თავიდანვე ვიტყვი რომ ჯერ წერის პროცესშია. სათაურიც ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული

ნახეთ და თქვენი აზრი დაწერეთ
რამდენმე თავი მაქვს ჯერ და დავდებ ნელნელა კომენტარებში.
აქ პირველი თავია ჯერ.
----
ექიმი ფსიქიატრის კაბინეტში არსებულ სიჩუმეს ძველებური კედლის საათის წიკწიკი არღვევდა. ბონდო ექიმი თავის მაგიდასთან იჯდა და ჩემს ანალიზებს დეტალურად სწავლობდა. ასეთ დროს ჯობია ჩუმად ვიჯდე და ხელი არ შევუშალო. სახეზე ეწერება ხოლმე ეგრევე, როცა ასე ვთქვათ ნებართვის გარეშე რაიმეს ვლაპარაკობ. ყველა ანალიზის პასუხი რომ გადაიკითხა, შემდეგ უკვე თავის ქალის ტომოგრაფიის ნეგატივსაც გახედა ფანჯარაში.
- ჰმ... უცნაურია. - ექიმმა სათვალის ზემოდან გადმომხედა - სუფთაა თქვენი ნეგატივები. თავში არაფერი არა გაქვთ.
- როგორ თუ არაფერი? საერთოდ არაფერია?
- არა გიორგი ბატონო. საერთოდ არაფერი.
- ტვინიც?
ექიმმა ისევ სათვალის ზემოდან ამომხედა და გადაიხარხარა.
- კარგია ხუმრობის ხასიათზე რომ ხართ. აბა გამიმეორეთ თუ შეიძლება თავის ტკივილები გაწუხებთ ანუ?
- არა ბატონო ბონდო, უბრალოდ თავის ტკივილი მეწყება ხოლმე გარკვეულ
პერიოდში ერთხელ და მერე... აი როგორ ვთქვა არ ვიცი... ყველაფერი თავიდან იწყება.
- რას ნიშნავს თავიდან იწყება?
- როგორ აგიხსნათ უფრო გასაგებად არ ვიცი - არა მართლა, როგორ ავხსნა წარმოდგენა არა მაქვს რომ ეს სცენაც კი, რაც ამ მომენტში მიმდინარეობს უკვე მეხუთედ ხდება ჩემს ცხოვრებაში - წარმოიდგინეთ, დღეს ხომ არის 12 აგვისტო? - ექიმმა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად - ხო და ეს დღე ჩემს შემთხვევაში მინიმუმ მესამედ დადგა.
- რას ნიშნავს მესამედ დადგა?
- აი პირდაპირი გაგებით მესამედ ვარ თქვენთან ამ კაბინეტში და დღეს 12 აგვისტოა, პირველ ორ მოსვლაზე ვცადე ამეხსნა...
- ერთი წამით გიორგი მოიცადე - შემაწყვეტინა ექიმმა და კლავიატურას მიუბრუნდა - მე არანაირი ჩანაწერი არ მაქვს აქ რომ შარშან ან შარშანწინ ჩემთან ყოფილიყავი ამავე პერიოდში.
- ვიცი, ვიცი ბატონო ბონდო. მე შარშან არ ვყოფილვარ. ეს წელს მოხდა.
- მერე თქვენ გინდათ თქვათ რომ წელს უკვე მესამედ დადგა 12 აგვისტო?
- მესმის რომ ეს ძალიან უცნაურად ჟღერს მაგრამ... რა ვქნა რომ ეს ჩემთვის ასეა.
- იცით რა ბატონო გიორგი, თქვენი რეზიუმე რომ არ მქონდეს წაკითხული, ფსიქოტესტირების პასუხებიც რომ არ მედოს აქ, ულაპრაკოდ ვიტყოდი რომ თქვენ შიზოფრენიის განსაკუთრებული ფორმით ხართ დაავადებული-თქო. - თან ანალიზების პასუხები აიღო ხელში და პრაქტიკულად თვალებში ამაფარა. - ამათ მე ვენდობი ყველანაირად. ამ ტესტირებებით თქვენ სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით.
------
დანარჩენი ბმულზე იხილეთ
კვანტური მოხეტიალე * * *
ნაცნობმა უსიამოვნო და მკვლელმა ტკივილმა მილევა დაიწყო, ნელ-ნელა აღმიდგა კიდურებში შეგრძნებაც და გონებამაც მუშაობა დაიწყო. ნუთუ ისევ? არა და იმედი მქონდა რომ ეს ყველაფერი მართლა სიზმარი იყო. ღმერთო რა მოსაბეზრებელია ერთი და იგივე გზის კიდევ და კიდევ ახლიდან გავლა. მერამდენე გადასვლაა უკვე? თვლა ამერია. მერვე თუ მეცხრეა... აჰა მაღვიძარაც რეკავს. ადგომის დროა. მოიცა ცოტაც, გონს მოვიდე. ჯერ მაინც ბელა დგება ხოლმე.
ბელა... რატო არ ადგა ბელა?
- ბელა - რაღაც ხრინწიანი ხმა ამომივიდა პირიდან. თუმცა პასუხი არავის გაუცია.
ხელით მოვსინჯე საწოლის გვერდი. ერთადგილიანი საწოლია რატომღაც, თვალი გავახილე და ოთახიც სხვაა. სერიოზულმა პანიკამ შემიპყრო.
რა ხდება? სადა ვარ? სადაა ბელა, ბავშვები სად არიან. ძლივს ძლივობით წამოვდექი საწოლიდან. სრულიად უცნობი ოთახია. აქ არასოდეს ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ საერთოდ არაფერი არ მეცნობა. ან რა უნდა მეცნობოდეს ოთახში დგას ერთ საწოლიანი რაღაც ჯღანი, რაზედაც არც ისე სუფთა თეთრეულ გადაკრული ლეიბ-საბანია. იქვე ტუმბო უდგას, რაზედაც სიგარეტის ნამწვებით გაძეძგილი საფერფლე და ჩემი... სავარაუდოდ ჩემი მობილური დევს. იმიტომ რომ მე მსგავსი მოდელი არ მქონია. გვერდით საშუალო ზომის საძინებლის სარკიანი კარადა დგას, საწოლის მოპირდაპირე მხარეს კი ტელევიზორია კედელზე. სკამიც კი არაა ოთახში დამატებითი.
- ბელაააა - ყვირილით გამოვვარდი ოთახიდან. უფრო ზუსტად გამოვბობღდი. ბინა სადაც აღმოვჩნდი სულ ოროთახიანია. მეორე ოთახი მისაღები ოთახია და სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი, სადაც დიდი ოდენობით დასარეცხი ჭურჭელი ალაგია. ბინა პრაქტიკულად ყარს სიგარეტის და კიდევ რაღაც არა სასიამოვნო რაღაცეების სუნად. სასტიკად დასალაგებელია, ეტყობა თვეა ცოცხი არავის გამოუსვია. არც მისაღებია ავეჯით კეთილმოწყობილი. აქაც ერთი დივანი დგას, რომლის მოპიდრაპირე მხარეს დიდი ტელევიზორი კიდია. კუთხეში მცირე საოფისე მაგიდაა ზედ ლეპტოპით და დახვავებული რაღაც დოკუმენტებით. შუაში ჟურნალის მაგიდა დგას, რომელსაც გაბზარული შუშის ზედაპირი აქვს. ერთი შეხედვით ნარკომანის სადგომს უფრო გავს ვიდრე წესიერი ადამიანის საცხოვრებელს.
დანარჩენი ბმულზე იხილეთ
კვანტური მოხეტიალე 2 ნაწილი This post has been edited by pilo772 on 28 Mar 2026, 14:15