შემთხვევით აღმოვაჩინე ეს მწერალი ერთ-ერთი ქალი ფემინისტის პოსტიდან გავიგე მის შესახებ და წავიკითხე მისი მთავარი რომანი ავტოპორტრეტი, რომელიც ისეთი მაღალი დონის გამოდგა, გაოგნებული ვიყავი და არ მჯეროდა, რომ ქართველმა დაწერა ასეთი შედევრი 80-იანების მიწურულს, თან ქალმა და ასეთი თამამი ნაწარმოების შექმნა საბჭოთა ეპოქაში ქალის მიერ, მართლა გასაკვირია.
სამწუხაროდ, თავი მოუკლავს 45 წლის ასაკში.
ასევე, სამწუხაროდ მის შესახებ დღეს ფაქტობრივად არავინ იცის. არადა, მდარე ხარისხის ქალი მწერლები ყრიან ფემინიზმს ამოფარებული რომ ერთი მეორეზე უნიჭობას წერენ.
ავტოპორტრეტი არის ძალიან თამამი და ძაან რეალისტური ნაწარმოები, რომელიც ქართველი ქალის ხმა კი არა, თამამი ყვირილია ტკივილებით გატანჯული....
თუ ლიტერატურაში ერკვევი ადამიანი წიგნში ჰოლდენ კოლფილდის ქალი ვერსიას დაინახავ და ეტყობა ცოტა სელენჯერს რომ ბაძავს ქეთი, მაგრამ ეგ მინუსი კი არა, უფრო პლუსია, ჩემი აზრით.
https://ru.scribd.com/document/811804002/%E...%83%A2%E1%83%98აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ.
პატარა რომანია და არ ინანებთ თუ წაიკითხავთ
სხვაგანაც იყო ლინკი, მაგრამ ვერ მივაგენი ახლა.
ნახეთ ფეისბუქში ჯგუფში წიგნის სამყარო წიგნის სამყარო რომ არის მანდ აქვთ.