Hackerჰაკერუშკა, როგორ ხარ და როგორ მიდის შენი toefl-ის ამბები?
TOEFL-ის წიგნების და კასეტების ყველაზე კარგი და მდიდარი არჩევანი აქვს სოროსის ბიბლიოთეკას. ისე რამოდენიმე "ინციდენტი" კი შემემთხვა მანდაც (რაც არ გაგიკვირდებათ ვიცი).
![wink.gif](//forum.ge/html/emoticons/wink.gif)
მივედი, gre-ის cd-ები მომეცით მეთქი სახლში უნდა წავიღო თქო. არ შეიძლება სახლში ვერ გაგატანთო. კარგით მეთქი, მაშინ აქ გავაკეთებ. ვერ გააკეთებ, არცერთ კომპს cdrom არ უმუშავებსო. მეთქი აბა ავეჯად გაქვთ და უყურებთ დილა საღამოს თუ სტუმრებთან ამარიაჟებთ თქო?!
ვიკაიფე შეძლებისდაგვარად. არ გაჭრა. მერე მითხრეს, თუ ბევრს ილაპარაკებ რა წიგნებიც გაგატენეთ მაგასაც წაგართმევთო და მოვკეტე.
![smile.gif](//forum.ge/html/emoticons/smile.gif)
სულ ბოლოს რა მითხრეს არ იცით?? ადრე gre ფურცლებზე ბარდებოდა და კი აბარებდა ხალხი კომპაქტების გარეშე და თუ მოგინდა შენც ჩააბარებო! არგუმენტი იყო- ქვა "გახეთქა". წავედი და ჩავაბარე. სხვა რა გზა იყო.
* * *
SIOQUOTE |
იქვე სჰეგიძლია იმეცადინო |
იქვე "ვმეცადინეობდი" მეც. ზეპირად ვიცოდით ყველა მოსწავლე ახალგაზრდობამ
ბიბლიოთეკარის ჩვილი რომელზე იღვიძებდა, პირველი ჭამა როდის უწევდა, მეორე როდის, მესამე როდის. უფროსი ბავშვი როდის უნდა გამოეყვანა მამამისს ბაღიდან და როდის უნდა გაესეირნებინა. ასევე ზეპირად ვიცოდით, რა საჭმელი უნდა დაეხვედრებინა დედამისს და რა დროს უნდა დაერეკა ან არ დაერეკა. ჰუჰ, კიდე იმდენი რამე ვიცოდიით.
)) But still she was very nice. არ ვშაყირობ.