(თამაშდება 2 ქულა)
გახსოვთ ფილმი - გლადიატორი? რომის კოლიზეე?
რამდენიმე სართულიანი დიდებული ქმნილება!
ძველი რომის მასიური თავშეყრის ადგილი.
ათი ათასობით ადამიანი იკრიბებოდა გლადიატორების საყურებლად.
თვით შენობა გამოირჩეოდა არა მარტო სიდიდითა და სილამაზით,
არამედ - რთული მეკანიკური მოწყობილობითაც.
უამრავი მონა და ჯარისკაცი თუ თავისუფალი ადამიანი იყო დაკავებული იქ,
რათა მოეხდინათ სანახაობის ორგანიზება და სათანადო დონეზე ჩატარება.
თვითოეულ მათთაგანს ეჭირა ზუსტად განსაზღვრული ადგილი და
ასრულებდა შესაბამის მითითებებს.
კითხვა:
- როგორ სამუშაოს ასრულებდნენ მონები, რომელთაც ეჭირათ ყველაზე მაღალი რიგები? (1 ქულა)
- და რა უნდა გაეკეთებინათ იმპერატორის ფლოტის მეზღვაურებს, რომლებიც ამ მონებზე ზევით იმყოფებოდნენ? (1 ქულა)
* * *