#62103451 · 3 Jun 2025, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მალხაზ ხარბედიას პირადად არ ვიცნობდი და თბილისის ფორუმიდან მხოლოდ გუშინ შევიტყვე, რომ მალხაზი თურმე ძველი ფორუმელი ყოფილა. ასე თხუთმეტი წლის წინ ფორუმელი gabarzgaleba ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იუზერი იყო, მოხიბლული ვიყავი მისი განათლებით, გონებამახვილობითა და ენაკვიმატობით, გემოვნებით, ადამიანური გაგებითა და ადეკვატურობით... და მხოლოდ დღეს გავიგე, რომ gabarzgaleba თურმე მალხაზი ყოფილა და ისე მომხვდა გულზე... ადამიანს მისი ვინაობის ცოდნის გარეშე ვესაუბრებოდი ხოლმე და თურმე ის ყოფილა... აღმოჩნდა, რომ იმაზე კარგად მცოდნია, ვიდრე წარმოვიდგენდი... მხოლოდ ახლა ვიცანი... ცხონდეს გულიანი კაცი...
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|