#189763 · 26 Jun 2003, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ტოპიკში შემთხვევით მოვხვდი და ყველა პოსტი გულმოდგინედ წავიკითხე. მე, როგორც თბილისში მცხოვრებ ქუთაისელს, მიმაჩნია, რომ ქუთაისის ფუნქცია საქართველოში დაახლოებით თირკმელის ფუნქციის მსგავსია, ნაგავს რომ ფილტრავს და გულს სუფთა სისხლს აწვდის. ამას დაფასება უნდა, თორემ ორივეს დისფუნქცია მომაკვდინებელია - ნელა მაგრამ აუცილებლად. რაც შეეხება ზოგიერთი ფორუმელის დისკომფორტს ნარჩემაშვილთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ რომ: 1. ცნობილი პოლიტიკური ფიუგურების უმრავლესობა დედაქალაქელი არ იყო; 2. პირადად მე სერიოზული პრეტენზია მაქვს, რომ თბილისის და მთლიანად საქართველოსთვის ბევრად უფრო სასარგებლო ვარ ვიდრე ბარე ორი ძირძველი თბილისელი. (სხვათა შორის მე თვითონ ძირძველი ქუთაისელი ვარ და ზოგიერთი "კარენნოი" თბილისელივით შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან სოფელში არ დავდივარ).
--------------------
გაუფრთხილებლად გაფრთხილებული
|