ვეტერანებს კი გულით და სულით ვულოცავ, მაგრამ ჩვენ რა გვაზეიმებს? 9 მაისი არა მხოლოდ ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღე იყო, არამედ კომუნისტური საბჭოთა კავშირის გამარჯვებაც, მისი ჰეგემონიის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაზე, საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება და ცივი ომის დასაწყისი.
ახლა არ მითხრათ ნაციზმი დიდი ბოროტება იყოო და მოსასპობი იყოო. კიბატონო, მაგრამ კომუნიზმი რითი იყო უკეთესი? ან და სტალინი როგორც დიქტატორი ჰიტლერს რითი ჯობდა???
ვისაც ოსვენზიმის გახსენება უყვარს, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებს ნუ დაივიწყებს.
კომუნისტური ტრადიციების გამგრძელებელი ქვეყანა რუსეთი კი ჯერ კიდევ ცოცხალია, ასე რომ ზეიმიც ნაადრევია.
* * *
კიდევ ერთი შენიშვნა.
QUOTE |
გამარჯვება ფაშიზმზე |
1. ფაშიზმზე ჩვენ არ გაგვიმარჯვია
1945 წელს ფაშიზმი საერთოდ აღარ არსებობდა. გერმანია იყო ნაცისტური, ხოლო ფაშიზმი სუფთა წყლის იტალიური მოვლენაა და მუსოლინისთან ერთად მოკვდა.