სკოლის ასაკში დავწერე პირველი მოთხრობის მსგავსი რაღაცა :დ
კალმით ვწერდი ლამპის შუქზე, როდესაც დენის მოსვლას ველოდებოდი მეორე არხზე ფილმისთვის რომ მეყურებინა ან ფეხბურთისთვის.
ასეთი სიუჟეტი მქონდა: გურული კაცი იტაცებს სამეგრელოდან ქალს და ქმნის ოჯახს, შემდეგ ეს გურული კაცი იკარგება )))
ამ მეგრელ ქალს აწვება მთელი ოჯახის ტვირთი ზურგზე.
ზრდის 7 შვილს აქვს ერთი ყანა შემოსავლის წყაროდ.
მოქმედება ხდება გურიაში დიდი აჯანყება რომ მოხდა, იმის წინა პერიოდში.
ერთი შვილი სწავლობს რუსეთში სამხედროა, ანუ ის გურული კაცი ღარიბი აზნაური იყო და მისი ძმაკაცის წყალობით რუსეთში მოხვდა შვილი.
შემდეგ ვაპირებდი ეგ შვილი აჯანყება რომ დაიწყებოდა გურიაში იმის ჩასახშობად წამოსულიყო და საკუთარ დედას მოეკლა.
ეგ ის პერიოდი იყო პანკისს რომ ბომბავდა რუსეთი და ზეწოლა რომ იყო ჩვენზე, ეტყობა ძაან გაბრაზებული ვიყავი რუსეთზე :დ
როგორ მჯეროდა ქართველი ერის, ისეთი პატრიოტული რაღაცები მიწერია
ახლაც ვწერ, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიმყავს