გამარჯობა.
საქართველო რომ იცლება ქართველებისგან, ეს უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა; ასევე ნელა იცლება ფორუმიც იუზერებისგან და არც ეს პროცესია შეუმჩნეველი. მიუხედავად ამისა, ჩვენ- ვინც კიდევ შემოვრჩით- სანამ ფორუმის მზე საბოლოოდ ჩაესვენება, ხომ არ „გავიჯახუნოთ კარი“ და რაიმე სასარგებლო, თანაც სასიამოვნო ერთობლივი საქმე არ გავაკეთოთ, ერთგვარად ღირსეული გამოშვების ნიშნად?
მოკლედ, დიდ დროს აღარ წაგართმევთ: გთავაზობთ მხატვრული ლიტერატურის კურსს.
რა იგულისხმება ამ კურსში? ვისაც სურვილი აქვს, ერთად გადავეშვებით მხატვრული ლიტერატურის სამყაროში და მას სერიოზულ, საკმაოდ მაღალ დონეზე შევისწავლით.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა, კურსის ფარგლებში წავიკითხავთ ყველა მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეობის შესასწავლად კითხულობენ და რომლებიც, ზოგადად, კაცობრიობის კულტურაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ.
აქვე დავამატებ, რომ კურსში ქართული ეროვნული ლიტერატურაც სრულფასოვნად შევა.
წიგნების სია მოიცავს: „გილგამეშს“, „ილიადასა“ და „ოდისეას“, „ენეიდას“, „სოფოკლეს“, „ევრიპიდეს“ და სხვა ბერძენ ტრაგიკოსებს, არისტოფანეს კომედიებს; „ბეოვულფს“, „ნიალის საგას“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, „გარგანტუასა და პანტაგრუელს“, „დონ კიხოტს“, „ფაუსტს“; დოსტოევსკის, ტოლსტოის, გოგოლისა და ჩეხოვის ძირითად ნაწარმოებებს; ასევე ბალზაკის, ჰუგოს, ჩოსერის, შექსპირის, ზოლას და სხვათა შემოქმედების მთავარ შედევრებს.
შემდეგ გავეცნობით მოდერნიზმის „მთავარ დამრტყმელ ძალებს“ -კაფკას, ჯოისს, ვირჯინია ვულფს, ფოლკნერს და სხვებს. არც პოსტმოდერნისტების დარჩებიან უყურადღებოდ, არც უდიდესი პრუსტი, და ბოლოს თანამედროვე ავტორებამდეც მივალთ უელბეკის თამადობით.
ქართულებიდან „შუშანიკის წამებით“ დავიწყებთ და თანამედროვე მწერლებით დავასრულებთ.
რას მოგვცემს ეს ყველაფერი?
უპირველესად, გაგიჩნდებათ კითხვის მოტივაცია; ბევრ წიგნს ახლებურად გაიაზრებთ; ცოტას გაერთობითაც; ამ საშინელი თანამედროვე სამყაროს ნეგატივს ცოტათი გაერიდებით; ტვინსაც გაავარჯიშებთ და საკვებსაც მიაწვდით.
საბოლოოდ, ვისაც სურვილი გაქვთ მონაწილეობის, ამ თემაში დაწერეთ და დავიწყოთ.
დროის პრობლემა არ იქნება: დღეში 30–45 გვერდის კითხვა სრულიად საკმარისია.
არსად გვეჩქარება - მხატვრულ ლიტერატურას სწრაფი კითხვა არ უხდება.
აბა, გოგოებო და ბიჭებო ვის გაქვთ სურვილი ჩაებათ ამ მეტად საჩოთირო საქმეში ?
დაპლიუსდით თემაში და თუ მოგროვდა საკმარისი რაოდენობის ხალხი დავიწყებთ თუ არა და თემა ისე დაიხურება, როგროც ქოცებმა დაგვიხურეს ყველანაირი პერსპექტივა ნორმალური სახელმწიფოს გამოძერწვის