გამარჯობათ საყარელო ფორუმელობო! მოგესალმებით სუყველას:)
ადამიანს როდესაც სინდისის გრძნობა აწუხებს, საშინელებაა, იგი ხორციელ ტკივილზე უფრო მტკივნეულიც არის ხანდახან, კარგად არის აღწერილი გენიალურ მოთხორობაში "სახრჩობელაზედ", სინდისის გრძნობა სათავეს იღებს უკეთურობიდან, ბოროტებიდ.
სინდისი ბადებს სინანულის. ერთი ეგ აქვს დადებითი თვისება(თქვენ როგორ ფიქრობთ?)
ერთ წმიდა მამა ასე ქადაგებდა- რასაც აკეთებ კარგს შენ თავს უკეთებ, რასაც აკეთებ ცუდს შენ თავს უკეთებ - , ერთხელ მისი მოკვლა მოინდომა მოწამლვით ერთმა ბოროტმა დედაბერმა, მოწამლული პური მიუტანა წმიდა მამას, წიდა მამამ კი ეს სიტყვები გაუმეორა ამ ბოროტ ქალს "რასაც აკეთებ კარგს შენ თავს უკეთებ, რასაც აკეთებ ცუდს შენ თავს უკეთებ" და გამოართვა პური. იმავე დგეს იმ ქალის შვილი ჩამოსულიყო იმ სოფლად სამხედრო სამსახურიდან, მისულიყო წმიდა მამასთან მშიერი და პური უთხოვია, შიოდა საცოდავს, წმიდა მამას კი დედამისის მიცემული პური მიუცია და რომ შეჭამა ბიჭმა მოიწამლა და სული განუტება.
წარმოიდგინეთ სიკეთეს როდესაც აკეთებ, მაშინ რამხელას სიკეთე გადმოვა თქვენზე?!
საერთოდ სიკეთეს ქმნა კარგი რამეა, ღმერთმა მეტი ძალა და მეტი საშუალეა მოგვცეს სიკეთის საკეთებლად. როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და ის კი უმადურებით გპასუხობს, მართლაც არასასიამოვნო განცდაა, განკითხვაში ვარდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში.ასეთი ხალის გიკარგავენ სიკეთის ქმნის სურვილს.
უმადურობა ერთ ერთი საშინელი და დამღუპველი ცოდვაა. ერთი წმიდა მამა ამ ცოდვას უსაშინლესზე უსაშინელსს ეძახის.
სწორედ უმადურობის გამო დაეცა სინათლის ანგელოზი, იმის მაგივრად რომ მადლობელი ყოფილიყო ღემრთისა იმ ძლიერებისა და წყალობისა რაც ღმერთმა მიანიჭა ლუციფერს, მადლობის მაგვირად თვითონ შემოქმედზე უპირატესობა მონდომა და მასზე ბატონობა.
ხოდა ჩემა კარგებო ვაკთოთ სიკეთე, არ ვიყოთ დაუნახავები ! თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი ცხოვრება
Get paid every time your website is seen.. http://kakheti.net/payperplay_s_cgi.html