გამაოცა აქაურმა გამოხმაურებებმა სკოლის შესახებ... ათი წელი გავიდა და ურთიერთობა არ წყდება; ყოველ ჩამოსვლაზეც სკოლაში მიუსვლელობა წარმოუდგენელია!
ყველაზე საინტერესო და სახალისო ამბები ექსკურსიებსა და შატალოებზე ხდებოდა (არა, შატალოების მერე იწყებოდა თავდავიწყება!

).
ეს ორი ამბავი უკვე დაწერილი მაქვს და გადმოვაკოპირებ
1. სკოლის დროს ექსკურსია სოხუმში: მატარებელში, ყველას ძინავს, ავდექით 3 გოგო, მოგვეჩვენა რომ კბილის პასტებს დიდი ხანი დაჭირდებოდა გათბობა, ამიტომ უფროსი თანმხლები პირების ტუჩსაცხები "ვითრიეთ" და ჩამოუარეთ მთელს ვაგონს (ასეთი ჯიგარი რუსი პრავადნიცა ჯერ არ მახსოვს: ოღონდ თეთრეულს ნუ დამისვრითო და გავიდა!...)... დილით წივილ-კივილი გვაღვიძებს: სისხლია??? ყვიარიან... არა, "პომადაა, პომადა"... ეგ არაფერი, თურმე "შემოგვპომადებია" სასწავლო ნაწილიც და ერთი პედაგოგი, უფროსი კლასის ხელმძღვანელი. ატყდა ყველაზე ნატურალური სკანდალი. დამნაშავეები იმით აღმოგვაჩინეს, რომ ყველაზე გვიან ჩვენ გაგვეღვიძა და საკუთარი თავები დაგვავიწყდა გაგვეთხუპნა...

2. პირველ კურსზე პრაქტიკები გვქონდა ფიზ. ანტროპოლოგიიდან. არმაგედონს ვთხრიდით. ჩემს "სკვერში" ერთი "ცისფერი" (თუმცა, ძალიან კარგი პიროვნება) ლას-ვეგასელი ყმაწვილი იყო, და ტვინი ჰქონდა წაღებული თუ როგორ ენატრებოდა ნამდვილი შვეიცარიული შოკოლადები. ერთ-ერთ სადილობაზე სკვერში დავრჩი, ცოტათი ამოვთხარე მისი საკვლევი ტერიტორია, ჩავდე შიგ უიკენდზე სპეციალურად შეძენილი შოკოლადები და დავაყარე "ისტორიული მნიშვნელობის მიწა". გადის დრო, ყველა მუშაობაშია გართული და ამ დროს ბედნიერი, აღფრთოვანებული ვილლი სუპერვაიზერს ეძახის: აღმოვაჩინე! აღმოვაჩინეო, რაღაცას საინტერესოს წავაწყდიო და ფუნჯით შეუდგა გაწმენდას (

)... რა თქმა უნდა ყველა მოაწყდა, მაგრამ მორიგი ჩონჩხის ნახვის მაგიერ... პირები ჩაიტკბარუნეს
--------- -------
აუ, ვარძიის ექსკურსია გამახსენდა! ავტობუსის ბოლოს მოვიკალათებდით და საზამთროებზე და ნესვებზე ფიზიონომიებს ამოვჩორკნიდით, მერე ფანჯრიდან ჩვენს უკან მომავალ მანქანის მძღოლებს ვაბრაზებდით ამმ სასაცილო სიფათებით, საავარიო სიტუაციებს ვქმნიდით და ვხალისობდით.
ახლა ყველაფერი ერთად მახსენდება... ეჰ!..