მე მარცხენა წარბთან შრამი მაქვს, თითქოს წარბის გაგარძელებაა

პირველ კლასში დაჭირობანას ვთამაშობდით, წავიქეცი და ქვაზე გავიჭერი, თვალს ცოტაზე ასცდა

მარცხენა ხელის სალოკ თითზეც შრამი მაქვს ახალი, 1 თვის წინ უთო დავიდე

ერთი ხერხემალზე მაქვს, ბავშვობაში ძაან გამხდარი ვიყავი, ვიჯექი სკამზე, ჩემს უკან რაგაც ძველი კარადა იყო, სკამი გატყდა და უკან რო გადავვარდი, ხერხემალი გავიკაწრე

სხვაგან ტანზე არა მაქვს, ფეხებზე მაქვს ერთი-ორი და ხელებზე, მაგრამ ძაან პატარა შრამებია, არც მახსოვს მათი წარმოშობის ისტორია