დეკანი სამი წუთი უმენდა დამსახურებულ ტაშს.
მაგრამ ეს არ აღომჩნდა სხდომის დასასრული, სხვა საკითხებიც ყოფილა განსახილი და თავიდან დაიწყო მორიდებული თავის ქნევები შუშის თვალებით.
- დროა ადგე და წამოხვიდე,- ეს ოყო უშკინი პირველი აზრი რაც მოუვიდა თავში დღეს . იმ ფრაზის გაგონების შემდეგ რადიოდან.
ეს კიდე დიდხანს არ დაამთავრებს თავისით. ეს არ დამმთავრებს საერთოდ.
ყურებიდან ბამბებს ვერ იძრობს რადგან ყურები ტკივა როცა ესმის დეკანის ლაპარაკი. თითქოს ისევ იმ გახურებულ შანთებს არჭობენ.
-იქნებ უნდა დამეძინოს რომ დეკანი თავისით წავიდეს?
დაიძინა.
25 წუთში რო გაეღვიძა დეკანი ისევ თითს იქნევდა.
-ძილშიც აგიტაციას მიკითხავს.
და ისევ ჩაეძინა. ამჯერად გულიანად გამოიძინა 5 საათი.
თვალები რო გაახილა დეკანი ისევ ფარიკაობდა თითით.
-უნდა ადგე და წამოხვიდე.- სულ რომ „ვინ გვარცხვენს“ სტენდეზე გამოგაკრან, თათბირის ჩაშლისთვის, მაინც უნდა ადგე და ჩაშალო ეს სხდომაა თუ თათბირია.
თავისით სხდომა არ დაიშლება.
-ნეტა ქუდი რატო უნდა მოვიხადო, როდესაც კედელს ველაპარაკები?
-რატო თქვა ესე რადიომ?
-რატო ლაპარაკობს საერთოდ რადიო?
მერე გაახსენდა რო რადიოს შნური ორ ადგილას გადაუჭრა და ვეღარ ილაპარაკებს.
და სახლში მაინც გამოიძრობს ყურებიდან ბამბის საცობებს, რადგან იქ აღარავინ ლაპარაკობს.
-ადგა და ისე წამოვიდა არც შეუმჩნევია რო უკან დეკანი ისევ აგრძელებდა ზურგს უკნიდან აგიტაციას. რანაირად შეამჩნევდა ყურში ბამბები უდევს.
სახლში ლოგინზე ჩამოჟდა რადგან ყველა სკამზე ტანსაცმელია მიყრილი.
საათნახევარი იჯდა და მერე ბამბები ყურებიდან გამოიძრო.
რადიომ მართლა მოკეტა, ცოტაოდენი ჩარჩენილი შრიალი ნელა იპარებოდა განივი ღარებიდან.
ჩრჩილის ფრენები ისმის.
კაფელი რო ბზარებს იკეთებს იმის მიკროტკაცუნი ისმის , ისეთი სიჩუმეა.
-თუ დიდხანს იდგები კედლისკენ ზურგით, კედელი არ ატირდება!
-რადიო ორ წერტილშია გადაჭრილი. ვიღაც სხვა ლაპარაკობს!
იქნებ სათადარიგო რადიოც არის ამ ბინაში და ის ლაპარაკობს?
გატეხილი რადიო ყველი შემთხვევისთვის სადარბაზოში გაიტანა.
იქვე მუმია იდო ძველ ტანსაცმლებში გამოკვანძული. ეს მუმია უშკინმა ერთი თვის წინ გარდერობში იპოვა გამომხმარი და სადარბაზოში გაიტანა სანამ სანეპითი სადგული მოაკითხავს. რადიოც იქვე ჩატენა დატეხილი სკამები მიწი მოწია და საღაც ჩაატია.
ბინაში დაბრუნდა და სათადარიგო რადიოს ძებნა დაიწყო. კარადებსზე და კედლებზე მიყურადებით.
...
შეჩურჩულებულები (უშკინის ეპიზოდი მესამე)
უშკინმა ყველა კარადას მიაყურადა სათითაოდ, დამალული რადიო არსად ბუტბუტებდა. მარტო ჩრჩილები დაფრინავენ და ზოგგან რწყილები სკდებოდნენ თითქოს ხტომისას. ერთგან დიდი დომინანტი ტარაკანა დააბიჯებდა ფეხების ბაკუნით.
სადღაც ტანსაცმლის გროვაში, ვიღაცა ბებოს ფუმფულა ხალათის ჯიბეში ჭრიჭინას ეძინა და სიზმარში ხანდახან ჭრიჭინს გამოსცემდა, პატარა ფილტვებთ.
...
დიახ, ისე ყურადღებით უსმენს უშკინი კარადის შიგთავსს რო სმენით ხედავს , თან სიბნელეში, მტვერში და ქაოსში.
ქვემოთ მიყრილი პალტოებიც ლაპარაკობენ ერთმანეთში, ჩურჩულით.
-ვიღაცის მოკვლის ფაქტის დამალვას განიხილავდნენ .
გაგუდეს თითქოს ვიღაცა ამ კარადაში, გალსტუკით.
-ილაპარაკეთ სხვა რა საქმე გაქვთ? - შეუყვირა თითქოს ქვეშევრდომი შეამოტივირაო.
პალტოები იმწამს ჩაჩუმდნენ. მერე 4 საათი მაინც ხმას არ იღებდნენ. მერე ისევ დაიწყეს ჩურჩული. უშკინი უკვე ამ დროს სხვაგან ეძებდა გადამალულ რადიოს.
იქნებ შპალიერის უკანაა? შეიძლება მალიარებს მოხნა დაეზარათ და ზემოდან გადააკრეს.
მერე სხვა მდგმურებს არ მოეწონათ და ზემოდან სხვა შპალიერი გადააკრეს. მერე კიდე ზემოდან ფენები და რადიოდან მარტო ოდნავ ამობურცული დარჩებოდა.
ყველა ოთახის ყველა შპალერი ამობურცულებით იყო სავსე.
ყველგან სათადარიგო რადიოა? მთელ კედლებში?
ზოგგან ბზარებია და ამონგრეულები, გაურანდავი ფიცრები მოჩანს. როლმის უკან კედლის ყვავილებიც იზრდება , იმდენად ნელა რო ოდნავი ხმაც არ გამოსცეს. რო არ შეამჩნიოს და არ მოწყვიტოს ვინმემ.
ჯერ იქ ათვალიერებს სადმე რადიო ხომ არ ჩანს იმ ღარრბში?
მერე ამობურცულ ადგილებს ყურს ადებს და უსმენს.
ტარაკნები ყველგან დარბიან. სხვაგან არვინ ან ლაპარაკობს.
ერთ ადგილას ყურს რომ კედელზე მიაცურებდა , შპალერის უკნიდან ლაპარაკი შემოესმა. ყური ოდნავ უკან დააბრუნა და თვალები მოჭუტა....
....
„მისტენბურგში ყველა სოკო რომელიც იზრდება ბუკვალურად შხამიანია, მარტო ერთია რომელიც იჭმევა .
და მაინც ეძებენ ამ სოკოს.
ამხელა შხამის არჩევანში, მთელი მისთენბურგის სიბნელე და სიმყრალე რო გამოიწოვა ტოქსინებივით კედლებიდან.
მაინც ეძებენ ამ საკვებ სოკოს და კრიფავენ დაუმთავრებელ მშენებლობებზე. სოკოს რომელიც მარტო იმ ქვიშაზე იზრდება მუშებმა რომ დატოვეს პატარა გორად და აღარ წაიღეს.
არც წაიღებენ.
ის ქვიშის მთა სოკოს გაიჩენს 70 წლის მერე და მის საგროვებლად მოსულები ფეხით გაქექავენ მტვერის გროვამდე . ნელა ნელა . საუკუნეებში.“
ეს რადიო არ იყო. ეს ვიღაც სათვალეებიანი მოხუცის ხმა იყო.
უშკინმა შპალერის აძრობა დაიყო ფენა- ფენა. ყველგან სადაც მოხია რაღაც ტელეფონის ნომრები ეწერა.
სადღაც 12 ფენის უკან მაშინდელ შპალერზე მიკრული ასახევი კალენდარი ეკიდა ლურსმანზე.
ისიც არ ჩამოხსნეს მალიარებდა ოდესღაც და გადააკრეს შპალერი ზემოდან.
კალენდარი სექტემბრის თვემდე იყო მოხეული და ეს ტექსტი ეწერა სოკოებზე. პატარა ჩვეულებრივი სოკოს კონტური ეხატა შავი ტუშით. და გვერდზე პატარა ლოკოკინა რატომღაც. ვიღაცამ , ამ კალენდარის თანამედროვემ პეპელაც მიახატა ამ კომპოზიციას უსაქმურობისგან.
- კალენდარი ლაპარაკობდა?
თუ ყურადღებით უსმენ პალტოების ლაპარაკს გაიგებ და კალენდარის რატო ვერ უნდა გაიგო, ისევ და ისევ თუ ძალიან ყურადღებით უსმენ!
უშკინმა კიდე გადააცოცა ყური შპალიერზე და ბორშის რეცეპტი მოისმინა , ძალიან გარკვევით, თან ქერა ქალის ხმაზე. რომელსაც ახალმოხარშული ბორში მსუბუქი არომატი ასდიოდა.
უშკინმა შპალერი ააძრო და იქვე ახლოს ორ სამ ფენაში, უცბათ მოხეულ ფურცელზე დაწერირი ბორშის რეცეპტი ნახა, შუამდე შესული ჭიკარტტით რო მიეკრათ.
...შეჩურჩულებულები
( თითქმის დასასრული)
მისთენბურგის ქრონიკებიდან
ალექსანდრე უშკინი ყურს ნიკოტინით გაწებილ შპალიერზე დააცურებდა და გზააბნეულ ჩურჩულებს აყურადებდა.
ძირითადა ვიღაცა უცნობების ტელეფონების ნომრები , იმეორებდნენ საკუთარ ციფრებს.
ასეთებს არღარ უსმენდა.
არც ასეთებს,-" ნანასთვის მაქვს მისაცემი 50"
ერთი ასეთი მინაწერი ჩურჩულებდა საკთარ თავში.- „არ დამავიწყდეს „
და ალბათ ამ დროს დაავიწყდა დამწერს, რა არ უნდა დავიწყებოდა...
... უშკინმა შპალერი გადაფხიკა ფენა ფენა და ვერ მიაგნო... რა უნდა დავიწყებოდა უცნობს...“ არ დამავიწყდეს“ მერე სიცარიელე ეწერა, არაფერს რო არ ნიშნავს.
მელან გასულ ბურთულიან ბიკის პასტას კიდე რაღაც მიეკაწრა უფეროდ , მაგრამ არ იკითხებოდა და ვერც ჩურჩულებდა.
იქნებ ძალიან ძალიან ყუარადღებით თუ მოუსმენს სიაცარიელეც მოუყვება ისტორიებს?
ისე ყურადღებით ჩაასმინდა ალექსანდრე უშკინი კედელზე მინაწერს რომ გაგრძელება კი ვერ მოისმინა მაგრამ ქვემოთ პლინტუსთან, კუთხეში, ჩუმად მინაწერი ლესქი წაუკითხა თავად ავტორმა.
ვითომ მაიმუნი ვარ
ვითომ ხეზე ავძვერი
ცალი ხელით ვეკიდე
მკვახე მწვანე ბანანზე.
ან ვითომ ვარ მელია
არსად მე არ მელიან
ვისაც ელოდებიან
ის მე არ ვარ, მგელია.
მიკლოშ პაპაშუსტრი
(სათვალეებიანი უნგერელი პოეტი)
წარმოუდგინა თავი კიდევაც,.
ლექსის ავტორმა ქუდის მოხდით.
თითქოს სკამიდან წამოდგა კიდეც .
უშკინს კრეტინივით გაეცინა და ეგრე დარჩა კბილებ გამოფენილი.
-თქვენ ალბათ ჩემს გვარზე გაგეცინათ?!
- დიახ,- ვერ დაშალა კრეტინის ღიმილი სახეზე უშკინმა.

ტყუილს აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ რომ უფრო და უფრო მეტად ეწელებოდა პირი ყურებისკენ.

))))
-ყველა უნგრული გვარსახელი გამოდგება ვინმეს ფსევდონიმად.

,- თავს იმართლებდა უშკინი.
და ისე გაეცინა ხელი პირზე მიიფარა და ცხვირიდან ჟღვინტლები დასწვივდა.
-არაუშავს მიჩვეული ვარ. ,- თან მე ის უფრო მწყნს ლექსი რომ არ მოგეწონათ.
-მომეწონ,ა როგორ არ მომეწონა! -მართლა მოეწონა ლექსი ალექსანდრე უშკინს.
მან პირველად მოისმინა ლექსი რომელიც „ამხანაგოთი“ არ იწყებოდა,
და საერთოდ პირველად მოსმინდა ლექსი, რადგან მანამდე ლექსები არაფერზე არ ლაპარაკობნდენ, როგორც რადიო არ ლაპარაკობდა არაფერზე და არც ის კომიტეტის სხდომის მდივანი, აგიტაციაზე გვიანობამდე რო ჩაითრია სამსახურში.
ეს ლექსი კიდე რაღაცაზე იყო. თუნდაც მაიმუნზე ან ნიანგზე.
ამის გამოქვეყნებაც შეიძლება კედლის გაზეთში!
ვითომ ის მაიმუნი გენერალური დირექტორია და კარიეაში დიდი შრომაძრომის შედეგად მკვახეზე დაეკიდა.
უშკინმა ისე გაიღიმა პირის ბოლოები კეფაზე შეეხნენ ერთმანეთს.
-აი ეგეთი პარაზიტი ვარ!

მერე მოიფიქრა რომ ისე გაეფორმებინა თითქოს მუშების კრიტიკა იყო.
ვითომ აი ესეთ დებიურ ლექსებს წერენ ჩარხებთან მუშები, მუშაობის ნაცვლად, აი ასე საჩკაობენ მუშაობისგან და მოწყენილობისგან.
თან ფსევდონიმით დაწერს, რო იმან არ იეჭვოს რო ჩემი დაწერილია, იცის რა პარაზიტიც ვარ და თავის თავზე მიიღებს , იმ მაიმუნის და მკვახე ბანანზე ქანაობის მეტაფორას.
ამიტომ მიკლოშ პაპაშუსტრის სახელით დაწერს და ავტორსაც მოუყვება როგორ იცინეს მუშებმა მის ლექსზე ლექსი.
ვითომ მაიმუნი ვარ
ვითომ ხეზე ავძვერი
ცალი ხელით ვეკიდე
მკვახე მწვანე ბანანზე.
ან ვითომ ვარ მელია
არსად მე არ მელიან
ვისაც ელოდებიან
ის მე არ ვარ, მგელია.
მიკლოშ პაპაშუსტრი
-კი მაგრამ მიკლოშ, პლინტუსთან რატომ წერდი ლექსებს?
- იქნებ იმიტომ რომ ყველას არ მოესმინა?
- იქნებ მარტო მე მაქვს მოსმენილი?
- მე არ ვიცი ვინ მისმენდა.
უშკინმა შპალერების ფენები მოხია და ამ ლექსს მიაგნო.
მერე კვადრატულად ამოჭრა და პორთფელში შეინახა.
-მიკლოშ შენ გელის დიდება!
- მე მაინც მკვდარი ვარ და შეზე მიიწერე!,- საჩუქარი გაუკეთა პოეტის ფანტომმა ალექსანდე უშკინს .
-იქნებ სხვა პოეტებიც ცხოვრობდნენ ამ ბინაში. იქნებ იმათმაც მაჩუქონ თავსი ლექსები!,- ყურით მიეკრა პოეტი ალექსანდრე უშკინი შპალერების ფენებს.
-ნაგავი გაიტანე!,- ერთგან ყურში მიაყვირა მსუქანმა დეიდამ
-გიფსო 20 ლარი , ლესვა 18
სადღაც ნირვანას პლაკატი რაღაც სასოწარკვეთას ხაოდა და სოლისტი ცივი წვიმის ქვეშ მოყოლის გავდა , სახლში რომ ვერ მიასწრო.
უფრო ქვემოთ შალიაპინის სურათი ერთიდაიგივე დაუმთავრებელ ფრაზას მღეროდა . გაუთავებლად, შუაში პატარა ფხუკუნით.
უკვე შპალერის აუფხეკავადაც მშვენივრად ხედავდა გამოსახულებებს.
ძაღლები ბილიარდს აჭახუნებდნენ.
და ბურატინო რატომღაც ფსავდა.
მისთენბურგის კედლის ყვავილები უჩუმრად იზრდებოდნენ და ნაპრალებიდან ყოფდნენ თავებს ოთახში. მშრალი გაჯის სუნი მოყვებოდა ყვავილებს.
ეტყობა უშკინი ისე გაჩუმდა, კედლის ყვავილებმა იქიფრეს სახლში აღარავინ ცხოვრობსო და დარეთ გამოვიდნენ. ოთახში.
უშკინი შპალიერების ღრმა ფენებს ხევს , სულ უფრო ძველი ფანტომებს მოსასმენად და იქნებ ლექსიც ნახოს ახალი. რამე ახალი. ამაზე განსხვავებული. "ამხანაგოთი" რო არ იწყება.
გუგულიანი საათი ჩაუყოლებიათ ერთდროს შპალერში. საათი ორასი წელია გაჩუმებულია. გუგულს შპალერი გაუხვრეტია და გარეთ გამოსულა ოდესღაც. ეხლაც იქ არის შპალერიდან გამოწვერილი და გუგსაც ვერ იძახის.
შეჩურჩულებულები
(მისთენბურგის ქრონიკებიდან)
-მე თურმე ისეთი პარაზიტი ვარ, მიკლოშს არამარტო ლექსი მოვპარე, სახელიც მოვპარე გვარიც. ფსევდონიმიც და პიროვნებაც.
მაგრამ იმან თვითონ მაჩუქა ყველაფერი, და ჯერ კიდე გასარკვევია ვინ ვისი პიროვნება იჩუქა?
უფრო სიმბიოტია ფანტომთან.
უშკინს დაავიწყდა რომ ალექსანდრე უშნინი ერქვა და არ ახსოვს თუ საკუთარი თავისადმი უშკინი დაეძახებინა.
ეხლა მიკლოშ პაპაშუსტრია. სამსახურში რომ ნაცრისფერი ბერეტით დადის.
ანუ იმ ბერეტით კიარა იტალიური სასროლი როა, არამეფ ქუდი როა ერთგვარი. რომელშიც ნებისმიერე ქარხნის მუშაც პოეტად გადაიქცევა. მარტო დახურებაც რო კმარა, და ამით ხალხში გამოსვლა.
თუმცა არც ბერეტა იქნებოდა ზედმეტი , უჯრაში მაინც.
ბოლო ბოლო უნგრელი პოეტი ვარ, ბერეტა როგორ არ უნდა მედოს პალტოს ჯიბეში?
რა უცბათ იცვლი ქუდებს მიკლოშ?
თუ ერთ ქუდს მეორეზე იხურავ? სულ ქვედა რომელი გახურავს მიკლოშ?
ბერეტი !
მე ვარ უნგრელი პოეტი მიკლოშ პაპაშუსტრი, და დიახაც ბერეტით.
-გაიღვიძე გუგული
დრო უკვე მორჩა!
თავისით თქვა მისმა პირმა .
ეს მიკლოში აბმობდა, კედელში ჩაშენებული საათის გუგულმა გუგუ აღარ თქვა და ისე გამოფრინდა შპალერის სოროდან..
მიკლოში გადატენილი ბერეტათიც დადის სამსახურში და ნაქსოვი ბერეტიცაც.
-არაყსაც არავის მთავაზობს.
ისევ გაკრისებული ვგონივარ ამ სტამბის მუშებს.
-ივანიჩთან დაიწყე დალევა?- მოესმა ვიღაცისგან მაგრამ ამან ყურადღება არ მიაქცია.
დადიოდა ჩარხებს შორის.
ხანდახან იკითხავდა ვიღაცას ის სად არისო და სადმე წავიდოდა იმის სანახავად.
სადღაც კუთხეში მზესუმზირა იყიდა , იმას აკნატუნებდა და გადაადგილების კვალს ტოვებდა.
თაგვიც გამოყვა და დაცვენილებს ატკაცუნებდა ცმუკუნით.
თავის კაბინეტში შეეცადა შესვლას, მაგრამ კურიერ ბიჭს იმდენი ხელმოსაწერი დადგენილებაა შეეყარა ღრიჭოდან კარები ვერღარ შეაღო.
პრინციპში წაძინებაც არ აწყედა.
ვიღაცამ სკამიც დაუდგა ალბათ იმიტომ რომ საკუთარ კაბინეტთან ახლოს იყო, თორე სტამბებში ამას სკამს აღარავინ დაუგამდა.
რომ გამოიღვიძა ნახა რომ მდივანი ქალების მოსაწევ ადგილზე, კაბინეტიდან გამოტანილი სკამებზე დაუძინია. აქ ეწევიან ეიჩარის გოგობი სიგარეტს რიგრიგონით, ორ ორი ან სამ სამი. ის ზოიაც აქ ეწევა ეიჩარში რო მუშაობს.
ესეიგი სკამი კი არავინ დაუდგა თვითონ მოსულა აქ და ნამწვებით გაუტენია საფერფლე.
შეიძლება ვივარაუდოთ ამ შემთხვევაში რომ სკამი ფანტომმა დაუდგა?
კარგი ლექსებიც დაწერა ამ სკამებზე ჯდომისას, მაგრამ მერე სიზმრებმა ყველა წაიყოლა.
მგონი შიგნითაც იყო. ეიჩარის გოგოებთან სვამდა. რომელიღაცა საქსეროქსოში.
მაგრამ მერე გარეთ დააძინეს.
კაბინეტებიდან გამოტანილ სკამებზე .
- ზოია არ იყო ან არ ახსოვს.
იმდენგერ გააგზავნა ნაქსოვ ჟაკეტიანი დამლაგებელი ქალი სიგარეტზე რო ჯიბეები სულ გამოტენილი აქვს თითოჯერ გახსნილი სიგარეტის კოლოფებით.
ბერეტასაც 3 ტყვია აკლია.
შედის ეიჩარის რკინის კარში, რომელიც დროში ისეა ნაჯახუნები შიგნით შეიბერა და სულ ღიაა. ერთხელ ბალგარითაც ჩამოჭრეს მუშებმა და ახალი დააყებეს, ისიც ეგრე შეიღუნა და აღარ ცვლიან.
-ეს ისევ მოვიდა
- ზოას დასდევს მოგინი.
-აქ აღარ ისროლო შე იდიოტო შენა.- მიაყვირა ვიღაც მბეჭდავმა ქალმა თან ბეჭდავდა და გრძელ პაპიროსს ეწეოდა ერთდროულად. ეს პაპიროზი ბეჭდვიდას ხელიდან ხელში გადადიოდა და დროდადრო ტუჩისკუთხეში.
ჩამქვრალი ეგ სიგარეტი არავის უნახავს.
-რატო ყველა იდიოტი აქ უნდა ისროდეს? სხვაგან ვერ ისვრიან?
ბეჭდავენ და ჩვენი პოეტი მიკლოშის მისაამართით რაღაც მწარე სიტყვებს იმეტებენ.
- ზოიას დასდევს მგონი ეს?!
- მიკლოშ აღარ ისროლო რა?!- ვიღაც მემანქანე გოგო ცდილოს თაფლივით ხმით დაატკბოს ამ დეგენეტატის ყურები
- ალბათ კარგად გავაცანი ჩემი ახალი პიროვნება მიკლოშ პაპაშუსტრი ეიჩარის გოგოებს.
- მაგრამ ნასროლი სამია? და ის ორი სხვა სად ვისროლე?
მიკლოშმა ჭერს ახედა და იმდენი ნასროლი დაინახა , რამდენსაც თვითონ ვერ ისროდა. ეტყობა აქ ბევრი ისვრის ჭერში და მერე კარებს აჯახუნებენ.
-მეც ხო ვისროლე?!-
ხოდა ესეც საკმარისია, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო მიკლოშმა და ისევ მოსაწევ სკამებთან გამობრაგუნდა გაღუნული რკინის კარის გამოვლით.
იქ უკვე ზოია და კიდე ორი გოგო ეწეოდნენ, ხელებაწეული.
ის ორი გოგო რიგრიგობით გაქრა და შეატოვეს კასინკიანი ზოია ახალ პოეტს.
ჩუმად მოსასმენადაც არავინ გამოსულა.
შეჩურჩულებულები
(ნაწილი რომელიღაცა)
-მე ხო აგიკრძალე სიგარეტის მოწევა?
- .... (დარჩა ეგრე ხელებაწეული)
- ხოდა ეხლა ნებას გრთავ! მოწიე რამდენიც გინდა!
მერე ერთი ტყვია კიდე ისროლა კორიდორში, მოსაწევ კუთხეში.
იქ ჭერზე ბევრი ნატყვიარები არ იყო მაგრამ რამდენიმე შეიმჩნეოდა.
აქა იქ.
- ის ორი სად ვისროლე გუშინ?-!!!
- ერთი ცარიელ სასადილოში, მზრეულიც არ იყო.
- შენ საიდან იცი?
- ყველამ იცის.
- პოეტებს უნდა იცნობდნენ!
- სამი ტყვია დაგრჩა, მიკლოშ!
- და ერთი ისეთი რომელიც არ ვიცი სად ვისროლე.
- შეიძლება ეგ იყო ის ვერცხლის ტყვია ?
- ----შეიძლება არც. და ისე ვისროლე . ტერიტორიის მოსანიშნად სადმე?
- --------ან იქნებ გამივარდა თავისით?
- თვითმკვლელობაც გამორიცხე.
კარგი პირველი ეიჩარში ვისროლე. მეორე სასადილოში, მესამე აქ და სხვადან სად მაქვს კიდე სასროლი?
და მიხვდა სად ისროლა, იმიტომ რომ სწორი კითხვა დასვა.
უსტყვოთ მოტრიალდა და სტამბაში წავიდა მყარი ნაბიჯით თავისი ნიკაპზე აფარებული ბერეტათი. თითქოს ცალი მხრიდან ხედავდი და ცალი მხრიდან ვერ ხედავდი.
ზოია ეგრე დატოვა, უსიტყვოდ, რომელიც კიდე დიდხანს ეწეოდა,
არავინ იმ დღეს არ გამოსულა მოსაწევად.
-კაცის მოსაკლავად რო მიდიხარ რამე ლექსი არ უნდა დაწერო მიკლოშ?
გზად. მერე გამოსცემდი „გზადდაწერილი ლექსების“ კრებულში.
ამ ლექსს „პირველი ვერცხლი“ დაარქვი! და პლინტუსთან მიაწერე, სახლში თუ დაბრუნდები.
- ეხლა რაღაც , მელიასავით მიიპარები მიკლოშ, თითქოს ფეხს დაუკელიი, იარაღიც ცოტა ქვემოთ დაგიშვია და ფანარივით გზას ინათებ.
- შენ მართლა რაღაცას აპირებ!
- დამლაგებლებსაც ეშიანიათ შენი და მუშებსაც. განზე იწევიან და არ გიყურებენ.
-გაუქმებულ საშხაპეევის ადგილას სეკას თამაშობენ.
-გასახდელებშიც თამაშობენ ორნი
აქ წყალი 30 წელია არ მოსულა, მაგრამ ისეთი სინესტე შემორჩა არ შრება. ალბათ ბათინკებს შემოაქვს სინესტე და მუდმივად მწარე სოკოს სუნია.
კორიდორებში ყველგან დიდი ბორბლები აწყვია. ზოგი ზეთიანი ქაღალდისგან განუფუთავი 75 წელია.
ზოგგან ბლოკი შემოუტანიათ ოდესღაც და აღარ წაუღიათ. და იმეებზე გადი გამოდის მუშაკები. ფიცრის ხიდებიც აწყვია ზოგგან ბლოკებზე დაყრდნობილი.
მერე სატაოტეებია, მერე სასაკისკეები. მერე საჭანჭიკეეები, მერე ასოთამწყობების ბრიგადების კალათბურთის მოედნებია, შესვენებებზე მანდ თამაშობენ ხოლმე. ცალკალათას. მაგრამ სულ ვიღაცა თამაშობს.
ხანდახან მარტოც თამაშობენ. სამქულიანებს.
უფროსი რო დაინახეს უბრალოდ გაიქცნენ. იარაღის დანახვაც ვერ მოიასწრეს.
და არც მიკლოშს დაუნახია ისინი. ისენი ის არ იყვნენ.
-კიდე კაი კალათბურთს არ გავყევი.
კალათბურთს სამუშაო პორტფელებით თამაშონენ. კალათად ძირგავარდნილი ვენური სკამია.
ერთ გაქცეულ ასოთამწყობს პორტფელი დარჩა სიჩქარეში.
მიკლოშმა აიღო და პირველივე სროლით ჩასვა პორტფელი სკამსა კედელს შორრის.
-ესეც ითვლება!
მერე თავის ბერეტას დაუბრუნდა და წინ წაიმძღვარა.
წინ მელნის წარმოების საამქროებია. რკინის კასრებში სხვა და სხვა ფერის ტიპოგრაფიულ საღებავებს ხარშავენ.
უმეტეს შემთხვევაში რაღაც რეზინებს წვავენ მუშები რკინის კასრებში და იქვე თბებიან. სადმე შეიძლება მელანიც იხარშება. სადმე წამალიც.
დღეს ასი ლიტრი ლურჯი იხარშება და ხუთი წითელი. ერთი გრამი შავი.
- დავშლი მე ამ საქაჯეთს,!- ერთი იქაც მიასროლა და მთავარ ცეხში გავიდა . უფრო მიზნობრივადაც .ზახარიჩა არ ჩანდა ბირჟასთან და არც მისი ბრიგადის ლოთები.
-მექანიზმებში გამეპარა.- მისი ჩრდილის ნაწილის დანახვაც მოასწრო, იატაკის ტილოსავით რო შეცურდა ტრანსპორტერის ქვეშ.
-სად დამემალები? ვიცი ყველა შენი დასალევი ადგილები.- იარაღშემართული მიყვება მიკლოშ პაპაშუსტრი სათვალეებიან უნგრელი პოეტი ზახარიჩას ჩრდილს.
ზოგგან გასვლა არ შეიძლება, წამში კბილანა ჩატრიალდება აქ.
ზოგგან დროა შეასწრო.
ზოგგან ოაიზებივითაა, ქაოსში, წყნარი ადგილები სადაც რაღაც კბილანა არ გაგჭრის კიდე 15 წუთი რო ელოდო.
ზოგ ასეთ ადგილას უკვე შეკრებილან ერთმანეთს რაღაცას უხსნიან ჭიქით ხელში.
არზრი არ აქვს რამე კითხო-
თან ზახარიჩას ჩრდილი წინ გარბის. აქვეა სად წავა?
რაღაც შეფრხებაა , და ორივეს ჭანჭიკები ისე გაშეშდა წინ ვერცერთი ვერ მიდის. ერთმანეთის ჩრდილებს ხედავენ , მექანიკურ გალიაში.
მიკლოშს ჩრდილი უკან ექაჩება.
ზახარიჩის ჩრდილი როცა ჩამოჯდა. მიკლოშის ჩრდილმა მეტად მოქაჩა უკან.
იყო იქ უკან დასაბრუნებელი ბილიკი ჭანჭიკ მექანიზმებში.
მაგრამ უცბათ ეტყობა ავარია გამოასწორეს მექანიკოსებმა და მექანიზმი ამუშავდა.
ჭანჭიკები რო გადატრიალდა და ტრანსპორტემა ჩამოიარა. ზახარიჩის ჩრდილი წინ გაიქცა, და სწრაფ ჭანჭიკებში გაძვრა.
მიკლოშმაც იარაღი ისევ აწია და უფორ სწრაფად გაეკიდა ვიდრე ზახარიჩა გაიქცა.
უკვე ისეთ ადგილებში ძვრებოდნენ არასდროს რო არ დაულევიათ არც მათ, არც სხვა მუშებს.
სადაც მექანიზმები უფრო ჩქარობენ რატომღაც. ამათ რო წამით დააგვიანდეთ შეიძლება ქარხნის ბოლოს უზარმაზარ ზეჭანჭიკს ერთი საათი დააგვიანდეს.
-სადღაც დიდი ხნის დაკარგული ძველი ცვლის უფროსი, დაინახა რომელიც, რაღაც საოცარი ბუნების ძალით 300 ტონიან ზეჭანჭიკს აჩერებდა , იმას შუაზე რო არ გაეჭრა. საჩვენებელი თითით აკავებდა ამ სამას ტონას მოძრაობისგან. ნების ძალით.
მიკლოში ზახარიჩას ჩრდილს მიყვებოდა და ისიც სულ უფრო იწელებოდა.
მალე ფეხს დავაბიჯებ და ვეღარ გაიქცევა.
ჩრდილი თუ გავიჭირე ტყვია დაგიჭერს.
ცდილობს სწრაფად სდიოს რო ჩრდილს ფეხი დაადგას. და რამდენჯერმე დაადგა კიდეც. და ბოლოს სულ ჩამოსძვრა კიდეც. და ამ დროს დაიჭახანა რაღაცა მექანიზმმა ჩამოვარდნილი ამწეკრანივით.
ნაპერწკლებიც გაყარა და რეზინის შავი კვამლი დააყენა.
ის ვინც გარბოდა და ჩრდილი ჩამოაცალა მიკლოშმა, ბურთულასაკისარში ჩაყვა თავი.
-ბამც!- მიაყვირა კიდეც მიკლოშმა.
კვამლი რო გაიფანტა ნახა რომ ის ვისაც თავი ჩაყვა საკისარში ცოცხალია და ფეხებს აქნევს და თან ეს ზახარიჩა არ არის.
ეს რაღაც რეპტილიაა, ხვლიკის კანით. დაავადებული და გაყვითლებული.
ზოგა-ზოგ დაწყლულებული.
-ამ სტამბის კოალას დავდევდი მოსაკლავად?
-ეს ხო ისედაც მოკვდება აქ?
-ის ესე ავდაა შეიძლება უკანასკნელი თავიც ჩაყვა საკისარში.
სტამბის ტროლოები 1000 წელზე მეტი ცოცხლობენ და შეიძლება ათასი წელი ესე იცხოვროს, ფეხების ფართხალში?,- ეს რო გაეფიქრა ამოიღო თავისი ბერეტა და მომაკვდავ ტროლს გულში ესროლა.
გარეთ რო გამოაღწია აღარავის მოკვლა აღარ უნდოდა.
და რედუქტორზე ჩამოჯდა.
გარეთ იმ ჩრდილმა გამოაცილა , სტამბის ტროლს რო ააცალა..და მერე კუპრივით აორთქლდა ჰაერში.
შეიძლება ნეონის ცივ შუქზე ვერ გამოდის გარეთ.
ან გარეთ რა უნდა?
როგორც ჩანს ვერცხლის ტყვიაზე ზემოთ ოქროს ტყვია იდო. თუ იარაღმა ოქროს ტყვია ისროლა. ვერცხლის აღარ უნდა ისროლოს. მიკლოშმა თავისი უკანასკნელი ტყვია ამოიღო ბერეტას მჭიდიდან და გზად იარაღი მოიშორა რომელიღაცა ბაგირხიდიდან. იარაღი ნისლეულში ისე ჩავარდა თითქოს ტყლუმპ დაიძახაო. ტყვია კი ველვეტის პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო და ხელში ატრიალებდა, სახლამდე. სახლში კი ოთახის კუთხეში პლინტუსთან დააყენა, ვერცხლით ზემოთ.
ეს ტყვია გაუვნებელია. მაგრამ კიდე ერთი ტყვიაა. სადღაც ნასროლი. შეიძლება სადმე ჭერში ნასროლიც. ან არც კი.
ნაპრალებიდან კედლის ყვავილებმა გადმოყვეს თავი.
ზოგიერთმა გაფურჩქვნაც გაბედა.
ასკილი აღმოჩნდა. კედლებში რომ იზრდება იმდენად ნელა, რომ ალბათ 120 წელიწადში მლიანად გამოავსებს ბინას. ეკლიანი სხეულით.