PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21541
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
|
#62095081 · 29 May 2025, 20:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნისლიანი სამრეკლო (დასაწყისი)
როდესაც ძველი სამრეკლო ზარების რეკვას იწყებს, ნისლენბურგელები თითებს გადააჯვარედინებენ.
სამრეკლო ნისლის ტბაშია . ნისლის ტბას ერთ დიდ სიცარიელეს უწოდებენ რომელიც სახლებს შორის ოდესღაც შემოიღვარა . დაბალი სახლები სულ ჩაყლაპა და მაღლები ეხლაც დგანან შიგ ნისლის ტბაში. ზოგი ტბაში შეტივტივებული სახლის სახურaვი ხანდახან გამოჩნდება ნისლებს შორის და მალევე ისევ ჩაიმალება სიცარიელეში. იშვიათად ვინმეს უნდახავს ძველი სამრეკლო. შეიძლება არც არავის უნახავს და იგონერბენ რაღაცას. ამბობენ თუ სამრეკლოს ზარები რეკავენ , ესეიგი ვიღაცა სამუდამოდ დაავიწყდათ.
-ვიღაც სამუდამოდ დაავიწყდათ - იქითკენ გაიხედა გოჩაკაცმა საიდანაც მოგუდული ზარების ხმა ტალღებად ეჯახებოდა მისი ბინის ფანჯარას ნისლთან ერთად. ფეხის თითები გადააჯვარედინა რადგან ზუგზე იწვა და ხელის გულებს იღლიებში ითბობდა. - ბებერი სტალკერები ამბობენ სამრეკლოსკენ 108 ბაგირხიდი მიდისო. იშვიათად ვინმე სტალკერობს ნისლის ტბის ტერიტორიაზე. ან რა უნდა იყოს იქ ისეთი ვინმეს რამეში გამოადგეს?!
ამავე დროს სწორედ ასეთ გაუგებრობა ადგილბში შეიძლება იმალებოდეს საუკეთესო არტეფაქტი, მთელი ცხოვრება რო შეგინახავს თუ იპოვი.
სწორედ ნისლის ტბის მივიწყებული ბიბლიოთეკიდან გამოუტანიათ უხუცეს სტალკერებს „მგლის სახარება“ ახლა რომ ინახება სამხარეო მუზეუმში და დიდი ხანია მოიპარეს მაგრამ ეს არც მუზეუმის ადმინისტრაციამ იცისდა არც დამთვალიერებელმა.
აქ ადრე მოხალისეები სტალკერობდნენ. ალბათ 400 – 500 წლის წინათ. შეიძლება ნისლიც არ იყო ასეთი მკვრივი და მხუთავი.
ელხა ვინღა იცის იმ ბაგირხიდების წნული ლაბირინთი?!
ეს ხიდები ხან წრეებზე ატარებენ სტრალკერებს, ხან ისეთ ადგილებში შეიტყუებენ საიდანაც ვეღარ გამოხვალ. ზოგგან ჩაწყვეტილია ან თავისი ძველი ადგილიდან სხვა ადგილზე გადაკიდებული. ერთი სიტყვით სამრელოსთან ვერ მიხვალ. ან რა უნდა მოიპარო სამრეკლოდან? ზარს ვინ ათრევს ნისლის ჭაობში?
ან მეზარე როგორ აგნებს ყოველ დღე? ან თუნდაც წელიწადში ერთხელ?
-ისე თუ მეზარეს აეკიდები და ქვეშქვეშთვალთვალით გაყვები, შეიძლება მიაგნო კიდეც იმ სამრეკლოს. -იქნებ სამრეკლოსში 1982 წლის გამოშვება ტელეფონების წიგნი იდოს? ან რაიმე ფასეული არტეფაქტი? მაუზერერი ბანდიტიზმის დროებიდან კრამიტის ქვეშ შემორჩენილი. ამბოენ სამრეკლოს გუმბათში ადრე ბანდიტები იმალებოდნენო. ვერც ვერასდროს დაუჭერიათ, საქმე ეხლაც გახსნილია საქალაქო პროკურატურაში.
-მაგრამ სატელეფონო წიგნი უკეთესი იქნებოდა.- ფიქრობს წამოწოლილი გოჩაკაცი და ფეხის თითებს უკან გადმოაჯვარედინებს.
-ამდროს ტელეფონზე დარეკეს და ვიღაცა იკითხეს.- გოჩაკაცმა რეაქციის გარეშე დაკიდა. პირველად არ რეკავენ. საერთოდ უნდა გაათიშინოს ტელეფონი ატეესიდან. -მე აღარავინ მირეკავს და ვიღაცას ვინც შეიძლება სულ არ არსებობს სულ ურეკავენ. -ფანტომური ზარებია.- დაასკვნის გოჩაკაცი და იქითკენ იყურება საიდანაც წეღან ზარის რეკვამ ააზრიალა ისედაც გაბზარული ფანჯარა.
იმ ნისლში შეიძლება სატელეფონო წიგნია, იქ აუცილებლად ეწერება ვინმე ვინც გაახსენდება და დაურეკავს.
ამ დროს ფოსტალიონმა კარების ქვეშიდან წერილი შემოაცურა და სადარბაზოში ისევე გაქრა როგორც მატერიალიზირდა. გოჩაკაცს არცერთხელ არ მიუსწრია ფოსტალიონისთვის. ნინძასავით ქრება ბნელ სადარბაზოში. -იქნებ ზემოთ ხტება და ჭერზე ეკრობა ღამურასავით, -ეჭვები უჩნდება ვინმე გოჩაკაცს . სადარბაზოში ნახევარი წელით იყურება კარებიდან, მაგრამ ზემოთ ახედვა შეეშინდაბა და თავის შემოსასვლელში. ფეხსაცმლის ჩასაცმელ ტუმბოზე ჩამოჯდება და წერილს ისე ხსნის მარკა არ დააზიანოს. წერილს ვიღაც კაცს წერენ, და ეს ფოსტალიონი ამასთან მოათრევს. ერთხელაც ვერ წაიჭირა ფაქტზე, რო აღკვეთოს ეს გაუგებრობა. და ყოველ ჯერზე ეშინია ზემოთ ახედვა იქნებ ფოსტალიონი მართლა ჭერზე კიდია ღამურასავით?! - ხო სისულელეა? მაგრამ აბა სად უნდა ქრებოდეს ორ წამში? და საერთოდ გადასვლა სჯობს ამ სახლიდან. - ხან ვიღაცაში ეშლებათ და ხან თავს ვერ ახსენებს, ბიბლიოთეკარს. 12 წლის წინ კართოთეკაშიც ვერ მოძებნეს მისი გვარი. მას მერე აღარ მისულა, ბოიკოტი გამოუცხადა .
ინფორმაციას რადიოში უსმენდა. და წიგნები რადიო ფანტომის ეთერში გასული ბულშიდოს ტრენინგებით ჩაანაცვლა.
ბულშიდოს რადიოსეანსებზე საკუთარი პოტენციალის გახსნას სწავლობს დღემდე და შედეგებით კმაყოფილია. წინა კვირას ხატვაც კი მოუნდა. იმ დღეს საღებავების ქილის გახსნა სცადა და რო არ გამოუვიდა თავი დაანება. მარტო შავი გახსნა თავისუფლად და ისიც გამხმარი აღმოჩნდა.
ბულშიდოს ტრენინგებმა მიახვედრა, რომ სტალკერობა უნდოდა ყოველთვის და ის კი უბრალო გოჩაკაცად დაიბადა. -რად უნდოდა ამას ბულშიდოს ტრენინგები? ყოველთვის ოცნებობდი ძირძირა სართულებზე გეხეტიალა გოჩაკაცო და ხიფათი ხიფათხე გადაგემტვრია. - ოცნებობდი ღიად და დაუფარავად საკუთარ თავთან.
- სამსახურის გზის იქით, სულ ერთხელ იყავი გასული , ლილითის ტაძრაში საორღანო კონცერტის მოსასმენად. ისიც სამსახურიდან წაგიყვანეს კულტურულ ღონისძიებაზე ტრამვაით . მაშინ ორღანი „ჩრდილოეთის ქარს“ უკრავდა თავისით და მგონი მოგეწონა ან გეძინა კიდეც როგორც უკანასკნელად. კიდევ სად გიმოგზაურია შენი სამსახურის იქეთ? ან ქალაქის ერთით ქვედა სართულზე თუ ჩასულხარ, თუნდაც უმიზეზოდ ? - ნუ გადადებ, ახლავე დაიწყე, თორემ არასდროს არ დაიწყებ. მხოლოდ ახლაა გახსნილი შენი შესაძლებლობების პორტალი. სხვა დრო აღარ იქნება.- ბულშიდოს გურუ ხაზის რადიოდან უჩიჩინებს 62 წლის გოცაკაცს, რომელსაც სტალკერობა უნდოდა მაგრამ ზამბარების დამმუხტავად იმუშავა 42 წელი. მანამდე ცოტა ხანი ხაზვაც სცადა რომელიღაც საპროექტოში, მაგრამ არ გამოსდიოდა და დაანება ან შემცირებაში მოყვა. ზუსტად არ ახსოვს.
-მერე 42 წელი მუხტე ზამბარები და აქამდე ართრიტის სამკურნალო ფული იშოვე, ისიც იპოთეკიდან დაამატე.
-სახსრებს რო მოვირჩენ აუცილებლად გავალ სასტალკეროდ. პირდაპირ ნისლიან ტბაში, პირდაპირ დაფარულ სამრეკლოში. -პირველივე ცდიდან წამოიღებს თავის უიშვიათეს არტეფაქტს უკვეშემოხუცებული გოჩაკაცი. იქნებ ეს სატელეფონო წიგნიც იყოს. და მაშინ დაურეკავდა ვინმეს, ვისაც იცნობდა.
- შენ დაკარგე შენი უკანასკნელი შანსი თუ უკვე არ იმოქმედე და ისევ ცივ შემოსაცვლელში ზიხარ ფეხსაცმლის ტუმბოზე, პალტოს უკან თავშერგული! - წერილით ხელში რომელიც არც გახსნილია არც დაბეჭდილი რადგან მარკადაუზიანებლად გაუხსნიათ. -შენ დააგვიანე თუ ფლოსტები გაიხადე და ბათინკის ჩაცმა დაიწყე. - შენ კიდევ 43 წელი დამუხტავ ზამბარებს არტელ „მუხტში“ და არტელსაც არ გამოივცლი. - შენ სახლში კიდევ ბევრჯერ დააკაკუნებს ფოსტალიონი და ჭერზე შეხტება. -და ტანსაცმლის კარადაში უცხო კაცის ტანსაცმელს ნახავ ოღონდ შენსას ვერა. -და ტელეფონით მარტო ოხუნჯი კლოუნები დაგირეკავენ. -და წერილსაც სხვას მისწერენ და შენ მხოლოდ მარკებს შეაგროვებ ოდნავი ხალისით...
(ვეღარ ამოისუნთქა ამდენი ბრტყელი ფრაზები რადიოძენგურუმ- მაგრამ გოჩაკაცს აღარ ესმოდა.
... ... (ნისლი) ... ის უკვე უახლოესი ბაგირხიდის ნისლში ბიაბრაგუნებს ბათინკებს რომლებიც ბოლო სამი დღეა რატომღაც არც გაუხდია. ... (ნისლი) ...
„ხოლო თუ თქვენ უკვე მოქმედებთ, მაშინ ჩემი არ გესმით და ჩემი ეთერში ყოფნასაც არა აქვს აზრი“... გაილია ვიღაცის ცივ ცარიელ სახლში რადიო ეთერი და ტეტატალღების შრიალი დატოვა.
ხიდებზე ნისლი უფრო ცივია , ნისლიან ტბაში. ... პირველივე შემხვედრ ხიდზე ცივმა ნემსიანმა ქარმა უკან გამოაცურა ნორჩი სტალკერი.
- ეხლა სახლში რომ დავბრუნდე ბულშიდოძენმასტერი ტვინს მომიტყნავს.
ამიტომ შემობრუნდა და თავიდან სცადა. ამჯერად თავისუფლად გადაიარა ოდნავ არეული ნაბიჯით ხიდი რომ არ აეთამაშებინა. - ჰმ, რა ადვილი ყოფილა. არსად არ უნდა იჩქარო! რამდენადაც აჩქარდები მით მეტად გაგიჯიუტდება სახის ქარი.
ამის სენტენციის შესამოწმებლად უკან გადავიდა და მერე ისევ გადმოვიდა ბარგირხიდზე.ნელა, თავდაჯერებით. ჩათვალა რომ პირველი ხიდის ფანტომი დაძლია და ჰოპა სადღაა ხიდი? სადაა უკან დასაბრუნებელი ბაგირხიდი? არც უკან დასაბრუნებელი ხიდია და არც წინ ჩანს ნისლის გარდა არაფერი. ...(ნისლი)
ჩანს მხოლოდ ბაგირ ხიდების განტოტებები ფეხებ ქვეშ. -ყველა გზა სწორია რადგან ყველა ერთნაირად უცნობია შენთვის.- ახსენდება ბულშიდო მასტერის შეგონებები რადიოდან.
ზოგგან ნისლი მკვრივდება რძესავით , ზოგგან კი გაიფანტება და ტრამვაის გაჩერების განათებას ხედავს სადღაც ცივრცეში და ხედავს ასევე გზების მინიშნებებს სანამ ნისლი არ გადაფარავს.
გზას დაუფიქრებლად ირჩევს, რადგან ფეხები შიშს სწრაფად მიჰყავს...
.... ....(ნისლი) .... განისლულ ტრამვაის გაჩერებაზე ორნი დგანან და ტრამვაის ელოდებიან. ჩვენი სტალკერი შეუმჩნებლად ათვალიერებს კენგურუსავით ჩახმულ ადამიანს, რადგან ძალიან ეცნობა. - ეს ალბათ მეზარეა, ზარები უნდა დარეკოს? - ალბათ ქალაქში ვიღაც სამუდამოდ დაავიწყდათ და ამან ზარები უნდა დარეკოს როგორც წესია თუ ჩვეულება. -ტრამვაი არ მოვა.- თავჩახრილი ბუტბუტებს მეზარე. გოჩაკაცს ხმაც ძალიან ეცნობა, თითქოს მთელი ცხოვრება ესმოდა . მაგრამ ვინ ოხერია ვერ იხსენებს. თან ის თავს არ წევს ზემოთ არასდროს. არც საუბრისას/ თითქოს მოკრა მის თვალებს მზერა , ეცნო, მაგრამ ვერავის მიამსგავსა. -ტრამვაი არ მოვა სანამ ვინმე ელოდება.
.... ....(ნისლი) ...
-ტრამვაი მაშინ მოდის როცა არ ელოდები. - ჩვენ უკვე სამი დღეა ვდგევართ და არაფერს გამოუვლია. შეიძლება 120 წელიც მოგვიწიოს.
გოჩაკაცი ცდილობს ხელის გულებზე დააკვირდეს კენგურუსავით ჩაცმულ თავდახრილ კაცს, იმისთვის რომ დარწმუნდეს მის მეზარეობაში. -მეზარეს ხელები გასპილოსკანებული ექნებოდა. თავდახრილი მეზარე ხელის გულებს ერთმანეთხე მიწყობით მალავს. -თუმცა მე თვითონ ვატრიალე სახელურები 42 წელი. ხელები ხომ ყველა გოჩაკაცს გასპილოსკანებული გვაქვს?
.... ....(ნისლი) -მე მოგდევდი შენ თუ შენ მომდევდი მე ამ გზაზე? არცერთს არ ახსოვს. ტრამვაი არ მოდის. -თუ შენ ხარ მეზარე მაშინ მე მოგდევდი შენ. თუმე ვარ მეზარე მაშინ შენ მოიპარებოდი ჩემს კვალზე. მაგრამ მე ნამდვილად არა ვარ მეზარე. -აბა ვინ ხარ? ... უსიტყვოდ კიდევ სამი დღე იდგნენ ტრამვაის გაჩერებაზე. გოჩაკაცმა ვერ გაიხსენა ვინ არის და რას აკეთებს. სანამ დამაზოლებულ ხელისგულებზე არ დაიხედა ერთხელაც.
-მე ვარ მეზარე! ...შენ დამდევ ჩრდილივით.
... .... -მაშინ შენ ვიღა ხარ? -მე უბრალოდ ტრამვაის ველოდები. - ტრამვაი არ მოვა სანამ ვინმე იმას ელოდება.- თქვა და ხიდიდან პირდაპირ ნისლეულში გადახტა . სიპი ქვასავთ ჩავარდა უხმოდ. ჭაში რო ვედრო ჩავარდება ეგრე ჩავარდა.
..... ..... (ნისლი) .....
ათი წლის ტრამვაის ლოდინის შემდეგ გოჩაკაციც გადახტა. ... .... (ნისლი) (ნისლი) (ნისლი) ... .. ნისლიანი სამრეკლო (მეორე ნაწილი)
"ტრამვაი იგვიანებს 01 წამით" - ეწერა იმ გაჩერების საინფორმაციო ტაბლოზე. ტაბლო ციმციმებდა და ახლდებოდა ინფორმაცია რაღაც პერიოდულობით.
"ტრამვაი იგვიანებს 01 წამით" ,- "ტრამვაი იგვიანებს 01 წამით.
-რით ვერ გავიდა ეს ერთი წამი ? - კარგი კიდევ ერთ წამს დაველოდები.
მაგრამ გადის ის ერთი წამიც და ისევ ახლდება ინფორმაცია ტაბლოზე - "ტრამვაი იგვიანებს ერთი წამით".
- რო გადავხტე შეიძლება მაინც და მაინც იმ დროს მოვიდეს. უნდა დაველოდო კიდევ ერთი წამი. იმ ერთ წამსაც ელოდება და ტაბლოს შესციცინებს. ტაბლოს სუსტი ნათება ცხვირს ოდნავ უწითლებს, ერთ წამიანი ინტერვალებით. "ტრამვაი იგვიანებს 01 წამით"
- სხვანაირად მაინც დაწერეთ. "ტრამვაი მოვა ერთ წამში" ან "ტამვაის მოსვლამდე დარჩა 01 წამი" .
- ან საერთოდ დაწერეთ რომ შეფერხებაა და მეც დავისვენებ. ან დაწერონ ბოლობოლო , რომ მოიხსნა ეს ტრამვაი და აღარ დაველოდები. მაგრამ არა, ერთ წამში განახლებაა და ტაბლოზე "ტრამვაი იგვიანებს 01 წამით" - კიდევ ერთხელ გამოისახება.
- რაღაც სისტემური არევაა. შეიძლება რამე ჩაკეტილ ციკლში ჩავარდა. ტრამვაი გზაშია და სადღაც არის ან იქ არ არის მაგრამ არის სხვაგან. მაგრამ როგორ მოხვდებოდა იქ სადაც არის თუ ყოველ მოცემულ მომენტში ერთი წამით იგვიანებს?
- ასე ხო მოძრაობაც შეუძლებელია. შეიძლება ის ვაგონი არც დაძრულა ტრამვაების პარკიდან. - მაგრამ შეიძლება აქაც არის სადმე ახლოს. ნისლში ჩაყუჟული.
გოჩაკაცს არ დაუთვლია რამდენმა წამმა ჩაიარა უქმედ , მაგრამ სხეულით იგრძნო ათი წლით დაბერება. - ერთი წამის მაგივრად ათი წელი დაიგვიანა, როგორც მინიმუმ.
გაჩერების კიდესთან მივიდა და გადაწყვიტა ბოლო წამს აღარ დალოდებოდა...
.... .... (ნისლი).... ....
...
ტრამვაი რათქმაუნდა იმ წამს მოვიდა როგორც კი მისი ფეხები გაჩერბის ბაქანს მოშორდა. ... მერე სულ ნისლი იყო. წლები არაფერი ყოფილა სხვა.
პირველი დღე ყვიროდა . თავიდან ფეხებით ქვემოთ ვარდებოდა.
მერე მობეზრდა ყვირილი, მაინც არავის ესმოდა. ქვემოთ უკიდეგანო ცარიელი ნისლეულია და გაუთავებელი ვარდნა.
შეიძლება ქალაქის ყველა სართულსაც ჩაცდა უკვე. ხო უეჭველი ვერ იქნება მისთენბურგი უსასრულო სართულიანი? სადღაც ხომ უნდა თავდებოდეს?
მუცლით ქვემოთ ვარდნა რომ მობეზრდა ზურგზე გადმოტრიალება მოახერხა. ნელ ნელა . იფიქრა ხელებგაშლილი ვარდნა უფრო შეესაბამებოდა მის მდგომარეობას.
შეიძლება 1 წელი ეგრე ვარდებოდა შეიძლება მეტიც. გარშემო მხოლოდ ნისლი ირეოდა და არცერთი ობიექტი არ გამოუჩენია.
ერთი ორჯერ თოლიას ჭყავილი გაიგონა სადღავ შორს , მისი ვარაუდით სადღაც 45 წელს გადმოხტომიდან.
- ნეტა უნდა დამეცადა ის ერთი წამი ? სადღაც ოცდამეშვოდე წელს დიდი ნახტომიდან მივიდა იმ დასკვნამდე რომ თავიდანვე უნდა გადმომხტარიყო. პირველი წამს როცა ტრამვაის საინფორმაციო ტაბლომ მოატყუა.
ახლა ხომ გაცილებით ქვემოთ იქნებოდა თავქვე უსასრულობაში .
და დასათვლელი წლებიც მეტი ექნებოდა. ერთადერთი რასაც მისი ცნობიერება ეყრდნობოდა დროის აღრიცხვა იყო. ნისლი აღარაფერს გაჩვენებს , ფანტომების ინტერესშიც აღარ ხარ. გადმოვარდნილი საათი ხარ, რომელიც არც არასდროს არ დაეცემა, რომ ბოლოს და ბოლოს დაილეწოს უმცირეს ჭანჭიკებად. ხელებგაშლი ვარდნა რო მობეზრდა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისე ვარდებოდა. ბევრი წელიწადი.
მერე ხელები თავს უკან ამოიდო. კიდე ბევრი წელი.
.... ... (ნისლი)... ....
ნეტა გაზეთი წამოყოლოდა სახლიდან. წაიკითხავდა მილიონჯერ. მერე მილიონჯერ წაიკითხავდა მარჯვნიდან მარცხნივ. მერე ზემოდან ქვემოთ. მერე დიაგონალზე . მერე უკუდიაგონალზე. მერე ხმოვანების გამოტოვებით.
.... ...
მერე იმ სიყვებიდან ახალ ისტორიებს ააწყობდა. მერე იმათაც წაღმაუკუღმა წაიკითხავდა წარმოსახვაში.
უსასრულობა სიცარიელესავით არის. რამდენიც არ უნდა შეავსო მაინც არაფერი იცვლება. სულ რომ ლენინის სახელობის ბიბლიოთეკა წამოგეღო მაინც ზეპირად ისწავლიდი ამხელა ვარდნაში , წაღმა უკუთმაც და დიაგონალზეც. და ეგეც დაგავიწყდება როცა იქნება და მერე ისევ თავიდან წაიკითხავ.
|