გაუმარჯოს!
ზუსტად არც ვიცი აქ რეკლამაზე ბანი თუ იდება, მემგონი იდება, მაგრამ თან თემასაც შემოგთავაზებთ
მოკლედ, ორი წიგნი მაქვს გამოშვებული. არცერთი არ გაპიარებულა თითქმის რომ არანაირ დონეზე - თუ არ ჩავთვლით ჩემს პირად ფეისბუქს. ჰოდა, მინდა რომ რაიმე საზოგადოებას - გარე საზოგადოებას და არა უშუალო ახლობლებს - მივაწვდინო და რაღაცნაირად გავაგებინო ამ წიგნების არსებობის შესახებ.
მინდა, რომ იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვისაც დღეს ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ აინტერესებს.
ამ ორ წიგნში ვწერ თანამედროვეობაზე, პირველი თბილისურ ცხოვრებაზეა ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანის პერსპექტივიდან და მეორე გაქცევაზე. წერაში, ალაგ-ალაგ, სიბინძურეც იჩენს თავს, ხან სიმწარე, ხანაც ყოვლის მშველელი იუმორი.
აქ რამდენიმე ამონარიდს დავდებ, იქნებ დაგაინტერესოთ. ასევე ქვემოთ გიამბობთ ჩემს შესახებ მცირედ.
ვილაპარაკოთ თანამედროვე ლიტერატურაზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას ასახავს. ბოლოს რა წაიკითხეთ ამ სტილის, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ვიკამათოთ, გამაკრიტიკეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის - ჯანსაღი კრიტიკა. ზოგი მეუბნება ცუდ სიტყვებს ნუ წერო - მაგიტომ არ მომწონსო, ზოგი მეუბნება აუ, ძაან მაგარია მაგარი ვიცინეო. ესაა ჩემთან მოსული უკუკავშირის 95%
მოკლედ, ამ ეტაპზე ჩემი მიზანია საუბარი იყოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ.
___________________________________________________________________________________________
ჩემს შესახებ: მე ვარ მირიანი. მოთხრობებს ვწერ 16 წლიდან. დავიწყე მოკლე ჩანახატებით, მერე გადავედი მსუყე პროზაზე. მერე ისევ დავბრუნდი მოკლე ჩანახატებზე. ჩემი მოთხრობები წლების მანძილზე იბეჭდებოდა ლიტ. გაზეთში, საუნჯეში, იყო ცისკარშიც, ლიტ. საქართველოშიც, პირველ სხივში და ა.შ.
ჯილდოები და კონკურსები ბევრი არ მომიგია

წელს მეორე ადგილი ავიღე კონკურს "ლილეში" და ტოპ სამეულში მოვხვდი აზროვნების აკადემიაშიც (მათ ლიტერატურულ კონკურსში).
__________________________________________________________________________________________
ახლა წიგნები.
1. "სხვების თბილისი"
ამ წიგნზე დიდხანს ვმუშაობდი. ჩემთვის, ძალიან მკვეთრი და ჟანრობრივად ახალი რამ იყო. ჩემი მოთხრობები, ძირითადად კლასიკური მხატვრული ლიტერატურაა ხოლმე, და აქ უცბად, ერთბაშად შემომიტია თანამედროვეობამ. ჩემი აზრით არის ექპერიმენტალური და თანამედროვე ცხოვრების გარდა, პრეზენტაციაში - თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული. მინდოდა რომ ერთიანი, ერთბაშად შექმნილი სურათები დამეხატა/მომეთხრო. ცოტა ზეინტელექტუალურად ჟღერს ახლა, მაგრამ რა ვიცი. ალბათ, მასეა. სათაურებიც ხშირად ირიბი და არაპირდაპირია. მოთხრობილი ამბები არ არის განსაკუთრებული ან ნარატიულ/სიუჟეტური გარდატეხებით სავსე. პირიქით, ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიური ცხოვრებაა, მაგრამ პრეზენტაციაზე მაქვს ყურადღება გადატანილი მთლიანად.
ახლობლები მეუბნებიან რომ ბევრი იცინეს კითხვისას და კიდევ ის, რომ უწმაწური სიტყვები მომივიდა ბევრი. მაგრამ ეს უწმაწური სიტყვებიც გულახდილობის ბრალია. ბოლომდე და უკანასკნელ წვეთამდე გულწრფელი ვიყავი, ამიტომ ტყ-ების გარეშე ვერ ვიზამდი, ვერ შევილამაზებდი თავს, თითქოს მე ამაზე უფრო მაღლა ვიყო და ლანძღვა-გინება არ მეკადრებოდეს. პირიქით, გლდანში გავიზარდე, თბილისში გამოვიწურთე და გინება ქალაქური ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ჩემი აზრით. რედაქტორის ხათრით, კიდევ ბევრი ამოვიღეთ. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, ეს გინებები შოკისთვის არაა ჩასროლილი შიგნით, ან რაღაც ეპატაჟისთვის - მაგით ვიღას გააკვირვებ. უბრალოდ, ეგრე გამოვიდა.
სათაური მემგონი ყველაფერს ამბობს წიგნის შინაარსზე. თავიდან, ამ პროექტს დიდხანს "თბილისელ ნაბიჭვრებად" მოვიხსენიებდი, მაგრამ ბოლომდე არც მომწონდა ეს სათაური. პირველი იმიტომ რომ "სტამბოლელ ნაბიჭვართან ჰქონდა ასოციაცია" და მეორე იმიტომ რომ ნაბიჭვარი არაა ის სიტყვა, რასაც მე ვეძებდი. "სხვების თბილისი" უფრო კარგად დაჯდა, ქალაქი რომელიც რაღაცნაირად სხვებისაა თითქოს და შენი არა. შენ არ უნდიხარ, შენ ეზედმეტები და თითქოს მართალიცაა ამაში.
წიგნი მისაწვდომია თითქმის ყველა მაღაზიაში, თავიდან ეგეც კი რთული იყო - მეგობრები მეუბნებოდნენ რომ შედიოდნენ მაღაზიებში და არ ჰქონდათ. ახლა, მე რამდენადაც ვიცი და გადავამოწმე, თითქმის ყველგანაა ხელმისაწვდომი.
https://old.intelekti.ge/book_ge.php?id=12262. "პირველი კლასით ამერიკაში"

ეს წიგნი თანაავტორობით დავწერე ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და მეშინოდა კიდეც, რომ არაფერი გამოვიდოდა. შემოქმედებითი კოლაბორაცია იოლი ნამდვილად არაა. და ბავშვობის მეგობარი რომ იყო, ამან გაგვიადვილა თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის შენიშვნების ისე მიცემა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. ანუ, უბრალოდ და პირდაპირ ვეუბნებოდით: "შეჩემა მაგარ &*&ობას წერ ეხლა მანდ!" და ყველაფერი სრულიად გასაგები იყო
პირველ რიგში ის მინდა ვახსენო, რომ მე თავად საიმიგრაციო სამსახურებში ვმუშაობ მთარგმნელად. ჯერ ამერიკაში ვიყავი ჩართვებზე და ტრამპის მერე ბრიტანეთში გადმომისროლეს. ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს დეთენშენ ცენტრებზე, ქართველ ემიგრანტებზე, საიმიგრაციო პროცედურებზე და ა.შ.
თუმცა, ვაკო თავად წავიდა ამერიკაში, ჩაბარდა, როგორც იტყვიან, მექსიკიდან გადავიდა და დღიურივით დაწერა თავისი თავგადასავალი. იქ რომ ჩავიდა, დაბინავდა, აზრებს თავი მოუყარა, მერე მე გამომიგზავნა ეს ჩანაწერები და შემომთავაზა რომ მოთხრობად გვექცია. ასე რომ, სიუჟეტი ვაკოსია - იდეის ავტორი ისაა - ძირითადად, და ენა და თხრობა ჩემი - ძირითადად. თუმცა, თავიდან ბოლომდე რომ გავედით, ორივემ ავიღეთ ინიციატივა რომ ალაგ-ალაგ შესწორებები შეგვეტანა ერთმანეთის გადაწყვეტილებებში.
ნებისმიერს, ვინც ამერიკაში წასვლაზე ფიქრობთ, ან ახლობელი გყავთ ვინც მიდის - ეს წიგნი უნდა იყოს თქვენი ჯიბის წიგნაკი. ამაზე მეტ ინფორმაციას, თანაგრძნობას, თანადგომასა და მხარდაჭერას ვერსად ვერ იგრძნობთ.
https://siesta.com.ge/category-151/category-180/clone/__________________________________________________________________________________________
ესაა ჩემი სპამი. ვისაც არ დაგეზარათ და მთელი პოსტი ჩაიკითხეთ, დიდი მადლობა, გილოცავთ, თქვენ მოიგეთ ავტორის გული!
ნაწყვეტებს კომენტარების სახით შემოგთავაზებთ.
ვისაც მაინც ვერ გადაგიწყვეტიათ, და ფიქრობთ წიგნ(ებ)ი შეიძინოთ თუ არა, ვისაც დიდი ლიტერატურული დეგუსტაციის ჟინი გაწუხებთ, ქვემოთაა ჩემი ლინკები. შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი მოთხრობა, რაც დაგეხმარებათ ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიღებაში.
ეპიზოდი მომავალი (მესამე) წიგნიდან:
https://www.docdroid.net/kZNCAvI/megi-2016-docxვიდეო მოთხრობა, ნაწყვეტი "სხვების თბილისიდან:
https://youtu.be/ztvphrQ7p04?si=RcpWkecxoyV_73-o - იყო დრო ასეთი რაღაცების გასაკეთებლადაც მეცალა. ჩანელზე კიდევ მაქვს ერთი-ორი.
ვსო, მორჩა რეკლამა, ქრინჯისგან კლავიატურა მეწვის უკვე. მიყვარხართ ყველა, დედიკოებს უთხარით რომ ძალიან გიყვართ და შვილებს აკოცეთ ჩემგან