VENDETAმაგ ქალის მომთვინიერებელი კაცი არ მეგულება, ყველა გაურბის გარშემო, ქმარი გაექცა, მამას 1 წელია უკვე არ უნახია, ჩემი შვილიც კი ემალება. ასე რომ ჩემი ქმარი ნამდვილად ვერ მოარჯულებს მაგას.
"არა მგონია შენს ქმარს გაეხარდეს დედის მკვლელობა ჩადენილი მისი ცოლის მიერ... რაც არ უნდა იყოს დედაა მაინც... " - ეგ ისე ვთქვი, მეც ვიცი რომ არ გაეხარდება, რაც არ უნდა იყოს დედაა.
GT.ge
"ცუდი არ თქვა შენს ქმართან დედამთილზე."
არც ვამბობ, ხმასაც არ ვიღებ, მაგრამ თვითონ ხედავს ყველაფერს. მე ვმუშოაბ, და წარმოიდგინე დღის ბოლოს უგონო დაღლილი რომ მივალ სახლში და რომ დამადგება თავზე. ვაიმეეეეეეეეეეეეეე. აღარ მინდაააააააა, სად გავიქცე არ ვიცი, მაგრამ პირში მაინც ვუცინი ხოლმე და არ ვიმჩნევ არაფერს. ზოგიერთს მაგის გამო იდიოტიც კი ვგონივარ
"თქვენი გადამეტებული ემოციები ვინმეს მიმართ (თუნდაც დედამთილის მიმართ) თქვენი სისუსტის აშკარა ნიშანია, ანუ აღიარებთ რომ არაფერი არ შეგიძლიათ და თქვენი სიყვარული ქმრის მიმართ დედამთილის სიძულვილითაა განპირობებული...
მაპატიეთ პირდაპირობა..."
გაპატიებ,თუმცა ვერ გავიგე რისი თქმა გინდოდა. უბრალოდ 10 წელი ძალიან დიდი დროა ყველაფრისთვის, და რა თქმა უნდა მოთმენისათვის. ჩემს გარშემო ბევრმა დაანგრია ოჯახი ამის გამო და 10 წელი არ უცდიათ, 1 ან 2 წელიც ეყოთ.
ისე გუშინ ეს თემა რომ გავხსენი, ძალინ ვიყავი გაბრაზებული. ეხლა კი მაგრად მკიდია, იმიტომ რომ გუშინ მივხვდი, რომ ქვეყნად სიკვდილზე უფრო საშინელებაც არსებობს, და ისეთების გაკეთებაც შეიძლება, რომ ადამიანს სიკვდილიც ანატრებინო.
ასე რომ დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.