asinetaგეხუმრე, სად დაიკარგე? ბევრი წერა მეზარებოდა

პატარა ბავშვებს რომ ეკითხებიან ხოლმე "ჩამჭრელ" კითხვას: ერთი კილო ბამბა უფრო მძიმეა თუ ერთი კილო ქვაო? უმრავლესობა დაუფიქრებლად პასუხობს - ქვაო

ჰოდა მეც ასე ვიფიქრე, ბამბის ქულების აქეთ-იქით გადატანას ისიც სიზმარში, რა უნდა მეთქი. ნუ თუ მძიმეა, მაშინ ჰო მესმის
ისე, ცუდ ხასიათზე იყავი ეტყობა.
ბინიდან ბინაში გადასვლა ბევრს ფიზიკურ შრომასთან და უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეჩვევი იმ ადგილს სადაც ცხოვრობ. ბოლო სამი წლის მანძილზე უკვე 5-ჯერ გადავბარგდი ახალ ბინაში და ეგ კარგად ვიცი რაც არის. ავეჯის გადატანა არ დამჭირვებია, მაგრამ მთელი ბარგის ტაქსით და ავტობუსით (coach და არა bus ) გადატანა უფრო მეტი წვალებაა.
მაგრამ ეგ ყველაფერი შიში და ფობია მაინც არაა

შიშს რაც შეეხება, თურმე ისეთი ადამიანები არსებობენ შიშის შეგრძნება საერთოდ რომ არა აქვთ.
თავის ტვინის ერთი პატარა ნაწილის ფუნქციებში შედის ემოციები და მათ შორის შიში და ზოგი (ძალიან იშვიათად) იბადება ისე რომ ეგ დაზიანებული აქვს, ზოგს კიდევ მერე შეიძლება დაუზიანდეს და ამ ხალხს არაფრის არ ეშინიათ: არც სიმაღლის და იქიდან გადმოვარდნის, არც წყლის და დახრჩობის, არც ცხოველების, არც ქუჩაში მანქანების და ა. შ.