eleqtro, მე ვიყავი 3 წლის წინ ძალიან ნელი მატარებლით, კარგად გავერთეთ გზაში, კომფორტი საერთოდ არ უნდა გეხსენებინა, ხალხი დაგცინებდა რაიმე მაგდაგვარი რომ გეხსენებინა.
უკან დაბრუნებისას დაგვემგზავრა კიდევ 2 ადამიანი, თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომლებსაც მოქონდათ სხვადასხვა ნერგები ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან. ეს ნერგები იყო 5-7 დიდი ღია ჩანთებით, დახურული არ შეიძლება ნერგები გაფუჭდება_ო.
ღამე რაღათქმა უნდა არ გვეძინა, ეს ჩვენი უძილობა კიდევ ამ ნერგების ჩანთებმა განაპირობა, ფოთლებმა შრიალი რომ დაიწყეს, რაღაც ცუდათ მომხვდა ყურში და წამოვიდა ჩემსკენ იმ ჩანთებიდან ობობების და ჭიების დარაზმული ჯარი.

საით გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი. დისკომფორტს ავიტან, აი ობობებს და ჭიებს...