დააქვს ის ვაშლი . შესვენებაზე ამოიღებს დაიდებს მაგიდაზე წინ. უყურებს. ნისლენბურგელი გამოვარდება პალტოს გულის ჯიბიდან აცოცდება ვაშლზე და ხრამუნით კბეჩს ეს ამხელა დოვლათს. ზოგჯერ შეძვრება კიდეც ვაშლში. იქ არ დარჩეს შემთხვევით პალტოს სახლში რომ წავა, მარტო, პატრონის აგარეშე. ან არ დატოვოს
* * *
კვარტლის დახურვის დღეს ნისლენბურგში რევიზორი ჩამოდის. ოფიციალური მეცნიერება არ მიიჩნევს ნისლენბურგის გარეთ რაიმე ცივილური სამყაროს არსებობის. პოლარული ვარსკვლავის გარდა. მაშ საიდან მოდის რევიზორი რევიზიით? ფურცლებით ყველაფერი სუფთაა. დადგენილება რეზოლუციებით რევიზორი უნდა მიღებულ დაბინავებული იქნას შესაბამისი კლასის საერთო საცხოვრებელში . რომელშიც იქნება ტელეყურმილი , პირსახოცი და წინდები. გადაეცეს უკანასნელი კვარტლის ფაქტურების კოპიები და გაცილებულ მოცილებული ესკორტით ქალაქის დათვარიელებაზე .
რევიზორი თავისი აერტოსტატით დაფრინავს თუ გაუფუჭდა მოხეტიალე ცირკს მოყვება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამიტომ ზოგჯერ აგვიანებს. მაგრამ პროტოკოლი ავალდებულებს ბურგომისტრს ელოდოს მიმღებ პორტში სამ თვემდე. შემდეგი კვარტლის დახურვამდე. დაუხურავი კვარტალი დროში არ ითვლება და კალენდარი უკან იწევს.
რევიზორს აჩვენებენ ძველი თეატრის შენობას.
- აი ბატონო რევიზორო ჭიებმა შეგვიხრეს. - გულისტკივილს ანსახიერრბს ბურგომისტრი.
- კარგია, კარგიაა! - ცხვირზე შავ ბლოკნოტს იფარებს რევიზორი , მონოკლსა და ფურცელს შორის სანტიმერში ფანქარს შეაცურებს და რაღაცას წერს. ან ჩიტიკს სვამს. ან ჩათვლიკს. მკარცრ უჯრედში.
- ეს ხიდების კასკადები წავებმა დახრეს.
- კარგია, კარგიაა! - ჩიკ ჩიკ ბლოკნოტში
- აქ სომნაბულები ცვიოდენ და ბადე დავამაგრეთ მაგრამ მოიპარეს.
- კარგია, კარგიაა!
- ეს სკვერი მოვენებებმა წაიღეს. აღარ შეისვლება.
-ჩიკ ჩიკ!
- ზემოდან ნაგავს ყრიან.
-ჩიკ!
- აქ ვირთხები გამვლელებს ფეხებზე კბენენ.
- კარგია, კარგიაა!
ქალაქის დათვალიერება აღწერის შემდეგ რევიზორს ესკორტი ეხსნება და სადილი ეკუთვნის სასოსისეში სახელად სასოსისე . სასოსისეს სასოსისე დიდი ნეონის ასოებით აწერია . სასოსისეს მენიუში სამი სოსისია შავი პურის ყუა და უალკოჰოლო ლუდია. ნაგიდაზე უნდა იდოს ხელსახოცი და მელქიორის დანაჩანგალი. ჭურჭელი ერთჯერადი დასაშვები. მდოგვი სუფრაზე აუცილებელი.
რევიზორი საერთო საცხოვრებელში აღარ ბრუნდება რადგან 12 ამდეა გადახდილი რაღაც დადგენილებით და თავის ჩემოდანს თვითონ მიათრევს გამშვები პორტისკენ.
* * *
ნისლენბურგს ათასწლეულებია ერთი სავარაუდოდ უკანასკნელი ძირი ვაზი მოყვება სართულ სართულ. გარემოში სადაც მთვარის შუქი მეტად დომინირებს მარტო ადესას ერთი ძირი ღა ამოყვა სხვა ყველა ჯიში გადაჯიშდა ან ამ ადესას შეერია და ხანდაცან საუკუნეში ერთხელ ეს მვოხავი ადესა სადმე რომელიმე წალამტოტზე საუკეთესო საფერავს გამოისხავს ანდა რქაწითალს. ეს ძალიან დიდუ იშვიათობაა . უმეტესობა შემთხვევებში ნაყოფი თავის რთველს ვერ მოესწრება და მთვარის შუქზევე დაჭკნება ან დალპება თუ დიდნისლობაა.
თუ ირთველა კი საუკეთესო ღვინო დგება . არა ისეთი რაც ამ გადაჯიშებული ადესიდანაც გამოდის. რაღაც საშუალო ადესასა და ძაღლყურძენას შორის.
სამეფო. საიმპერატორო. საკაიზერო. საშაჰინშაჰო. საკონანგო ღვინო. ერთი ბოთლი რომ ერთ საბრძოლო ჰეგემონში გაიცვლება.
მოყვება სართულებს წვრილი ნემსიკავა წალამტოტებით. აკურატულად ეჭიდება ჭიანაჭამ ფიცრებს, აგურს. ნალესს. ჩუქურთმიან აივნებზე გადაირბენს ნელა. კოლონებს მიუყვება. თუ გზის არჩევანია ორივეს ირჩევს , იტოტება. მისივე ტოტები ხვდებიან მისივე ტოტებს და ფოთლებს და ზოგ წლებში ყვავილებსაც. და თუ წელიწადი ისეთი იყო რომ მზის სხივებმაც შემოაღწია შეიძლება ნაყოფი იქმნეს. შეიძლება ნაპოვნიც იქნეს ის ნაყოფი , დაწურული და დანაღვინევიც.
თითქოს და რას ებღაუჭება რაღაც მოყვება რა ევოლუციური ამოცანა უნდა ქონდეს შემორჩენილი ან როთარ ჩაუცხრა თვით არსებობის ინსტინქტი. რატო არ აუშვებს თავის ნემსკავა საცეცეებს ამ ქალაქის დამპალ მატერიას. მაგრამ იქნებ იმასაც უდევს კოდი რომ მზის სხივებში უნდა შეცუროს თავისი შავი ფოთლებით და გამწვანებამდე დაიწვას მოწამვლამდე შესქელებული შავი ქლოროფილი. . როცა მზე მოვა და დაბრუნდება ღმერთების რახტზე და მზიანი დღეები გაცილებით გადააჭარბებს მთვარიანს. ნისლი კი ისევ იქნება.
მაშინ იყვავილებს ეს ადესა ათას ჯიშად. ხეივნებად. აივნებზე. სახურავებზე. და იხარებს ნისლენბურგიც.
მაგრამ ეს ლეგენდებია. ის ვაზიც ლეგენდაა. მე ვისაც ვიცნობ არავის უნახავს
* * *
საიდან მოფრინავს რევიზორი ან სად მიფრინავს აღწერის შემდეგ არავინ არ იცის. რევიზორი უკანა მგზავრობის ფულის ეკონომიას აკეთებს და მოხეტიალე ცირკის ჩამოვლას ელოდება ჩემოდანზე ჩამომჯდარი. თუ მოხეტიალე ცირკი ჩამოფრინდა რევიზორი შეაგდებს თავის ჩემოდანს ცირკის პლათფორმაზე და თვითონაც მიძვრება. მიუხედავად რომ ცირკის ფანტომებს არანაირი რეაქცია არ აქვთ რევიზორის ამოძრომაზე. რევიზორი ორ ღილს უტოვებს თავისი შინელიდან. ორივეს რატომღაც განსხვავებულს. თვლის რომ ძვირიც გადაიხადა. ცირკის ფანტომების რეაქცია ნოლთან მიახლოებულია. რევიზორი მოკალათდება საკუთარ ჩემოდანზე და შეეცდება დაიძინოს გზის შესამოკლებლად. მაგრამ ვერ იძინებს რევიზორი ბრუნდება მაგრამ სად? ან საიდან მოვიდა. ან სად იყო? ან ვინ გამოაგზავნა? ან რატომ აკეთებდა ამას? ან ეხლა სად მიდის? სანამ არ ჩაეძინება
This post has been edited by
PANTALONE
on 25 Nov 2023, 00:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60869690
· 29 Nov 2023, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გახსოვთ ნისლენბურგში პოეტი ჰუგო? ახალგაზრდობაში ჩარჩენილი. 64 წლის ბურგომისტრის შვილი? სახლებიდან რომ ხტება თავით და მერე რო ლექსებს წერს.
ხატვა დაიწყო. რაღაც ნახევარი ტაბლეტი დალია უწყლოდ და ხატვის დროს ეიფორიაში ჩაიფსა. და აი მაგ დროს დახატა თავისი საუკეთესო ნახატი ოქროს გედი.
ეს ნახატი გალერეა პირიმზეში გამოიფინა და მნახველი არ ყოლია.
ერთ დღეს ალბათ ვიღაც ნიღბიანმა კონკურენტმა მხატვატმა მჟავა მიასხა ოქროს გედს. ეს ამბავი გაზეთებში დაიბეჭდა და გალერეაში ნახატის სანახავად ხალხი დაიძრა.
-ოჰოო ეს ის ნახატია ვიღაც მხატვარმა რომ მჟავა მიასხა? - ამბობს ხმამაღლა კვირაში დაახლოებით სამი მნახველი.
- შემდეგ ნახატი გაველურებულმა ნელმა ვამპირებმა მოიპარეს და თავის ბუნაგციხეში ინახავდნენ. გაველურრბული ნელი ვამპირები ისინი არიან ვინც პატრონი დაკბინა, ჟაჭვიდან აიწყვიტა და დამოუკიდებელ ბუნაგციხეში გაიქცა. სხვა თავისნაირებთან. იქ რაღაც კომუნა აქვთ და ბზიკების მსგავსი სოციალური ორგანიზაცია. თავისი დედოფალი ბზიკით და სხვა ადათწესებით. იმ ნახატის გამოხსნა ჩვენთვის ქარგად ნაცნობ სტალკერს ბალთაზარ კროჭს დაევალა. ოღონდ იმ პირობით რომ ავტორიც თან უნდა წაეყვანა თავგადასავალში. პირველივე ბნელ ოთახში პოეტ ჰუგოს შემთხვევით ბზიკმა უკბინა. ოთახი გატენილი იყო შავი ბზიკებით. რომლებიც სიბნელეში ყვითელ პიგმენტს კარგავენ. ხჩობა დაეწყო . ბალთაზარმა იქვე მიატოვა ჰუგო. გაიქცა ვამპირებს თავისი ავანსი დაუტოვა ნახატი გამოართვა. რამდენიმე ადგილას სახე დაისერა , ვითომ ვამპირებმა დაჭრეს და ჰუგოსთან დაბრუნდა. ანტიალერგიული დაარჭო და გადაარჩინა.
ამ ამბის შემდეგ ოქროს გედის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა ბიურგერთა შორის.
მისი მნახველები კვირაში სამიდან თოთხმეტამდე გაიზარდა.
ბოლოს ბიურგერთა ფრონტის ექსტრემისტები შევარდნენ გალერეაში და ნახატის დაწვას აპირებდნენ პოეტი ჰუგოს ლექსების კრებულების ალზე მაგრამ კაპიტანმა ნისლენბერგმა თავისი მინი აეროსტატით გალერეაში შეაღწია და ბოროტმოქმედებს აგურები დაუშინა.
ამ ამბის შემდეგ ნახატი ბებიჯის გამოთვლითი მანქანის წარმომადგელებმა შეისყიდეს და იმ არქივში შეინახეს რომელსაც სხვადასხვა აწერია შესასვლელთან სკოჩით მიკრულ თაბახის ფურცელზე და უფრო დიდი არქივის საწყობშია განლაგებული. აქ ბებიჯის გრძელვადიანი ინვესტიციები ინახება. ჰუგოს ნახატის შესანახ თაროს აწერია გაყიდვისთვის ოპტიმალური შენახვის დრო /772 წელი/
მხატვარმა პოეტმა ჰუგომ ათი ათასამდე პირობითი ნისლენბირგული ჩაიჯიბა და იმ საღამოსვე დახარჯა რესტორან ბოლო მუკუზალში ქალაქის განაპირას.
ნისლეულში ნაგავსაყრელთან.
ჰუგოს არაფერი არ ახსოვს. რაში შეიძლებოდა დაეხარჯა ამხელა თანხა ვერ დაითვალა. თან თითქოს არც უჭამია წესიერად.
მას შემდეგ ჰუგო ბევრს ხატავს და აუცილებლად ჩაფსმული
* * *
ამ მომენტიდან სადაც "მოხეტიალე ცირკი" წერია იცვლება "მოხეტიალე ლუნაპარკით"
This post has been edited by
PANTALONE
on 29 Nov 2023, 23:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60945030
· 9 Jan 2024, 13:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიტოვებული ქარხნების მასივები. იოლი ნადავლის საბადოა. დღევანდელი ტოკიოს ტერიტორია რომ აიღო, 30 მილიონი ნისლენბურგელი რომ იცხოვრებდა , გამოჩონჩხლილი ფაბრიკა ქარხნების ტერიტორია სავსეა ისეთი გაჩერებული საწარმოებით , რომლებშიც საწარმოო მასალები შემორჩენილა. ქვანახშირი, აუწყობელი ავეჯის დეტალები, რძის ფხვნილი, ჩრჩილნაჭამი, ტანსაცმლის მატერია და სხვა ათასი სასარგებლო საზიდ-მოსახვეჭელი.
უსარგებლო რესურსიც ბევრია და საერთოდ ცარიელი საწყობებიც. საუკუნეები რომ არავის დაუქოქავს კონვეერები. მთავარია მიაგნო. მიაღწიოა და გამოაღწიო.
ზოგი ქარხანა დღემდე, მუშაობს, თავისით. პროგრამული მეხსიერების წყალობით. თუმცა არაფერს აწარმოებს. ცარიელი კონვეერები ამარაგებენ სიცარიელით უქმად მომუშავე ჩარხებს. სხვა კონვეერები კი ცარიელი საწყობებისკენ ეზიდებიან მუყაოს ყუთებში ლამაზად შეფუთულ სიცარიელეს. თუმცა ასეთი საწარმოები ათასში ერთია და სტალკერების ინტერესს არ წარმოადგენენ.
ქარხნების მასივებში სტალკინგი შედარებით უსაფრთხოა. თუ მარშრუტებს გაკვალავ და მკაცრად მიყვები მათ, მოკრძალებული მაგრამ რეგულარული შემოსავალი გარანტირებული გაქვს.
ზოგ სტალკერს ასე ურჩევნია.
შორი გზიდან სიარული , შინ მშვიდობით დაბრუნება.
ხიფათიდან მხოლოდ ველური კატები , გახურებულ მილებზე ცოცვით გამოფიტვა და სხვა მონადავლე სტალკერებია. მასივებში მხოლოდ ინდივიდუალები სტალკერობენ. რომლებიც ერთმანეთს რატომღაც ვერ იტანენ.
ველურ კატებს ავტომატის ჯერით იგერიებენ. გახუებულ მილებზე ზედმეტი სტალკერები იცხრილება და შემორჩენილებიც ზიდავენ მონაგარს. კილომეტრობით. ათობით კილომეტრობით. ზურგებით, ურიკებით, რუკზაკებით.
* * *
... გამაყრუებელ სიჩუმეში. სადაც თავგადასავალი სანატელიცაა.
სადაც საკუთარი ნაბიჯების ხმაც მტკივნეულია. მაგრამ აუცილებელი. რომ არ შეირყეს ისედაც შენჟღეული ფსიქიკა.
მოწანწალე სტალკერებს ასევე შველით გზაში სტვენა. საათობით, კვირაობით, თვეობით.
საკუთარი რეპერტუარიც აქვთ. რომლებსაც სამიკიტნოებში ეზიარებიან. მონაგარის ხარჯვისას. შეჯობრებიც აქვთ. ფესტივალებიც.
ყველაზე გავრცელებული შტვენის მუსიკას " სალაღობო" ქვია. სხცა კასტის სტალკერები ამ შტვენას ვერ იტანენ და მოხეტიალე სტალკერების საფუნდუკეებში არ შედიან დასათრობად.
საწარმოო მასივების უმეტესი ნაწილი შეუსწავლელია და მრავალი საუკუნეა იქ სტალკერს ფეხი არ დაუდგამს.
ასეთ მასივებში აჩრდილებმა დაიბუდეს.
აჩრდილი ადამიანის ჩრდილის ფანტომია პატრონის გარეშე. ის ჩაფხოვებული ქარხნების კედლებში დაძრწის და მისი ნაბიჯების ხმა არ ისმის. აჩრდილი სიმბიონტის გარეშე არარეალიზირებული ფანტომია. ზოგჯერ ის სტალკერების მიერ ათვისებულ მარშრუტებს აგნებს და თავის სიმბიონტს პოულობს. საქმეზე გამოსულ ნაცრისფერ კურტკიან მოწანწალე სტალკერს.
აჩრდილი მოწანწალეს ზურგიდან აეკიდება და უკან დაყვება მთელი გზა. მისი ნაბიჯების ხმა სტალკერს საკუთარი ნაბიჯების ხმასთან ერთად ესმის და ერთმანეთისგან ვერ არჩევს.
მას ეჩვენება რომ საითაც უნდა მიდიოდეს იმის საპირისპიროდ მიდის და იბნევა. აჩრდილი მოწანწალეს ხშირად გზაკვალს ურევს. რაც უფრო ძლიერია სტალკერის ნაბიჯების ხმა მით უფრო ძლიერდება ფანტომის ნაბიჯების ხმაც. ისე რომ, შტვენაც აღარ შველის.
ბევრი სტალკერი დაკარგულა უკიდეგანო მასივებში , ამ ფანტომების წყალობით. უკანა გზაც არევია და წინაც.
იშვიათად , მაგრამ ისეც ხდება, აკიდებულ ფანტომს მეორე აჩრდილი აკიდებია. ფეხების ბეტონზე კაკუნი ხომ ორის უფრო იქცევს ყურადღებას ვიდრე ერთის.
მეორე ფანტომის ნაბიჯები საპირისპირო მიმართულებით კი არ მიდიან, არამედ განზე.
ორი ფანტომი კიდევ უფრო აბნევს საწყალ მოწანწალეს და მასივებიდან ბილიკის გამოკვლევის შანსებს უმცირებს.
სამაგიერეოდ სამი წყვილი მობაკუნე ფეხის ხმაზე მესამე ფანტომიც მოისწრაფის და ახლა უნვვე სამნი დაბრახუნებენ ცივ ბეტონზე, შენი ზედა მეზობელივით შუაღამეს.
ახლა უკვე ოთხი წყვილი ნაბიჯების ხმას მიყავს სტალკერი ოთხი მიმართულებით. რომიდანაც სწორი.არც ართი შეიძლება არ იყოს. და ის უკვე ბრმად იწყებს სვლას ბეტონის მასებში.
მაქსიმალური მიბრაგუნე აჩრდილების რაოდენობა შეიძლება შვიდი იყოს.
ამ დროს სტალკერი უკვე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავს. ბრმადაც ვერ მოძრაობს. გუმანიც მაქსიმაურად.დათრგუნული აქვს. გამაყრუებელი უმისამართო ნაბიჯების ბრაგუნით.
მოწანწალე ადგილზე შეშდება მუხლების კანკალით და შეიძლება წლები იდგეს ერთ ადგილას გაშეშებული.
თუ რათქმაუნდა სიბერისგან არ დაყრუვდა და სადმე არ გადაიკარგა.
პირველ ეტაპზე, სანამ სტალკერს მხოლოდ ერთი მოხეტიალე ფანტომი აკიდებია, თუ ჭკუა იხმარა და სასწრაფოდ ნისლენბურგში დაბრუნდა შეიძლება დაეხმარონ კიდეც , არკჰემის სპეციალისტები და ფანტომი გამოასახლონ მისი ქუსლებიდან.
მაგრამ როცა სიხარბე საღ აზრზე ძლიერია. ვერც არკხემის ექიმები უშველიან და ვერც მისი საიდუმლო მდინარე. რომლის შავ დინებაში ამ წუთებში საწყალ ბალთაზარს აყვინთავებენ თავით და ცდილობენ რაღაც
ტრავმული შთაბეჭდილება გამოდევნონ,. მეტნაკლები წარმატებით.
This post has been edited by
PANTALONE
on 9 Jan 2024, 14:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#60946229
· 9 Jan 2024, 21:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალი წელი არ დგება ნისლენბურგში? ან რამენაირი წელი? რას ამბობს ამაზე ფოტომატიანე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60946884
· 10 Jan 2024, 06:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
ნისლენბურგის კალენდრებზე ცალკე წიგნს დავწერ. თუ დამცალდა, და თუ მთვარე იდგა ზენიტში და თუ პროდუქტმა ივარგა.
ბევრი "თუა" ...
თუ დამცალდაში მხოლოდ დროის რესურსს ვგულისხმობ. მთვარე კი მოხვდება თავის ზენიტში თუ დრომ ინება და პროდუქტიც გაჩნდება გადამალულ საიდუმლო ტუმბოჩკაში საიდანაც სიმბოლური არტეფაქტები ამოდის , ჩვენი გმირის ცხოვრებაში სხვა და სხვა ეტაპზე.
მთავარია ის უჯრა დარწმუნებით გამოაღო, . ეჭვის გარეშე.
ნისლენბურგში თორმეტი ოფიციალური კალენდარია. თორმეტივე მოქმედი ერთდროულად. (ეს თორმეტი დაიმახსოვრეთ)
ერთი ან ორის ცოდნა საკმარისი არაა. თუ გინდა იცოცხლო ყველა უნდა იცოდე.
"კალენდარიკას" სკოლებში ასწავლიან , ნული კლასიდან. სადაც სადაც ბიურგერებს თავი ბუნდოვნად ახსოვთ. უეცარი ფლეშბეკებით. თუმცა საკურ თავს მათსავე ისტორიებში ვერ იხსენებენ.
1.წეროების კალენდარი.
2. სართულებით კალენდარი. რომელიც დროის სართულებრივულ გაგებას გულისხმობს. . არსებობს წრფივი ფუნდამენტური სართულების კალენდარი. ნისლენბურგის სავარაუდო საძირკვლებიდან დღევანდელ ტოპ- ტოპებამდე. სავარაუდო საძირკვლებში დრო დღესაც ნულოვანი სართულისაა. ტოპებში ზოგგან მეცხრაათასე სართულია. ზოგგან ცხრაათას ოცდამეათე. თუმცა გასათვალოსწინებელია რომ შუალედური სართულები არავის დაუთვლია და მეცნიერების ვარაიდით დაინომრა. ხოლო ნულიც ვირტუალურადაა დამაგრებული დროის ნულოვან წერტილზე. რომელიც ასევე პირობითია რადგან ნისლენბურგის სართულების ვერავინ დათვლის. არავინ იცოს რა იყო ნულ წერტილამდე. ალბათ რაღაცა იქნებოდა. სართული ხომ სართულზე უნდა დაშენდეს.ამირომ უარყოფითი სართულებიც არსებობს. როლებიც რათქმაუნდა ასევე ვირტუალურია. და მხოლოდ მეცნიერები ოპერირებენ ამ დრო სართულოვანი კალენდრით.
3. ასევე არსებობს ალტერნატიული დრო-სართულების კალენდარი რომელიც უფრო ზუსტ სატულთვლას ეყრდნობა.
აქ ნულოვან სართულებად ბიურგერებით დასახლებული პირველი სარტყელია. უფრო ზუსტად კი გამყოფი. ადამიანებით დასახლებულ სარტყელებსა და გამოუდაბურებულ სართულებს შორის. ამ ნულ სართულს მერიდიანს უწოდებენ. მერიდიანის ქვეშ ჰუმანოიდების ბინები იშვიათია. თუმცა ბუნებში ასეთებიც გვხვდება.
მერიდიანს ქვემოთ ფანტომური ცივილიზაციებიც კი გხვდება. მინუსური არსებები.
ასევე ვამპირები, ჭინკები და ცალობითი ეკზემპლიარები,
ნელი ვამპირები მინუს მეცხრედან მინუს მეცამეტემდე იკავებელ სარტყელს. დიახ.სართულები სარტყელებად იყოფა. თუმცა სარტყელებში სართულების რაოდენობა არასდროს არ ემთხვევა ერთმანეთს. ჭინკებს უკაბიათ ერთი "ჭინკების" სარტყელი. რომელიც ყვინის სარტყელის ქვედა ორი სართულია. გამყოფი ვამპირების სარტყელთან. ჭინკების ქვესარტყელი ღვინის სარტყელში შედის. ღვინის სარტყელს. მესამედან მეცამეტემდე სართულები უკავია. ხოლო რადგან ჭინკები ჭურებში ჭინკაობენ . ამ ათი სართულიდან ორი ჭინკებს უკავიათ.
ტოპ- ტოპები ცალკე სარტყელია.. არსებობს ტოპ-ტოპეის სამი ქვესარტყელი. რომლებსაც ტოპებს უწოდებენ.
ჩინოვნიკური ტოპი. სულ ქვემოთ. მასში21 ერთი სართული შედის და ყველაზე დიდი ტოპია ტოპ- ტოპების სარტყელში. როგორც სართულებით სასევე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
ძილი მერევა. (თემა !)
ხვალ მივხედოთ
* * *
ჩასწორებები ტექსში
წეროები არ მიყვებიან ქარების კურსს!
ქარების კურსი მიყვება წეროების კურსს.
ქარები კი ნისლენბურგს მიათრევენ ზანტად.
წეროები ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გაფრინდნენ ამ წელს. და შესაბამისად უდიდესი ალბათობით ქალაქიც იქითკენ აიღებს კურსს.
ამიტომ წეროების კალენდრის მიხედვით. წეროების სრული კოლონიის გაფრენა ითვლება წლის დასაწყისად.
თუ წეროებმა გაფრენა დააგვიანეს. წელიწადიც გვიან დადგება.
ზოგჯერ წეროები ისეთ კურსს ირჩევენ, რომ ლისლენბურგი საგრძნობლად შეიძლება მიუახლოვდეს მთვარეს. შესაბამისად ნისლენბირგში ცოტათი გამოთბება. შეიძლება იმ ვაზმაც იყვავილოს ნისლენბურგის კედლებს რომ მოყვება ვინიცის დასაბამიდან.
შეილზება ინაყოფოს და ღვინოც დაიწუროს.
შეიძლება სოციალური ცხოვრების ჩანასახებიც გაჩნდეს საზოგადოებაში და ათასი სხვა გასართობ - სანახაობაც დატრიალდეს.
მაგრამ შეიძლება წეროები ისეთი მიმართულებით გაფრინდნენ რომ სატურნის გავლენა მეტად გავრცელდეს ნისლენბურგის კურსზე. რაც პრინციპში ეხლა ხდება ამ თხრობაში. სატურნალურ კურსს მეტი მიაზმა მოაქვს. მეტი რყევები და მეტი ანძაზე ამძვრელალი ტარტაროზი ორკაპა ენით რომ ცდილობს ალოკოს მთვარე.
მაგრამ მარსის კურსს ხომ მაინც ჯობია?
წეროების ახალი კოლონიების მოფრენამდე ქალაქი შტილში დგას თავის ქარს ელოდება.
კალენდარში ამ თვეს "ღუზაშვებული" ქვია.
მოსახლეობაში იმატებს უიმედობა და შფოთვები. ხშირია ბაგირჭიდების დახეთქვა და სახლების სპონტანური ცათაფრენები. მანამ სანამ პირველი ნიავი აქაფებულ ზღვის არომატს არ მოიტანს. ესეიგი წეროები უკვე ახლოს არიან. ესეიგი წეროებს ნიავები მოყავთ ? ნავიგატორებივით, იქნებ კიდეც გზას უკვალავენ?!
ამ თვეს "ზღვისმარილობა" ქვია.
ახალი წეროები რომ მოფრინდებიან. საკვამურებზე , ბაგირხიდებზე, ანხშპილებზე
ბუდეებს აიშენებენ მერე მოაღწევს პირველი მარილიანი ქარის ტალღა ნისლენბურგამდე. შეყროლებული ნისლიც ნაწილობრივ განიავდება და ქალაქიც დაიძვრება ახალი დროებითი ორიენტირებისკენ.
ამ თვეს "ძვრათათვეს" უწოდებენ.
ძვრათათვის პირველივე დღეს სწაცლულმექნიკოსები თავის გამოთვლებს ჩაუჯდებიან და ერთ კვირაში ნისლენბურგის ახალ კურსს წარუდგენენ მეცნიერ საზოგადოებას.
გამოთვლების რეზულტატები რადიოთი ვრცელდება.
მაგრამ რადგან რადიოსადგურთა უმეტესობა ფანტომურია. შეიძლება ტყუილსაც ავრცელებდნენ, რაღაც მზაკვრული, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით. ან უბრალოდ ერთობიან ადამიანების რეაქციებით. ამით ახდენენ თავიანთი ფანტომურობის რეალიზაციას ფანტომურ ბაბლებში. თუმცა ჩვენ მათ წრეებში რა გვინდა ან რა ვიცით რა მოტივაციები ტრიალებს? ჩვენ ადამიანებიც ძნელად გაგვიგია.
სადღაც შუა წელიწადში. პატარა წეროები იჩეკებიან და ფრენის სწავლას იწყებენ პირველივე დღიდან. ამ თვეში ნისლენუბირგში კალკულაციები ბარდება. წლიური ანგარიშები. ამ თვეში მოწესრიგებულმა ნისლენბურგელმა უნდა ჩააბაროს ვალები და გაიტანოს ნაგავი თავისი საცხოვრებლიდან. ასევე დაალაგოს სამუშაო მაგიდა სამსახურში. ეს პროტოკოლური ვალდებულებაცაა ცრურწმენაც.
კარგია ამ თვეში რემონტების წამოწყებაც და დასრულებაც. მაგრამ რემონტებს დასასრული იშვიათად აქვს. ამიტომ მხოლოდ რემონტის დასრულების ბანკეტებია გავრცელებული, რემონტის გარეშე. ბანკეტის დროს თუნდაც ერთი ხელოსანი სიმბოლურად მაინც უნდა იდგეს დარბაზის კუთხეში. ნიჩაბზე დაყუდებული და ყვერებს იფხანდეს გახვრეტილი ჯიბიდან სანამ სხვები ქეიფობენ.
ეს ტრადიცია ვრცელდება როგორც ოჯახურ ბანკეტებზე ასევე მუნიციპალურ კორპორატივებზე. სადაც ერთი ხელოსანი კიარა. მთელი ბრიგადები დგანან საპატიო კუთხეში. ბანკეტის შემდეგ. სტუმრები რომ წავლენ ისნიც უსხდებიან დაცლილ სუფრას , მუსიკოსებთან ერთად. როგორც წესი ისინი ნამდვილი ხელოსნები კიარა მუსკომედიის თეატრის მსახიობები არიან.
* * *
რაღაც ხომ არ გამოგვეპარა?
გახსოვთ? წეროების მოფრენამდე ზვღის მარილის არომანიანი მსუბუქი ნიავი. გამჭირვალე შარფივით რომ ჩაუფრიალებს ნისლენბურგს? აკი გვეგონა რომ წეროები თავად ირჩევდნენ კურსს? იქნებ ისინიც ფანტომს მიყვებიან იმ თევზისას იმ წყალსატევის არომატში რო გარეულა?
ძნელი წარმოსადგენია რომ ფანტომი განსაზღვრავდეს ქალაქის როგორც კურსს ასევე ბედს. მაგრამ ხომ ფაქტია რომ ადამიანი არ განსაზღვრავს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60950776
· 11 Jan 2024, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ კალენდარში ხანდახან მზის კურსიც გამოერევა. რომელიც ძალიან დიდ რყევებს იწვევს აბსოლიტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით იწმინდება ჰაერი, ნისლი ქვემოთ იწევს, მასთან ერთად შრება ქვედა სართულების სიმყაყე და ვამპირებიც ვეღარ მოყვებიან მას. პირიქით საგრძნობლად ქვემოთ იწევენ თავისი კატაკომბებისკენ.
ნისლენბირგელს კი გონია რომ მზე მათ ლაზერივით ჭრის.
შრება დაჭიანებული ხის ფასადები და მყრალი თეთრი სოკოთი ნალოკი ბეტონი.
ბევრი ნისლენბურგელი ფანტომივით ქრება მზის შუქზე. თითქოს არც ყოფილა. თითქოს თავიდანვე ფანტომი იყო.
ფანტომებიც საგრძნობლად ილევა და სასურველიც ხდება . ტყეში კოცონთან მოყოლილი საშიში ისტორიებივით ერთი-ორი ფანტომი კიდევ დაძრწის მზის ქალაქში ბავშვების( !) გასართობად.
უფროსებს მათი აღარც კი სჯერათ.
და პირველად ცხოვრებაში იცვამენ გვირილებიან შორტებს და აივანზე გამოდიან მზის სათვალეებში და კეფის უკან ჩაწყობილი ხელებით.
ვაზი რო აყვავილდება. ფოთლებს მოატრიალებს და იქიდან საუკუნეების წინ ჩამალული მკვრივ ნიჟარებში ნაირჩიტები გამოფრინდებიან. თუთიყუშებიც, ბეღურებიც და მერცხლებიც. ... და თან ქორიც და მიმინოც მათ უკან.
ჭიანჭველები ისევ ამოიტანენ შაქარს მრავალი სართულებიდან . დატკბება ცხოვრება.
ქალებს ისევ წამოუვათ სისხლი და ბიჭებს ცხვირიდან.
და აჭიჭყინდებიან ეზოები და გაიფინება სარეცხი.
როდესაც ყველა უმსგავსობა მზის სხივებზე დაიხრუკება.
ამიტომ ეშინიათ მზის კურსის ნისლენბურგში.
ამიტომ ითვლება მზე განდევნილ ღმერთად.
ამიტომ სწირავენ მთვარეს ლოცვის საათებს.
ოღონდ შენ იყავი. ოღონდ ისე იყოს როგორც არის. ოღონდ მარსი არ იყოს. ოღონდ ურანი არ იყოს. ოღონდ მზე არ იყოს. ოღონდ მთვარე იყოს. ოღონდ ბნელი ღამე იყოს.
* * *
მთვარეს უდგამენ ნაძვის ხეს და პოლარულ ვარსკვლავს ადგამეს გვირგვინად.
* * *
(ასტოლოგია უნდა მესწავლა ორი სიტყვით)
* * *
განა მე ვერ გამოვივონებ საკუთარ ასტროლოგიას მაგრამ მკითხველის წარმოდგენებთანაც მინდა ახლოს იყოს. რომ ტექსტის კითხვა სახალისო გახდეს.
ასევე სიუჟეტსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ სიუჟეტი არ განვითარდა ქრონიკები უხერხემლო მედუზას დაემსგავსება და მარილიან წყალში გაცურავს. ჩაისუნთქავს ქრონოსი და აღარ ამოისუმთქავს.
ამიტომ დავუბრუნდეთ სიუჟეტს მაგრამ მანამდე ერთი მნიშვნელოვანი ჩანაცვლება პერსონაჟებში.
როგორც მოგეხსენებათ ბებერი ბოზი ფრაუ გრუბახი. ცენტრალური არამზადა ამ ჭინკების ფერხულში დიდად უსახო პერსონაჟი
გამოდიდა. ამიტომ აწი ის აღარ არის ფრაუ გრუბახი. მის ადგილს იკავებს ლოლა!
ლოლა!
"ნისლენბურგის ქრონიკებამდე" იწერებოდა ერთი სასტიკად ამაზრზენი ტექსტი- "იოსების საქმე" . ას ტექსტის წერის დროს მე არ ვიცოდი რომ ლოლას სალონი ნისლენბურგის უქვეშქვეშეს უბნებში მდებარეობდა. ლოლას სალონი. სრული ხილული სამყარო იყო მაშინ. მაგრამ მერე დაიწყო ნისლენბურგი და გამოჩნდა რომ ლოლას სალონი ერთი ნეირონის მსუბუქი გადახვევაა ქრონიკებში.
ქრონიკები ხომ მთელ დროს ერთად მოიცავს. სართულებრივი დროის გაგებითაც და ქვიშის საათის ათვლითაც.
თუ ლოლას სალონი მინუს 23 სართულზე მდებარეობს თხრობა მისტიკურად წარიმართება. თუ ლოლას სალონი შუა გამყოფ მერიდიანთან ახლოსაა ბენზოხერხებით ჩეხვების ჰორორს გავაგრძელებთ. თუ ლოლას სალონი ქალაქის ტოპებშია ბაბილონის რძე სავით იქნება ტკბილიც და მწარეც.
* * *
ლოლას სალონს ტაბუ დაედო.
ტაბუს კარების უკან შეიჭედა. რომ არცერთი ეს გეენის ჭია არ ამოძვრეს იმ ტექსტიდან.
მაგრამ ისევ მაგრამ ისევ მაგრამ . ლოლა ვარსკვლავია იმდენად მკაფიო. მისტიკურ ჟანრშიც და ვიქტორიანულ ჰორორშიც და მეტაფორულადაც , ალეგორიულადაც , დემონოლოგიურადაც კი.
ეხლაც კი თითი მიკანკალებს დაპოსტო ეს თუ არა.
ლოლა ხომ პანდორაა სკივრიდან ამოსაშვები. რიჟრაჟის ვარსკვლავია , შავი ხვრელია ყურადღებას რომ ისრუტავს თავისი ავტორიტეტის მასით.
მაგრამ ის ხომ ბოროტია(!)?
მაგრამ რომელია აქ ქვას რომ არ ესროდი ეხლავე , დაუფიქრებლად?
* * *
და თუ ღვთაებრივ კომედიას წერ დემონებიც ხომ უნდა დაწერო ხუმრობასთან ერთად.
* * *
თან ფრაუ გრუბახი კაფკას პერსონაჟია და ძალიან ფუნთუშა მოხუცი ქალია ზურგზე მაქმანი რომ აქვს მოკიდული სამკუთხედად და კაკლის მურაბას მალავს განჯინაში.
უბრალოდ კარგად ჟღერდა
* * *
თან თვით კრიშნაც კი აძლევდა დემონებს თავის გადარჩენის თითო შანსს.
იაპონელებსაც ეგრე სჯერათ და მგონი მთელ აზიაში.
სისულელეა!
დიახ ლოლა ბაფომეტზე მეტად მესაზიზღრება. და გადარჩენის შანსს არ მივცემ. ნისლენბურგი მთლიანად განადგურდება. და ვერავინ გააღწევს. რადგან ვერ ვხედავ კაცს ვინმეს ღირსეულს.
გარდა ერთისა
* * *
მაგრამ მე ხომ კრიშნაც მივიღე.
ისიც ხომ ვაღიარე მამაზეციერად.
ხომ მავალდებულებს ჩემი გოვინდა არ შეირყეს არსთა სვლა?
არაფერი და არავინ განადგურდეს ბოლომდე და ყველაფერი აღდგენადი იყოს თუ ქვიდან თუ ლეღვის ხიდან სადაც მკითხველი ასულიყო ლეღვით სანებივროდ
* * *
შენ დამიფარე ძლევა მეც /
This post has been edited by
PANTALONE
on 12 Jan 2024, 01:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60963599
· 18 Jan 2024, 00:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წამოვიდა ვიზუალური მასალა: ,
ბურგომისტრი ფელიქს ლეოქაბაბი
This post has been edited by
PANTALONE
on 18 Jan 2024, 01:15
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60963662
· 18 Jan 2024, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არკჰემის საიდუმლო იატაქვეშა მდინარე სადაც პაციენტებს თავით აყვინთავებენ მოგონებების წასაშლელად
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60963669
· 18 Jan 2024, 01:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბურგომისტრის ვაჟი ახალგაზრდობაში ჩარჩენილი პოეტი ჰუგო. რომელიც ყოველ ორშაბათს რომელიმე სახლიდან ხტება.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60963676
· 18 Jan 2024, 01:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არკჰემის იატაქვეშა მდინარე სამხარეო მუეუმის სარდაფებშიც ქვეშაც გაედინება
ჯერ არ ვიცი იქ რა ხდება
This post has been edited by
PANTALONE
on 18 Jan 2024, 01:08
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60963755
· 18 Jan 2024, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ოქრომჭედელი. ბარიგობს ძირითადად იუველირული ნაწარმით.
როგორც ოფიციალურ მაღაზიებში , ისე შავ ბაზარზე . ასევე აგზავნის ბრიგადებს იშვიათი არტეფაქტების მოსაპოვებლად. ბოლოს გასტრონომი "ავრორას" საწყობებში გადამალულ ნიბელუნგების განძს დააჯდა და კარგად მოოთბო გაყინული ხელები
This post has been edited by
PANTALONE
on 18 Jan 2024, 01:55
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#60970625
· 21 Jan 2024, 19:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
4) გოჩაკაცის კალენდარი
გოჩაკაცი ბიურგერების ძირითადი მასაა.
ეს დაბალი რანგის მენეჯერების კასტაა. ტოპებში გოჩაკაცს არ მიესუნება. თუ არ დაიბარა რომელიმე რანგით უფრო მაღალმა ჩინოვნიკმა ანგარიშების გადასამოწმებლად. გოჩაკაცისთვის ქვედა ტოპებში სტუმრობა დიდი ზეიმია. გარდა იმისა რომ ანტიკვარიატს შეავლებს თვალს, მდიდრულ მაღაზიებს ჩაუვლის გვერდს და უფროსმა მენეჯერმა შეიძლება ჩაიზეც დაპატიჟოს კანფეტით სამზარეულოში. თუ რათქმაუნდა კვარტლური ანგარიშები სწორად არის გასწორებული, გოჩაკაცში იმედი ისახება რომ ოდესმე ისიც გახდება დიდი მენეჯერი თუ მუყაითად იშრომებს , გადმობარგდება მაღალ ტოპებში და თავის პიანინო "ივერიას" ამოათრევინებს სხვა უფრო წარუმატებელ გოჩაკაცებს. რომლებთანაც მხარიმხარ შეიძლება 30 - 40 წელი უმუშავია.
ზირითადად გოჩაკაცის პოზიცია სამსახურში ზამბარების დამუხტვუხტვის მენეჯერია.
არსებობს სამბარების დამუხტვის მენეჯერთა მთელი სპექტრი. ზამბარების დამუხტვის უფროსი სპეციალისტი. ზამბარების დამუხტვის მთავარი სპეციალისტი, ზამბარების დამუხტვის შტატგარეშე მენეჯერი. ზამბარების დამუხტვის ალტერნატიული გზების აღოჩენა-დანერგვის სპეციალისტი, ზამბარების დამუხტვის ხარისხის კონტროლის უფროსი სპეციალისტი. რეალურად კი უმეტესობა კონვეიერთან დგას და ზამბარებს მუხტავს მექანიკური სატრიალო ხელით.
ზოგი საათებისას. ზოგი ფაუშმაისერებისა. ზოგი ფოლკსვაგენ-ზინგერებისა, ზოგი ბაგირლიფტებისა და ასე შემდეგ. ზოგიც ბებიჯის კერძო სამმუხტველოში მუხტავს სტაციონარულ ზამბარებს გამოთვლითი მანქანის უკეთ ფუნქიონირებისთვის. ბებიჯის ეიჩარის კარი მუდამ ღიაა. ბებიჯი ყველა მსურველს ასაქმებს. თუმცა ნაკლებს იხდის. მასთან მუშაობის პირობებიც მეტად მკაცრია. პირველივე დაგვიანებაზე გოჩაკაცის სამსახურიდან აგდებენ ცოცხებით და ალიყიყურებით . საჩაკაობაზე ხელფასს უქვითავენ. .
ბებიჯთან მუშაობის უპირატესობებიდან უნდა აღინიშნოს ნორმალური და გარანტირებული ჯანმრთელობის დაზღვევა. შუადღის უფასო კვება საერთო სასადილოში. სადაც ერზაცპურზე დადასმულ თევზის პაშტეტს მიირთმევენ უშაქრო კაკაოსთან ერთად.
მუციციპალურ სამმუხტველოებში სერიოზული ბარდაკია. სააქროები გადატენილია გაფუჭებული , გაჭედილი, სარემონტო ზამარებით. დამმუხტველები რამდებიმე ფენა ასეთ ჯართზე დგანან და ისე მუშაობენ კონვეირთან. რომელიც ადამიანის ძალის გამოყენებით მოდის მოძრაობაში.
მუნიციპალიტეტს მუდმივად უწევს სულ უფრო მეტი დამუხტვის მენეჯერთა მაკონტროლებელი მენეჯერების დაქირავება. რათა შემცირდეს პარვა, საჩკაობა და სხვა მავნებლობანი.
გოჩაკაცი სამსახურში ხშირად ფეხით დადის და ერიდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რათა დაზოგოს გზის ფული . ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იგვიანებს ან საერთოდ არ მოდის. ზოგი გოჩაკაცი გზას ჭრის და ბაგირებით მიძვრება სამსახურისკენ თუ ძალა შემორჩენია მკლავებში. პორტფელი კი ამ დროს კბილებით უჭირავს.
გოჩაკაცის კალენდარი რეალურად შრომის განრიგია. რომელიც სამსახურიდან წამოსვლის წინ უნდა გადაიმეოროს და რომელიც მთავარ შრომის დარბაზშია გამოკრული ტოტალიზატორის ანგარიშებივით. ასევე გამოსასვლელი უკანა კარებისკენ მიმავალ კორიდორში რათა გზად გადაიმეოროს და ბოლოს იქვე დარაჯის ჯითურზეც გამოსასვლელთა. თითო ამობეჭდილ ეკზემპლიარს კი ეიჩარის უფროსი სახლში ატანს ორად გაკეცილს, რათა არ მოხდეს რაიმე შეცდომები.
გოჩაკაცის კალენდარში კვირაში ექვსი დღეა. კვირა არ არის.
კვირის დღე ხომ მზეს ეკუთვნის. მზე კი განდევნილი ღმერთია. ეს მეშვიდე დღე მთვარის ეკლესიამ შეიტყაპუნა. მუნიციპალურ კალენდარში კი არის რაღაც დღე რომელიც კვირას უნდა აღნიშნავდეს. მაგრამ განრიგში ის ამოღებულია. შაბათს პირდაპირ ორშაბათი მოსდევს. და როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები ისვენებენ კომფორტულ ტოპებში. გოჩაკაცი ორშაბათის სევდით იტანჯება კონვეირებთან.
ჯიბიდან ნატეხებად საღამოს ჩაისთვის გადანახულ ორცხობილას პარავს თავის თავს. და საიდუმლოდ თავისუფლდება გაზებისგან.
კვირა დღის ხელფასიც ტოპ მენეჯერს ერიცხება . იმ საერთო მონაგარიდან წილს ზემოთ აგზავნის ისევ და ისევ გოჩაკაცის ხელით.
გოჩაკაცი წესით შაბათს ისვენებს. მაგრამ თუ მორჩენილი სამუშაოს კუდები ბევრი დაგროვდა შაბათსაც უწევს . სამუშაო კი 50 წლის არის დაგროვილი. დავალიანების საწყისებს არქივებში ეხლაც ეძებენ გოჩაკაცი ბუღალტრები. შეიძლება ის საბუთები ვირთხებმაც წაიღეს უკვე. ან სოკომ შეჭამა , აბა რა უნდა ვიფიქროთ? დაქირავებული ნინძები ნისლენბურგში ამ საბუთებს ვერ მოიპარავდნენ. ნინძები ნისლენბურგში საერთოდ არ არის.
ასე უწევს გოჩაკაცობას ორშაბათიდან ორშაბათამდე მუშაობა. ნაბეჭდი განრიგით კი შაბათს თავის ცივ ლოგინში კანკალებს რვა საბნის ქვეში. ნახევრად ჩაცმული. და ორ ორი წინდებით. როგორ ენატრება ის ჩაი რომლის მოსადუღებლადაც ლოგინიდან გამოძრომა ეზარება. და ის ლოგინში შეძრომაც ნეტარებად ქცევია. რომელიც მალე დადგება თუ მუყაითად იმუშავებს. დაგვიანებები და ზეზეურად ძილი ნაკლები ექნება , ტოპ მენეჯმენტი მას ინდივიდუალურ ახალ წელს გამოუწერს და ერთ დღეს აჩუქევს გულმოწყალედ. და დამატებით კიდევ ნახევარ დღეს ნაბახუსევიდან გამოსასვლელად. საღამოს კი სამსახურში იქნება და მკლავებ დაკაპიწებულ კოლეგა გოჩაკაცებს მოუყვება რა კარგი იყო დღენახევრიანი გამოძინება. ისინიც შურით მწარე ნერწყვს გადაყლაპავენ და დიდი ტაბლოსკენ გააპარებენ თვალს სადაც მათი ინდივიდუალური გოჩაკაცის კალენდარია გამოკრული.
გოჩაკაცის კალენდარი იმიტომ არის კანონიკური რომ გოჩაკაცები მოსახლეუბის უდიდესი მასაა.
გვიანის საღამოსკენ გოჩაკაცი სახლში ბრუნდება მოკლე ბაგირებით, კბილებით საბუთების პორთფელი უკავია, ხანდახან ველურ კატებს იგერიებს ბაგირებიდან რო მოძვრებიან, და გამუდმებით ფიქრობა ორ პასუხგაუცემელ კითხვაზე:
- ეს ბუღალტერია რაღას შეიტენა?
და
- რატომ დაარქვეს პიანინოს სოსისის სახელი?
* * *
აპაპაპაპაპ
კინაღამ გამომრჩა.
ზოგჯერ გოჩაკაცის დიდი ტაბლოზე, რომელიც მთავარ საამქროებში კიდია ერთ დიდი საყოველთაო დღეობა გამოერევა. როდესაც გოჩაკაცი რუტინული შრომისგან თავისუფლდება და ტოპ მენეჯერები მთავარ მოედანზე მიერეკებიან ბურგომისტრის აგიტაციის მოსასმენად.
ბურგომისტრი ამ დღისთვის გულდასმით ემზადება. რადგან მსმენელიც რეალურად ბევრი ეყოლება და ეს მას ცოტაარიყოს აჟიტირებს.
ბურგომისტრის საპირველმაისო აგიტაცია გოჩაკაცებთან:
-ეჰეჰეი, გოჩაკაცნო ამა სოფლისა. მოგმართავთ თქვენი ბურგომსტრი, მარჩენალი და გადამრჩენელი , ქომაგი თქვენი კეთილდღეობისა. მეც მიხარია თქვენი დღეს აქ ხილვა.
ამ დროს ბრბოში შტატგარეშე გოჩაკაცი ჩამოირბენს ტრაფარეტით "აპლოდისმენტები" . ბრბო დიდს მონდომებით იწყებს აპლოდისმენტების ტყაპუნსდა ბურგომისტრის ქებას. რელურად კი ის რამდენიმე წუთი უხარია სამსახურიდან რომ გამოიყვანეს სადაც შეიძლება ზედიზედ 50 წელიც კი ქონდეს გატარებული გოჩაკაცური კალენდრით . შეიძლება ორი პრემიაც ქონდეს აღებული და 150 ათამდე სიგელი. ზოგი დამსახურევული შრომის ორდენსაც იკიდებს სპეციალურად ამ დღისთვის.
-ეჰეჰეი, მუყაითო გოჩაკაცნო. ახლა არ არის დრო მშციდი შაბათისა. როგორც მოგეხსენებთ. პოლარული ვარსკვლავი უკვე იმდენად ახლოსაა რომ უკვე რაღაც სიგნალებსაც აფიქსირებენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები. როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი ოტო ბიძერმანი აცხადებს სიგნალები გონიერი არსებების შიფრს გავს და მალე ჩვენი ბებიჯი შეუდგება მათ გაშიფვრას, როგორც კი ბოლო შეკვეთას დაასრულებს და გამოთვლითი რესურსები გამოთავისუფლდება. ამიტომ ნება ვიბოძოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა და დავიჭიროთ ხელში ცოცხი. არაფერია ანტისანიტარიაზე საშინელება. ქალაქის პირველი მტერი სწორედ ანტისანიტარიაა. და მოდით ეს მშვენიერი შაბათი, სახლში ნებივრობის მაგივრად საყოველთაო სასარგებლო საქმეს შევწიროთ და ვაქციოთ ანტისანირარია სანიტარიად. მეც ისევე დავიჭერ ცალ ხელში ბარს და მეორეში ფოცხს როგორც ამას თქვენ აკეთებთ თქვენი ქალაქისთვის ჩემო ტკვილო გოჩაკაცებო. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ისეთივე გოჩაკაცი ვარ გულის სიღრმეში როგრიცც ყოველივე თქვენთაგანი. მაშ დავიწყყოთ და მეც იმ წამს შემიგიერთდებით როგორც კი თათბირს დავასრულებ . ერთი ფოცხი ჩემთვსი გადადეთ- უბარებს ხელებდაკაპიწებული ბურგომისტრი მდივანს . და ბაგირ პლატფორმით ზემოტოპებისკენ იძვრის. პლათფორმაზე სამხედრო სასულე ორკესტრი საზეიმო მარშს დასცხებს და მოკლეკაბიანი ქალბატონები წვრიდად დაჭრილ კონფეტს გადმოყრიან.
ტოპ გოჩაკაცები სამუშაო ინსტრუმენტებს ბრბოს ჩამოურიგებენ. ისინიც დიდი ენთუზიაზმით იწყებენ წეროებისთვის სანიტარული პირობების შექმნას.
თუ წერომ არ იბარტყა არც ქარი იქნება. და არც ქალაქის მოძრაობა. და შესაბამისად არც პოლარულ ვარსკვლავთან შეხვედრა შედგება .
როგორც კი ტოპგოჩები სახლებში დაიპარებიან. ლოგინში შესაძრომად. გოჩაკაციც იქვე მოისვრის წილხვედრ ბარს ან თოხს ნისლეულში და სადმე შეიპარება, დროის უქმედ მოსაკლავად. ან საფუნდუკე კავსკასიაში. ან სასოსიში- სახელად სასოსიესე. რომლის ნეონის ასოებს ალბათ არასდროს გაუნათებია. და ზოგიც უბრალოდ ხიდის ბაგირებიდან გადაეყუდება ნისლეულის საცქერად. სანამ არ მოვა საღამო და თავს სამსახურიდან თავისუფლად არ ჩათვლის
This post has been edited by
PANTALONE
on 21 Jan 2024, 20:09
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1057 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.