- აქავრობა რა მოწყენილობას დაუსადგურებია?!
ეხლავე გამოგაფხიზლებთ!
- რისთვისაა საჭირო თავი? (ცნონილია, რომ ქუდის დასაფარებლად! სხვა?)
- მართალია! ფიქრისათვის! ხოდა დავიწყოთ ფიქრი!
(ქულებს დააჯამებენ და წარმოგვიდგენენ)
.............................................................................................
ვინ არ იცნობდა დიდ ბრძენ, ფილოსოფოს - მოლა ნასრედინს.
დიდი თუ პატარა. ყველგან განთქმული იყო მისი გამჭრიახობა.
დადიოდა თავისი სახედარით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში
და ხალხს აკვირვებდა.
ერთხელ ნასრედინი ერთ სოფელში მიიწვიეს.
სამმა ძმამ მამამისის მიერ დატოვილი ქონება ვერ გაიყო.
საქმე იმაშია, რომ ანდერძით უნდა მიეღო:
უფროს ძმას - ნახევარი.
საშუალოს - მესამედი.
უმცროს - მეცხრედი.
მამამ შვილებს კი - 17 სახედარი უანდერძა.
რაღა არ ქნეს ძმებმა?!
რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ ამაოდ. სახედარს ხომ არ მოკლავდნენ და
ისე გაყოფდნენ, არადა სხვა გზით არანაირად არ გამოდიოდა.
ამიტომ მოიწვიეს მოლა რჩევისათვის.
როგორც კი მოლა ადგილზე მივიდა, ყოველგვარი სიძნელეების
გარეშე გაყო ანდერძი და თვითოეულმა ზუსტად ინდენი სახედარი მიიღო
რამდენიც ერგებოდა ანდერძით.
კითხვა:
- როგორ მოახერხა მოლამ ანდერძის გაყოფა და რამდენი სახედარი
შეხვდა თვითოეულ ძმას?